Items filtered by date: ოთხშაბათი, 22 სექტემბერი 2021 - NEWSDAY GEORGIA

კრწანისის საარჩევნო ოლქში მდებარე ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე იმიტირებული არჩევნები გაიმართა. სწორედ კრწანისის საარჩევნო ოლქში გაიმართება 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით. ხმის ელექტრონულად დათვლის საპილოტე პროექტი 31 საარჩევნო უბანზე განხორციელდება.

განსხვავებული ფორმატით დაგეგმილი არჩევნების იმიტაციას დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი მოადგილეებთან და კომისიის წევრებთან ერთად დაესწრო. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდება, რაც მხოლოდ ერთადერთ მიზანს ემსახურება, ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში დააფიქსიროს.

"იმისთვის, რომ ორ ოქტომბერს დაგეგმილი პილოტი იყოს ადმინისტრირების თვალსაზრისით გამართული და ყველა რისკი იყოს დაზღვეული, დღეს  ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებული არჩევნები/კენჭისყრა იმართება. ძირითადი პოზიტიური ნოვაცია ამ ნაწილში რაც გვაქვს, არის ის, რომ 2 ოქტომბერს, კენჭისყრის დასრულებისთანავე, ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით, სულ რაღაც 1 ღილაკზე ხელის დაჭერით, რამდენიმე წუთში გვექნება ჩვენ ამ უბნების წინასწარი შედეგები", - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო სიაში 823 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. იმიტირებული კენჭისყრის პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 22 სექტემბერი 2021 11:44

„აკადემიის“ აღზრდილი ესპანეთის ლიგაში

საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრების წევრი ვატო გაჩეჩილაძე, რომელიც საკალათბურთო სკოლა „აკადემიის“ აღსაზრდელია, კარიერას ესპანეთში გააგრძელებს. ევროპის ელიტარული საკალათბურთო სკოლა კანარიის საკალათბურთო აკადემია (Canarias Basketball Academy) ვატოს სამწლიან კონტრაქტს სრული დაფინანსების პირობით უფორმებს.
ვატო მონაწილეობას მიიღებს ესპანეთის U18 ჩემპიონატში და, აგრეთვე, ისეთი მაღალი დონის ღონიძიებებში, როგორიც არის ნაიკის კემპი( Nike Hoop Summit), ჯორდან კლასიკი( Jordan Classic), ევროკემპი (Euro camp), ამერიკის საკალათბურტო ასოციაციის კემპი(NBA Workouts) და სხვა.
”ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ განვვითარდე როგორც პროფესიონალი კალათბურთელი და გავიუმჯობესო ის ცოდნა და შესაძლებლობები, რაც "აკადემიაში" შევიძინე," - აცხადებს ვატო გაჩეჩილაძე.
ვატო ათი წლის იყო “აკადემიაში” რომ მივიდა და სწორედ ამ სკოლამ მისცა მას კალათბურთის ძირითადი საბაზისო ცოდნა და უნარჩვევები. 2020-2021 სეზონი გაჩეჩილაძემ “ბასკონიაში” გაატარა და შემდეგ კვლავ “აკადემიაში” დაბრუნდა, თუმცა, პანდემიის გამო საქართველოს U18 ჩემპიონატი აღარ ჩატარებულა.
აქვე უნდა ითქვას, რომ კიდევ ორი თვრამეტწლამდელი აკადემიელი, ლუკა ლიკლიკაძე და ანდრია მუჯირი საკალათბურთო კარიერას პროფესიონალებშ გააგრძელებენ. ორივე ამ კალათბურთელთან კონტრაქტი გააფორმა საქართველოს სუპერლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო კლუბმა, თბილისის „ოლიმპმა“.
აქვე გაცნობებთ, რომ საკალათბურთო სპორტსკოლა აკადემიაში გრძელდება 6-12 წლის ასაკის ბავშვების მიღება. დაინტერესების შემთხვევაშ დარეკეთ: 599964243

გამოქვეყნებულია სპორტი

თურქეთის და აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკაში ერთობლივი წვრთნები დაიწყეს. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „ურყევი ძმობა 2021“-ში მონაწილეობის მიმღები თურქეთის შეიარაღებული ძალების ერთი ნაწილი უკვე ჩავიდა ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკაში. ნახიჩევანში ჩასულმა ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა ეროვნული ჰიმნების თანხლებით დროშების გადაცემის ცერემონია გამართეს. რაც შეეხება, თურქეთიდან ჩასულ სამხედრო შენაერთებს, აქ დიდი ენთუზიაზმით დახვდნენ.

 

 

 

გამოქვეყნებულია სამხედრო

მიუხედავად ბოლო დღეების მოვლენებისა, მინდა შეგახსენოთ, რომ “მსოფლიო დღეს ავტომობილების გარეშე” აღვნიშნავთ. ეს ყოველწლიური ღონისძიება ევროპის მრავალ ქალაქში აღინიშნება!
ამ დღის დაწესების იდეა იმაში მდგომარეობს, რომ დაგვაფიქროს პატარა თუ დიდი ქალაქების მომავალზე, იმაზე, თუ როგორ გარდავქმნათ ისინი უფრო მწვანე, მშვიდ და ჯანსაღ საცხოვრებელ ადგილებად.
საქართველოში ჰაერის დაბინძურების 70%–ს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების გამონაბოლქვი იწვევს.  თბილისში, ეს მონაცემი კიდევ უფრო მაღალია და მთლიანი დაბინძურების დაახლოებით 90% -ს შეადგენს.
ჰაერის დაბინძურება უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე, რაც ზრდის რესპირატორული ინფექციების, დაღლილობის, გულისა და ფილტვების დაავადებათა რისკს.
ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება  ევროკავშირის მთავარი მიზანია, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ისე აქ, საქართველოში.
ამ მიზნის მისაღწევად საქართველოში მრავალი წელია   ვმუშაობთ  და გვაქვს დიდი მოლოდინი, ასევე გეგმა, რომ მოხდეს დამატებითი აღჭურვილობის შეძენა და ჰაერის დაბინძურების უკეთ გაკონტროლება.  
ასევე, გავაგრძელებთ უფრო მდგრად სატრანსპორტო ალტერნატივებში ინვესტირებას, რომ ყველას მოგვეცეს შესაძლებლობა ვისუნთქოთ უფრო სუფთა ჰაერით და ვიცხოვროთ უფრო   ჯანსაღად. 
იმედი მაქვს, შემოგვიერთდებით! ნება მიბოძეთ, ყველას გისურვოთ დღე ავტომობილების გარეშე!
 
იხილეთ ვიდეო: https://bit.ly/2XD20pg

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური