Items filtered by date: ორშაბათი, 09 აგვისტო 2021 - NEWSDAY GEORGIA

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამით მოსარგებლეთა სიას დაემატოს ის ფიზიკური პირები და მათი ოჯახის წევრები, რომლებსაც საქართველოში 100 000$-მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული

სახელმწიფოს მხრიდან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამით მოსარგებლეთა სიის გაფართოებას ყაზახეთის საპატიო კონსული საქართველოში გიორგი ჯახუტაშვილი მიესასალმება და აღნიშნავს, რომ აღნიშნული მიდგომა პანდემიასთან საბრძოლველად ჯანდაცვის სისტემის მობილიზაციასა და ასევე სახელმწიფოს მხრიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და დამსაქმებლების მხარდაჭერაში კიდევ ერთხელ გვარწმუნებს.

საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული, ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების თავმჯდომარე გიორგი ჯახუტაშვილი ასევე გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოში კოვიდ ვაცქინაციის საშუალება ინვესტორებსა და მათი ოჯახის წევრებსაც მიეცეთ. მისივე განმარტებით, ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა ინვესტორებს საქართველოში საქმიანობის მეტ სტიმულს მისცემს და თავს მნიშვნელოვნად აგრძნობინებს. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამით მოსარგებლეთა სიას აუცილებელია დაემატოს ის ფიზიკური პირები და მათი ოჯახის წევრები, რომლებსაც საქართველოში 100 000$-მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. ყაზახეთის საპატიო კონული საქართველოში გიორგი ჯახუტაშვილის თქმით, ასეთი ადამიანების რიცხვი პროცენტულად იმდენად მცირეა, რომ სახელმწიფოსთვისაც არ იქნება დაუძლეველი მოცულობა, თუმცა, ჩვენთვის მთავარია ინვესტორებისთვის კომფორტული და კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა, რაც ვაქცინაციის ფასიანი სერვისის შეთავაზებითაც მიღწევადია.
„საქართველოში სხვადასხვანაირი ინვესტორები არიან. არსებობენ ინსტიტუციური ინვესტორები და არსებობენ ფიზიკური პირები, რომლებიც თავისი ქვეყნიდან ჩამოდიან და ინვესტიციას უძრავ ქონებაში ან სხვა ბიზნესში დებენ.გარკვეულწილად, ზოგი მათგანი რჩება საქართველოში, შესაძლოა, რამდენიმე თვითაც, ამიტომ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ მათთვისაც ხელმისაწვდომი იყოს ვაქცინაცია. ადამიანი, თუ მას ნდობა აქვს გამოცხადებული ჩვენი ქვეყნისთვის და ინვესტიცია აქვს ჩადებული, მაშინ ისეთი სერვისები, როგორიცაა ვაქცინაცია, მისთვისაც ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ამით ჩვენი ქვეყნის მიმართ დადებითი ემოციები გაიზრდება და ინევსტორები იგრძნობენ, რომ ქვეყანა მათზე ზრუნავს, როგორც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სუბიექტებზე“, - აღნიშნა გიორგი ჯახუტაშვილმა.
მისი თქმით, ინიციატივა გულისხმობს ინვესტორებისა და მისი ოჯახის წევრებისთვის თუნდაც ფასიანი ვაქცინაციის სერვისის შეთავაზებას, რადგან საქართველოში სხვა ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით არსებობს ისეთი ვაქცინა, როგორიც „ფაიზერია“.
„ბევრი ადამიანი ვიცი, მაგალითად ყაზახი, ვისაც ბიზნესი აქვს საქართველოში, მათაც ხომ სჭირდებათ დაცვა. თუნდაც არ ცხოვრობდეს აქ და უბრალოდ ჰქონდეს ინვესტიცია გაკეთებული, კარგი იქნება თუ მიეცემა საშუალება ჩამოვიდეს და გაიკეთოს ვაქცინა, მაგალითად „ფაიზერი“, რომელიც ყველა ქვეყანას არ აქვს. როცა მის ქვეყანას არ აქვს ეს ვაქცინა, ალტერნატივა აქვს, რომ წავიდეს და დუბაიში გაიკეთოს, და ჩვენი ქვეყნის ინვესტორი რატომ უნდა წავიდეს ვაქცინის გასაკეთებლად სხვაგან“, - აღნიშნა გიორგი ჯახუტაშვილმა.
ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული ასევე აღნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში იგეგმება ამ მიმართულებით მთავრობის სხვადასხვა უწყებებთან კომუნიკაცია და იმედოვნებს, რომ ინვესტორებისთვის მნიშვნელოვან საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
ინფორმაციისთვის, ამჟამად საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მყოფი უცხოელებისთვის, რომლებიც საქართველოში მინიმუმ 3 თვის განმავლობაში უწყვეტად იმყოფებიან, მუშაობენ ან სწავლობენ, უფასო ვაქცინაცია დასაშვებია.

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით და გაეროს მოსახლეობის ფონდის ...

პოპულარული

« აგვისტო 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური