Items filtered by date: ოთხშაბათი, 29 სექტემბერი 2021 - NEWSDAY GEORGIA

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წევრმა ივანე ნორაკიძემ დღეს ბრიფინგი გამართა და ხმის დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაციის შესახებ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„2 ოქტომბრის არჩევნებზე 3 200 საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის პროცედურებს სპეციალური კამერები გადაიღებს. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთი დამატებითი ბერკეტია იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესები კიდევ უფრო გამჭვირვალედ წარიმართოს. გადაღებული ვიდეომასალა უმოკლეს ვადებში იქნება google drive-ის პლატფორმაზე ატვირთული და ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ დეტალებში ნახოს ეს ვიდეომასალა. ეს გადაწყვეტილება, რომლის დანერგვას და განხორციელებას უშუალოდ ცესკოს თავმჯდომარის მითითებით ვხელმძღვანელობ, რა თქმა უნდა, ზრდის პროცესის გამჭვირვალობის ხარისხს როგორც ამომრჩევლებისთვის, ისე საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეებისთვის.

თუმცა, უკვე დაიწყო მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელება ამ მიმართულებით და დღეს პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს, ცესკომ შეიმუშავა ვიდეოფიქსაციის ისეთი წესი, რომელიც შეუძლებელს ხდის ხმების დათვლის პროცესში ბიულეტენის მკაფიო ვიდეოგადაღებას და ამრიგად იძლევა ხმებით მანიპულირების საშუალებას. მსგავსი განცხადებები საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მოიაზრება როგორც დისკრედიტაციის მცდელობა და ზოგადად საარჩევნო პროცესის დაზიანება.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებზე 3 200 საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის ვიდეოგადაღება განხორციელდება ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული წესით, კერძოდ: ვიდეოკამერები იქნება განთავსებული იმდაგვარად, რომ სრულად ჩანდეს ხმის დათვლის პროცესი და საარჩევნო ბიულეტენების განთავსების ადგილი საარჩევნო ურნის გახსნის მომენტიდან საარჩევნო ბიულეტენების დალუქვის ანუ ხმის დათვლის დასრულების მომენტამდე.

ამ საკითხზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს საუბნო საარჩევნო კომისიების იმ წევრების ტრენინგი (მათ შორის ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული წევრების), რომლებიც უშუალოდ უბანზე განახორციელებენ ვიდეო გადაღებას და მათ ინსტრუქცია ეძლევათ სწორედ ზემოხსენებული წესით განახორციელონ ვიდეოგადაღება.

მინდა აღვნიშნო, რომ ვიდეოგადაღება საპილოტე რეჟიმში უკვე განხორციელდა კრწანისის ოლქში, სადაც შემოწმდა ვიდეო გადაღების ხარისხი როგორც ახლო მანძილიდან, ისე შორი დისტანციიდან და შედეგად ცესკომ მიიღო ოპტიმალური გადაწყვეტილება ხმის დათვლის პროცესის ხარისხიანი ვიდეო გადაღებისთვის.

საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ არასწორი, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომ არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში,“- განაცხადა ივანე ნორაკიძემ. 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

აშშ-ში დაფუძნებულმა ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer–მა განაცხადა, რომ მათ დაიწყეს კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის გამოცდა. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

მათი მონაცემებით, Pfizer–ის მხრიდან წარმოებული ეს ანტივირუსული პრეპარატის კლინიკური კვლევები ჩატარდება 18 წელზე უფროსი ასაკის 2,660 ჯანმრთელ მოზარდზე, რომლებიც ცხოვრობენ იმავე ოჯახში იმ ადამიანებთან, რომლებიც ინფიცირებულნი არიან COVID-19-ით, ანდა, ავლენენ მის სიმპტომებს.

ფაიზერის გლობალური კვლევის, განვითარების და მედიცინის ხელმძღვანელმა მიქაელ დოლსტენმა თქვა, რომ თუკი პრეპარატი გამოცდას წარმატებით ჩააბარებს, მაშინ, ჯერ ერთი ის  ვირუსს გამრავლებამდე შეაჩერებს და მეორეც, ინფიცირებულებში თავიდან ააცილებინებს სიმპტომების განვითარებას.

ამავე განცხადებით, ახალი პრეპარატი, რომლის მიზანია კოვიდ-19 ვირუსის გამრავლების ფერმენტის წარმოების შეჩერება, რიტონავირთან ერთად იქნება გამოყენებული. ამ დროს, ამერიკულმა ფირმა Merck–მა და შვედურმა ფარმაცევტულმა კომპანიამ Roche–მაც განაცხადეს, რომ კოვიდ–19 ინფექციის პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით, ისინიც ავითარებენ წამლებს აბების ფორმატში.

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ამერიკის მთავრობა საგანგებო სიტუაციებისთვის საქართველოს მზადყოფნის მხარდაჭერას განაგრძობს. როგორც "ნიუს დეი საქართველოს" ამერიკის საელჩოს ადმინისტრაციაში განუცხადეს, კერძოდ, პროექტი ითვალისწინებს ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ (ქბრბ) ინციდენტებზე საპასუხო აღჭურვილობითა და ტრენინგების უზრუნველყოფას.
ახლახან, ამერიკის საელჩოს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს წარმომადგენლები დიდი ხნის პარტნიორს, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ეწვივნენ, რათა პირადად ენახათ ქბრბ შესაძლებლობების დემონსტრაცია ამერიკის მთავრობის მიერ საჩუქრად გადაცემული აღჭურვილობის გამოყენებით.
გამოქვეყნებულია სამხედრო
ოთხშაბათი, 29 სექტემბერი 2021 13:54

იაპონიას ტაიფუნი "მინდულა" უახლოვდება

გავრცელებული ინფორმაციით, ტაიფუნი "მინდულა", რომელიც წყნარ ოკეანეში წარმოიშვა და ინტენსივობის გაზრდით განაგრძობს გზას, იაპონიისკენ მიიწევს. ამის თაობაზე "TRT-ქართული" წერს.

მათი ინფორმაციით, იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ (JMA) მოსახლეობა გააფრთხილა ტაიფუნი "მინდულას" გამო, რომელიც ფილიპინების ზღვაში მძვინვარებს და მიემართება იაპონიის სამხრეთ ნაწილში მდებარე რეგიონებისკენ.

ამავე ინფორმაციით, ტაიფუნი "მინდულა" ისეთი მასშტაბისაა, რომ წითელი სიგნალი განისაზღვრა ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ტოკიო, კანაგავა, საიტამა და სხვები. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ტაიფუნი ამ ქალაქებთან მიახლოებას 1 ოქტომბრისთვის შეძლებს.

 ე.წ. მეტეოროლოგიური ფენომენი, რომელსაც ძლიერი წვიმები და ქარიც თან ახლავს, საათში 180 კილომეტრამდე აღწევს.

 

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ჩვენ უზრუნველვყოფთ თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას, რაც როგორც საქართველოსთვის, ასევე ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისათვის არის აუცილებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  ეუთო/ოდირის საარჩევნო-სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ალბერტ იონსონთან შეხვედრაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ალბერტ იონსონს COVID-პანდემიის მიუხედავად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ არჩევნების გამჭვირვალობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფაში ოდირის წვლილი დასაფასებელია.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გასული წლის მსგავსად, ხელისუფლება, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების სრული დაცვით COVID-უსაფრთხო არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს. მთავრობის მეთაურის თქმით, პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით, შემუშავებულია სპეციალური პროტოკოლები საერთაშორისო დამკვირვებლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მმართველი გუნდი მჭიდროდ თანამშრომლობს სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, რათა ყველა პირობა იყოს უზრუნველყოფილი მათი მანდატის სრულყოფილად და ეფექტურად განხორციელებისთვის.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ალბერტ იონსონმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მიმოიხილეს, რომელიც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების, მათ შორის ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, დაცული იყო ყველა ფუნდამენტური თავისუფლება და შედეგი ასახავდა ქართველი ხალხის ნებას, შედეგად, 2020 წელს, პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში, 9 პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა ბარიერი და მოიპოვა მანდატები პარლამენტში.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დემოკრატიის მთავარი საყრდენი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია და ხელისუფლება სრულად აცნობიერებს მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას. მმართველი გუნდი სრულად არის მობილიზებული იმისთვის, რომ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები ჩაატაროს. ხელისუფლება ყველა საჭირო ნაბიჯს დგამს იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი პირობები, რათა კითხვის ნიშნები და პოლიტიკური სპეკულაციების საფუძველი არ დარჩეს.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეუთოს/ოდირის გარდა, ხელისუფლებამ არაერთი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციიდან მოიწვია დამკვირვებლები, მათ შორის არიან ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ევროპარლამენტის (EP), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის (NATO PA), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დამკვირვებლები.

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

გამოქვეყნებულია საზოგადოება

არჩევნების დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) და საოლქო საარჩევნო კომისიებში შესვლისას საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლებს „კოვიდ-19“ ანტიგენის სწრაფი ტესტით ტესტირება ჩაუტარდებათ.

ტესტირება 2 ოქტომბრის დილის 08:00 საათიდან 3 ოქტომბრის დილის 06:00 საათამდე იქნება უზრუნველყოფილი როგორც ცესკოში, ისე ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში.

გარდა ამისა სწრაფი ტესტირება ასევე იგეგმება ე.წ. ხმის გადათვლის ცენტრებშიც.

2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, კენჭისყრის დღეს ტესტირებას საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით და გაეროს მოსახლეობის ფონდის ...

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური