Items filtered by date: სამშაბათი, 18 იანვარი 2022 - NEWSDAY GEORGIA

2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების სამთო მოთხილამურეთა შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს ქართველმა სპორტსმენებმა - ნინო წიკლაურმა და სოსო ჯაფარიძემ. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, წიკლაურისთვის ეს იქნება მეოთხე ოლიმპიური თამაშები, ჯაფარიძემ კი პირველად აიღო ოლიმპიური ლიცენზია.

ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებს ჩინეთის დედაქალაქი პეკინი 4-20 თებერვალს უმასპინძლებს. ნინო წიკლაური 7-9 თებერვალს ისპარეზებს, სოსო ჯაფარიძე - 13-16 თებერვალს.

რამდენიმე დღის წინ პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა მოციგავე საბა ქუმარიტაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე პეკინი-2022-ის ლიცენზიანტები გახდნენ საქართველოს მოციგურავეები, რომლებიც თამაშებზე ოთხივე დისციპლინაში გამოვლენ (ერთეულთა თანრიგი - ქალები, კაცები; სპორტული წყვილები; სპორტული ცეკვები).

ამას გარდა, მსოფლიო რეიტინგის მიხედვით, საქართველო მოხვდა იმ 10 საუკეთესო ქვეყანას შორის, რომლებიც ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ოლიმპიური მედლებისთვის იბრძოლებენ.

 

 
გამოქვეყნებულია სპორტი

ნორვეგიის ნობელის პრემიის კომიტეტმა, 2019 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურაეტს, ეთიოპიის პრემიერ-მინისტრ აბი აჰმედს "გაფრთხილების" შემცველი მესიჯი გაუგზავნა. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

მათი ინფორმაციით, ოსლოში მოქმედი კომიტეტის მიერ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეთიოპიის პრემიერ-მინისტრ აჰმედისადმი გაფრთხილება უკავშირდება ტიგრაის რეგიონში მიმდინარე ომსა და ადამიანის უფლებების დარღვევას. "როგორც ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი და პრემიერ მინისტრი აბი აჰმედს აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რათა თავისი წვლილი შეიტანოს კონფლიქტის დასრულებასა და მშვიდობის დამყარებაში," აღნიშნულია ამ მესიჯში.

აბი აჰმედმა მშვიდობის ჯილდო მიიღო 2019 წელს გაწეული ძალისხმევისთვის, რითაც ქვეყანაში ეთნიკური კონფლიქტი შეაჩერა და ჰუმანიტარული კრიზისი კი დიდ დონეზე აღმოფხვრა. მაგრამ, ეთიოპიაში სამოქალაქო ომი 1 წელიწადზე მეტია რაც ახლიდან დაიწყო და მშვიდობის ხელახლა დამყარების მიზნით გასული წლის 29 დეკემბერს, 11 კაციანი ეროვნული დიალოგის კომისია შეიქმნა. ეთიოპიამ, რომელმაც ტიგრაის სახალხო განმათავისუფლებელი ფრონტის (TPLF) მეამბოხეები გაყარა ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ამჰარასა და აფარის პროვინციებიდან, გამოაცხადა, რომ არ გეგმავს ხელახალი ოპერაციის დაწყებას ტიგრაის პროვინციაში.

2020 წლის ნოემბრის შემდეგ სამთავრობო ძალებსა და ამბოხებულებს შორის დაწყებული შეტაკებების შედეგად იძულებით ადგილნაცვალი გახდა ასობით ათასი ადამიანი, ხოლო მილიონობით ადამიანი კი სასწრაფო ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური