Items filtered by date: ოთხშაბათი, 07 ივლისი 2021 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოში ავსტრიის საელჩოსა და ავსტრიის მთავრობის ჰუმანიტარული დახმარების სახით, საქართველოს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 5000 დოზა გადმოეცა.
ავსტრიის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გამოყოფილი ვაქცინა თბილისში ჩამოვიდა.

ტვირთს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში ავსტრიის ელჩი თომას მიულმანი დახვდნენ. 
აღსანიშნავია, რომ ვაქცინების გადმოცემის გადაწყვეტილების შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე შალენბერგმა თბილისში ვიზიტის დროს,ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ავსტრიელ კოლეგას,საქართველოსთვის ვაქცინის გადმოცემის საკითხში შეტანილი პირადი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა: „მადლიერი ვარ ჩემი ავსტრიელი კოლეგის, ალექსანდრე შალენბერგის,COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში ერთობლივ ძალისხმევასა და თანამშრომლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თქვენი მხარდაჭერა უაღრესად დასაფასებელია!"- წერს საქართველოს ვიცე-პრემიერი "ტვიტერის"ოფიციალურ გვერდზე.

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ევროკავშირის კომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის შეხვდა. როგორც "ნიუს დეი საქართველოს" პარლამენტის პრეს-სამსახურში განუცხადეს, შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა საარჩევნო და სასამართლო რეფორმებზე, მოახლოებულ არჩევნებსა და საერთაშორისო დამკვირვებლების საქმიანობაზე.

ხაზი გაესვა შარლ მიშელის დოკუმენტის იმპლემენტაციის მნიშვნელობას. კახა კუჭავას განცხადებით, საქართველოს წინაშე ბევრი გამოწვევაა, თუმცა, ქვეყანა მათ გადასალახად და წინსვლისთვის მზად არის. ევროკომისარმა პოლიტიკური პროცესების პარლამენტში გადმოტანა დადებითად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს ყველა პოლიტიკური პარტია მოაწერს.

საუბარი შეეხო 5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს. ოლივერ ვარჰეის განცხადებით, იგი აფასებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის დროშა ადგილს დაუბრუნა. მისივე თქმით, პოლიციამ იმუშავა და გამოხატვის თავისუფლება დაიცვა.

მხარეებმა ეკონომიკისა და ინვესტიციების პაკეტის შესახებ ისაუბრეს, რომლის განხორციელებასაც ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის იწყებს. საქართველოსთვის გამოყოფილი 3.9 მილიარდი ევრო უმსხვილეს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იქნება მიმართული და სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს.

კახა კუჭავამ და ოლივერ ვარჰეიმ პაკეტის განხორციელებაში პარლამენტის მნიშვნელოვან როლს გაუსვეს ხაზი, რადგან, მათივე თქმით, საჭირო გახდება საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. როგორც "ნიუს დეი საქართველოს" საქართველის ფარიკაობის ფედერაციის ადმინისტრაციაში განუცხადეს, მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრებაში აფხაზეთიდან დევნილმა პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანმა, ნინო თბილაშვილთან და გვანცა ზადიშვილთან ერთად იასპარეზა.
საქართველოს ნაკრებმა ფინალში უკრაინის გუნდი 45:44 დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ასევე დიანა ჯიშიაშვილმა პოლონეთის დედაქალაქში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე დაშნაში C კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატს ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის (FIE) ქართველი არბიტრი თათია აფციაური ემსახურება, რომელმაც შეჯიბრების პირველ დღეს ვაჟთა შორის გადამწყვეტი შეხვედრები იმსაჯა. 
შეგახსენებთ, რომ 30 წლის თათია აფციაური (ოლიმპიური ჩემპიონის ვლადიმერ აფციაურის ქალიშვილი), ხმლით ფარიკაობაში ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და თასის მფლობელია. 2013 წლიდან თ. აფციაური FIE-ს არბიტრი და პირველი ქართველი მსაჯია, რომელიც მიწვეულია პარაოლიმპიურ თამაშებზე, სადაც იგი ეტლით ფარიკაობაში გამართულ შეხვედრებს იმსაჯებს.
იაპონიის დედაქლაქი ტოკიო პარაოლიმპიურ თამაშებს, 2020 წლის 26 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით უმასპინძლებს, ეტლით ფარიკაობის შეჯიბრი 26-30 აგვისტოს ტოკიოს "მაკუჰარი მესსეს" საგამოფენო ცენტრში გაიმართება.
საქართველის ფარიკაობის ფედერაცია ულოცავს საქართველოს ეტლით მოფარიკავე გოგონათა ნაკრებს, რომლებმაც პოლონეთის დედაქალაქში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ხმლით პარაფარიკაობაში პირველი ადგილი დაიკავეს.
 
გამოქვეყნებულია სპორტი

ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ჰიპერტენზიის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო კამპანიის „გაიზომეწნევა - #ამასშენთვისგეუბნები“ ფარგლებში პარტნიორ კლინიკებსა და საავადმყოფოებში ჰიპერტენზიის სკრინინგი და უფასო კონსულტაციები გრძელდება. ამჯერად, 7,8 და 9 ივლისს  ჰიპერტენზიის უფასო გასინჯვებსა და სკრინინგზე  თბილისის გულისა და სისხლძარღვთა კლინიკის დიღმის სამედიცინო ცენტრში გიწვევთ.

ყველა მსურველს შესაძლებლობა აქვს მიმართოს აღნიშნულ კლინიკას,  პროფესიონალი კარდიოლოგებთან გაიაროს კონსულტაცია და დაავადების პრევენციასა და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ჩაიტაროს შესაბამისი კვლევა.  

რეგისტრაციისთვის აუცილებელია დარეკოთ ცხელ ხაზზე: 322 515230/577 40 85 21, პაციენტთა ჩაწერა მიმდინარეობს 10:00-18:30 საათამდე.

ასევე  ივლისი-აგვისტოს პერიოდში უფასო კონსულტაციას კარდიოლოგიური და ანგიოლოგიური მიმართულებით გთავაზობთ Tbilisi Heart Center/თბილისის გულის ცენტრი, როგორიცაა: ეკგ, ექოკარდიოსკოპია და ქვემო კიდურების დუპლესკანირება (საჭიროებისამებრ).

თუ გაწუხებთ გულის (ტკივილი, არტერიული წნევა, არითმია) და ქვემო კიდურების პრობლემები (ტკივილი, სიმძიმე ქვედა კიდურებში) დაგვიკავშირდით ვიზიტზე ჩასაწერად ცხელ ხაზზე: 322 50 81 06.

მიღების დღეები: კარდიოლოგიური კონსულტაცია: ოთხშაბათი: 17:00-19:00 და შაბათი: 11:00-15:00

ანგიოლოგიური კონსულტაცია: ხუთშაბათი: 12:00-17:00, გასათვალისწინებელია, რომ აქცია განკუთვნილია 50 წელს ზემოთ ასაკის პირთათვის.

ჰიპერტენზიის უფასო სკრინინგისა და კონსულტაციების დღეები ასევე  გრძელდება ჩაფიძის გულის ცენტრშიც. 3 და 17 ივლისს, 7 აგვისტოს, ყველა მსურველს გაქვთ შესაძლებლობა, მიმართოთ აღნიშნულ კლინიკას, სრულიად უფასოდ გაესინჯოთ და პროფესიონალ კარდიოლოგებთან გაიაროთ კონსულტაცია. რეგისტრაციისთვის აუცილებელია დარეკოთ ცხელ ხაზზე: +995 322 40 23 17 ან +995 322 40 23 22, 09:30-17:30 საათამდე, მისამართი: ნ. ჯავახიშვილის ქ. #1. პაციენტების მიღება 10:00-16:00 საათამდე.

შეგახსენებთ, რომ გლობალური კამპანია სახელწოდებით, „გაიზომე წნევა - ამას შენთვის გეუბნები“ ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ინივიატივით ჰიპერტენზიის საერთაშორისო ასოციაციასთან ერთად უკვე მესამე წელია მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს და საქართველოც უერთდება.  კამპანიის ფარგლებში, უფასო სკრინინგითა და კონსულტაციებით უკვე ისარგებლა 1000-ზე მეტმა  პაციენტმა.

საერთაშორისო კამპანიის მიზანს  ჰიპერტენზიის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება,  არტერიული წნევის შემოწმების და რეგულარული კონტროლის  მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობის დონის გაზრდა წარმოადგენს, რათა მოხდეს  დაავადების დროული გამოვლენა და მოსალოდნელი გართულებების თავიდან არიდება. წელს კამპანია კიდევ უფრო აქტუალურია, რადგან ჰიპერტენზია Covid-19 პაციენტების მდგომარეობის დამამძიმებელ და მწვავე სიმპტომების განმაპირობებელ ფაქტორად განისაზღვრა, რადგან ექიმებთან  გართულებული ვიზიტის გამო, პაციენტების მხოლოდ მცირე რაოდენობამ შეძლო აღნიშნული მდგომარეობის დიაგნოსტიკა.

ინფორმაცია დაავადების შესახებ:

არტერიულ ჰიპერტენზია კარდიოვასკულური სიკვდილობის  მთავარი მიზეზია მსოფლიოში.  იგი ინსულტის, ინფარქტის და თიკმლის დაავდების წინაპირობაა.  მაღალი წნევისგან გარკვეულ ასაკში არავინ არის დაზღვეული, მაგრამ განსაზღვრული რისკ-ფაქტორების და დაავადებების თანხლება ზრდის მომატებულ არტერიული წნევის განვითარების რისკს. ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა ასაკი, ჭარბი წონა, კვების თავისებურება, კერძოდ, დიდი რაოდენობით მარილის მიღება, წნევის მატებას უწყობს ხელს. განსაკუთრებით ყურადსაღებია ცხოვრების ჯანსაღი წესი და უარის თქმა ისეთ მავნე ჩვევებზე,  როგორიცაა -ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, თამბაქოს მოწევა.

ჰიპერენზიას ხშირად უსიმპტომოდ, ყოველგვარი გამოვლინების გარეშე მიმდინარეობს, რაც გარკვეულწილად ადუნებს პაციენტის ყურადღებას და დამყოლობას მკურნალობის მიმართ.  სწორედ ამიტომ,  მას  „ჩუმ მკვლელს“ უწოდებენ, რადგან პრაქტიკულად ყოველმა მეორე ადამიანმა არც კი იცის რომ ჰიპერტენზია აქვს. კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე, ჰიპერტენზიის აღმოჩენის ერთადერთი საშუალება სახლის პირობებში წნევის რეგულარული გაზომვაა. დღეს ექიმები მოგვიწოდებენ, გარკვეული ასაკის შემდეგ და თანხმლები რისკ-ფაქტორების შემთხვევაში, პერიოდულად გავიზომოთ წნევა, რათა დროულად გამოვავლინოთ წნევის მომატებული მაჩვენებლები.  ერთჯერადად წნევის ციფრების მატებაც  კი საყურადღებოა და საჭიროებს შემდგომ მონიტორინგს,  რათა გამოირიცხოს დაავადების არსებობა. არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზის შემთხვევაში კი, ექიმის დანიშნულების თანმიმდევრულ მიღებას და სახლის პირობებში წნევის სისტემატიურ გაზომვას, დაავადების მართვაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური