Items filtered by date: სამშაბათი, 06 ივლისი 2021 - NEWSDAY GEORGIA

მსოფლიოში ყველაზე დიდი ცხენი, სახელად დიდი ჯეიკი (Big Jake), ამერიკის შეერთებულ შტატებში (აშშ), ვისკონსის შტატში 20 წლის ასაკში მოკვდა. ამის შესახებ სააგენტო "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

ცხენის სიმაღლე 2,1 მეტრი, წონა კი 1 ტონა და 136 კილოგრამი გახლდათ. Big Jake გინესის რეკორდების წიგნში 2010 წელს მისი სიმაღლის გამო მოხვდა. დიდი ჯეიკის მზრუნველმა, ჯერი გილბერტმა განაცხადა, რომ ეს ფაქტი, მათი ოჯახისთვის ტრავმული მოვლენაა.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

1 ივლისიდან, შეიცვალა ელ.ენერგიის მომწოდებელი კომპანია და „თელასის“ აბონენტებს, კომპანია „თელმიკო“ ემსახურება. „თელასის“ ყველა მომხმარებელი, ავტომატურად გახდა „თელმიკოს“ აბონენტი, თუმცა ცვლილების გამო, ივლისის თვეში, მომხმარებელთა ნაწილს 30 ივნისამდე დარიცხული დავალიანების „თელასის“ გადასახადის სახით დაერიცხებათ, ხოლო 1 ივლისის შემდეგ, უკვე ახალი პროვაიდერის „თელმიკოს“ სახელით.

შესაბამისად, ივლისის თვეში, მომხმარებლების გარკვეულ რაოდენობას პარალელურად ორ კომპანიასთან მოუწევს ელ.ენერგიის გადასახადის გადახდა.

იმისთვის, რომ მომხმარებელმა გარდამავალ თვეში, დისკომფორტის და დამატებითი ხარჯის გარეშე შეძლოს ელ.ენერგიის საფასურის გადახდა,  ლიბერთი ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, 1 თვით, 2021 წლის 31 ივლისამდე ყველა არხში გააუქმოს ახალი პროვაიდერის „თელმიკოს“ გადახდის საკომისიო.

ელექტრო მომწოდებელი კომპანიის ცვლილება, მომხმარებლისთვის ლიბერთიმ გაამარტივა მომსახურების ყველა არხში:

  • უმოკლეს დროში დაინერგა სიახლე სწრაფი გადახდის აპარატებში: PAY აპარატებში, უკვე ხელმისაწვდომია „გაერთიანებული კომუნალურების“ მენიუ, რომელშიც ავტომატურად გამოჩნდება „თელასის“, „თელმიკოს“, „GWP“-ის და „თბილსერვის ჯგუფის“ გადასახდელი სერვისები.
  • ინტერნეტ და მობაილ ბანკში, ელ.ენერგიის ახალი პროვაიდერის დამატება არსებული აბონენტის ნომრით მარტივადაა შესაძლებელი. ფილიალებსა და სერვის ცენტრებში გადახდისას კი გადამოწმდება ორივე სერვისის დავალიანება.

სოციალური ბარათის მფლობელებისთვის და უფროსი თაობის მომხმარებლებისთვის, რომლებიც საკომისიოს გარეშე იხდიდნენ „თელასის“ გადასახადს, „თელმიკოს“ გადახდის საკომისიო, დარჩება უფასო.

მომხმარებლები, რომლებიც „თელასის“ ელ.ენერგიაზე სარგებლობდნენ  ავტომატური გადარიცხვის სერვისით, სერვის ცენტრში ან ინტერნეტ/მობაილ ბანკში მარტივად შეძლებენ „თელმიკოს“ ავტომატური გადარიცხვის დარეგისტრირებას.

ლიბერთი ბანკის პრეს-რელიზი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

”დემოკრატია საქართველოში საფრთხეშია და ყველა სუბიექტმა, მათ შორის მთავრობამ, სრული პასუხისმგებლობით უნდა იმოქმედოს”. ამის შესახებ ჩეხეთის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ განაცხადა და საჯაროდ დაგმო გუშინ თბილისში მომხდარი ძალადობრივი მოვლენები.

”შოკისმომგვრელი იყო ძალადობის სცენები, ჟურნალისტებზე თავდასხმები და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებზე. დამნაშავეებმა დაუყოვნებლივ უნდა წარსდგნენ სასამართლოს წინაშე და პასუხი აგონ არსებული კანონის ფარგლებში. ასევე დაცული უნდა იყოს თითოეულის კონსტიტუციური უფლებები. დემოკრატია საქართველოში საფრთხის ქვეშაა და ყველა მოქმედმა პირმა, მათ შორის მთავრობამ, სრული პასუხისმგებლობით უნდა იმოქმედოს” - დაწერა ჩეხეთის ელჩმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში", გუშინდელი მოვლენების კომენტირებისას, რომლის დროსაც ათობით ადამიანს, მათ შორის ბევრ ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, "ღირსების მარშის" ჩატარების მოწინააღმდეგეებმა.

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ყოველწლიური კონკურსი ავტოხელოსნებს შორის - "ავტონალი", შარშან პანდემიის გამო ვერ ჩატარდა, თუმცა წელს კომპანიამ "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" ისევ მოუყარა თავი საუკეთესო სპეციალისტებს. ამის შესახებ "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" ადმინისტრაცია იუწყება.
"ავტონალის" მონაწილეებს და პრიზიორებს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" დირექტორმა - ლევან გიორგაძემ უმასპინძლა. მონაწილეებმა კომპანია "სოკარის" ბაზა დაათვალიერეს, შემდეგ კი კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.
სპეციალური პრიზები მიიღეს ქართველი დრიფტერების რჩეულმა ხელოსნებმაც, რომლებიც /// BMW Club Georgia... (OFFICIAL)-ის დამფუძნებელმა - გიგი ტუღუშმა დააჯილდოვა.
 
გამოქვეყნებულია საზოგადოება

მსოფლიოში კონტრაბანდული ოპიუმის 90 პროცენტი ირანშია აღმოჩენილი. ამის შესახებ საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო ავრცელებს ინფორმაციას.

გაეროს ნარკოტიკებთან და დანაშაულთან ბრძოლის ოფისის წარმომადგენელმა თეირანში განაცხადა: ნარკოტიკებთან ბრძოლის წლიური ანგარიშის თანახმად (2021 წ), 2019 წელს ირანში აღმოჩენილი იქნა მსოფლიოში კონტრაბანდული ოპიუმის 90%, ჰეროინის 20%, მორფინის 72% და კანაფის 5%.

წყარო: www.irna.ir/news/84382767/

 

 

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური