ვილნიუსში ტურიზმისა და მოგზაურობის საერთაშორისო გამოფენა “Adventur 2022” ჩატარდა
28-30 იანვარს ქ. ვილნიუსში იმართება ტურიზმისა და მოგზაურობის საერთაშორისო გამოფენა “Adventur 2022”, რომელშიც საქართველო მეშვიდე წელია აქტიურად იღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს ადმინისტრაცია იუწყება.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ლიეტუველი ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და პოპულარულ ადგილს წარმოადგენს, რის საფუძველზეც ადგილსამყოფელი სახელმწიფოდან ვიზიტირთა რიცხვი ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად იზრდება.
“Adventur 2022”-ში საქართველოს წარმოადგენდა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ასევე ღონისძებაში მონაწილეობდნენ სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსის “კასტელო მარესა” და ტურისტული კომპანია “Vaime Travel”-ის წარმომადგენლები.
გამოფენაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და სხვა ეროვნული ნუგბარი.