ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) გახსნის ცერემონია
5 თებერვალს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) გახსნის ცერემონიას უხელმძღვანელა.
GDRP სამთვიანი წვრთნისა და მზადყოფნის პროგრამაა, რომელსაც აშშ-ის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახური უჭერს მხარს. პროგრამის ფარგლებში ქვედანაყოფის დონეზე ჩატარდება წვრთნები და საცეცხლე ვარჯიშები, რაც საქართველოს 22-ე ქვეით ბატალიონს საკუთარი ქვეყნის თავდაცვისა და მსოფლიოს გარშემო საერთაშორისო მისიების მხარდასაჭერად საბრძოლო ოპერაციების ჩასატარებლად მოამზადებს.
საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა ხაზს უსვამს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის არსებულ მტკიცე თანამშრომლობას.
ამერიკის საელჩოს პრესის დეპარტამენტი
შეხვედრა კორეის რესპუბლიკის ელჩთან
2021 წლის 4 თებერვალს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გაიმართა შეხვედრა ცენტრის გენერალურ დირექტორს ბატონ ამირან გამყრელიძესა და კორეის რესპუბლიკის ელჩს - ბატონ დაესუ ჩუნგს შორის. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.
შეხვედრა კონტროუქციულ დიალოგში წარიმართა, მხარეებმა განიხილეს COVID-19 ვაქცინაციის, სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემებისა და მონოკლონურ მედიკამენტების წარმოებისა და საქართველოსთვის მათ მიღების შესაძლებლობის საკითხები.
კორეის ელჩმა ბატონმა დაესუ ჩუნგმა ქართულ მხარეს მხარდაჭერა აღუთქვა, კორეის შესაბამის სტრუქტურებთან კომუნიკაციის პროცესში.
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდი „დონალდ კუკი“ შემოვიდა
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი „დონალდ კუკი“ (USS Donald Cook - DDG-75) შემოვიდა. ბათუმის პორტში ხომალდს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე და ამავე დეპარტამენტის წარმომადგენლები დახვდნენ.
ვიზიტი აშშ-სა და საქართველოს შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას ემსახურება.
ხომალდის ვიზიტი საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით ხორციელდება. COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, შეხვედრები დისტანციურად, ვიდეო-კონფერენციის ფორმატში გაიმართება.
Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი „დონალდ კუკი“ აშშ-ის მეექვსე ფლოტის ოპერაციების სამოქმედო არეალში სხვადასხვა მისიაში მონაწილეობს და ხელს უწყობს შავი ზღვის რეგიონის საზღვაო უსაფრთხოების დაცვასა და ნატოს ოპერაციებისა და მისიების მხარდაჭერას.
„დონალდ კუკი“ საქართველოს ტერიტორიულ წყლებს ხვალ, 6 თებერვალს, საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთად დაგეგმილი სწავლების დასრულების შემდგომ დატოვებს.