Items filtered by date: შაბათი, 13 თებერვალი 2021 - NEWSDAY GEORGIA

ევროკავშირი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან პარტნიორობით, ახალ რეგიონულ პროგრამას იწყებს. პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონ ევროს აღემატება. მისი მიზანია, საქართველოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენ ხუთ ქვეყანას მოსახლეობის უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინაციის პროცესში არსებითი დახმარება გაუწიოს.
პროგრამა საქართველოს ვაქცინების ეფექტიანი გზით მიღებისთვის მოამზადებს. ქვეყანა ვაქცინებს COVAX ინიციატივიდან და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ვაქცინათა გაზიარების მექანიზმების საშუალებით მიიღებს. პროგრამა მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა რისკის კომუნიკაცია და სათემო ჩართულობა, ვაქცინის მიწოდების ჯაჭვის გამართვა, ვაქცინაციის მონაცემთა და უსაფრთხოების მონიტორინგი, ვაქცინაციის კამპანიაში მონაწილე ჯანდაცვის მუშაკებისა და მედპერსონალის ტრენინგი, ვაქცინაციების გრაფიკის შედგენა და ვაქცინებისა და სხვა საჭირო მარაგთა მიწოდებისა და მართვის ლოგისტიკური მხარდაჭერა. 
ამ ახალი პროგრამითრომელსაც ჯანმოსთან პარტნიორობით ვიწყებთევროკავშირი აჩვენებსრომ ის ასრულებს საკუთარ ვალდებულებასგვერდში დაუდგეს აღმოსავლეთ პარტნიორებს პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან ბრძოლაში“, — განაცხადა ევროკომისიის წევრმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და თანამშრომლობის გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰელიმ, — „გარდა ამისა, ამგვარი თანამშრომლობა რეგიონის უსწრაფესი და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური აღდგენის წინაპირობა იქნებაახალი პროგრამა იმ ინიციატივის ნაწილიარომლის ფარგლებშიც ევროკავშირმა უკვე გამოყო 1 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებაეს რესურსი ამ პერიოდისთვის პანდემიასთან ბრძოლასა და რეგიონის გრძელვადიან სოციალურ-ეკონომიკურ აღდგენას ხმარდება, — აღნიშნა მან.
პროგრამა ინიციატივის, Team Europe, ნაწილია და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ევროკავშირის და ჯანმოს შორის არსებულ თანამშრომლობას აგრძელებს. თანამშრომლობის, “სოლიდარობა ჯანმრთელობისთვის”, მთლიანი ბიუჯეტი 35 მილიონ ევროს შეადგენს. მისი მეშვეობით რეგიონის ქვეყნებს უკვე გადაეცათ მნიშვნელოვანი რაოდენობის სამედიცინო მარაგი: მათ შორის, 11 მილიონზე მეტი პერსონალური დაცვის აღჭურვილობა; 12 ათასი ლაბორატორიული დანადგარი; 1500-ზე მეტი სუნთქვის აპარატი, ჟანგბადის კონცენტრატორი და პულსოქსიმეტრი; და PCR ტესტის 20 ათასზე მეტი ნაკრები. 
Team Europe-მა ინიციატივა COVAX-ის დასაფინანსებლად უკვე გაიღო 850 მილიონ ევროზე მეტი, რომელშიც ევროკავშირის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 500 მილიონი ევროც შედის. ახალი პროგრამა COVAX-ს დაეხმარება, რომ 2021 წლის ბოლომდე 92 დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყანას ვაქცინის 1.3 მილიარდი დოზა მიაწოდოს.
 
ევროკავშირის ვაქცინაციის სტრატეგიის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ევროკომისია მზად არის, შექმნას ვაქცინათა გაზიარების მექანიზმი. ამ მექანიზმის მეშვეობით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებისთვის ვაქცინათა დოზების გაზიარებას მეტად ეფექტიანად შეძლებენ. 

ახალი ამბები მომზადებულია ევროკავშირის პროექტის “EU NEIGHBOURS east” ფარგლებში 

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

2021 წლის 11 თებერვალს ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე საქართველოსა და აშშ-ის სამხედროებმა მონაწილეობა მიიღეს საცეცხლე ვარჯიშში. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს საელჩოს ადმინისტრაცია იუწყება.

საელჩოს ინფორმაციით ჯარისკაცებმა გამოიყენეს საქართველოსთვის ახლახან გადაცემული 100 ერთეული MK19 ყუმბარმტყორცნი და 200 ერთეული M2 ტყვიამფრქვევი. ნატოსთან თავსებადი ეს იარაღები გამოიყენება ოცეულიდან ბატალიონამდე დონეებზე და წარმოადგენს $18 მილიონიანი მხარდაჭერის ნაწილს, რომლის მიზანიც საქართველოს თავდაცვის ძალების ახალი იარაღის სისტემებით აღჭურვაა.

აღნიშნულმა წვრთნებმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-ის მტკიცე პარტნიორობასა და თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში.

 

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
შაბათი, 13 თებერვალი 2021 11:17

„განიქარვე მუსიკით“

ლუდი „ქარვის“ საჩუქარი კონკურსში გამარჯვებულ ჯგუფ Pitter J-ს

ყველაზე ახალგაზრდული ქართული ლუდის ბრენდი „ქარვა“ როგორც ყოველთვის ახალგაზრდების გვერდითაა და როგორც მუსიკალური ბრენდი, მუსიკალური შემოქმედების განვითარებას უწყობს ხელს. ეს არის კონკურსის „განიქარვე მუსიკით“ ძირითადი იდეა, რაც ასე ამეგობრებს „ქარვას“ და ახალგაზრდა მუსიკოსებს ერთმანეთთან. როგორც კორპორაციული პასუხისმგებლობის პროექტი, კომპანია „ეფეს საქართველომ“ მუსიკალური კონკურსი პანდემიის პირობებში დაიწყო და პანდემიის პირობებშივე დაასრულა, გამოავლინა რა გამარჯვებული ჯგუფი Pitter J. პრიზად კი „ქარვამ“ ჯგუფს სიმღერისთვის  All We Are Is Dust Into The Galaxy მუსიკალური კლიპი გადაუღო.

კონკურსი „განიქარვე მუსიკით“ 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და სოციალური ქსელები მოიცვა. კონკურსს, რომლის მიზანი ახალგაზრდა დამწყები მუსიკოსების  მხარდაჭერა და მათი პოპულარიზაცია იყო, საკმაოდ დიდი დაინტერესება და ჩართულობა მოჰყვა. „განიქარვე მუსიკით“ ზაფხულში დაიწყო და მასში 70-მდე მუსიკოსმა თუ ბენდმა მიიღო მონაწილეობა. გამოვლინდა ჟიურის და ხალხის რჩეული 10 საუკეთესო სიმღერა, რომლებიც სოციალური მედიის საშუალებით  გავრცელდა. 10 ფინალისტიდან კი, ჟიურის და მსმენელთა მოწონებების მიხედვით, 3 გამარჯვებული შეირჩა და საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:

  • I ადგილი - Pitter J
  • II ადგილი - გიგა ჯალაღონია და მეგობრები
  • III ადგილი - FAU

„2020 როგორი წელი გამოდგა ყველასთვის, ამაზე ბევრს აღარ ვისაუბრებ. COVID-19-ის პანდემიამ რადიკალურად შეცვალა მილიონობით ადამიანის ცხოვრების წესი და თითქმის ყველაფერი ვირტუალურ სივრცეში გადაიტანა. ძალიან დაზარალდა სახელოვნებო და შემოქმედებითი სფერო. ცხოვრება თითქოს გაჩერდა, რაც „ქარვისთვის“ და ჩვენთვისაც მიუღებელი აღმოჩნდა და ჩვენ დავიწყეთ ფიქრი ამ სირთულის დაძლევასა და იმაზე, რომ რაღაცნაირად ცხოვრების გახალისებაში დახმარებოდა „ქარვა“ ლუდის და მუსიკის მოყვარულებს. და გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა კონკურსი „განიქარვე მუსიკით“, რაც პანდემიას მოუხდა. მთავარი იდეა კი ისაა, რომ დავეხმაროთ საავტორო მუსიკის შემქმნელებს. ვფიქრობ, ურიგო კონკურსი არ გამოგვივიდა, რადგან ბევრ ახალგაზრდა მუსიკოსს საკუთარი შესაძლებლეობების რეალიზების საშუალება მივეცით“, - აღნიშნავს „ეფეს საქართველოს“ მარკეტინგის ხელმძღვანელი ანა ქარჩავა.

მნიშვნელოვანია, რომ კონკურსი „განიქარვე მუსიკით“  ბრენდი „ქარვისთვის“ კრეატიულმა სააგენტო „კრაკენმა“ უზრუნველყო და სწორედ,  მან იმუშავა გამარჯვებული ჯგუფი Pitter J-ის  მუსიკალურ კლიპზეც. აუდიტორიამ Pitter J-ის ახალი მუსიკალური კლიპი უკვე იხილა, სახელწოდებით All We Are Is Dust Into The Galaxy, რაც ზუსტად ასახავდა მუსიკოსების და არა მარტო მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას პანდემიის პირობებში. 

https://www.facebook.com/ludikarva/videos/1049915702173064

https://www.youtube.com/watch?v=45uTTlWHei4

„ქარვა“ წლებია გვერდში უდგას ახალგაზრდა არტისტებს. პანდემიის დროს „ქარვამ“ ჩაუშვა სოციალური კამპანია #განიქარვეშინ, რომელიც Leno Sessions, Video Calls, მუსიკალური გაკვეთილებს მოიცავდა. სწორედ „ქარვის“ სახელს უკავშირდება სხვა CSR აქტივობები და პროექტები ახალგაზრდა მუსიკოსების მხარდასაჭერად, როგორიცაა: Sofar Sounds Tbilisi; დოკუმენტური ფილმი სალიოს Med Cool ფესტივალში მონაწილეობაზე; პროექტები Mutant Radio და Usmine.ge: ელექტრონული მუსიკის ფესტივალი გორში: სპეციალური კამპანია ახალგაზრდა არტისტების მხარდასაჭერად; და ასევე ისეთი სტარტაპ პროექტების მხარდაჭერა, როგორიცაა: FuckUp Nights, Product Tank, DataFest, PechaKucha Nights. 

გამოქვეყნებულია კულტურა

ბიზნეს ნიუსი

“ფონდმა ნატახტარმა” საზოგადოებას 2020 წლის ანგარიში წარუდგინა

“ფონდმა ნატახტარმა” საზოგადოებას 2020 წლის ანგარიში წარუდგინა

„ფონდი ნატახტარი“ დაფუძნდა 2011 წელს და მისი მიზან...

პოპულარული

« February 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური