Items filtered by date: პარასკევი, 16 ივლისი 2021 - NEWSDAY GEORGIA

ათობით ათასი ირანული სოფელი მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით იქნება უზრუნველყოფილი

ათი წლის წინ ირანში არცერთ სოფელს არ ჰქონდა სწრაფი ინტერნეტი. დღეს კი მასზე ხელი მიუწვდება 35 ათას ირანულ სოფელს. საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროცესი 2013 წელს დაიწყო ყაზვინში ფართოზოლიანი ინტერნეტის 3 ათასი პორტის დამონტაჟებით, რის შედეგად  ორ წელიწადზე ნაკლებ დროში 18500 ირანულმა  სოფელმა მოიპოვა ინტერნეტზე წვდომა, რამაც  ხელი შეუწყო სოფლის ბიზნესს და მათი პროდუქციის რეალიზაციას.

https://t.me/farsna/230612

ირანი მთლიანად არის ჩართული ინტერნეტის ქსელში

კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრის განცხადებით, მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე სოფლის მოსახლეობის 98,5 პროცენტსა და ირანის მოქალაქეების 100 პროცენტს ხელი მიუწვდება ინტერნეტზე.

https://www.isna.ir/news/1400042014023

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ჩვენი ქვეყნის უდიდეს ისტორიაში უამრავი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, ნამდვილი გმირი, მოაზროვნე თუ უბრალოდ კარგი ადამიანი მოიძებნება. სწორედ ასეთი გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის ნამდვილი სახე გახლდათ ოთარ აბდუშელიშვილი. თავისუფლების მოყვარული ადამიანი, რომელსაც საბჭოთა კავშირის საერთო ნარატივშიც არ შეეძლო ყოფილიყო ტოტალიტარული ეპოქის, რეჟიმის პროპაგანდისა და იდეოლოგიის მიმდევარი. ადამიანი, რომლის ცხოვრების წესი იყო გამბედაობა, პატრიოტიზმი, ინტელექტუალური ანალიზი და მაღალი მოქალაქეობრივი პოზიციით მოქმედება, რომლის სათავესაც სამშობლოს სიყვარული წარმოადგენდა. ადამიანი, რომელიც უიმედო 90-იანებშიც კი მხოლოდ იმედის მომცემი იყო და არ ნებდებოდა ქაოსურ წესებს. ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა მადლიერებით და საუბრობდა იმგვარად, როგორც ეს უფლისთვის იქნებოდა სასურველი.

ბატონი ოთარი როგორც ღირსეული ცხოვრების წესის მიმდევარი და ოჯახზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანი პირად ურთიერთობებშიც გამორჩეული იყო. მასში ღმად იყო ჩაბუდებული მაღალი ზნეობის ტრადიციები, მშვიდი და გაწონასწორებული ბუნება -  კეთილშობილური ვაჟკაცური ქცევით.

ყოველგვარი გადამეტებების გარეშე მინდა ავღნიშნო რომ, შეუძლებელია მის განვლილ ცხოვრებას გაეცნო და მისი გამორჩეულობა ვერ შეიგრძნო. მას ჰქონდა მიზნები და იცოდა, რომ უნდა მიეღწია. იგი იყო ძლიერი მოტივაციის წინამძღოლი. პროგრესული, მიზანმიმართული და უკომპრომისო ხელმძღვანელი. საქართველოზე მლოცველი მამულიშვილი, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე, რომელსაც მამულიშვილთა ბრწყინვალე კოჰორტაში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია.

ოთარ ზურაბის ძე აბდუშელიშვილი დაიბადა 1941 წლის 21 სექტემბერს პედაგოგის ოჯახში. ბავშვობისა და სიყრმის წლები საქართველოს ძირძველ მხარეში გაატარა. 1958 წელს მან წარმატებით დაამთავრა ქ. ფოთის მე-5 საშუალო სკოლა და იმავე წელს დაიწყო მუშაობა ქ.ფოთის პორტის სარემონტო-სამონტაჟო საამქროში ჯერ შეგირდად, ხოლო შემდეგ ელექტროზეინკლად. 1959 წელს დაიწყო სწავლა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა სპეციალობით პლასტიკური მასების ქიმიური ტექნოლოგია. შემდეგ ერთი წელი იმუშავა ქ. ფოთის პურკომბინატში ტექნოლოგად და 1966 წლიდან იწყება მისი საზღვაო ცხოვრება. იგი გახდა ქ. ფოთის საოკეანო თევზჭერის სამმართველოს თევზის ფლოტის წარმოების ოსტატი შორეული ცურვის ხომალდებზე, ხოლო შემდეგ გადაიყვანეს გემის კაპიტნის თანაშემწედ თევზჭერის დარგში გამოჩენილი შრომისმოყვარეობისა და უნარების გამო. 1968 წლიდან დაინიშნა იმავე სამმართველოს თევზის დამუშავებისა და მისი რეალიზების საწარმოო განყოფილების უფროსად და პარალელურად ასრულებდა თევზის წარმოების უფროსის მოვალეობას შორეული თევზჭერის ხომალდებზე. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და მადლობა თევზჭერის პროცესის ეფექტური მართვისათვის. 

მისი მოღვაწეობის ყველაზე აქტიური წლები 1971 წლიდან იწყება, როცა გადაიყვანეს ქ. თბილისში საქართველოს სსრ საოკეანო თევზჭერის სამმართველოს უფროსის ინჟინრის თანამდებობაზე. ამავე წელს ჩაირიცხა ქ. ასტრახანის თევზის მრეწველობის და მეურნეობის ტექნიკურ ინსტიტუტში, რომლის თევზის პროდუქტების ტექნოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა 1975 წელს.  მუშაობის პროცესში მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები თევზის წარმოების სახელმწიფო გეგმის წარმატებით შესრულებისათვის და საწარმოო პროცესის ეფექტური ორგანიზებისათვის. 1975 წლიდან დაინიშნა იმავე სამმართველოს საწარმოო განყოფილების უფროსად. ამ თანამდებობაზე ყოფნისას მას გამოუცხადეს მადლობა ფოთის თევზკომბინატის საამქროს მუშაობის ეფექტური ორგანიზებისთვის, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სათევზაო სეზონის ამოცანების შესრულება.

1975 წლიდან იგი გადაიყვანეს ქ. თბილისის მეოთხე მაცივარ-კომბინატის დირექტორად. მან აქაც გამოავლინა მისთვის დამახასიათებელი ეფექტური მენეჯერისა და მეწარმის თვისებები სხვადასხვა სფეროში.

ეფექტური მართვისათვის მას მრავალი მადლობა გამოუცხადა იმდროინდელმა საქართველოს ვაჭრობის სამინისტრომ. მან წარმატებას მიაღწია წარმოების სამოქალაქო თავდაცვის სისტემის ეფექტურად ორგანიზების საქმეში. ყოველწლიურად მას მადლობას უცხადებდა სამოქალაქო თავდაცვის ხელმძღვანელობა მიღწეული წარმატებისათვის სამოქალაქო თავდაცვის სისტემის ობიექტების კარგი მდგომარეობისათვის, მათი მუდმივად მზადყოფნისათვის გადაუდებელი სიტუაციების შემთხვევაში, მუშა-პერსონალის სრული უზრუნველყოფისათვის თავდაცვის საშუალებებით, თავშესაფრებში ქიმიური ნივთიერებების კარგად შენახვისათვის და ხარისხიანად მუშაობისათვის, სამაგალითო დისციპლინისა და ამ საქმის გენერალური გეგმის შესრულებისათვის.

1975 წელს იგი გადაიყვანეს გაერთიანება საქ-ს სსრ „საქთევზწარმოება-გასაღების“ სამმართველოს მმართველ მოადგილედ-მთავარ ინჟინრად, სადაც იმუშავა 1992 წლამდე. მან აქაც გამოავლინა მენეჯმენტის უნარების მაღალი დონე. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს სხვადასხვა რეგიონალურ ცენტრში აშენდა თევზის შესანახი მაცივრები, საკონსერვო ქარხნები და საამქროები. მას ეკუთვნის მრავალი ინოვაცია ტექნიკურ პროცესებში. 1992 წლის ცნობილი პოლიტიკური მოვლენების შედეგად განხორციელდა სამმართველოს რეორგანიზაცია, ობიექტები გადაკეთდა სააქციო საზოგადოებებად, რის შედეგადაც ოთარი საკუთარი ნებით გადადგა.

1985 წელს მან გაიარა მრავალი კურსი და შეასრულა ნაშრომი საქართველოს სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტში თანამედროვე მართვის მეთოდებზე საწარმოო ორგანიზაციებში დაგეგმვის კუთხით თანამედროვე მართვის მეთოდების წარმოების ორგანიზებაში და დაგეგმვაში ეკონომიკურ-მათემატიკური მეთოდების და გამოთვლითი ტექნიკის გამოყენებით.

1994 წელს შეიქმნა კონცერნი „საქ-თევზი“ და ის პრეზიდენტად აირჩიეს. მოგვიანებით განხორციელდა ამ სამსახურის რეორგანიზაცია და იგი გადაიყვანეს ახლად-შექმნილი თევზის მეურნეობის დეპარტამენტ „საქთევზის“ თავმჯდომარედ, სადაც იმუშავა 2002 წლამდე.       

დარგში მის მიერ გაწეული ღვაწლისათვის დააჯილდოვეს ღირსების ორდენით 2002 წელს, რის შემდეგაც იგი გადადგა დაკავებული თანამდებობიდან და ეს პერიოდი გაატარა მის საყვარელ საჩხერის რაიონ სოფელ გორისაში, სადაც ეწეოდა სოფლის მეურნეობას.

როდესაც ისეთი ადამიანები ტოვებენ სამყაროს, როგორიც იყო ოთარ ზურაბის ძე აბდუშელიშვილი, სამყარო წამით ცარიელდება და სწორედ ეს წამია ადამიანების გონებაში ჭეშმარიტების წამი, რომელშიც ვფურცლავთ გასულ წლებს და მოსაგონებლად ვიხსენებთ იმ პირად ურთიერთობებს, სადაც სიხარულს და ტკივილს ერთი საერთო სივრცე უკავია. მერე ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება, სამყარო რომელიც ყველა ჩვენგანზე დიდია უცბად გადაეწყობა, კვლავ შეივსება და ისევ აგრძელებს არსებობას.  

არსებობს ურთიერთობები, სადაც ორივე მხარეს მხოლოდ ვალდებულებებია ერთმანეთის მიმართ. თუმცა, ეს ის ბედნიერი შემთხვევაა, როცა ვამაყობ, რომ ვიცნობდი ადამიანს, რომელიც ნამდვილად იყო გამორჩეული პიროვნება თავისი ხალისიანი ბუნებით, არაჩვეულებრივი კულტურით, ტაქტით, ამაღლებული ფიქრითა და  ბრწყინვალე ინტელექტით.

დღეს ბატონი ოთარის გახსენების დღეა. იგი განუმეორებელი იყო თავისი განვლილი ცხოვრებით – ისევე როგორც პავაროტი კულტურის სფეროში და თუ სვეტიცხოველში ვერა, შინ  მაინც ავანთოთ ერთი სანთელი ამ დიდი პიროვნების სულისთვის.

ჩვენ ყველას ერთად დაგვაკლდა სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, მეუღლე, მამა, ძმა, ბაბუა, ბიძა, პროფესიონალი, უფროსი მეგობარი, უბრალო და კარგი ადამიანი. ჩვენ ყველას ერთად დაგვაკლდება ჭეშმარიტად ბრძენი კაცის რჩევები.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

მრავალეროვნული ყოველწლიური სწავლება SEA BREEZE 2021 დასრულდა. ამის შესახებ შსს-ს ადმინისტრაცია იუწყება.

მათი ინფორმაციით, სწავლების ბოლო ეტაპზე, უკრაინის ტერიტორიულ წყლებში, მონაწილე ქვეყნების მცურავი საშუალებების მონაწილეობით, ერთობლივი საზღვაო წვრთნები გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდების "დიოსკურიისა" და "ოჩამჩირეს" ეკიპაჟებმა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების საზღვაო დანაყოფებთან ერთად ძებნა-გადარჩენის ოპერაციები, საზღვაო სროლები და ტაქტიკური მანევრები განახორციელეს. წვრთნების მიზანი იყო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ურთიერთქმედების დახვეწა და ერთობლივი შესაძლებლობების გაზრდა.

აშშ-ის მე-6 ფლოტისა და უკრაინის საზღვაო ძალების ერთობლივი ორგანიზებით, სწავლება SEA BREEZE შავ ზღვაში 10 დღის მანძილზე მიმდინარეობდა. SEA BREEZE 2021 წელს ყველაზე მასშტაბურად ჩატარდა და მასში ექვსი კონტინენტის 32 ქვეყნის 5000-მდე პერსონალი, 32 გემი, 40 საჰაერო ხომალდი და სპეციალური ოპერაციებისა და მყვინთავთა 18 ჯგუფი მონაწილეობდა.

მრავალეროვნულ სწავლებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები საზღვაო, სახმელეთო და საშტაბო კომპონენტებში მონაწილეობდნენ. სწავლების თითოეული ელემენტი დაიგეგმა და განხორციელდა ნატოს სტანდარტებისა და პროცედურების სრული დაცვით.

გამოქვეყნებულია სამართალი

72 მაღალი ხარისხის ლეპტოპი, ვაქცინების სატარებელი 200 ყუთი, ყინულის 300 სამედიცინო მაცივარი და მათი აქსესუარები, 300 თერმომეტრი, სპეციალიზებული ვაქცინაციის ავტომობილი - ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ დახმარებისა, რომელსაც ევროკავშირი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია უწევენ საქართველოს COVID-19-ის მასობრივი ვაქცინაციისთვის მოსამზადებლად.

დღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ევროკავშირის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე, კატალინ გერმანი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, სილვიუ დომენტე ეწვივნენ, მოწყობილობების ნაწილი გადასცეს და ვაქცინაციის პროცესის წარმატებით განხორციელებისთვის საჭირო საკითხებიც განიხილეს.

ეს დახმარება მხოლოდ ნაწილია იმ დიდი მხარდაჭერისა, რომელსაც ევროკავშირი და WHO უწევს საქართველოს. პანდემიის დაწყებიდანვე ევროკავშირი და WHO საქართველოს COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის დაძლევასა და ზოგადად, ჯანდაცვის სექტორის მზაობის გაუმჯობესებაში ეხმარებიან. ახლა კი, ვაქცინაციის მხარდაჭერის ინიციატივის ფარგლებში საქართველო იღებს ისეთ დახმარებას, როგორიცაა საჭირო მოწყობილობები, პროგრამებისა თუ აპლიკაციების შექმნა, ვაქცინაციის პროცესში ჩართული პერსონალის ტრენინგი, ვაქცინების ეფექტიანობის მონიტორინგი და საკომუნიკაციო საქმიანობის მხარდაჭერა.

„ვაქცინები და მათი მიწოდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პანდემიის დასაძლევად. რამდენიმე დღის წინ საქართველომ ავსტრიისგან მიიღო ვაქცინები, ხოლო დღეს კი WHO-სთან ერთად გადავცემთ მოწყობილობებს, რათა ვაქცინების გამოყენება რაც შეიძლება ეფექტურად მოხდეს, მაქსიმალური ზეგავლენის მისაღწევად. ევროკავშირი და ევროპის გუნდი აგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას პანდემიის პერიოდში,“ - ამბობს კატალინ გერმანი, ევროკავშირის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადილე.

„ველით, რომ მასობრივი ვაქცინაცია საქართველოში ივლისში დაიწყება და იმედი გვაქვს, ეს მოწყობილობები ვაქცინაციის ჯგუფებს საქმიანობის ეფექტურად შესრულებაში დაეხმარება. ასევე, იმედი გვაქვს, რომ სასარგებლო იქნება ის მხარდაჭერა, რომელსაც საქართველო იღებს ევროკავშირის და WHO-ს ერთობლივი ინიციატივების ფარგლებში,“ - ამბობს სილვიუ დომენტე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი.

ეს დახმარება ევროკავშირისა და ევროპის გუნდის მიერ გაწეული უფრო ფართო მხარდაჭერის პაკეტის ნაწილია, რომლის მოცულობაც ახალი და გადანაწილებული დახმარების სახით 1.5 მილიარდ ლარს შეადგენს და რომლის მიზანია საქართველოს პანდემიასთან გამკლავებაში დაეხმაროს. ეს არის მსოფლიო მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და ამ უპრეცედენტო კრიზისის პერიოდში საქართველოს მიმართ ევროკავშირის ძლიერ სოლიდარობაზე მიანიშნებს.

გარდა ამისა, ევროკავშირი და ევროპის გუნდი, მათ შორის ევროკომისია, ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერები არიან COVAX-ის პლატფორმისა, რომლის საშუალებითაც საქართველომ ვაქცინის პირველი დოზები მიიღო. ევროკავშირმა და ევროპის გუნდმა განაცხადეს პლატფორმისთვის 870 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის მხარდაჭერის შესახებ.

 

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური