Items filtered by date: ხუთშაბათი, 22 ივლისი 2021 - NEWSDAY GEORGIA

მრავალწლიანი ბრენდის გამოცდილება მეტყველებს Visa-ს გლობალური სანდო ქსელის ძალაზე, რომელიც ფულის მოძრაობის და ეკონომიკური წვდომის გაფართოების თანამედროვე საშუალებას წარმოადგენს

სან-ფრანცისკო, კალიფორნია - 2021 წლის 22 ივლისი - მსოფლიოს ვიწვევთ Visa-სთან შესახვედრად კამპანიაში „Meet Visa“. Visa საგადახდო ტექნოლოგიების გლობალური კომპანიაა, რომელმაც დღეს მსოფლიოს ამცნო მისი ბრენდის განვითარების ისტორიის საწყისი ეტაპი, რომელიც მოიცავს მისი ქსელის მრავალფეროვან შესაძლებლობებს და გლობალური ეკონომიკური ჩართულობის ვალდებულებას. კომპანიის ბიზნეს-სტრატეგიაზე მჭიდროდ მორგებული ეს ეტაპი წარმოადგენს დინამიური გლობალური მარკეტინგული კამპანიის დებიუტს და Visa-ს ცნობილ ბრენდზე მოდერნიზებული შეხედულების მიმოხილვას.

60 წელზე მეტი ხნის წინ, როდესაც შეიქმნა Visa, ცოტას თუ წარმოედგინა სამყარო ნაღდი ფულის და ჩეკების გარეშე. Visa-ს დაფუძნებისას არსებული ხედვა, შეექმნა მეტად უსაფრთხო, სანდო და მოსახერხებელი ვალუტა ციფრულ ფორმაში, მარტივი შეკითხვით დაიწყო: რა მოხდება, თუ ფულს მთლიანად ელექტრონულად გადავაქცევთ? დღეს Visa განაგრძობს მომავალი ციფრული კომერციის განვითარების მიმართულებით მუშაობას. ის მომხმარებლებს სთავაზობს წვდომას უსაფრთხო გლობალურ ქსელზე, რომელიც ყველასთვის და ყველგან ფუნქციონირებს. 

„ხალხი ფიქრობს, რომ „იცნობს“ Visa-ს. მომხმარებლები და ბიზნესები ენდობიან ამ ოთხი სიმბოლოს ძალას და ამ წარწერას ხედავენ საფულის გახსნის, გამყიდველებთან ანგარიშსწორების, მაღაზიაში შესვლის ან ონლაინ სისტემიდან გამოსვლისას, მაგრამ ისინი ვერ ხედავენ როგორ ამუშავებს ეს ოთხი სიმბოლო ადამიანების, პარტნიორობების და პროდუქტების ყველაზე დინამიურ ქსელს,“ ამბობს Visa-ს აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი და გლობალური მარკეტინგის დირექტორი ლინ ბიგარი. „ჩვენი მისიაა Visa იყოს იმაზე მეტი, ვიდრე საკრედიტო ბარათების კომპანია, სანდო ქსელი, რომელიც კომერციის განვითარებას უწყობს ხელს.“

გარდა იმისა, რომ Visa განაგრძობს ფიზიკური და ციფრული საკრედიტო თუ სადებეტო ბარათებით ოპერაციების მიმართულებით ფუნქციონირებას, ის ასევე სულ უფრო და უფრო ამარტივებს ფულის მოძრაობას. ეკონომიკურ ჩართულობაზე წვდომის უზრუნველყოფაზე დაფუძნებული კომპანია, Visa-ს ქსელი 3,6 მილიარდ საიდენტიფიკაციო მონაცემს აერთიანებს, 70 მილიონ სავაჭრო ადგილმდებარეობაზე, ათობით ათასი პარტნიორი ორგანიზაციით და 11 ტრილიონ აშშ დოლარის ოდენობით მთლიანი წლიური ბრუნვით. მხოლოდ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, Visa-მ განახორციელა 9 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირება ტექნოლოგიებში, რომლებიც ორიენტირებულია კომერციის მომავლის განვითარებაზე და სხვადასხვა სახის პროდუქტების, მომსახურებების და ბენეფიტების შეთავაზებაზე.[1] Visa-ს ქსელი ფრილანსერებს ეხმარება რეალურ დროში ანაზღაურების მიღებაში, ამარტივებს პირისპირ ანგარიშსწორებას, საშუალებას აძლევს ადამიანებს ფული გაგზავნონ და მიიღონ მილიარდობით ბარათის და ანგარიშის გამოყენებით მსოფლიო მასშტაბით, ასევე ეხმარება მათ მსხვილი კორპორატიული ტრანსსასაზღვრო ანგარიშსწორების ნაკლები ძალისხმევის გარეშე განხორციელებაში.

Visa-ს შესაძლებლობების დემონსტრირებისას ამ ბრენდის განვითარების თავდაპირველი ელემენტები მოიცავს შემდეგს:

კამპანია „Meet Visa“ წარმოგიდგენთ ქსელის შესაძლებლობებს. ფილმი შექმნილია Visa-ს გლობალური ჩანაწერების შემოქმედებითი ჯგუფის - მოწინავე Wieden+Kennedy-ის მიერ. ბრენდი Visa წარმოგიდგენთ მოკლემეტრაჟიან ფილმს, რომლის რეჟისორია მალიკ ჰასსან საიიდი, ფილმი მსოფლიოს იწვევს ყველასთვის ხელმისაწვდომი ქსელის „Visa“ გასაცნობად“. ეს გაცნობითი ფილმი შევსებულია მცირემეტრაჟიანი ციფრული ფილმებით და ფოტოსურათებით, რომლებიც წარმოაჩენენ Visa-ს ქსელის მასშტაბებს. ქსელი გვთავაზობთ წვდომას სავაჭრო პლატფორმებზე და ხელს უწყობს კომერციის განვითარებას რეალური ადამიანებისთვის რეალურ ადგილებზე მთელს მსოფლიოში. ეს იდეა რეალობად აქცია საუკეთესო და ყველაზე მრავალფეროვანი შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულმა რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის თავად საიიდმა. Visa ასევე თანამშრომლობდა ფოტოგრაფთან კამილა ფალქეზი , ხოლო ფილმის რეჟისურა შეასრულა არგენტინულმა გუნდმა „Pantera & Co.“ – ბრაიან კაზეზი, პატო მარტინესი და ფრანცისკო კენტონი - ისეთი მომენტების ნათლად გამოსახვისთვის, როგორიც არის:

Visa-ს ახალი საფირმო გამოსახულება ცვლილების სიმბოლოა. Visa ასევე გულისხმობს ნდობას, უსაფრთხოებას, თანხმობას და ინკლუზიურობას. ეს მნიშვნელოვანი ღირებულებები, ყველასთვის გლობალურ ეკონომიკაში ჩართვის შესაძლებლობების შექმნასთან ერთად გამოხატული იქნება ბრენდის მოდერნიზებული, დინამიური ვიზუალური საფირმო ნიშნით, რომელიც შექმნილია ბრენდის წამყვანი გლობალური სადიზაინერო ფირმის „Mucho“ მიერ. კამპანია „Meet Visa“ წარმოადგენს პირველ შეხედულებას ბრენდის განვითარებულ ვიზუალურ საფირმო ნიშანზე, რომელიც ამ წლის ბოლოსთვის შევა ბრუნვაში. ის მოიცავს განახლებულ ფერებს ციფრული ეფექტისთვის, გამოცდილების ოპტიმიზაციისთვის შექმნილ ფონტებს და ბრენდის განახლებულ სიმბოლოს, რომლის მიზანია ორგანიზაციის მიღმა არსებული მიზნის ჩვენება.

ჩვენი ბიზნესი მოითხოვს, რომ ჩვენი კომპანიის როლი გასცდეს გარიგებებს.

2021 წლის განმავლობაში Visa-ს ახალი საფირმო გამოსახულება აღქმადი გახდება 200+ ქვეყანაში და ტერიტორიებზე, სადაც ის ფუნქციონირებს. ეს კონცეფცია სცდება კომპანიის პირველად ბიზნეს-სტრატეგიას და მოიცავს შემდეგს:

  • სამომხმარებლო გადახდებს, რომლებიც წვდომის გაფართოებაზე და გლობალური მასშტაბით 17 ტრილიონ აშშ დოლარამდე ნაღდი ფორმით და ჩეკებით განხორციელებული გადახდების ციფრულ ანგარიშსწორებად გადაქცევაზეა ორიენტირებული.
  • ახალი გადახდები, მათ შორის ტრანსსასაზღვრო პირადი ანგარიშსწორება, ღირებული მომსახურებების ფართო სპექტრი, რომელიც ნებისმიერი მასშტაბის ორგანიზაციას დაეხმარება დღევანდელ გარემოში ორიენტირებაში; გამოავლენს ზრდის ახალ შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს ჩვენი მისიის მიღწევას, გავხადოთ Visa ყველაზე უსაფრთხო, მდგრადი და სანდო ქსელი.
  • შეთავაზებების და გადაწყვეტილებების მრავალფეროვნება მზარდი პარტნიორობების ფინანსურ-ტექნოლოგიური და დამკვიდრებული ბრენდებისთვის, ურთიერთობა მთავრობებთან მთელს მსოფლიოში და მომავალზე ორიენტირებული ინოვაციური ტექნოლოგია.

„Visa-ს ბრენდის ამ განვითარებაში გზას ვაძლევთ მამაც ამბიციებს, როგორც იმის გამოხატვის საშუალებას, რასაც ვიცავთ და საითკენაც მივიღრწვით,“ - დასძენს ბიგარი. „სამყაროს განვითარებასთან და ფულის ახლებურად მოძრაობასთან ერთად, უკეთეს დროს ვერ ვნახავთ ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაოს და იმ გავლენის დემონსტრირებისთვის, რომელიც შესაძლოა ჰქონდეს მიზანზე ორიენტირებულ ბრენდს Visa სხვადასხვა ადამიანის, ბიზნესისა თუ ეკონომიკის განვითარებაზე.

კამპანიის „Meet Visa“ შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ https://usa.visa.com/our-purpose/leading-by-example.html.

კომპანიის „Visa Inc.“ შესახებ

Visa-ს წამყვანი პოზიციები უჭირავს მსოფლიო მასშტაბით, ციფრული გადახდების მიმართულებით. ჩვენი მისიაა მსოფლიოს დაკავშირება ყველაზე ინოვაციური, სანდო და უსაფრთხო საგადახდო ქსელის გამოყენებით, რომელიც ფიზიკურ პირებს, ბიზნესებს და ეკონომიკებს განვითარებაში ეხმარება. ჩვენი მოწინავე გლობალური დამუშავების ქსელი - VisaNet უსაფრთხო და სანდო გადახდებს ახორციელებს მთელს მსოფლიოში. მას შესწევს წამში 65,000-ზე მეტი ტრანზაქციის დამუშავების უნარი. კომპანია მუდმივად ორიენტირებულია ინოვაციებზე, რაც ნებისმიერ მოწყობილობაზე დაკავშირებული კომერციის სწრაფ ზრდას უწყობს ხელს. ანალოგურიდან ციფრულ სისტემაზე გადასვლის პროცესში, Visa ჩვენს ბრენდს, პროდუქტებს, ადამიანებს, ქსელს და მასშტაბებს იყენებს კომერციის მომავლის შესაცვლელად. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ბმულებს:  usa.visa.com/about-visa, www.visa.com.ge,  https://www.facebook.com/VisaGeorgiaGE



[1] Visa-ს ფინანსური ანალიზი 2020 წელი

ვიზას პრეს-რელიზი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
23 ივლისს ტოკიოში ოფიციალურად გაიხსნება ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები, რომელშიც 35 ქართველი სპორტსმენი სპორტის 11 სახეობაში იასპარეზებს. როგორც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო იტყობინება, ქართველი ოლიმპიელების ძირითადი ნაწილი უკვე ტოკიოშია და შეჯიბრებების დაწყებამდე ოლიმპიადისთვის მოწყობილ არენებზე ვარჯიშობს.
️დღეს ტოკიოში „Asaka shooting” არენაზე მორიგი ვარჯიში გამართა ტყვიის სროლაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ, რომელიც მეცხრე ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება. ნინო სალუქვაძე 23 ივლისს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გახსნის ღონისძიებაზე, კიდევ ერთ ოლიმპიურ ჩემპიონთან ძალოსან ლაშა ტალახაძესთან ერთად საქართველოს ოლიმპიური გუნდის მედროშე იქნება. აღსანიშნავია, რომ ნინო სალუქვაძე ერთადერთი ქალი სპორტსმენია ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, ვინც მეცხრე ოლიმპიურ თამაშებზე წარდგება.
საქართველოს ოლიმპიური გუნდის ერთ-ერთი ლიდერი 25 ივლისს, ამავე არენაზე 10 მეტრიდან პნევმატური პისტოლეტით სროლაში წარდგება. 29 ივლისს კი 25 მეტრიდან სპორტული პისტოლეტით სროლაში იასპარეზებს. ოლიმპიურმა რეკორდსმენმა, საქართველოს ოლიმპიური გუნდის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო სალუქვაძემ ტოკიოში გამართული ვარჯიშის შემდეგ სამინისტროს პრესსამსახურთან მოახლოებულ ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა.
ნინო სალუქვაძე (ოლიმპიური ჩემპიონი): „დამღლელი გზის და საზღვარზე არსებული მკაცრი რეგულაციების გავლის შემდეგ იაპონიაში შემოვედით და აკლიმატიზაციის პროცესს გავდივართ. ჩვენი ექიმები ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ რომ ეს რთული ეტაპი წარმატებით დავძლიოთ და შეჯიბრებებს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ, თუმცა დრო ძალიან ცოტა რჩება. ეს ოლიმპიადა რიგით მეცხრეა ჩემთვის და ალბათ ყველაზე რთული. პანდემია სავარჯიშო და საშეჯიბრო პროცესს სერიოზულ ზიანს აყენებს, თუმცა ამ თვალსაზრისით ყველა ერთნაირ პირობებში ვართ.
ოლიმპიური გუნდის მედროშეობა დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. საქართველოს ოლიმპიური გუნდის მედროშე პირველად 2012 წელს ლონდონში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე ვიყავი. მეორედ ეს პატივი ტოკიოში ურთულეს ოლიმპიურ თამაშებზე მერგო. საქართველო იაპონიაში გამოცდილი და ნიჭიერი ახალგაზრდების გუნდით არის წარმოდგენილი და თითოეული მათგანი ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ ქართველი გულშემატკივარი გაახაროს.
გუნდში ყველა ჯანმრთელადაა. სავარჯიშო პროცესში აქტიურად არიან ჩართულები და დანარჩენი უკვე უშუალოდ თამაშებზე გამოჩნდება. საქართველოს ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს წარმატებას ვუსურვებ“.
გამოქვეყნებულია სპორტი

„საქართველო, მოლდოვა და უკრაინა უკვე 30 წელია დამოუკიდებლები არიან. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ერთი თაობა, რომელმაც მიაღწია პროგრესს, ამ გზაზე ასევე იყო მტკივნეული დაბრკოლებებიც. "ერთი თაობა, რომელიც განსაზღვრავს მომავალს და აშენებს საკუთარ სივრცეს კეთილდღეობის, თანამშრომლობის, ამ საერთო ფასეულობების საფუძველზე და ეს არ ყოფილა იოლი გზა. აქ ჩვენ ვგულისხმობთ იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენი საერთო მიზნისკენ გვინათებს გზას. „ევროკავშირი თქვენთანაა და სრულ სოლიდარობას გიცხადებთ! ჩვენ გვაქვს საერთო დღის წესრიგი, საერთო მისწრაფებები და საჭიროებები. თქვენ ყველას ერთად გპირდებით, რომ ევროკავშირი დარჩება ძლიერ და სანდო პარტნიორად", - აღნიშნა მან.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში არსებულ თანამშრომლობაზე საუბრისას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ასოცირების შეთანხმება, მათ შორის ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის სივრცე არის ყველაზე ამბიციური ფორმა თანამშრომლობისა, რომელიც ევროკავშირს სხვა ქვეყანებთან აქვს.

„2019 წლისთვის მნიშვნელოვნად გაიზარდა, ზოგიერთ შემთხვევაში 45 პროცენტითაც კი იმატა ჩვენმა ვაჭრობამ და ევროკავშირი ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია ზოგიერთი ქვეყნისთვის. ჩვენ მეტის გაკეთება შეგვიძლია, რათა თქვენი საკანონმდებლო სივრცე და ჩარჩო სისტემა განვითარდეს და კონკურენტუნარიანი გახდეს თქვენი ქვეყნის მეწარმეობა ევროკავშირის სამომხმარებლო ბაზაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ვიზალიბერალიზაციასაც აქვს თავისი სარგებელი საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის. ნახევარ მილიონზე მეტი სარგებლობს უვიზო მიმოსვლის რეჟიმით და ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ ახალგაზრდობას. სულ 80 ათასი გაცვლითი პროგრამა არსებობს ერასმუსის პროგრამის ფარგლებში““ - აღნიშნა შარლ მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ადამიანის უფლებები, თანასწორობა, დისკრიმინაციის დაუშვებლობა, პრესის დაცულობა – ეს ის ფასეულობებია, რომელიც კეთილდღეობის საუკეთესო გარანტიაა.

შარლ მიშელმა ასევე ისაუბრა Covid-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ პანდემია მხოლოდ გლობალური თანამშრომლობის ძალისხმევით დაიძლევა.

„დიდი გლობალური გამოწვევების წინაშე ვდგავართ კოვიდ 19-ის სახით. ყველამ ვიცით, რომ პანდემია გლობალური თანამშრომლობით თუ დაიძლევა. 2,9 მილიარდი ევროს მობილიზაცია მოვახდინეთ ამ კრიზისის დასაძლევად. ეს ძლიერი მხარდაჭერა ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მხარდაჭერა. ევროკავშირი უმსხვილესი პარტნიორი და დონორია ვაქცინაციის პროცესში. “, - განაცხადა შარლ მიშელმა.

ბათუმში მე-17 საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გაიხსნა. ღონისძიება საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გახსნა. სესიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მოლდოვის, უკრაინისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები.

კონფერენციაზე განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ევროატლანტიკურ სივრცეში არსებული გამოწვევები, შესაძლებლობები და მოკავშირეებს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატები და გერმანია, რუსეთიდან ევროპაში „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მეშვეობით შესაყვან გაზის პროექტის მშენებლობის დასრულების საკითხზე შეთანხმდენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

ხელშეკრულების თანახმად, აშშ-მ და გერმანიამ აღუთქვეს, რომ რუსეთის მცდელობას გამოიყენოს „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მილსადენი პოლიტიკურ იარაღად, ერთობლივად დაუპირისპირდებიან.

საკითხთან დაკავშირებით ორი ქვეყნის ერთობლივი დეკლარაცია გავრცელდა, რომელშიც ნათქვამია: „თუ რუსეთი შეეცდება ენერგორესურების იარაღად გამოყენებას ან გააგრძელებს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, აშშ და გერმანია, რუსეთის წინააღმდეგ ზომების მისაღებად ერთობლივად იმოქმედებს, მათ შორის სანქციების დაწესების საკითხშიც, რომლითაც რუსეთიდან ევროპის ენერგეტიკულ სფეროში ექსპორტის შესაძლებლობები შეიზღუდება, მათ შორის ბუნებრივი აირის და სხვა ეკონომიკურ სექტორებში“.

შეგახსენებთ, ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის პროექტის ღირებულება დაახლოებით 10 მილიარდ ევროს შეადგენს და მისი დასრულების შემთხვევაში წლიურად 55 მილიარდი კუბური მეტრი რუსული ბუნებრივი აირის გერმანიაზე მიწოდება იგეგმება.

 

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური