ლიბერთის ახალი პროექტი „შეხვედრები ახლებურად“
„ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ სტრატეგიის და სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, ლიბერთი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას „შეხვედრები ახლებურად“. ამის შესახებ ლიბერთის ადმინისტრაცია იუწყება.
მათი ინფორმაციით, ახალი პლატფორმის საშუალებით, ლიბერთი, საქართველოს სხვადასხვა სოფლებსა და ქალაქებში, განსაკუთრებულ შეხვედრებს მოუწყობს უფროსი და ახალგაზრდა თაობის ადამიანებს.
„ვისთან შეხვედრას ისურვებდით?“ - ამ კითხვით ლიბერთიმ შეხვედრების მონაწილეების სურვილები შეაგროვა და უფროსი თაობისთვის საინტერესო ადამიანები მათივე პასუხების მიხედვით შეარჩია.
ინტერაქციული შეხვედრები, კორონავირუსის რეგულაციების სრული გათვალისწინებით, 19 სექტემბერს მესტიიდან დაიწყო და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სექტემბრის ბოლომდე გრძელდება.
„ლიბერთისთვის ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვის გამორჩეული შეხვედრების მოწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ჩვენ ვქმნით კიდევ ერთ ახალ პლატფორმას ახალგაზრდებისა და უფროსი თაობის ადამიანებისთვის, რადგან ჩვენთვის სხვადასხვა თაობის წარმომადგენელთა ურთიერთობა მნიშვნელოვანია. ამ გზით ვცდილობთ უფრო ახლოს მივიდეთ მოსახლეობასთან, გავეცნოთ მათთვის საინტერესო თემებს, ერთმანეთს გავაცნოთ საინტერესო ადამიანები, მოვისმინოთ მათი მოსაზრებები, სურვილები, რასაც ვითვალისწინებთ ჩვენს მომავალ გეგმებში. ჩვენი „ახლებური შეხვედრები“ დარწმუნებული ვარ, სრულიად ახალი ტიპის ინტერაქციულ შეხვედრებს ჩაუყრის საფუძველს, რომელსაც მომავალში კიდევ უფრო დავხვეწთ და განვავითარებთ.“ - განაცხადა ლიბერთის CSR და კომუნიკაციების მენეჯერმა ნინი ბუკიამ.
ლიბერთი, რომელსაც საქართველოში ყველაზე ფართო საბანკო ქსელი გააჩნია და წლების მანძილზე ემსახურება უფროსი თაობის მომხმარებლებს, აცხადებს რომ ბანკი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და მისი ახალი სტრატეგიული მიზანია, გახდეს უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტი, ყველა ასაკისა და საჭიროებების მქონე მომხმარებლისთვის.
კლიმატთან დაკავშირებული კატასტროფების შედეგად 17,000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის დაწყების დღიდან, 17 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ კატასტროფებში. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციამ (IFRC) გამოაცხადა, რომ კოვიდ-19-ის ეპიდემიის დაწყებიდან კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა კატასტროფებმა დააზარალა 139,2 მილიონი ადამიანი და დაიღუპა 17 ათასზე მეტი.
IFRC-მ კლიმატის ცვლილებისა და კოვიდ-19-ის ეფექტების შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზე, რომ ეპიდემიამ საზოგადოებები უფრო დაუცველი გახადა კლიმატის კრიზისის მიმართ.
ანგარიშში ნათქვამია, რომ 681 მილიონზე მეტი ადამიანი ექვემდებარებოდა ექსტრემალურ ტემპერატურას, ხოლო კოვიდ-19 ეპიდემიის დაწყებიდან კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა კატასტროფებმა დააზარალა 139,2 მილიონი ადამიანი და დაიღუპა 17 ათას 242.