Items filtered by date: ორშაბათი, 26 ივლისი 2021 - NEWSDAY GEORGIA

ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით, "კუმ დეო - მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის" მორიგი საქველმოქმედო აქცია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში გამართა.

ერთობლივი კამპანიის ფარგლებში, უფასო სამედიცინო სერვისი უფროსი ასაკის 70-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო.

საქველმოქმედო აქციაში, ტრადიციულად, რამდენიმე დარგის ექიმი და ახალგაზრდა მოხალისეები მონაწილეობდნენ.

„ლიბერთის“ მხარდაჭერით, საქველმოქმედო აქცია „კუმ დეომ“ უკვე მეორედ გამართა.

სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამა ლიბერთი #გულით ფარგლებში რეგიონების მოსახლეობისთვის სამედიცინო დახმარება მომავალშიც გაგრძელდება.

ლიბერთი ბანკსა და „კუმ დეოს შორის“ გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ბანკის მხრიდან მაღალმთიან რეგიონებში საქველმოქმედო აქციების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

ლიბერთი ბანკის პრეს-რელიზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „მტკიცე სული 2021“ (Agile Spirit 2021), რომელიც წელს საიუბილეოა და მას საქართველო უკვე მეათედ მასპინძლობს, ოფიციალურად დღეიდან დაიწყო. საერთაშორისო წვრთნების გახსნის ცერემონიალი სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე გაიმართა. როგორც "ნიუს დეი საქართველოს" თავდაცვის უწყებაში განუცხადეს, სამწყობრო მოედანზე მოწყობილ სწავლებაში მონაწილე ნატოს წევრი 12 და პარტნიორი 3 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მიმართა და აღნიშნა, რომ ერთობლივი წვრთნებით კიდევ უფრო გაღრმავდება მონაწილე ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებს შორის  ურთიერთთავსებადობა და საბრძოლო შესაძლებლობები. მინისტრმა  მრავალეროვნული სწავლებების საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ეს ზრდის ნატოს არსებობას საქართველოში და ხელს უწყობს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.    

სამწყობრო მოედანზე მოწყობილ 15 ქვეყნის სამხედროებს Agile Spirit 2021-ის ოფიციალური დაწყება თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმაც მიულოცა და წვრთნების წარმატებით აღსრულება უსურვა. სიტყვით გამოსვლისას გენერალმა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებს შორის პარტნიორული შესაძლებლობების გაძლიერებასა და მზადყოფნის შენარჩუნებაზე ისაუბრა, რასაც მრავალეროვნული სწავლება ემსახურება.  

Agile Spirit 2021-ის გახსნას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, წვრთნებში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ატაშეები, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორი და სენაკის მუნიციპალიტეტის მერი დაესწრნენ. 

Agile Spirit 2021 საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის ორგანიზებით იმართება, რომელსაც დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია ხელმძღვანელობს. საერთაშორისო წვრთნები საქართველოში 6 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება და ხუთ ლოკაციაზე იქნება გაშლილი. წვრთნები ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწასა და გაძლიერებას, ასევე მრავალეროვნული მზადყოფნისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას ისახავს მიზნად. 

გამოქვეყნებულია სამხედრო

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების წარმომადგენლებმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან მარიამ ქვრივიშვილთან ონლაინ შეხვედრა გამართეს.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა პანდემიის პირობების გათვალისწინებით, ტურიზმის აღდგენის შესაძლებლობების განხილვას. ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების თავმჯდომარემ, გიორგი ჯახუტაშვალმამარიამ ქვრივიშვილს, რომელიც სამინისტროში ტურიზმის, ავიაციისა და კურორტების განვითარების მიმართულებებს ხელმძღვანელობს, გაერთიანების მიზნები და სამომავლო გეგმები წარუდგინა, რაც ყაზახეთსა და საქართველოს შორის ტურიზმის განვითარებისკენ და ქვეყანაში საინვესტიციო პოტენციალის ათვისებისკენ მიმართულ აქტივობებს უკავშირდება.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტურიზმის სტრატეგიის განახლება და ახალ სტრატეგიაში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანად კვლავ რჩება კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობა და მათთან კომუნიკაციის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, იგეგმება დარგობრივ გაერთიანებებთან მჭიდრო თანამშრომლობა და სამუშაო პროცესებში მათი აქტიური ჩართვა.

შეხვედრაზე გამოიკვეთა სისტემური ურთიერთთანამშრომლობის გზები, რაზედაც მხარეები სამუშაო რეჟიმში შეთანხმდებიან. დასასრულს, მარიამ ქვრივიშვილმა ყაზახურ-ქართულ ეკომონიკურ გაერთიანებას საქმიანობაში მხარდაჭერა გამოუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება საქართველოში ყაზახეთის საელჩოსა და ყაზახურ-ქართული ბიზნესის ერთობლივი ინიციატივითა და ძალისხმევით დაფუძნდა. გაერთიანების მთავარ მისიას  ორ ქვეყანას შორის  ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება და  ერთობლივი ღონისძიებების შექმნა წარმოადგენს, რომელიც ინვესტიციებზე,  ტურიზმსა და ქვეყნებს შორის  სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაზე იქნება ორიენტირებული. მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან საქართველოს ბაზარზე ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით მოქმედი ბიზნესკომპანიები და კორპორაციები: „სილქ როუდ ჯგუფი“, „ხალიკ ბანკი საქართველო“, „კაპიტოლ ჯგუფი“, „რომპეტროლი“, „ბათუმის ნავთობ ტერმინალი“, ავიაკომპანია „Air Astana” და „GK logistics“. საქართველოში ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით შექმნილი 30-მდე კომპანია ფუნქციონირებს, რომელთა ინვესტიციების საერთო მოცულობა 450 მილიონ აშშ დოლარს სცდება. 

 

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური