Items filtered by date: ორშაბათი, 17 იანვარი 2022 - NEWSDAY GEORGIA

2022 წლის 14 იანვარს გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, კარენ დონფრიდთან. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, საუბრისას მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები და ინფორმაცია რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებით და აშშ-სა და რუსეთს შორის ორმხრივი დიალოგის, ასევე, ნატო-რუსეთის საბჭოსა და ეუთო-ს ფარგლებში კვირის განმავლობაში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს მიმდინარე პროცესების ფონზე საქართველოსთან აქტიური კომუნიკაციისა და კოორდინაციისთვის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცეს და ხაზს უსვამს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას. დავით ზალკალიანმა მადლიერება გამოხატა აშშ-ის მიერ გაჟღერებული გზავნილებისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის მხარდასაჭერად რუსეთის აგრესიული რიტორიკისა და ქმედებების ფონზე.

საუბრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი სახელმწიფოს სუვერენულ უფლებას დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები საკუთარი საგარეო პოლიტიკის საკითხებზე და აირჩიოს უსაფრთხოების ალიანსები. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ მხარდაჭერა გამოუხატა საქართველოს და აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორები განაგრძობენ საქართველოსთან მჭიდრო კოორდინაციას საქართველოს საკითხის განხილვის დროს და რომ საქართველოს შესახებ მოლაპარაკება არ მოხდება საქართველოს გარეშე. აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მცდელობები ევროპაში გავლენის ექსკლუზიური სფეროების ლეგიტიმაციისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეფერხების მიზნით მიუღებელია. ასევე, ხაზი გაესვა რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც განაგრძობენ კონსულტაციებს. აშშ-ის მიერ ნატო-ს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან კონსულტაციების ფარგლებში, 5 იანვარს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე, ესაუბრა აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ვენდი შერმანს.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

გუშინ თბილისში გამართულ მსოფლიო თასის ფინალში ქართველმა მოფარიკავემ სანდრო ბაზაძემ რუსი მეტოქე კამილ იბრაგიმოვ 15:8 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. 

სანდრო ბაზაძემ მეოთხედფინალში იტალიელი ჯოვანი რეპეტი დაამარცხა, ნახევარფინალში კი ფრანგ ბოლად აპიტს სძლია.

ეს არის ისტორიული გამარჯვება, ვინაიდან სანდრო ბაზაძე არის პირველი ქართველი მოფარიკავე, რომელმაც მსოფლიო თასის გათამაშება კარიერაში პირველად მოიგო.
თბილისის ტურნირზე ასევე იასპარეზა ჩვენი ქვეყნის მოხმალავეთა ნაკრების წევრმა, 23-წლამდელებში ევროპის ბრინჯაოს პრიზიორმა ბექა ბაზაძემ. ჯგუფში მან ოთხ მოფარიკავეს სძლია, პლეი ოფშიც ოთხი მეტოქე ჩამოიშორა გზიდან, მეხუთე შეხვედრა ამერიკელ მოწინააღმდეგესთან ორი ჩხვლეტით წააგო და მე-15 ადგილზე გავიდა.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საპრიზო ადგილებისთვის ქალებიც იბრძოდნენ. წინასწარ შეხვედრებში, როგორც ვწერდით, წარმატებით იფარიკავა ევროპის 2017 წლის ჩემპიონმა თეოდორა კახიან-მეკლინგმა, რომელმაც ჯგუფში ექვსი შეხვედრა გამართა. დაამარცხა ხუთი მეტოქე - ქეით დეიკინი (დიდი ბრიტანეთი, 5:4), სიგლეტონ-კომფორტი (აშშ, 5:1), მოჰამედ ბელკებირი (ალჟირი, 5:3), იასმინა აბდულაევა (უზბეკეთი, 5:1), ზარიფა ჰუსეინოვა (აზერბაიჯანი, 5:3) და ერთადერთი ორთაბრძოლა ზარიფა სიესლართან (პოლონეთი, 1:5) წააგო. 64 საუკეთესოში მან აზერბაიჯანელი სევილ ბუნიატოვა 15:9 დაჯაბნა, მაგრამ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორ მანონ ბრუნე-აპიტისთან (საფრანგეთი) 9:15 დამარცხდა და 27-ე ადგილი დაიკავა.

17 იანვარს მოხმალავე ქალ-ვაჟთა გუნდური თასი გათამაშდება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასს ხმლით ფარიკაობაში „თბილისის თასი 2022“-ს თბილისის ოლიმპიური სასახლე მასპინძლობს.

 

გამოქვეყნებულია სპორტი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური