Items filtered by date: სამშაბათი, 20 ივლისი 2021 - NEWSDAY GEORGIA

რადგან ჩრდილოვან კაბინეტზე, პოლიტიკურ სპექტრში, დისკუსია გაიხსნა, ვაცხადებთ და კიდევ ერთხელ, ვაქვეყნებთ დოკუმენტს, რომელიც შემუშავებულია წამყვანი ევროპული ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით და ასახავს მექანიზმს, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს მომავალში საქართველოში კოალიციური ხელისუფლება. ამის შესახებ პარტიის „პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით: 

1. კოალიციურ მთავრობაში პორტფელები განაწილდება კოალიციურ შეთანხმებაში მონაწილე პარტიების მიერ მიღებული ხმების შესაბამისად, შემდეგი წესით - ამ პარტიების მიერ მიღებული ხმების ჯამიდან გამოითვლება თითოეული პარტიის მიღებული ხმების პროცენტი. ამ პროცენტის საფუძველზე, მთვარობის შემადგენლობის საერთო რაოდენობიდან, გამოითვლება თითოეული პარტიისათვის მინისტრის პორტფელების რაოდენობა;

2. კოალიციურ შეთანხმებაში მონაწილე პარტიებიდან პირველ ადგილზე გასული პარტია დაასახელებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს;

3. კოალიციურ შეთანხმებაში მონაწილე პარტიებიდან მე-2 ადგილზე გასული პარტია დაასახელებს შინაგან საქმეთა მინისტრის კანდიდატურას; (ან სხვა კანდიდატურას, შეთანხმების საფუძველზე)

4. მე-3 ადგილზე გასული პარტია დაასახელებს წინასწარ შეთანხმებით განსაზღვრულ მნიშვნელოვანი პორტფელის მქონე მინისტრის კანდიდატურას; (მაგ: საგარეო საქმეთა მინისტრი, იუსტიციის მინისტრი)

5. ანალოგიურად, ზემოაღნიშნული წესების საფუძველზე, გადანაწილდება საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეების პორტფელები, გარდა ადამიანის უფლებათა კომიტეტისა, რომლის თავმჯდომარეც ინიშნება ოპოზიციიდან.

ქვეყნის კოალიციური მმართველობის პრეცედენტი მნიშვნელოვანია დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციის, ეფექტიანი შეკავებისა და ურთიერთგაწონასწორების მექანიზმების ჩამოყალიბების გასაძლიერებლად, ნათქვამია კ. ოქრიაშვილის განცხადებაში.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში არსებული მდგომარეობა და ლიბერალური საინვესტიციო გარემოს შესახებ ისაუბრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული მანქანა-დანადგარების მწარმოებელი კორპორაციის „დონგფანგის“ (Dongfang Electric Corporation) პრეზიდენტთან ჩენ ციანგთან, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე. 

შეხვედრაზე ნათია თურნავამ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში არსებული ვითარების, ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალისა და ლიბერალური საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს შესახებ. მისი თქმით, საქართველომ საკმაოდ მალე დაძლია პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური გამოწვევები და უკვე მიმდინარე წლის ბოლოს შეძლებს, საპროგნოზო ზრდის ტემპი დააფიქსიროს. მინისტრის განცხადებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ახალი საერთაშორისო ინვესტიციების შემოსვლა, რისთვისაც საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს. 

ჩინური კორპორაციის პრეზიდენტმა აღინიშნა, რომ კორპორაცია განიხილავს საქართველოში რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის საკითხს. ითქვა, რომ „დონგფანგი“, როგორც ჩინეთში ელექტროსადგურებისთვის განკუთვნილი მანქანა-დანადგარების უმსხვილესი მწარმოებლების სამეულში შემავალი კორპორაცია, გეგმავს როგორც ინვესტიციის განხორციელებას საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში, განსაკუთრებით, განახლებად ენერგეტიკაში, ასევე თანამშრომლობას ქვეყანაში დაგეგმილი მსხვილი ენერგეტიკული პროექტების ფარგლებში.  

ჩინეთის სახელმწიფო კორპორაცია „დონგფანგი“ 1984 წელს დაარსდა. ის ჰიდრო, თბო და განახლებადი ენერგოსადგურების მანქანა-დანადგარებსა და მოწყობილობებს აწარმოებს. კორპორაციის წარმომადგენლობები აზიის რეგიონის არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, ინდოეთში, პაკისტანში, ვიეტნამში და სხვა ქვეყნებში ფუნქციონირებს. 

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თურქეთის რესპუბლიკამ ტექნიკური მომსახურების მანქანები გადასცა. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაცია იუწყება. მათი მონაცემებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი ორხევის საავტომობილო ბაზაზე ტექნიკური საშუალებების გადაცემის ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრნენ. თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო მანქანების უმსხვილესი კომპანია BMC-ის მიერ წარმოებული 4 ერთეული ტექნიკური მომსახურების მანქანა, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის ძალებს გადასცა. კომპანია BMC-სთან 4 ერთეული ტექნიკური მომსახურების მანქანის მიწოდების თაობაზე ხელშეკრულება 2020 წლის ოქტომბერში გაფორმდა. აღნიშნული ტექნიკის საერთო ღირებულებამ 866,400.00 აშშ დოლარი შეადგინა. 

გამოქვეყნებულია სამხედრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, რომელიც საქართველოში ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის - "საქართველოს ევროპული გზა" ფარგლებში იმყოფებოდა.

მხარეებმა პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრულ და სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს.

პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტს დაუდასტურა მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და
უკრაინის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორი ქვეყნის საერთო გამოწვევაზე - რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებსა და ოკუპაციის მძიმე შედეგებზე ისაუბრეს და კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი პოლიტიკის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური