Items filtered by date: სამშაბათი, 14 სექტემბერი 2021 - NEWSDAY GEORGIA

stopcov.lotto.ge-ზე ლატარიის ,,აიცერი და მოიგეს’’ პირველი გათამაშების შედეგები ცნობილია. ამის შესახებ ლატარიის კომპანიის ადმინისტრაცია იუწყება. მათი ინფორმაციით, გათამაშება 12:00 საათზე შედგა ვებ-ვერდზე stopcov.lotto.ge. გამოვლინდა 160 გამარჯვებული, რომელთა შორის 500 და 100-ლარიანი მოგებაა გადანაწილებული.

დღემდე ყველა, თუნდაც ერთხელ აცრილ მოქალაქეს შეუძლია საკუთარი მოგების გადამოწმება - ვებგვერდზე  stopcov.lotto.ge -ზე პირადი ნომრით.

,,აიცერი და მოიგე’’ - StopCovid ლატარია ვაქცინაციის პროცესის სტიმულირებისთვის 13 სექტემბრიდან დაიწყო. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ვაქცინაციის პროცესის წახალისების მიზნით მოსახლეობას აცრასთან ერთად უკვე მოგებაც შეუძლია! ყველა ადამიანი ვინც ერთხელ მაინც არის აცრილი ან აიცრება მიიღებს ფულის მოგების შესაძლებლობას!

ყოველდღე გათამაშდება 100 და 500 ლარი მოგება, ყოველკვირეულად 1000 -დან 10 000 ლარამდე, ხოლო შემაჯამებელ გათამაშებაში, რომელიც  31 დეკემბერს ,,საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის’’ ეთერში გაიმართება, გათამაშდება 100 000 ლარი. ლატარიის გათამაშებები  გაიმართება ვებგვერდზე stopcov.lotto.ge -ზე ყოველდღე 12 საათზე, ხოლო ყოველკვირეული -ორშაბათს, ყოველდღიური ლოტოს გათამაშების დასრულებისთანავე.

StopCovid ლატარიის  ,,აიცერი და მოიგეს’’ გათამაშების ბილეთებს აცრილი ბენეფიციარები სახელმწიფოსგან ვაქცინაციის დროს უფასოდ მიიღებენ.

ლატარიაში ,,აიცერი და მოიგე’’ მონაწილეობს  ყველა ვაქცინირებული ადამიანი მთელი საქართველოს მასშტაბით, ვაქცინირებული მომხმარებლების იდენტიფიცირება პირველი აცრის რეგისტრაციისას   NDCD-ის ბაზაში  მინიჭებული  საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით მოხდება.

პირველი აცრის გაკეთებისთანავე ბენეფიციარი მონაცემთა ბაზაში ავტომატურად მიიღებს გათამაშების  ბილეთს,  აცრიდან მეორე დღესვე მიღებული ბილეთი ერთვება ,,აიცერი და მოიგეს’’ ყოველდღიურ, ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებაში. მომხმარებელი, რომელმაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია  წამახალისებელი ლატარიის ამოქმედებამდე, 13 სექტემბრამდე ჩაიტარა, მონაწილეობას მიიღებს  ,,აიცერი და მოიგეს’’ ყველა  გათამაშებაში. StopCovid ლატარიის ვაქცინირების დროს მიღებული ბილეთი ვალიდურია ყველა გათამაშების განმავლობაში, მანამდე სანამ ბილეთზე არ დაფიქსირდება მოგება. მაგ: თუ მოქალაქის ბილეთმა ერთხელ გაიმარჯვა ყოველდღიურ გათამაშებაში , თქვენი ბილეთი აღარ მონაწილოებს მომდევნო ყოველდღიურ გათამაშებაში, მაგრამ მიიღებს მონაწილეობას ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებებში, თუ ბილეთმა მოიგო ყოველკვირეულ გათამაშებაში, ის შემდგომში მონაწილეობას მიიღებს შემაჯამებელ გათამაშებაში.

რაც უფრო მალე ჩაიტარებს ადამიანი ვაქცინაციას, მით უფრო ბევრ გათამაშებაში მიიღებს მისი ლატარიის ბილეთი  მონაწილეობას და მით უფრო გაიზრდება მისი მოგების შანსი.

ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია, რომლის საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარს შეადგენს, 13 სექტემბრიდან დაიწყო და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ფულადი ჯილდოები გათამაშდება როგორც ერთჯერადად, ისე ორჯერადად ვაქცინირებული პირებისთვის. გათამაშებები ჩატარდება როგორც ყოველდღიურად, ასევე ყოველკვირეულად. 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

დღეს, 14 სექტემბერს, 18:00 საათზე, ამომრჩევლის მიერ ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილების შეტანის მოთხოვნის ვადა იწურება.

ცესკო კიდევ ერთხელ მოგმართავთ ამომრჩევლებს, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ამომრჩეველთა ერთიან სიაში გადაამოწმოთ საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემები. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ან  ოჯახის წევრების მონაცემებში აღმოაჩენთ უზუსტობას, დღეს, 18:00 საათამდე უნდა მიმართოთ საუბნო ან საოლქო საარჩევნო კომისიას განცხადებით და მოითხოვოთ ამომრჩეველთა სიაში ცვლილების შეტანა.

ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემების გადასამოწმებლად ცესკო არაერთ სერვისს გთავაზობთ:

შეგიძლიათ ეწვიოთ ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდს cesko.ge, შესაბამის ველში  შეიყვანოთ პირადი მონაცემები და გადაამოწმოთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების მონაცემები. ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება ამომრჩეველს შეუძლია კომპიუტერის, პლანშეტის, მობილურისა და სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით.

ასევე შეგიძლიათ მიხვიდეთ იმ საუბნო საარჩევნო კომისიის მისამართზე, სადაც ხართ რეგისტრირებული და ადგილზე გადაამოწმოთ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ვერსიაში, ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცესკოს სატელეფონო ცენტრის შემდეგ ნომერზე - 2 51 00 51.

ასევე შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გადმოგვცემს განახლებულ მონაცემებს, რომლის საფუძველზეც დგება ამომრჩეველთა ერთიანი სია 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის.

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ აქტიურობისა და ამომრჩეველთა ერთიან სიებში მონაცემების გადამოწმებისკენ, რაც 2 ოქტომბერს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ერთად ჩავატაროთ საერთაშორისო სტანდარტის, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნები.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

გლობალური კონკურსის „Visa Everywhere Initiative  2021“ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის  გამარჯვებული - Payze, კონკურსის ფინალურ ეტაპზე, ბრენდის გლობალური აღიარებისთვის და განსაკუთრებული ფულადი პრიზისთვის იასპარეზებს

თბილისი,  14 სექტემბერი, 2021 - ვიზა Fintech-ის სტარტაპების გლობალური კონკურსის Visa Everywhere Initiative 2021“ ფინალს 2021 წლის 14 სექტემბერს გამართავს.

გლობალური ინიციატივა „Visa Everywhere Initiative”, როგორც პროგრამა, ფინტექ ინოვატორებს მსოფლიო სტარტაპების ქსელთან აკავშირებს, ხოლო როგორც კონკურსი, ქმნის პლათფორმას, რომელიც ხელს უწყობს კომპანიების წარმოჩენას ექსპერტების წინაშე, ასევე წარმოადგენს პრიზების მოპოვებისა და ფართო აუდიტორიისთვის თავის გაცნობის საშუალებას.  

მონაწილეობის მსურველებმა, პირველ ეტაპზე, კონკურსის წესებისა და პირობების გათვალისწინებით, უნდა შეავსონ ონლაინ განაცხადი  ბმულზე - www.visa.com, რის შემდეგაც კონკურსის ჟიური, ხუთი - ლათინური ამერიკა, აზია-წყნარი ოკეანის აუზი, ევროპა, ჩრდილოეთ ამერიკა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონიდან, არჩევს თითო გამარჯვებულს, რომლებიც  კონკურსის დასკვნით, გლობალურ ფინალში უპირისპირდებიან ერთმანეთს.

წელს, CEMEA-ს რეგიონში პირველი ადგილი დაიკავა და საკონკურსო ჯილდო 15,000 აშშ დოლარი გადაეცა Payze-ს საქართველოდან. წელს, გლობალური კონკურსის ფინალი გაიმართება 14 სექტემბერს, სადაც  Payze  მიიღებს მონაწილეობას. საპრიზო ფონდი შეადგენს 100,000 აშშ დოლარს, მათ შორის გამარჯვებულისთვის განკუთვნილია 50 000 აშშ დოლარი.

„ჩვენ განსაკუთრებულად ვამაყობთ, რომ 14 სექტემბერს, გლობალური კონკურსის - Visa Everywhere Initiative ფინალურ ეტაპზე Payze ეროვნული სიამაყით წარადგენს საქართველოს და მთლიანად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონს. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ფინტექ და სტარტაპ კომპანიები, მუდმივი განვითარების მამოძრავებელი ძალაა და კონკურსის უნიკალური იდეა, მსოფლიო მასშტაბით ინოვაციების დანერგვის კულტურის ჩამოყალიბებაში ეხმარება, ასევე ბრენდის გლობალურად აღიარებისა და Visa-თან თანამშრომლობის შესაძლებლობას ზრდის. წარმატებებს ვუსურვებთ ფეიზს კონკურსის ფინალურ ეტაპზე!“ განაცხადა დიანა კიღურაძემ,ვიზას რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში. 

გიორგი წურწუმიამ და კახა გელაშვილმა, 2020 წელს, დააარსეს ინოვაციური კომპანია,   Payze,  რომელიც დსთ-ს  ქვეყნებში ნებისმიერი ტიპის ბიზნესს უზრუნველყოფს გადახდების ონლაინ მიღების მრავალფუნქციური პლატფორმით მსოფლიო მასშტაბით. 2021 წლის აპრილში, განხორციელებული ელექტორნული ტრანზაქციების  მიხედვით, კომპანიამ 200-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს გაუწია მომსახურება, რაც მთლიან მოგებას  35%-ით ზრდის ყოველთვიურად.

„Visa Everywhere Initiative - გახლავთ ინოვაციური პროგრამა, რომელიც ფინტექ კომპანიებისთვის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს ქმნის. კონკურსის პლათფორმა, საუკეთესო ფინტექ პროდუქტებს სტარტაპების ერთიან ქსელთან აკავშირებს, ხელს უწყობს ბრენდის გლობალურ აღიარებასა და ვიზასთან პარტნიორობის პროცესს. ჩვენთვის დიდი პატივია და ძალიან ვამაყობთ, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის გამარჯვებული ვართ და კონკურსის ფინალურ ეტაპზე საქართველოს და რეგიონის სახელით წავრდგებით,“ აღნიშნა გიორგი წურწუმიამ, ფეიზის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.

კონკურსის ფინალის ონლაინ მხარდაჭერას მედია პარტნიორის რანგში, პირდაპირი ტრანსლაციის ფორმატში უმასპინძლებს ტექნოლოგიურ ინდუსტრიებზე ორიენტირებული წამყვანი ონლაინ გამოცემაა - TechCrunch და მისი წამყვანი ნეეშა ტამბე. პირდაპირი ტრანსლაციის ყურება შესაძლებელია - ბმულზე.

ფეიზის ერთ-ერთი დამფუძნებლის - გიორგი წურწუმიასა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის, Visa-ს პროდუქტებისა და სოლუშენის მიმართულების ხელმძღვანელი ოტო ვილიამსის დისკუსიის მოსასმენად, მიჰყევით - ბმულს.

„Visa Everywhere Initiative“-ის შესახებ

„Visa Everywhere Initiative“ არის გლობალური ინოვაციების პოგრამა,  რომელიც ფინტექებსა  და სტარტაპ კომპანიებს ელექტრონული გადახდებისა და კომერციის მიმართულების ტექნოლოგიური გამოწვევების ინოვაციური გზით გადაჭრას  სთავაზობს.  პროგრამა პირველად 2015 წელს აშშ-ში შეიქმნა და მალე გაფართოვდა და გადაიქცა გლობალურ პროგრამად, და რომელშიც თითქმის 7,000 სტარტაპია გაერთიანებული. დღეისათვის ამ სტარტაოებმა ჯამში 2.5 მილიარდი აშშ დოლარის დააფინანსება მიიღეს. ხოლო პროგრამა ექვს კონტინენტზე და - 100-ზე მეტ ქვეყანაში დაინერგა.  დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს -  visa.com

  

###

მსოფლიოს მასშტაბით Visa Inc. (NYSE: V) ციფრული გადახდების სფეროში  ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. ჩვენი მისიაა ინოვაციური, უსაფრთხო და საიმედო გადახდის ქსელის მეშვეობით ერთმანეთთან დავაკავშიროთ მსოფლიო -  რომელიც ინდივიდუალურ პირებს, ბიზნესსა და ეკონომიკას წარმატების მიღწევის საშუალებას აძლევს. ჩვენი დახვეწილი ქსელი - VisaNet 65,000-ზე მეტ ტრანზაქციას ამუშავებს 1 წამის განმავლობაში; კომპანიის მუდმივი აქცენტი ინოვაციებზე, უზრუნველყოფს ქსელში ჩართულ მოწყობილობებზე დაფუძნებული კომერციის ზრდას და უნაღდო მომავლის რეალიზების მამოძრავებელ ძალას - ყველგან და ყველასთვის. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ანალოგურიდან ციფრულ ტექნოლოგიებზე გადადის, ვიზა ცვლის  მომავალის კომერციის კონცეფციას მისი ბრენდის, ხალხის, პროდუქტების და ქსელის გამოყენებით. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ვებგვერდებს: usa.visa.com/about-visa, www.visa.com.ge,  https://www.facebook.com/VisaGeorgiaGE

გამოქვეყნებულია მსოფლიო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორს  – შპს „მაგთიკომს“, შპს „ვიონ საქართველოსა“ და სს „სილქნეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" განათლების სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, ერთობლივი პროექტის ფარგლებში საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაშიც შეღავათიანი მობილური ინტერნეტ პაკეტით სარგებლობას შეძლებენ.

პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, მემორანდუმი ითვალისწინებს ინტერნეტ პროვაიდერების მიერ მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის 20GB მაღალხარისხიანი მობილური ინტერნეტ პაკეტის 10 ლარად შეთავაზებას, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ დარგის სპეციალისტების რეკომენდაციის თანახმად 20GB ინტერნეტი სრულიად საკმარისია ერთი თვის განმავლობაში ონლაინ გაკვეთილებზე დასწრებისა და შესაბამისი რესურსების მოძიებისთვის.

სამინისტროს მხრიდან მემორანდუმს ხელი მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ მოაწერა, ხოლო მობილური ოპერატორებიდან: შპს „მაგთიკომის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ ზარიძემ, შპს „ვიონ საქართველოს“ იურიდიული სამსახურის უფროსმა ირაკლი ესართიამ და სს „სილქნეტის“ კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მალხაზ ჟორჟიკაშვილმა.

ეკატერინე დგებუაძემ გლობალური პანდემიის პირობებში საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მადლობა გადაუხადა მობილური ოპერატორების წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის. როგორც ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, სოლიდარობის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს ის სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც „სილქნეტმა“, „მაგთიკომმა“ და „ვიონი საქართველომ“ განათლების სფეროს მიმართ გამოიჩინეს.

შეღავათიანი ინტერნეტ პაკეტით სარგებლობისთვის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა (ან ოჯახის წევრებმა), საჭიროა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ საგანგებოდ შექმნილ პლატფორმაზე – www.mobile.emis.ge, მოსწავლის ან მასწავლებლის პირადი ნომრის მითითებით, დაარეგისტრირონ ტელეფონის ის ნომრები, რომლებზეც სურთ, გაუაქტიურდეთ აღნიშნული პაკეტი. პაკეტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 30 დღით, ვადის ამოწურვის შემდეგ გამოუყენებელი მეგაბაიტები ნულდება. ვებგვერდი www.mobile.emis.ge 15 სექტემბრიდან ამოქმედდება.

გამოქვეყნებულია განათლება

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური