IOC-ის პრეზიდენტი პეკინშია და ოფიციალური ღონისძიებების პროგრამაში 25 იანვრიდან ჩაებმება
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშების დედაქალაქში ჩავიდა და კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით, ახლა სამდღიან იზოლაციაშია. ამის შესახებ ოლიმპიური კომიტეტი იტყობინება.
IOC-ის პრეზიდენტი ოფიციალური ღონისძიებების პროგრამაში, სამშაბათიდან, 25 იანვრიდან ჩაებმება.
პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშები სტარტს აიღებს 4 თებერვალს.
კავშირი Covid-19-სა და D ვიტამინს შორის
მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის დროსაც შეისწავლეს კავშირი Covid-19-სა და D ვიტამინს შორის
აღმოჩნდა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) შემთხვევები და ვირუსთან დაკავშირებული სიკვდილიანობა შესაძლოა დაკავშირებული იყოს D ვიტამინის ნაკლებობასთან. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
ვებ-გვერდზე Spring.org-ზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის დროსაც შეისწავლეს კავშირი Covid-19-სა და D ვიტამინს შორის.
კვლევის ფარგლებში შესწავლილი იქნა ევროპის 20 ქვეყნის ჯანდაცვის მონაცემები.
კვლევაში D ვიტამინის ნაკლებობა დაფიქსირდა ისეთი ქვეყნების ხანდაზმულ მოსახლეობაში, როგორიცაა იტალია, შვეიცარია და ესპანეთი.
ექსპერტებმა განაცხადეს, რომ D ვიტამინის დაბალი დონე სამხრეთ ევროპის ქვეყნებში შეიძლება დაკავშირებული იყოს მზის სხივებისთვის თავის არიდებასთან.
ასევე აღინიშნა, რომ სკანდინავიის ქვეყნებში კოვიდ-19-ის შემთხვევების დაბალი რაოდენობა შესაძლოა დაკავშირებული იყოს ისეთი დანამატების გამოყენებასთან, როგორიცაა D ვიტამინი და თევზის ზეთი.
კვლევებით გაირკვა, რომ ვირუსით გამოწვეული ლეტალობის პრევენცია შესაძლებელია D ვიტამინით.
წინა კვლევებში ნათქვამი იყო, რომ D ვიტამინის დეფიციტი შესაძლოა დაკავშირებული იყოს რესპირატორულ დაავადებებთან.