Items filtered by date: ხუთშაბათი, 08 აპრილი 2021 - NEWSDAY GEORGIA

ის ადამიანები, ვინც გამოკითხვებში მალავენ საკუთარ პოზიციებს, როგორც წესი, ოპოზიციის მხარდამჭერები არიან. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" პარტიის “პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერმა კახა ოქრიაშვილმა განუცხადა.

"გავიხსენებ 2012 წლის გამოკითხვებს, როცა გამოკითხულთა 15 % ამბობდა, რომ მხარს უჭერდა „ქართულ ოცნებას“ და 43 % არ პასუხობდა კითხვებს, საბოლოოდ კი ეს 43 % ოპოზიციას დაემატა. დღესაც იგივე მოცემულობაა - სამწუხაროდ, ხალხს ისევ აქვს შიში, ღიად გამოხატოს ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერა.

შიში, რომელიც 2012 წლამდე იყო ქვეყანაში, ისევ არსებობს და შესაძლოა, მეტადაც კი დამყარდა. შიშის დამყარების პროცესი ძალიან სწრაფად 2018 წლიდან დაიწყო. „ოცნების“ ხელისუფლებამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ დაინახა, რომ შესაძლოა, დამარცხებულიყო და შემდეგ დაეკარგა ძალაუფლება - სწორედ ამის შემდეგ გადავიდნენ შიშის დანერგვაზე, რაც ძალიან სამწუხაროა!

მინდა აღვნიშნო, რომ ოპოზიციურ სპექტრში წამყვანი ძალა ნაციონალური მოძრაობაა, რომელმაც 2004-დან 2012 წლამდე ეკონომიკისა და რეფორმების კუთხით, ქვეყნისთვის ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ ამ ყველაფერს მოყვებოდა დიდი ნეგატივი და ჩავარდნები ადამიანის უფლებებისა და ტერორის კუთხით. თუმცა დღეს ვართ მომსწრე, რომ ძალადობასა და ტერორში, „ქართული ოცნება“ დაეწია და გაუსწრო კიდეც „ნაციონალურ მოძრაობას“.   

დღეს ვერც ბატონ სააკაშვილს და ვერც ბატონ ივანიშვილს ვერავინ აუკრძალავს პოლიტიკაში ჩართვას. თუმცა თუ ბატონი ივანიშვილი ჩართულია პოლიტიკაში, მაშინ მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა  დღეს მიმდინარე პროცესებსა და შედეგებზე, ზუსტად იმავეს ვიტყვი ბატონ სააკაშვილზე. ისე არ გამოვა, რომ ყველაფერი გადაწყვიტონ და პასუხი არაფერზე აგონ“, - აღნიშნავს კახა ოქრიაშვილი.

  

გამოქვეყნებულია საზოგადოება

პოლიტიკური პარტიის “პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი "ნიუს დეი საქართველოსთან" საუბარში კომენდანტის საათის საკითხს განიხილავს და აცხადებს, რომ ტურიზმის აღდგენის გარეშე იმ ეკონომიკური ორმოდან, რომელშიც ახლა ვართ, ვერ ამოვალთ.

მისივე აზრით, ეკონომიკური კრიზისი და ლარის კურსის ვარდნა პანდემიასთან ერთად არ დაწყებულა: 2012 წელს ჩვენი ჯამური მშპ იყო 16,5 მლრდ დოლარი და 2019 წელს იყო 17,4 მლრდ დოლარი. "ანუ, ეკონომიკური ზრდა ფაქტობრივად არ გვქონია. 2012 წლიდან 2020 წლამდე ჩვენი ეკონომიკა რეგრესშია! როცა ეკონომიკა არ იზრდება, არაფერი იზრდება - არც ხელფასი, არც პენსია, არც სოციალური შემწეობა. პირიქით, საშუალო ხელფასები შემცირებულია, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში დასაქმებულებისათვის - ეს არის ჩვენი რეალობა, უკან მივდივართ!

შესაბამისად, მოვუწოდებ ხელისუფლებას, მოხსნას პოლიტიკური კომენდანტის საათი და გადავიდეს ქმედით ნაბიჯებზე! მე რომ ხელისუფლებაში ვიყო, დავსახავდი პანდემიასთან ბრძოლის მოკლევადიან გეგმას: დღეში 20-30 000 აცრილი ადამიანი გვეყოლებოდა ქვეყანაში, დავაჩქარებდი ვაქცინაციას, რაც დღეს ძალიან ნელი ტემპებით მიმდინარეობს და ამდენი ხნის განმავლობაში მოსახლეობა უკვე სრულად აცრილი უნდა გვყავდეს, გავხსნიდი საზღვრებს და ტურისტებსაც ჩავუტარებდი ვაქცინაციას. ამ ყველაფერთან ერთად, მოვხსნიდი კომენდანტის საათს - დღეს ეს შეზღუდვები არსებობს იმისთვის, რომ ხალხი ვერ გამოვიდეს გარეთ და ვერ გამოხატოს პროტესტი. „ქართული ოცნება“ ცდილობს, დაამატოს კიდევ ერთი ბარიერი, რათა თავიდან აირიდოს მასობრივი საზოგადოებრივი პროტესტი!“, - ხაზს უსვავს კახა ოქრიაშვილი.  

გამოქვეყნებულია საზოგადოება

მინდა, გამოვეხმაურო მაისში დაგეგმილი აქციის სამზადისს. ამ პროცესში აქტიურად ვარ ჩართული, არამარტო ჩემი სამაჟორიტარო ოლქის, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" პარტიის “პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერმა კახა ოქრიაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი, რომ არსებობს პოლიტიკური პარტია, „პროგრესი და თავისუფლება“ და ვეცდებით ჩვენი მხარდამჭერების დარწმუნებას, რომ გამოვიდნენ და ჩვენთან ერთად დააფიქსირონ საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია 15 მაისის მშვიდობიან აქციაზე.

"ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ არათუ ვემხრობი, არამედ რევოლუციების წინააღმდეგი ვარ. ერთ-ერთი შემაკავებელი ფაქტორი, გარდა ხელისუფლების წნეხისა და პანდემიისა, თუ რატომ არ გამოდის ხალხი მასობრივად ქუჩაში, ეს არის არეულობისა და რევოლუციის შიში. თუმცა, ვფიქრობ, სამოქალაქო პროტესტი სწორედ რევოლუციის თავიდან ასაცილებლად არის საჭირო. რევოლუციას აქვს თავისი ფორმულა - როცა ხალხს აღარ სურს ისეთ სიდუხჭირეში ცხოვრება, როგორშიც ახლაა, მაგრამ ხელისუფლებას არ შესწევს უნარი, ვითარება უკეთესობისკენ შეცვალოს, გროვდება რევოლუციური მუხტი. დემოკრატიულ საზოგადოებაში არჩევნები არსებობს იმიტომ, რომ რევოლუციები არ მოხდეს. სწორედ ამიტომ უნდა გამოვიდეთ 15 მაისს და ერთად მოვითხოვოთ ახალი არჩევნები, რათა ავირიდოთ თავიდან რევოლუციური მუხტის დაგროვება ქვეყანაში“, - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ევროპის მომავალ საკალათბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ჯგუფის მეორე წევრი ცნობილია. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" კალათბურთის ფედერაციის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

ეს გახლავთ თურქეთის ეროვნული გუნდი, რომელიც 2022 წლის სექტემბერში თბილისში გასამართ ჯგუფში საქართველოსთან ერთად იასპარეზებს. ეს ამბავი ოფიციალურად დღეს, მას შემდეგ გადაწყდა, რაც ფიბა-მ საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ევრობასკეტის მასპინძელი ქვეყნების – საქართველოსა და იტალიის არჩევანი, რომლებმაც შესაბამისად თურქეთი და ესტონეთი აირჩიეს.

პარტნიორი ფედერაციების არჩევის პრაქტიკა 2015 წლის ევრობასკეტიდან მომდინარეობს და მისი მიზანი ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მასპინძელი ქვეყნებისთვის ღონისძიების მარკეტინგული და სპორტული მხარის უკეთესად დაგეგმვაა, ასევე შესაძლებელია, მასპინძელმა მომავალი მეტოქე სიძლიერის მიხედვით შეარჩიოს.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ 2022-ს 4 ქვეყანა – გერმანია, საქართველო, იტალია და ჩეხეთი მასპინძლობენ. გერმანიამ და ჩეხეთმა არჩევანი წინა თვეში გააკეთეს. პირველმა ლიეტუვა აირჩია, ხოლო ჩეხებმა პარტნიორად პოლონეთი დაასახელეს. დღეს საკალათბურთო სამყარომ  საქართველოსა და იტალიის არჩევანია შესახებაც შეიტყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი ჩემპიონატისთვის თითო ჯგუფის 2-2 წევრი უკვე ცნობილია.

 

გამოქვეყნებულია სპორტი

თურქი რეჟისორის, მუსლიმ შაჰინის ფილმმა სახელწოდებით “Muallim/მუალლიმ" (მასწავლებელი), აშშ-ის Golden Picture-სის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ერთდროულად 5 ჯილდო მიიღო, მათ შორის საუკეთესო ფილმისა და საუკეთესო რეჟისურისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

ეს ფილმი ეხება ალის-სოფლის მასწავლებელს, რომელიც უპირისპირდება საკუთარ ღირებულებებს ანატოლიაში, სადაც იგი ბრუნდება მე-20 საუკუნის დასაწყისში, საფრანგეთში საინჟინრო ფაკულტეტზე სწავლის დასრულების შემდეგ. როგორც ფილმის პროდიუსერმა ჰალიტ არაბაჩიმ აღნიშნა, ისინი ძალიან ბედნიერები არიან იმ წარმატებით, რაც მათ მიაღწიეს Golden Picture-სის პირველ საერთაშორისო ფესტივალზე.

რეჟისორმა მუსლიმ შაჰინმა კი დაამატაა:  ”თურქეთის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე თუ კულტურაზე, დიდ გავლენას ახდენს სტრუქტურული პოლარიზაციის საკითხი, რომელიც მრავალი პრობლემის წყაროდ გადაიქცა და სწორედ მის წინააღმდეგ გამოდის ევროპაში განათლებამიღებული ანატოლიელი მუსლიმანი პედაგოგი. ეს ჩვენი პირველი მონაწილეობა იყო საერთაშორისო კინოფესტივალზე და ერთდროულად 5 ჯილდოს მიღებამ ძალზედ გაგვახარა და სტიმული მოგვცა სხვა წარმატებებისთვის“, - დასძინა მუსლიმ შაჰინმა.

 

გამოქვეყნებულია კულტურა

ევროკავშირისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები საქართველოს რეგიონებს 220 მილიონი ლარის რეგიონების განვითარების პროგრამის პირველი შედეგების ადგილზე გასაცნობად ეწვივნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების ხელმძღვანელმა სიგრიდ ბრეტელმა იმერეთისა და გურიის ექვსი მუნიციპალიტეტი მოინახულა და ადგილზე გაეცნო 2,5 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას.

აღნიშნული პროექტები, მთავრობის 220 მილიონი ლარის მოცულობის რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამის ნაწილს წარმოადგენს, საიდანაც 186 მილიონი ლარი ევროკავშირის მიერ ფინანსდება.

ადგილზე მონახულებული 6 პროექტი წარმოადგენს რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამის პირველი ფაზის ნაწილს, რომელიც 2020 წლის ივნისში დაიწყო. აღნიშნული მოიცავს შემდეგ პროექტებს:

საგზაო და საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიზნესის სტიმულირებისა და ტურიზმის განვითარებისათვის, ლაბაჯურში, ვანის მუნიციპალიტეტი, იმერეთი.

პარკის მშენებლობა საჩხერეში, საჩხერის მუნიციპალიტეტი, იმერეთი.

ტურისტული და ბიზნესის განვითარების მომსახურების ცენტრის შექმნა სოფელ ვარციხეში, ბაღდათის მუნიციპალიტეტი, იმერეთი.

საზოგადოებრივი სკვერის რეაბილიტაცია სამტრედიაში, სამტრედიის მუნიციპალიტეტი, იმერეთი.

სოფელ ბახვში ტურიზმის განვითარების მიზნით 1 კმ-იანი გზის მშენებლობა "ჩაის მარშრუტის" გასწვრივ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, გურია.

2 საგზაო ხიდისა და 100 მ სიგრძის კალაპოტის ჯებირის რეაბილიტაცია, 173 LED განათების მოწყობა რეკრეაციული ზონის განვითარების მიზნით ჩოხატაურში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, გურია.

ევროკავშირის დელეგაციის პრეს-რელიზი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური