Items filtered by date: პარასკევი, 26 თებერვალი 2021 - NEWSDAY GEORGIA

იაპონიაში, სადაც თვითმკვლელობები გაიზარდა ახალი ტიპის კორონავირუსის გამო, პრემიერ-მინისტრმა სუგამ "მარტოობის მინისტრად" დანიშნა ტეცუში საკამოტო, რომელიც რეგიონალური მინისტრის მოვალეობას ასრულებდა.  ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

იაპონიაში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში სოციალური ცხოვრება თითქმის შეჩერდა, რის გამოც საზოგადოებამ სულ უფრო მეტი სტრესი და მარტოობა იგრძნო.

ქვეყანაში სუიციდის შემთხვევებმა მოიმატა. თვითმკვლელობის შემთხვევების ზრდის თავიდან ასაცილებლად, იაპონიის პრემიერ მინისტრმა იოშიჰიდე სუგამ რეგიონალური განვითარების მინისტრი, ტეცუში საკამოტო, მარტოხელა ხალხის პრობლემებზე პასუხისმგებელ მინისტრად დანიშნა.

საკამოტომ ახალ მოვალეობასთან დაკავშირებულ პირველ განცხადებაში აღნიშნა: "პრემიერ-მინისტრმა სუგამ დამავალა საკითხის შესწავლა და შესაბამის სამინისტროსთან კოორდინაციის გზით ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავება. იმედი მაქვს, რომ განვახორციელებ საქმიანობას სოციალური იზოლაციის თავიდან ასაცილებლად და ხალხებს შორის კავშირების დასაცავად."

გამოქვეყნებულია მსოფლიო

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა თავის პოლონელ კოლეგასთან, ზბიგნიევ რაუსთან. საუბრისას, დიპლომატებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული განსაკუთრებული მეგობრობა და პარტნიორობა.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესებს. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს მიმდინარე პროცესების კონსტრუქციულ ჩარჩოებში გადასვლისა და მხარეებს შორის დიალოგის მნიშვნელობას, რათა არსებული კრიზისი დროულად იქნას დაძლეული.
ამასთან, დავით ზალკალიანმა პოლონელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის როგორც საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელების, ისე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
საქართველოსა და პოლონეთის პირველმა დიპლომატებმა მიმოიხილეს გლობალური პანდემიის მხრივ ორივე ქვეყანაში შექმნილი ვითარება და ვაქცინაციის პროცესი. აღინიშნა ვაქცინების თანაბარი გადანაწილების აუცილებლობა. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლიერება გამოხატა ამ კუთხით პოლონეთის მიერ გამოხატული მყარი პოზიციისა და ძალისხმევის მიმართ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაცია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

სომხეთის პრეზიდენტს, არმენ საქრისიანს არ სურს, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩართონ. მისი განმარტებით, გენშტაბის უფროსის გათავისუფლების შესახებ განცხადება არ არის რიგითი საკადრო ცვლილება, იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთის კონსტიტუციით თანახმად, სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი უზრუნველყოფს თავდაცვას, უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობასა და საზღვრების ხელშეუხებლობას.

„შექმნილ ვითარებაში, არავინ არავითარი სახით, არ უნდა შეეცადოს, ჩართოს პრეზიდენტი პოლიტიკურ პროცესებში. დაუშვებელია პრეზიდენტზე ნებისმიერი ზეწოლის მცდელობა“, – ნათქვამია სომხეთის პრეზიდენტის განცხადებაში. ქვეყნის კონსტიტუციით, პრეზიდენტს სამდღიანი ვადა აქვს საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად.

გენშტაბის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით არმენ სარქისიანს პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მას შემდეგ მიმართა, რაც გენშტაბმა მისი და მთავრობის სხვა წევრების გადადგომა მოითხოვა. ამის მიზეზი გენშტაბის უფროსის პირველი მოადგილის პრემიერის ინიციატივით გათავისუფლება გახდა. უთანხმოება ნიკოლ ფაშინიანსა და ტიგრან ხაჩატურიანს შორის რუსული წარმოების სარაკეტო სისტემა „ისკანდერთან“ დაკავშირებით მოხდა. ხაჩატურიანმა პრემიერის განცხადებას, რუსული სისტემების არაეფექტურობასთან დაკავშირებით, არარეალური უწოდა.

წყარო: https://1tv.ge/news/somkhetis-prezidenti-sheqmnil-vitarebashi-aravin-ar-unda-sheecados-rom-prezidenti-politikur-procesebshi-chartos/

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური