Items filtered by date: კვირა, 11 ივლისი 2021 - NEWSDAY GEORGIA

“ერთად ლექსოსთვის, არა ძალადობას” – ამ ლოზუნგით სხვადასხვა მედია საშუალებების წარმომადგენლები რუსთაველზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას მართავენ.

ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა სოლიდარობის ნიშნად კამერები და მიკროფონები ძირს დააწყვეს.

როგორც ცნობილია, თბილისში, მოძალადეობრივი ჯგუფების მიერ ნაცემი „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, დღეს პარლამენტის შენობასთან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

დღესვე მედიის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადებით საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ საელჩოებს მიმართეს, რათა მათ მყისიერი რეაგირება მოახდინონ 5 ივლისს ჟურნალისტების მიმართ დევნასა და ხელისუფლების უმოქმედობაზე.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს დილით, საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. 5 ივლისს ლგბტ თემის უფლებადამცველი ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ მიერ ორგანიზებული „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები მას პროფესიული საქმიანობის შესრულებისას თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. ალექსანდრე ლაშქარავას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. გარდაცვალების მიზეზის დადგენას ექსპერტიზა ცდილობს. საგულისხმოა, რომ პროცესის მიმართ ოჯახს უნდობლობა აქვს გამოცხადებული.

 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

საინფორმაციო სააგენტო შპს "ნიუს დეი საქართველოს" (www.newsday.ge) ადმინისტრაცია სამძიმარს უცხადებს ტელეკომპანია "პირველს", ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. 

"ნიუს დეი საქართველო" გმობს ძალადობრივი და რადიკალური ჯგუფების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებს და მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ გამოძიოს 5 ივლისს მედიაზე განხორციელებული თავდასხმის ყველა ფაქტი. შესაბამისად, გამოძიების შემდეგ, დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ კანონის სრული სიმკაცრით.

"ნიუს დეი საქართველოს" ადმინისტრაცია ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გააკეთოს ყველაფერი, რათა ყველა მედიასაშუალებას მიეცეს თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობა.

 

 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში აქბარ ყასემი 8 ივლისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდა. ამის შესახებ საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო აქვეყნებს ინფორმაციას.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და პანდემიასთან ბრძოლის გზები. ირანის ელჩმა ამ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი შეფასება მისცა ორი ქვეყნის სამომავლო თანამშრომლობას ჯანდაცვის სფეროში და გამოთქვა ირანული მხარის მზადყოფნა ამ მიმართულებით.

ელჩმა ასევე წარმოადგინა ინფორმაცია ირანის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილი სამედიცინო ტექნოლოგიების და კოვიდვაქცინის წარმოების შესახებ. მისი თქმით, ირანი არის მსოფლიოს მეექვსე ქვეყანა, რომელიც აწარმოებს ვაქცინებს და ამ დროისათვის ორ ირანულ ვაქცინას აქვს მიღებული გამოყენების ნებართვა. ელჩმა გამოთქვა ირანული მხარის მზადყოფნა, უმასპინძლოს ქართულ დელეგაციას მომავალი თანამშრომლობის საკითხების განსახილველად.

აღნიშნულ შეხვედრაზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა ირანულ მხარეს გამოგზავნილი ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ოთხშაბათს 7 ივლისს ნ. ყიფშიძის ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიმართა კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, ირანის ისლამური რესპუბლიკის ჰუმანიტარული დახმარების გადაცემის ღონისძიება.

 

 

 

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური