Items filtered by date: ხუთშაბათი, 08 ივლისი 2021 - NEWSDAY GEORGIA

2021 წლის 7 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარეის შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალურ მიმართულებებზე. ორივე მხარის მიერ აღინიშნა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების ინტერესი და მზაობა. ამის შესახებ საგარეოს პრეს-სამსახური იუწყება.
შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის 2022 წლის საინვესტიციო გეგმაზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომ მიზნებს განსაზღვრავს და რომლის შესახებაც ვიზიტის ფარგლებში განაცხადა ვარეიმ. მხარეებმა განსაკუთრებით დადებითად შეაფასეს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, რომელიც პარტნიორი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი დახმარების მობილიზებას ითვალისწინებს კოვიდ-პანდემიის უარყოფითი შედეგების აღმოფხვრისა და სოციალურ-ეკონომიკური გაჯანსაღებისთვის. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ევროკომისარს პირადი წვლილისთვის, რის შედეგადაც დოკუმენტში აისახა საქართველოსთვის პრიორიტეტული ინიციატივები. მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დოკუმენტი მნიშვნელოვან აქცენტს აკეთებს დიფერენციაციასა და პარტნიორ ქვეყნებთან ინდივიდუალურ ინტერესებზე მორგებული თანამშრომლობის განვითარებაზე. მხარეებმა ისაუბრეს საინვესტიციო გეგმის ფარგლებში საქართველოსთვის იდენტიფიცირებულ საფლაგმანო ინიციატივებზე, რომლებიც სრულად ეხმიანება საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტებს. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა შავ ზღვაზე ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ციფრული დაკავშირებადობის საფლაგმანო ინიციატივებს, რომელთა განხორციელება სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირისთვის.
საუბარი ასევე შეეხო მოლოდინებს 2021 წლის დეკემბერში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის, რომელზეც დამტკიცდება პარტნიორობის 2020 წლის შემდგომი მიზნები და მიღებულ იქნება ერთობლივი დეკლარაცია. 
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების საჭიროებაზე და ამ კონტექსტში საქართველოს მნიშვნელოვან როლზე. ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და ევროკავშირის ჩართულობაზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

4 ივლისს - სახელმწიფო ცერემონიების სასახლის ღია სივრცეში, საქართველოს ერთგული მეგობრისა და ყველაზე მტკიცე მოკავშირის აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის საზეიმო მიღება გაიმართა. დეკლარაციის ხელმოწერიდან 245 წლის იუბილის სადღესასწაულო წვეულებაზე იმყოფებოდნენ საქრათველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს სექტორისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ღონისძიების საპატიო სტუმარი ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი გახლდათ.

მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა და აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა. ელჩის სიტყვის შემდეგ ჯერ ამერიკის და შემდეგ კი საქართველოს ჰიმნი შესრულდა.

"ჩვენ დღეს ვზეიმობთ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის 245 წლის იუბილეს. ეს დღე გვაფიქრებინებს იმაზეც, თუ რამდენი განსაცდელი გამოიარა ქვეყანამ. ეს განსაცდელი ჰქონდა საქართველოსაც, როგორც ახალგაზრდა დემოკრატიას, რომელიც ცდილობს საკუთარი ინსტიტუტების განმტკიცებას. ამერიკის შეერთებული შტატები ამ გზაზე საქართველოს მხარს უჭერს"- თქვა კელი დეგნანმა.

ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა მისალოც სიტყვააში განაცხადა:  ამერიკის მეგობართა კლუბი, როგორც ამერიკული ფასეულობების მხარდამჭერი ორგანიზაცია, წელს მეჩვიდმეტედ ავღნიშნავთ ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს და ყოველჯერზე ვრწმუნდებით, რომ 4 ივლისი თავისი არსით არა მხოლოდ ამერიკელ ხალხს ანიჭებს სიხარულს, არამედ მათაც ვისაც სურს იყოს ამერიკის პარტნიორი - საერთო ინტერესების, ღირებულებებისა და მიზნების მისაღწევად.ამავდროულად ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენ ქართველები, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ვზეიმობთ აშშ-ის დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის ჩვენს საერთო ღირებულებებს. 

საქართველოს, ამერიკის შეერთებულ შტატებთან რამოდენიმე ათასი კილომეტრი აშორებს, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენს ქვეყანაში ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა წარმოუდგენლად ემოციურია, რადგან 4 ივლისთან დაკავშირებული ნებისმიერი აქტივობა ქართველებისთვისაც განსაკუთრებულად ძვირფასია და ბედნიერების განცდის საუკეთესო ემოციებით არის სავსე. ამ განსხვავებულ დღესასწაულზე შექმნილი გარემო კი, კიდევ მეტად აახლოვებს ქართულ-ამერიკულ მეგობრობას, რომელიც გასული სამი ათწლეულის წინ დაწყო. სწორედ გასული სამი ათწლეულის წინ დაწყებული პროცესების დინამიკამ ჩაუყარა საფუძველი და განაპირობა ჩვენი ერის განსაკუთრებული დამოკიდებულება ამერიკელი ხალხის მიმართ. კიდევ ერთი ფაქტორი აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის საქართველოს დედაქალაქში აღნიშვნის არის, არა მხოლოდ ერთჯერადი სიტყვების დონეზე მეგობრობის პროცესი და საჭიროებისამებრ საკუთარ ინტერესებზე ზრუნვის განზრახვა, არამედ არის მიმდინარე  ძლიერი მეგობრობის მკაფიო გზავნილის დემონსტრირება თუ რა ღირებულებითი კავშირი აქვს საქართველოს ამერიკასთან.

როგორც უკვე ავღნიშნე 4 ივლისი ერთ-ერთი საუკეთესო დღეა და თუნდაც საშუალება იმისთვის რომ ღირსებით სავსე მადლიერების მესიჯი გაუგზავნოთ ოფიციალურ ვაშინგტონს, გასული სამი ათწლეულის მანძილზე საქართველოს სახელმწიფოსთვის გაკეთებული ბევრი კეთილი საქმისთვის და ქართველი ხალხის მტკიცე მხარდაჭერისთვის. სწორედ 4 ივლისის საზეიმო სულისკვეთებაც იმ მადლიერების ანარეკლია რასა ქვია ქართულ ამერიკული ძლიერი მეგობრობა. ამავდროულად მიმაჩნია, რომ მსგავსი სახის ღონისძიების ფორმათი გვაძლევს შესანიშნავ შესაძლებლობას დავანახოთ ყველას, სახელმწიფოს შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთთაც, რომ თავისუფლების მოყვარული ქართველი ერი, არის საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული პრინციპების ერთგული და სანდო პარტნიორი, რომელსაც ცხადია შესწევს ძალა იყოს მომდევნო დღის ურყევი მეგობარი.  4 ივლისის ეს კონკრეტული დღე არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ დამოუკიდებლობისთვს ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და რომ 4 ივლისის ისტორია, ნამდვილად არის ნათელი ზეიმი ღვთისგან ბოძებული პიროვნული თავისუფლებისა და მომავალი ბედნიერების. ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვიდმეტი წლის მანძილზე ქართულ კომპანიებთან ერთად ვზეიმობთ იმ იდეის არსებობას, რომელიც ამერიკის ფუნდამენტს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, მე როგორც ყველა ის თავისუფლების მოყვარული ადამიანი მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი პატივისცემა ამერიკელი ხალხის მიმართ, მსურს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ამერიკელ ხალხსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას ყველა გახორციელებული და მიმდინარე პროექტისათვის და მსურც კვლავაც ვიყო იმ ძალისხმევის ნაწილი, რომელიც მომდევნო წლებში კიდევ უფრო განმტკიცებს და გაღრმავებს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ მეგობრობას.

ნება მომეცით გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და განსაკუთრებით საგანგებო მნიშვნელობის მადლობა მოუხადო 4 ივლისის წვეულების სტაბილურ პარტნიორს და გენერალურ სპონსორს კომპანია პე ეს პეს, რომლიც  ბოლო წლების განმავლობაში გვერდში გვიდგას და განსაკუთრებულ როლს ასრულებს ამერიკის დამოუკიდებლობის დღის ორგანიზებაში. დღეს უკვე თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ქართულ ამერიკული მეგობრობის მხარდაჭერების რაოდენობა კიდევ უფრო გააფართოვდა რაც მკაფიოდაც ჩანს ამერიკის დამოუკიდებლობის დღის მისალოც ბანერზე.

აშშ-ის დროშის ფერებში მორთული სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ნამდვილი ამერიკული გარემო და უამრავი დადებითი ემოცია სუფევდა. სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ ამერიკის დღოშის ფერებით გაფორმებული სამაჯურები და სამკერდე ნიშნები.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ საქართველოს ფოსტის მხარდაჭერით, დამსწრე საზოგადოებას მიეცა საშუალება 4 ივლისის მისალოცი საფოსტო ბარათები საჩუქრად გაეგზავნათ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. წვეულების საზეიმო განწყობის ასამაღლებლად გაიმართა 4 ივლისის იღბლიანი ბილეთების წამახალისებელი გათამაშება და სადღესასწაულო ბარბექიუ. სპეციალურად ამ დღისთვის კი ზურა ხუციშვილის ბენდმა, ამერიკული ჯაზის რამოდენიმე ნაწარმოები შეასრულა.

განსაკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა დემოკრატიის ზეიმის დასკვნით ნაწილი, როცა ამერიკის დროშის ფერებში განათდა დედაქალაქის მთავარი ანძა და სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ეხილათ წვეულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გრანდიოზული ფეირვერკის აღლუმი, რასაც მოყვა 4 ივლისის ტორტის გაჭრის ცერემონია. აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო წვეულება გვიან ღამემდე გაგრძელდა.

მადლობა ყველას ვისთვისაც ამერიკელ ხალხთან მეგობრობა უაღესად მნიშვნელოვანია და ჯერა, რომ ქართულ ამერიკულ მეგობრობას ძლიერი მიზნისკენ მივყავართ, სადაც დემოკრატიული ფასეულობები ხალხის ერთობლივი ნებაა. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს ამერიკელ მეგობრებს დამოუკიდებლობის დღეს. ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები, მის საზღვრებში თუ საზღვრებს გარეთ მკვიდრი ამერიკელი, ქართულ ამერიკული მეგობრობა და ყველა ის ერთგული მეგობარი ვინც პატივისცემით ამაღლებს ამერიკის შეერთებულ შტატებს. მეგობრობა საოცარი მოვლენაა! გილოცავთ ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს!

აღნიშნულ განცხადებას, ამერიკის მეგობართა კლუბი ავრცელებს - 8 ივლისი, 2021 წელი

 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური