Items filtered by date: ხუთშაბათი, 20 იანვარი 2022 - NEWSDAY GEORGIA

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა პროექტ Log in Georgia-ს მიმდინარეობასა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაცია იტყობინება. 

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იქნა პროექტის ფარგლებში ოპტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხი, ასევე მიღწეული შედეგები და სამომავლო ნაბიჯები. გარდა ამისა, საუბარი შეეხო საქართველოს, როგორც ციფრული ჰაბის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების საკითხს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ აღნიშნა, ინტერნეტიზაციის პროგრამა, რომელიც მსოფლიო ბანკის დახმარებით ხორციელდება, საკმაოდ მაღალი ტემპებით მიმდინარეობს.

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დავასრულეთ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტისთვის აუცილებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, შემდეგი საპილოტე რეგიონი არის ქობულეთი, სადაც პროცესი მიმდინარეობს, ასევე გამოცხადებულია ტენდერი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონისთვის. გეგმის მიხედვით გაგრძელდება ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის გაყვანა, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა სხვადასხვა სოფელსა თუ მაღალმთიან დასახლებაში შეძლონ მაღალი ხარისხის ინტერნეტით სარგებლობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ჩვენი ახალგაზრდების მეტი და უკეთესი განათლების შესაძლებლობისთვის და მეტი დამაგრებისთვის სოფლებში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლის ჩარლზ ჰარპის თქმით, მოხარულები არიან პროექტის მიმდინარეობის პროგრესით.

 

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
ხუთშაბათი, 20 იანვარი 2022 13:13

აფეთქება სამხედრო ხომალდზე

ინდოეთის სამხედრო ხომალდზე მომხდარი აფეთქების შედეგად სამი მეზღვაური დაიღუპა. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება. 

მათი ინფორმაციით, საზღვაო ძალების სპიკერმა განაცხადა, რომ ქალაქ მუმბაიში საზღვაო გემების ქარხანაში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც პირველადი მონაცემებით სამი ადამიანი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, გემის ეკიპაჟის სწრაფი რეაგირებით აფეთქება კონტროლის ქვეშ მოექცა, მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი არ ყოფილა.

ინციდენტის დროს დაშავებულების შესახებ კი ჯერ-ჯერობით, არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

 

გამოქვეყნებულია მსოფლიო

იმ დროს, როდესაც ვლადიმერ პუტინი კვლავ თავის აგრესიულ პოზიციაზე დგას უკრაინის წინააღმდეგ, ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები მოუწოდებენ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისაკენ. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო იტყობინება.

მათი ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გარკვევით უთხრა ვლადიმერ პუტინს: „როდესაც საქმე ეხება ევროპის უსაფრთხოებას, ევროპასთან დაკავშირებით არაფერი მოხდება ევროპის გარეშე; და ეს იქნება არა მხოლოდ ყოველმხრივი თანამშრომლობა და კონსულტაციები, არამედ მონაწილეობაც.” – განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა 5 იანვარს.
ამერიკის შეერთებული შტატები ერთგულია უკრაინის სუვერენიტეტის და საერთაშორისო ურთიერთობების პრინციპების, რაც იცავს მშვიდობასა და კეთილდღეობას ევროპაში.
რუსეთის ცრუ ნარატივთან დაპირისპირება

ამერიკის შეერთებული შტატები კატეგორიული წინააღმდეგია იმის, რომ რუსეთი აგრძელებს
თავისი ჯარების უკრაინის საზღვრებთან თავმოყრას. ის აგრეთვე კატეგორიული წინააღმდეგია რუსეთის მიერ კონტროლირებადი სახელმწიფო ტელევიზიების გადაცემების უკრაინასა და ნატოზე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
ბლინკენმა თქვა, რომ რუსეთი აგრძელებს მცდარი ნარატივის გავრცელებას, თითქოს უკრაინა იწვევს კონფლიქტის პროვოცირებას. „სინამდვილეში კითხვა ასეთია, სერიოზულად ეკიდება თუ არა რუსეთი დიპლომატიას და სერიოზულად ეკიდება თუ არა რუსეთი დეესკალაციას.” თქვა მან.
ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში 2021 წლის დეკემბერს თქვა, რომ ადმინისტრაცია მზად არის დისკუსიისთვის მოსკოვის მიერ წამოჭრილ საკითხებზე, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ერთგულია პრინციპის „არაფერი თქვენ შესახებ თქვენ გარეშე” და ეს ეხება ნებისმიერ პოლიტიკურ საკითხს, რომელიც შეეხება ევროპელ მოკავშირეებსა და პარნიორებს.
უკრაინის კონფლიქტი მოჰყვა 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის არაკანონიერად მიტაცებას და აღმოსავლეთ უკრაინაში აჯანყების გამო არაპირდაპირი ომის გაჩაღებას.
ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს მინსკის შეთანხმების შესრულებას, როგორც კონფლიქტის დასრულების საშუალებას. შეთანხმებები, რომელსაც მხარს უჭერს გაერო, მოუწოდებს განიარაღებისა და რუსული ჯარების უკრაინიდან გაყვანისკენ.
წინასწარი შეფასებით 2022 წელს კონფლიქტის გამო 2.9 მილიონ ადამიანს დასჭირდება ჰუმანიტარული დახმარება. კონფლიქტმა 13000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 1.5 მილიონი ადამიანი იძულებული გახადა სახლებიდან გაქცეულიყო.
მაშინ, როდესაც რუსეთი პრეტენზიას აცხადებს, რომ შეშფოთებულია ევროპის უსაფრთხოების გამო, ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ სწორედ რუსეთი შეიჭრა საქართველოში, შეიჭრა უკრაინაში და განალაგა თავისი ჯარები მოლდოვაში ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე. შეეცადა პოლიტიკური ოპონენტების მკვლელობას უცხო ქვეყნებში და დაარღვია საერთაშორისო ხელშეკრულებები შეიარაღების კონტროლის შესახებ.
სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ერთმა სახელმწიფომ ვერ უნდა შეძლოს, ძალით შეცვალოს მეორე სახელმწიფოს საზღვრები, უკარნახოს მეორე სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკა, ან შექმნას გავლენის სფეროები მეზობელ ქვეყნებში.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ნატომ გააძლიერეს ტრანსატლანტიკური კავშირი და ურყევი არიან უკრაინის დამოუკიდებლობის, ტერიტორიალური მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაში.
დიპლომატია კონფლიქტის გადაჭრის საუკეთესო მეთოდია, თუმცა ნატოს ალიანსის წევრები, ევროგაერთიანება და შვიდეულის ჯგუფი მზად არიან, დააკისრონ რუსეთს მძიმე საზღაური, თუკი ის გააგრძელებს სიტუაციის ესკალაციას უკრაინაში. „რუსეთი აღმოჩნდება მძიმე შედეგების წინაშე უკრაინაში განახლებული აგრესიისთვის,” თქვა მან.

 

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური