Items filtered by date: ორშაბათი, 24 იანვარი 2022 - NEWSDAY GEORGIA

PSP-ში თბილისის მერიის 500 ლარიანი ვაუჩერით, სოციალურად დაუცველი პენსიონერი 700 ლარის ღირებულების მედიკამენტს იღებს! 24 იანვრიდან PSP-ს სააფთიაქო ქსელში თბილისის მასშტაბით მოსული სოციალურად დაუცველი პენსიონერი, მერიის ვაუჩერის განაღდებისას მიიღებს მომენტალურ სარგებელს დამატებითი ფასდაკლების სახით;
თბილისის მერიის 500 ლარიანი ვაუჩერის თითოეული მფლობელისთვის კომპანია PSP-მ დამატებით 200₾ გამოყო, რაც ნიშნავს რომ 500₾ ვაუჩერით სარგებლობისას ბენეფიციარი 700₾ მედიკამენტებს მიიღებს, ამასთან აუცილებელი არ არის სრულად აითვისონ ვაუჩერით განსაზღვრული 500 ლარი.
PSP სოციალური პროექტების მუდმივი მხარდამჭერია, მათ შორის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 1 ლარიან მედიკამენტების მიწოდებას სოციალურად დაუცველ პირებზე PSP წელიწადზე მეტი სრულიად უსასყიდლოდ ახორციელებდა პროგრამის მომსახურებას. ამასთან, 60+ ასაკის მოქალაქეებს კომპანია ყოველდღე განსაკუთრებულად დაბალ ფასებს სთავაზობს მომხმარებელს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე. წლებია ექიმის მიერ გამოწერილი ფორმა 100-ის საფუძველზე სხვა ქვეყნებიდან ახორციელებს ძვირადღირებული და ონკოლოგიური დაავადებების სამკრნალო პრეპარატების მიწოდებას.
დღეიდან, PSP-ს ნებისმიერ აფთიაქში თბილისის მასშტაბით მოსული სოციალურად დაუცველი პენსიონერი, მერიის ვაუჩერით დამატებით მყისიერ სარგებელს მიიღებს, ამ პროექტის ბენეფიციარებისთვის PSP-ში 500₾ - 700₾-ის ტოლფასია.
ყოველდღე, ყველაზე მეტი სარგებელი PSP-ში!

გამოქვეყნებულია საზოგადოება

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე (ევრო 2022) ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო. ისტორიულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

შეხვედრა აზერბაიჯანელთა სწრაფი გოლებით დაიწყო. მეტოქემ ვილელას დუბლით კომფორტული ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. მიუხედავად ორბურთიანი ჩამორჩენისა, საქართველოს ნაკრებმა სათამაშო უპირატესობა მოიპოვა და შესვენებამდე სხვაობის შემცირება შეძლო. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პირველი გოლის ავტორი ელისანდრო გახდა.

ჩვენმა გუნდმა ანგარიში მეორე ნახევარში, არჩილ სებისკვერაძის გოლით გაათანაბრა, გამარჯვების გოლი კი პენალტით თალეს ფეიტოსამ გაიტანა.

საქართველოს ნაკრები მეორე შეხვედრას 26 იანვარს ბოსნია-ჰერცეგოვინას წინააღმდეგ გამართავს. 

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის D ჯგუფში ასპარეზობს. ამ ჯგუფში საქართველოსთან ერთად ასპარეზობენ ესპანეთი, ბოსნი-ჰერცოგოვინა და აზერბაიჯანი.

ევროპის ჩემპიონატი ნიდერლანდებში მიმდინარეობს.

გამოქვეყნებულია სპორტი

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა გადადგომის შესახებ განაცხადა. მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამის მიზეზი სამთავრობო დაწესებულებებს შორის უფლებამოსილების განაწილების გამო უკმაყოფილებაა. ა. სარქისიანის თქმით, როგორც ქვეყნის კონსტიტუციის გარანტს, მას არ გააჩნდა რეალური ინსტრუმენტები კრიზისის პირობებში საშინაო პოლიტიკური პრობლემების გადასაჭრელად.
"ჩვენ ვცხოვრობთ უნიკალურ რეალობაში, რომელშიც პრეზიდენტს არ შეუძლია გავლენა მოახდინოს ომისა და მშვიდობის საკითხებზე“, - ნათქვამია დოკუმენტში. ა. სარქისიანმა მადლობა გადაუხადა მთავრობას, ქვეყნის ძირითადი კანონის შესაცვლელად კომისიის შექმნისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი მომხრეა საპარლამენტო რესპუბლიკის ფარგლებში შემოწმებისა და ბალანსის სისტემის შექმნის აუცილებლობაზე.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის პარლამენტმა არმენ სარქისიანი პრეზიდენტად 2018 წლის მარტში აირჩია. ის გახდა პირველი სახელმწიფოს მეთაური შეზღუდული უფლებამოსილებით მას შემდეგ, რაც სომხეთი საბოლოოდ გადავიდა საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე. მისი საპრეზიდენტო ვადის დაწყება აღინიშნა ხავერდოვანი რევოლუციით, რომლის დროსაც სომხეთის პრემიერ-მინისტრი გახდა ნიკოლ ფაშინიანი, ხოლო ბოლო თვეები ყარაბაღის ომის შემდგომი კრიზისით აღინიშნა.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

მსოფლიოს უხუცესი მამაკაცი, ესპანეთის ქალაქ ლეონეში მცხოვრები სატურნინო დე ლა ფუერტე, 113 წლის იუბილემდე რამდენიმე დღით ადრე გარდაიცვალა. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

მათი ინფორმაციით, ესპანური საინფორმაციო სააგენტო EFE-ს ახალი ამბების ბიულეტენით, გინესის რეკორდების წიგნში შემავალი და გუშინ სახლში გარდაცვლილ სატურნინოს,  12 თებერვალს 113 წელი შეუსრულდებოდა. იგი დაიბადა ესპანეთში მეფე ალფონსო XIII-ის (1886-1941) მეფობის დროს და 1918 წელს ევროპას მასიურად მოდებული და მეტად მძვინვარე ესპანური გრიპიც გადაიტანა.

იგი თვითმხილველი იყო 1923 წლის პრიმო დე რივერას დიქტატურისა, მეორე რესპუბლიკისა (1931-1939), სამოქალაქო ომისა (1936-1939) და ფრანკოს დიქტატურისა (1939-). 1975).  დე ლა ფუერტე გახდა ქალაქ ლეონში პირველი ადამიანი, ვისაც ჩაუტარდა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრა. დედამიწის უხუცესი ადამიანის დაკრძალვის ცერემონიალი, რომელსაც 8 შვილი, 14 შვილიშვილი და 22 შვილიშვილი ჰყავს, დღეს გაიმართება.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ისინი სოლიდარობას უცხადებენ უკრაინას. დ. ზალკალიანმა Twitter-ით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ნებისმიერი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის საფრთხის შექმნა მიუღებელია და დასძინა:  „ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის წინაშე დაყენება სრულიად მიუღებელია. საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინასა და უკრაინელ ხალხს. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით", - წერს ზალკალიანი "ტვიტერზე", რითაც სოციალურ ქსელში დაწყებულ კამპანიას #standwithukraine უერთდება.

შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე კვირაა, სხვადასხვა წყაროთი ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალებს ზრდის და, სავარაუდოდ, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

21 ნოემბერს, უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა არ გამორიცხა, რომ რუსეთი ამ ოპერაციას დაიწყებს 2022 წლის იანვარში, ან თებერვალში. სააგენტო „ბლუმბერგის“ წყაროების თანახმად, რუსეთმა უკრაინაზე იერიში შესაძლოა დაიწყოს ბელარუსის ტერიტორიიდან, ან ანექსირებული ყირიმიდან, რასაც უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნებიც ადასტურებენ.

 

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური