Items filtered by date: ხუთშაბათი, 27 იანვარი 2022 - NEWSDAY GEORGIA

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთ-უკრაინის კრიზისი შეაფასა და აღნიშნა: „იმედი მაქვს, რომ რუსეთი არ მიმართავს უკრაინაზე შეიარაღებულ თავდასხმას და ოკუპაციას.“ ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

მათი ინფორმაციით, პრეზიდენტმა ამის შესახებ ერთ-ერთ კერძო ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს, დღის წესრიგთან დაკავშრებით გაკეთებული შეფასებების დროს განაცხადა.

„იმ შემთხვევაში თუ ისურვებენ ორი ქვეყნის ლიდერები (რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები, ვლადიმირ პუტინი და ვლადიმერ ზელენსკი) ჩვენს ქვეყანაში ვუმასპინძლებთ და გზა გავუხსნათ მშვიდობის გარემოს აღდგენას. ჩვენი ქვეყანა თავიდანვე მხარს უჭერდა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენი დამოკიდებულების შეცვლა ამ საკითხთან დაკავშირებით გამორიცხულია. იმედი მაქვს, რომ რუსეთი არ მიმართავს უკრაინაზე შეიარაღებულ თავდასხმას და ოკუპაციას. ასეთი ნაბიჯი არ შეიძლება იყოს რაციონალური ნაბიჯი რუსეთისთვის და ჩვენი რეგიონისთვის,“ განაცხადა ერდოღანმა.

პრეზიდენტმა ინტერვიუს დროს ასევე აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში მიმდინარე მოვლენებიც შეაფასა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონში თურქეთის მხარდაჭერის გარეშე განხორციელებული ნებისმიერი პროექტი წარუმატებელი იქნება.

მან ბოლოს თურქეთ-ისრაელის ურთიერთობებზეც გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ შესაძლოა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ახალი ფურცელი გადაიშალოს.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელსაც უძღვებოდა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. ამის შესახებ სეოკ-ის ადმინისტრაცია იუწყება.

აღმასკომის სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული მთავარი საკითხი - დამტკიცდა ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე (პეკინი, 4-20 თებერვალი, 2022 წელი) საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის პერსონალური შემადგენლობა.

ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებს ჩინეთის დედაქალაქი პეკინი 2022 წლის 4-20 თებერვალს უმასპინძლებს, სადაც საქართველოდან სპორტის 3 სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა, ციგაობა) იასპარეზებს 9 სპორტსმენი. 

პეკინის ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები იქნებიან მოთხილამურე ნინო წიკლაური და მოციგურავე მორის ყვითელაშვილი.

პეკინში ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას უხელმძღვანელებს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი იქნება სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი.

 

გამოქვეყნებულია სპორტი

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალშია. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ სფფ-ს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

ავთანდილ ასათიანის გუნდმა აზერბაიჯანის ნაკრების შემდეგ ბოსნია-ჰერცეგოვინა 2:1 დაამარცხა და კონტინენტის საუკეთესო 8 გუნდს შორის მოხვდა.

D ჯგუფის მეორე ტურის მეორე მატჩი ესპანეთის და აზერბაიჯანის ნაკრებებს შორის ფრედ, 2:2 დასრულდა. შედეგად, საქართველოს ნაკრები ჯგუფს ერთპიროვნულად, 6 ქულით ლიდერობს.
1/4-ფინალში საქართველოს ნაკრები С ჯგუფის ერთ-ერთ წარმომადგენელს, გამარჯვებულს ან მეორე ადგილზე გასულ გუნდს დაუპირისპირდება. ორი ტურის შემდეგ ხსენებულ ჯგუფს 6 ქულით რუსეთი ლიდერობს. მეორე ადგილზე ხორვატიის ნაკრებია 3 ქულით, ხოლო პოლონეთსა და სლოვაკეთს თითო ქულა აქვს.

ჯგუფური ეტაპის დასკვნით, მესამე შეხვედრას საქართველოს ნაკრები 29 იანვარს, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 20:30 საათზე დაიწყება. ევროპის ჩემპიონატი ნიდერლანდებში მიმდინარეობს.

გამოქვეყნებულია სპორტი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური