Items filtered by date: ორშაბათი, 10 იანვარი 2022 - NEWSDAY GEORGIA

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის  თომას ბახის განცხადებით, პეკინი ყველა პარამეტრით მზად არის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩასატარებლად. მისი თქმით, დღესდღეობით ორი მთავარი გამოწვევა არსებობს: პოლიტიკა და პანდემია.

თომას ბახი ხაზს უსვამს შარშან გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პეკინში თამაშების ჩატარებაზე 193 ქვეყნის მხარდაჭერის მნიშვნელობას. რაც შეეხება მსოფლიოში COVID-19-ის ახალი შტამის - ომიკრონის გავრცელებას, თომას ბახი აღნიშნავს, რომ ჩინური მხარის მიერ შექმნილი დახურული პერიმეტრი პლანეტის ყველაზე უსაფრთხო ადგილია. პეკინი-2022-ის პერსონალის უკვე შევიდა ჩაკეტილ პერიმეტრში. თომას ბახმა თხოვნით მიმართავს სპორტსმენებს, რომ კოვიდსაწინააღმდეგო სახელმძღვანელოს - Playbook-ის შესწავლასთან ერთად, კარგი იქნება, თუ მას "ცხოვრების წესად" აქცევენ.

ჩინეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ჩჟუნვენ გოუ ირწმუნება, რომ ჩინეთი სპორტული დელეგაციების მისაღებად სრულ  მზადყოფნაშია.

IOC-ის აღმასრულებელი დირექტორი კრისტოფ დიუბის ცნობით, მონაწილეთათვის დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება არა ორ კვირაში, როგორც ეს იყო ტოკიოს თამაშებზე, არამედ სამ დღეში, თუ, რა თქმა უნდა, დროის ამ შუალედში არავის ექნება სიცხე და ორ  ტესტირებასაც გაივლიან. ეს  სპორტსმენებს საშუალებას მისცემს, რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდნენ ასპარეზობებს ან შინ გაემგზავრონ.

IOC-ის სპორტული დირექტორი კიტ მაკონელი აღნიშნავს, რომ პეკინი-2022-ის  საკვალიფიკაციო სტარტების უმეტესობა უკვე ჩატარებულია და 15 იანვრისთვის მთლიანად უნდა დასრულდეს.

 

 
გამოქვეყნებულია სპორტი

„დღეს ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან შეთანხმებას - საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი და არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო ფონდი „მასდარი“ საქართველოში ერთად იწყებენ მზის ენერგიის განვითარებას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს დელეგაციის დუბაიში „ექსპო-2020“-ის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ. 

Dubai Expo 2020-ზე საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა და ABU DHABI FUTURE ENERGY COMPANY PJSC – MASDAR შორის შეთანხმებაზე ხელმოწერა გაიმართა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დაესწრო. შეთანხმება შეეხება საქართველოში მზის ელექტროსადგურის (solar PV project) პროექტის ერთობლივ განვითარებას. 

შეთანხმების თანახმად, მხარეებმა, მზის ელექტროსადგურის პროექტის შემდგომ განვითარების მიზნით, უნდა განახორციელონ ქმედებები ტექნიკური, კომერციული და ფინანსური მიმართულებებით. საბოლოო გადაწყვეტილება პროექტის დაფინანსების თაობაზე მიღებული იქნება კვლევების ეტაპის დასრულების შემდგომ (ხელმოწერიდან 6 თვის ვადაში). ამ მიზნით, კომპანია „მასდარმა“ გამოხატა საქართველოში 100 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის განვითარების ინტერესი. 

როგორც ნათია თურნავა აღნიშნავს, „მასდარი“ უდიდესი სახელმწიფო ფონდი, გლობალური ლიდერი კომპანიაა, რომელიც ჩვენს რეგიონში განახლებადი ენერგიების მიმართულებით მუშაობს, მათ შორის ავითარებს მზის ენერგეტიკას, საკმაოდ ხელმისაწვდომი ელექტროენერგიის ტარიფებით. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ამან საქართველოს მთავრობის ინტერესი გამოიწვია და ბოლო თვეების განმავლობაში უკვე შედგა ფონდის დელეგაციის რამდენიმე ვიზიტი საქართველოში, შეირჩა პროექტისთვის კონკრეტული ლოკაციები. 

„ახლა უკვე იწყება ერთობლივი შესწავლა, სადაც საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდიც შემოვა, როგორც პარტნიორი. საუბარი შეეხება 100 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის მზის სადგურს, რომელიც განხორციელდება ამ ორი სახელმწიფო ფონდის თანამშრომლობით. ეს იქნება პირველი პროექტი, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა უკანასკნელი - ასეთივე დიდი ინტერესია გამოთქმული ფონდ „მასდარის“ მხრიდან წყალში აშენებული ქარის ტურბინების პროექტების, ასევე მცურავი მზის ელექტროსადგურების მიმართ და ეს არის უახლესი ტექნოლოგიები, რომლებიც ჩვენი თანამშრომლობის შედეგად საქართველოში მალე წარმოდგენილი იქნება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

ადამიანის ორგანიზმში კიბოს დიაგნოსტიკის ახალი გზა აღმოაჩინეს. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

მათი ინფორმაციით, ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს სისხლის ტესტი, რომელსაც ეწოდება მეტაბოლიტები და რომელიც მუშაობს პაციენტის სისხლში ქიმიკატების გაზომვით. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ორგანიზმში ტესტი იყენებს მაგნიტურ ველებს და რადიოტალღებს სისხლში მეტაბოლიტების გასაზომად, კიბოს არსებობა და მისი გავრცელება, ადვილად შეიძლება გავიგოთ. მკვლევარებმა განმარტეს, რომ ტესტს შეუძლია აღმოაჩინოს კიბოს რამდენიმე სახეობა და დაადგინოს მისი არსებობა არასპეციფიკური სიმპტომების მქონე პაციენტებშიც კი.

მეცნიერები ამბობენ, რომ იმის გამო, რომ ტესტი სწრაფი და იაფია, ის აღმოფხვრის კიბოს ადრეული დიაგნოზის დაბრკოლებებს.

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2021 წლის ეკონომიკური შედეგები შეაჯამა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 11 თვის წინასწარი მონაცემების მიხედვით, ეკონომიკური ზრდა 10,7%-ს შეადგენს; ჯამში, 10,7 პროცენტის დონეზეა მოსალოდნელი წლიური ზრდის ტემპიც, რაც 2,5-ჯერ მეტია თავდაპირველად პროგნოზირებულ მაჩვენებელზე.
„მინდა ჩვენს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, როგორ დავასრულეთ გასული საბიუჯეტო წელი და როგორია 2021 წლის ძირითადი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელიც გლობალური პანდემიიდან გამომდინარე, 2021 წელსაც ჰქონდა ქვეყანას.
როგორც ი. ღარიბაშვილმა აღნიშნა, წელს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პროექტი იქნება ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საკითხი. მან ასევე განაცხადა, მისი ინიციატივით უკვე დაიწყო საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების შექმნაზე მუშაობა და ეკონომიკურმა გუნდმა ამ მიმართულებით ევროპის რამდენიმე ქვეყნის წარმატებული მაგალითები დაამუშავა.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური