Items filtered by date: პარასკევი, 09 ივლისი 2021 - NEWSDAY GEORGIA
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის "აბორდაჟის" ჯგუფებმა, უკრაინელ კოლეგებთან ერთად, მრავალეროვნული საზღვაო სწავლება SEA BREEZE 2021-ის ფარგლებში, ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს.
წვრთნების მიმდინარეობისას, საქართველოს სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა უკრაინის საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვის წარმომადგენლებთან ერთად, ბერძენი ინსტრუქტორების ჩართულობით, დაგეგმეს და განახორციელეს მაღალი რისკის შემცველი აბორდაჟის ოპერაცია, რომელიც მოიცავდა დამრღვევი გემის შეჩერებას, ტაქტიკური კიბით ასვლას, გადაადგილებას, ხომალდზე მყოფი პირების შემოწმების პროცედურებს და გემზე კონტროლის დამყარებას.
აშშ-ის მე-6 ფლოტისა და უკრაინის საზღვაო ძალების ერთობლივი ორგანიზებით, სწავლება SEA BREEZE შავ ზღვაში 28 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით იმართება. სწავლება საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო კომპონენტებს მოიცავს და მისი მიზანია მონაწილე ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებს შორს ურთიერთქმედების დახვეწა და, რეგიონული საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათი ერთობლივი შესაძლებლობების გაზრდა.
სწავლების ისტორიაში, SEA BREEZE 2021 ყველაზე მასშტაბურია. მასში ექვსი კონტინენტის 32 ქვეყნის 5000-მდე პერსონალი, 32 გემი, 40 საჰაერო ხომალდი და სპეციალური ოპერაციებისა და მყვინთავთა 18 ჯგუფი მონაწილეობს.
შსს-ს პრეს-რელიზი
 
გამოქვეყნებულია სამართალი

აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (თბილისი), დღეს ირანის ისლამური რესპუბლიკის ჰუმანიტარული დახმარების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. ამის შესახებ საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო აქვეყნებს ინფორმაციას.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი აქბარ ყასემი ალიაბადი, ირანის პარლამენტში ეთნიკურ სომეხთა წარმომადგენელი არა შავერდიანი, ირანის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული ინოვაციებისა და კეთილდღეობის ფონდის წარმომადგენელი ჰოსეინ სალმანი და საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური. 

საელჩოს ინფორმაციით, ირანის ელჩმა აღნიშნულ ღონისძიებაზე ხაზი გაუსვა საქართველო-ირანს შორის არსებულ მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ორივე ქვეყანამ კოვიდპანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს.

ირანის ელჩმა ასევე მნიშვნელოვანი უწოდა ირანის მიერ მოპოვებულ წარმატებებს კოვიდ-19-ის ბრძოლის მიმართულებით. მისი განცხადებით, ირანმა საკუთარ ძალებზე დაყრდნობით შეძლო უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიების შექმნა და ამასთან, გახდა მსოფლიოში მეექვსე ქვეყანა, რომელიც აწარმოებს კოვიდვაქცინებს.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა ამ ღონისძიებაზე მადლობა გადაუხადა ირანის ისლამური რესპუბლიკას ჰუმანიტარული დახმარების მოწოდებისთვის და აღნიშნა, რომ მსოფლიოს ქვეყნები უნდა გაერთიანდნენ პანდემიასთან ბრძოლაში.

აღსანიშნავია, რომ ირანის მიერ წარმოდგენილ დახმარების პაკეტში შედის ირანის სამეცნიერო კომპანიების მიერ დამზადებული ტექნიკა, სხვადასხვა სახის სადიაგნოსტიკო ტესტები, პირბადეები და ანტისეპტიკური საშუალებები.

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

შვედეთის ქალაქ ორბროს მახლობლად აფრენიდან მალევე ჩამოვარდა ორ ძრავიანი თვითმფრინავი, რომელშიც 9 ადამიანი იმყოფებოდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს პირები პარაშუტისტები იყვნენ. ამის შესახებ "TRT-ქართული" წერს.

შვედეთის ქალაქ ორბროს მახლობლად თვითმფრინავმა, რომელიც პარაშუტით გადმოხტომისთვის იყო შექმნილი, გაურკვეველი მიზეზების გამო აფრენიდან მალევე კატასტროფა განიცადა.

ორებროს პოლიციის დეპარტამენტის პრესსპიკერმა ლარს ჰედელინმა განაცხადა, რომ ბორტზე 9 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 1 პილოტი და 8 პარაშუტისტი. ჰედელინმა ზუსტი ციფრები ვერ დაასახელა, თუმცა განაცხადა, რომ თვითმფრინავში მყოფი ადამიანების უმეტესობა დაიღუპა.

პოლიციის პრესსპიკერმა ლარს ჰედელინმა მომხდარს "სრული ავარია" უწოდა და თქვა, რომ ბევრი ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სავარაუდოდ, კატასტროფა ძრავის გაუმართაობამ გამოიწვია.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, პეტერ მიკისკას შეხვდა. როგორც "ნიუს დეი საქართველოს" თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, თავდაცვის მინისტრმა ჩეხ დიპლომატს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას. მინისტრმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის საქმეში ჩეხეთის მნიშვნელოვან წვლილზე ისაუბრა. მან, ასევე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) ჩეხი დამკვირვებლების მონაწილეობა დადებითად შეაფასა. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ რეგიონის უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანია საქართველოს ტრანსფორმაცია, რაშიც საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის, ჩეხეთის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. მხარეებმა დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების სოციალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის კუთხით ჩეხეთთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღნიშნული მიმართულებით, სამომავლოდ, საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროებს შორის სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერის მიზნით მემორანდუმის გაფორმება იგეგმება. საუბარი, ასევე, შეეხო სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის საკითხებს.

გამოქვეყნებულია სამხედრო

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური