Items filtered by date: პარასკევი, 24 სექტემბერი 2021 - NEWSDAY GEORGIA

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილეები გიორგი სიორიძე, გიორგი შარაბიძე და კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსი სოფიო სიჭინავა ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის უფროს პოლიტიკურ მრჩეველს მარკ ფუმაგალს და კომისრის საქართველოს ოფისის კოორდინატორ ნინო გოგოლაძეს შეხვდნენ.

შეხვედრის ძირითადი თემა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ეთნიკური უმცირესობების საარჩევნო პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობა იყო.

გიორგი სიორიძემ ისაუბრა ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ მაჟორიტარულ ოლქებში შექმნილი საარჩევნო უბნების რაოდენობისა და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების გადამზადების შესახებ. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე დეტალურად ისაუბრეს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და ამომრჩეველთა ინფორმირების მიმართულებით გაწეული საქმიანობის თაობაზე.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ცენტრალური საარჩევნო კომისია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნასა და არჩევნებში მათ მონაწილეობას.

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლები უფლებამოსილი არიან არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ შესაბამისი ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ/მისაწვდომ საარჩევნო უბანზე. ამისათვის, არაუგვიანეს 26 სექტემბრისა, უნდა მიმართონ შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას ან დაუკავშირდნენ ცესკოს კონტაქტ-ჰაბს ნომერზე 2 51 00 51 ადაპტირებული საარჩევნო უბნის მოთხოვნის მიზნით. 

ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველს ცესკოს ვებგვერდზე cesko.ge განთავსებული „საარჩევნო რუკის“ საშუალებით შეუძლია მიიღოს დეტალური ინფორმაცია კონკრეტული საარჩევნო ოლქის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ადაპტირებული/მისაწვდომი საარჩევნო უბნების შესახებ შესაბამისი ფოტოსურათებით. სურვილის შემთხვევაში, თავად აირჩიოს, თუ რომელ საარჩევნო უბანზე სურს არჩევნებში მონაწილეობის მიღება. კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ცესკოს ვებგვერდზე  ხელმისაწვდომია ინფორმაცია როგორც მარტივი ადაპტაციის, ისე პანდუსის მქონე 1 127 საარჩევნო უბნის შესახებ.

ცესკო მიმართავს ეტლით მოსარგებლე პირებს, შეარჩიონ მათთვის ყველაზე ხელსაყრელი ადაპტირებული საარჩევნო უბანი და ინფორმაცია დროულად მიაწოდონ შესაბამის საარჩევნო კომისიას.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

მომავლის ევროპაში წვლილისთვის ყოველწლიური დაჯილდოების ღონისძიების ფარგლებში,  ჯილდოვდებიან საუკეთესო ორგანიზაციები და პირები მათი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ევროპის ქვეყნების განვითარებაში

თბილისი, საქართველო - 2021 წლის 24 სექტემბერი– ვირა პლატონოვა, Visa-ს უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, დსთ, საქართველოსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების (CISSEE) ჯგუფის რეგიონალური მენეჯერი, აღიარეს, როგორც „წლის ბიზნეს ლიდერი ქალი" და გადაეცა პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო მომავლის ევროპაში შეტანილი წვლილისთვის (The Future of Emerging Europe Awards).

მომავლის ევროპაში შეტანილი წვლილისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ სამიტზე და დაჯილდოების ღონისძიებაზე (Future of Emerging Europe Summit and Awards), რომელიც წელს ბრიუსელში ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა, შედგა დებატი მომავლის ევროპისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი თემების შესახებ. სამიტის ორგანიზატორებმა ასევე დააჯილდოვეს საუკეთესო ნომინაციაში - ქვეყნის მთავრობები, ორგანიზაციები და პირები ცენტრალური, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის 23 ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ და დემოკრატიულ განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

წელს დასახელდა 21 ნომინაცია ხუთ ძირითად კატეგორიაში: ადამიანები, პლანეტა, კეთილდღეობა, პარტნიორობა და მშვიდობა. მათ შორის იყო ასევე „წლის ახალგაზრდა გავლენიანი ადამიანი", "ბიზნესში წლის ლიდერი ქალი", "წლის საზოგადო მოღვაწე". კასია მადერამ, BBC World News-ის ჟურნალისტმა და სამიტის თანადამფუძნებელმა ენდრიუ ვრობელმა,  გამარჯვებულები BluePoint ბრიუსელის საკონფერენციო ცენტრის სცენაზე გამოაცხადეს, რომელიც ბელგიის დედაქალაქის ევროპული უბნის მახლობლად მდებარეობს. 

CISSEE რეგიონში Visa გუნდის შთამაგონებელი წარმატებისთვის, მეწარმე ქალთა მიმართ მუდმივი მხარდაჭერისა და ლიდერების მომავალი თაობის მომზადებისთვის ვირა პლატონოვა საუკეთესოდ იქნა აღიარებული და მას გადაეცა ჯილდო კატეგორიაში „წლის ბიზნეს ლიდერი ქალი“.

„ჩვენ, Visa-ს გუნდში გვჯერა გენდერული თანასწორობის და სამართლიანი წვდომის - ყველასთვის და ყველგან. ჩვენ მიზნად ვისახავთ ეკონომიკისა და საზოგადოების სამართლიანი და წარმატებული განვითარების მხარდაჭერას, ხელს ვუწყობთ რა ქალთა ლიდერობას და თანაბარ კარიერულ განვითარებას ჩვენს ორგანიზაციაში, ასევე ინვესტიციას ვახორციელებთ საგანმანათლებლო პროგრამებში და ვაარსებთ მეწარმე ქალთა გაერთიანებებს. Visa-ს გუნდის სახელით, ძალიან ამაყი ვარ, რომ მივიღე ეს ჯილდო, რომელიც აღიარებს ჩვენს ძალისხმევასა და წვლილს და გვაძლევს მოტივაციას ვაკეთოთ მეტი,“- განაცხადა ვირა პლატონოვამ, Visa-s უფროსმა  ვიცე პრეზიდენტმა, დსთ, საქართველოსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების (CISSEE) ჯგუფის რეგიონალურმა მენეჯერმა.

ხმის მიცემის პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავდა. ნომინაციის კანდიდატების ზედმიწევნითი შერჩევის და ღია საჯარო ონლაინ კენჭისყრის შემდეგ, ჟიურის კომიტეტმა და მომავლის ევროპაში წვლილისთვის დაჯილდოების გუნდმა განიხილეს ყველა კანდიდატურა და შეადგინეს იმ კანდიდატების სია, რომლებიც ყველაზე მეტად აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს.

 მადლენ ოლბრაითმა ერთხელ თქვა, რომ ჯოჯოხეთში არის განსაკუთრებული ადგილი ქალებისთვის, რომლებიც სხვა ქალებს არ ეხმარებიან. ამიტომაც ქალები ეხმარებიან სხვა ქალებს გააფართოონ თავიანთი შესაძლებლობები, განსაკუთრებით ისეთი ქალები, ვინც მიაღწიეს დიდ წარმატებას კარიერაში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავლის ევროპის ზოგიერთ საზოგადოებაში, სადაც მამაკაცები დომინირებენ. ქალებმა უნდა ნახონ უფრო ღირსეული მისაბაძი მოდელები და ასეთი ნომინაციები ამას ხელს უწყობს“, - თქვა ენდრიუ ვრობელმა, მომავლის ევროპაში წვლილისთვის ყოველწლიური სამიტის და დაჯილდოების დამფუძნებელმა პარტნიორმა.

წელს, სხვა ნომინაციებთან ერთად, პროფესორ გიუნტერ ვერჰოგენის სახელობის ჯილდო, რომელიც გადაეცემა მომავლის ევროპის ფარგლებს გარეთ მოღვაწე პირებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს რეგიონის კეთილდღეობასა და მშვიდობაში, გადაეცა სერ სუმა ჩაკრაბარტის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოფილ პრეზიდენტს ( 2012-2020). პროფესორ კატალინ კარიკოს (უნგრეთი), რომლის ნამუშევარმა საფუძველი ჩაუყარა Covid-19 ვაქცინას, მიენიჭა პრინცესა მარინა სტურძას სახელობის ჯილდო, რომელიც გადაეცემა რეგიონში გამოჩენილ პირებს, რომლებმაც მის განვითარებაში, მეცნიერებაში, კულტურასა და მშვიდობაში შეიტანეს წვლილი.

გამარჯვებულთა სრული სია შეგიძლიათ ნახოთ ვებ.გვერდზე: The Future of Emerging Europe Awards.

მომავლის ევროპაში წვლილისთვის ყოველწლიური სამიტი და დაჯილდოების ღონისძიება ტარდება მომავლის ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, რომელიც არის მომავლის ევროპის დირექტორთა საბჭოს დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანო, მის შემადგენლობაში შედიან წამყვანი ექსპერტები (საზოგადოებრივი აზრის ლიდერები), ბიზნესის უმაღლესი რგოლის ხელმძღვანელები, მეცნიერები, სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურები, საერთაშორისო ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოების, დიპლომატიური სფეროს და ხელოვნების სამყაროს ყოფილი მაღალი რანგის წარმომადგენლები.                    

###

Visa Inc.-ის შესახებ

მსოფლიოს მასშტაბით Visa Inc. (NYSE: V) ციფრული გადახდების სფეროში  ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. ჩვენი მისიაა ინოვაციური, უსაფრთხო და საიმედო გადახდის ქსელის მეშვეობით ერთმანეთთან დავაკავშიროთ მსოფლიო -  რომელიც ინდივიდუალურ პირებს, ბიზნესსა და ეკონომიკას წარმატების მიღწევის საშუალებას აძლევს. ჩვენი დახვეწილი ქსელი - VisaNet 65,000-ზე მეტ ტრანზაქციას ამუშავებს 1 წამის განმავლობაში; კომპანიის მუდმივი აქცენტი ინოვაციებზე, უზრუნველყოფს ქსელში ჩართულ მოწყობილობებზე დაფუძნებული კომერციის ზრდას და უნაღდო მომავლის რეალიზების მამოძრავებელ ძალას - ყველგან და ყველასთვის. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ანალოგურიდან ციფრულ ტექნოლოგიებზე გადადის, ვიზა ცვლის  მომავალის კომერციის კონცეფციას მისი ბრენდის, ხალხის, პროდუქტების და ქსელის გამოყენებით. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ვებგვერდებს: usa.visa.com/about-visa, www.visa.com.ge,  https://www.facebook.com/VisaGeorgiaGE.

მომავლის ევროპის შესახებ

მომავლის ევროპა“ არის ლონდონში დაფუძნებული საინფორმაციო, საზოგადოებრივი და ახალი ამბების პლატფორმა, რომლის მისიაა რეგიონის 23 ქვეყნის მდგრადი და ინოვაციებზე ორიენტირებული სოციალური, ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობა, რომელიც მოიცავს ცენტრალურ, ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას და სამხრეთ კავკასიას.

მომავლის ევროპა - ონლაინ და ოფლაინ დებატები აშუქებს იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშე დგას მომავლის ევროპის რეგიონი და ხაზს უსვამს საუკეთესო გადაწყვეტილებებს და ინიციატივებს, რომლებიც დაეხმარება ამ პრობლემების დაძლევაში ხუთ სფეროში: ადამიანები, პლანეტა, კეთილდღეობა, პარტნიორობა და მშვიდობა (მდგრადი განვითარების მიზნები) რომლებშიც ხდება მომავლის ევროპაში წვლილისთვის დაჯილდოება.

გამოქვეყნებულია კულტურა

საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს შესაძლებლობა განახორციელოს კონსტიტუციით მინიჭებული საარჩევნო უფლება.  

სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შექმნა 73 საარჩევნო უბანი.

სტაციონარულ დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას უზრუნველყოფენ სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან შესაბამისი ეკიპირებით და ამომრჩევლებს მოემსახურებიან სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვითა და უსაფრთხოების სრული გარანტიით.

საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ იმ ამომრჩევლებს, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების  მონაცემთა ბაზაში, 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით, 25 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 22:00 საათამდე ზეპირი განცხადებით მოგვმართონ ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს ტელეფონის ნომერზე 2-51-00-51 (შიდა ნომერი 0)  და დროულად მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება.

ასევე შეგახსენებთ, რომ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლები მონაწილეობას მიიღებენ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს პროპორციული წესით გასამართ არჩევნებსა და თვითმმართველი ქალაქის /თვითმმართველი თემის მერის არჩევნებში.

აღსანიშნავია, რომ  გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა დაიწყება კენჭისყრის დღის 08:00 საათიდან და დასრულდება 20:00 საათზე.

საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ვადების გათვალისწინებით, დროულად მომართონ საარჩევნო ადმინისტრაციას და გაიარონ შესაბამისი პროცედურები. 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ირანის ჯანდაცვისა და სამედიცინო განათლების მინისტრის ბაჰრამ ეინოლაჰის განცხადებით, ირანმა ამ კვირაში 7.9 მილიონი დოზით ვაქცინაციის მსოფლიო რეკორდი მოხსნა. მანამდე ამ ადგილს გერმანია იკავებდა, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო 6 მილიონი დოზა ვაქცინა გამოიყენა ერთ კვირაში.

 ირანის საელჩოს საინფორმაციო ბიულეტენი

წყარო: www.irna.ir/news/84473290/

 

გამოქვეყნებულია მსოფლიო

უეფა-ს ადმინისტრაციის განცხადებით, მსოფლიო ჩემპიონატის ოთხწლიანი ციკლის ნაცვლად ორწლიან ციკლში ჩატარების წინადადება, მათში შეშფოთებას იწვევს და რომ ეს საკითხი მოითხოვს ფართო კონსულტაციებს. ამის შესახებ "TRT-ქართული" იუწყება.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ უეფამ და მისმა 55 წევრმა, 14 სექტემბერს ჩატარებულ სხდომაზე მოითხოვეს, სპეციალური შეხვედრა დაგეგმონ, რომელზედაც თავიანთ შეშფოთებას დააფიქსირებენ ამ ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით, თუმცა, ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით უეფა-ს დღემდე ფიფა-სგან რაიმე პასუხი არ მიუღია.

გლობალური ფეხბურთის განვითარების დირექტორის არსენ ვენგერის მიერ მამაკაცთა და ქალთა შორის ფეხბურთში დასახული საერთაშორისო მატჩების განრიგის შესაბამისობის განხილვის მიზნით, ფიფა მომავალ ხუთშაბათს, 30 სექტემბერს, სპეციალურ შეკრებას გამართავს.

როგორც ცნობილია, 1930 წლიდან დაწყებული მამაკაცთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება ოთხ წელიწადში ერთხელ (მხოლოდ 1942 და 1946 წლებში მეორე მსოფლიო ომის გამო გაუქმდა), ხოლო ქალებს შორის კი 1991 წლიდან იმართება.

 

გამოქვეყნებულია სპორტი

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით და გაეროს მოსახლეობის ფონდის ...

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური