მაკა ბოჭორიშვილი პეტერ მიკისკას შეხვდა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, პეტერ მიკისკას შეხვდა.
დიპლომატმა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ ჩეხეთის ურყევი მხარდაჭერა გამოხატა.
შეხვედრისას, ჩეხეთის ელჩი საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს, მათ შორის, 2024 წელს ევროკავშირის წევრობის შესახებ განაცხადის გაკეთებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით ასოცირების შესახებ შეთანხმების სრული იმპლემენტაცია სწორი სტრატეგიაა.
მხარეებმა ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას გაუსვეს ხაზი. თავის მხრივ, მაკა ბოჭორიშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის მადლიერება გამოხატა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ათვისების საკითხს. მხარეებმა საქართველოს ექსპორტის ევროკავშირისკენ მიმართვის სტრატეგიები განიხილეს და ამ კუთხით, ბიზნესებს შორის ახლო თანამშრომლობის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.
მაკა ბოჭორიშვილმა და პეტერ მიკისკამ საქართველოში დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომისგან გამოწვეულ საფრთხეებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ქვეყნისთვის ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია.
მეტი ინფორმაციის და ფოტოების სანახავად ეწვიეთ: http://www.parliament.ge/ge/saparlamento-saqmianoba/komitetebi/evropastan-integraciis-komiteti-143/axali-ambebi1910/maka-bochorishvili-peter-mikiskas-shexvda.page
საქართველოსა და თურქეთს შორის ახალი შეთანხმების ამოქმედება წაახალისებს თურქეთიდან ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში

15 თებერვლიდან საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში, დროებით, ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია იწყება
დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს.
აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოს თავდაცვის ძალები ახალი ტიპის შეიარაღებით აღიჭურვა
საქართველოს თავდაცვის ძალებში შეიარაღების მოდერნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოს თავდაცვის ძალებმა ახალი ტიპის ტყვიამფრქვევები და ყუმბართმტყორცნები მიიღო. უკვე მიმდინარეობს ქვედანაყოფების აშშ-ის წარმოების ნატოს M2 ტიპის 12.7 მმ მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებითა და MK 19 ტიპის ახალი ავტომატური ყუმბართმტყორცნებით აღჭურვის პროცესი. საქართველოს თავდაცვის ძალებს დამატებით გადმოეცა 5,56 მმ კალიბრის M249 ტიპის ხელის მსუბუქი ტყვიამფრქვევებიც.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ვაზიანში იმყოფებოდნენ, სადაც თანამედროვე, ნატოს სტანდარტის იარაღით ქვედანაყოფების დაკომპლექტების პროცესს პირადად გაეცნენ და საცდელ სროლებს დაესწრნენ. ვაზიანის სასროლეთზე, საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ქართველმა და ამერიკელმა ინსტრუქტორებმა აღნიშნული იარაღით საჩვენებელი სროლები განახორციელეს.
აღნიშნული ტიპის შეიარაღება ზრდის ქვედანაყოფის საცეცხლე ზემოქმედების შესაძლებლობებს და ბრძოლის ველზე მათ ეფექტიანად მოქმედებას უზრუნველყობს. საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ახალი ტიპის ტყვიამფრქვევებითა და ყუმბართმტყორცნებით დაკომპლექტება, შეიარაღებისა და აღჭურვილობის განახლებისა და მოდერნიზაციის პროცესის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც თავდაცვის ძალების შესაძლებლობების ზრდას და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესებას ემსახურება.
Frontex-მა საქართველოსთან სამუშაო შეთანხმება განაახლა
დღეს Frontex-მა, ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სამუშაო შეთანხმება განაახლა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" ევროკავშირის წარმომადგენლობაში განუცხადეს.
განახლებული შეთანხმების ფარგლებში, Frontex–მა და საქართველომ კიდევ ერთხელ გამოთქვეს მზადყოფნა, ითანამშრომლონ როგორც არალეგალურ მიგრაციასთან, ასევე ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის ნაწილში. თანამშრომლობა ასევე მოიცავს ტექნიკური დახმარების პროექტების განხორციელებასა და ინფორმაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას საზღვრის მართვისა და დაბრუნების სფეროებში.
“2008 წელს - ათწლეულზე მეტი ხნის წინ - ხელი მოეწერა პირველ სამუშაო შეთანხმებას Frontexსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის. დარწმუნებული ვარ, რომ თანამშრომლობის ახალი ჩარჩო შესაძლებლობას მოგვცემს უფრო წარმატებით გავუმკლავდეთ საზღვრების დაცვასთან დაკავშირებულ საქმიანობას და სხვა ზოგად გამოწვევებს, რომლებიც კოორდინირებულ რეაგირებას მოითხოვს”, - განაცხადა Frontex–ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფაბრის ლეგერიმ.
განახლებულ სამუშაო შეთანხმებაში გათვალისწინებულია Frontex-ის უფრო ფართო მანდატი, რაც საზღვრის მართვის სფეროში არსებულ საჭიროებებზე უკეთ რეაგირების შესაძლებლობას იძლევა, ფუნდამენტური უფლებების სრული დაცვით.
Frontex-ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებსა და შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებებში ასობით ქართველმა ექსპერტმა მიიღო მონაწილეობა. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება უკავშირდებოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შესაძლებლობების განვითარებას საზღვრის ინტეგრირებული მართვის კუთხით (IBM). ქართველმა ექსპერტებმა დამკვირვებლის სტატუსით პრაქტიკული გამოცდილება მიიღეს Frontex-ის საქმიანობაში ჩართვის გზითაც.
“მოხარული ვარ, რომ განახლებული სამუშაო შეთანხმება, რომელსაც დღეს მოეწერა ხელი, იქნება მტკიცე იურიდიული საფუძველი ჩვენი სამომავლო წარმატებული თანამშრომლობისთვის, რომლის დადებითი შედეგებიც სცილდება ამ ორ სააგენტოს შორის არსებულ ურთიერთობებს და წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვან ეტაპს“,- განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა.
ვირტუალურ ცერემონიალზე დოკუმენტს ხელი მოაწერეს Frontex–ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფაბრის ლეგერიმ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა. ვირტუალურ ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ DG HOME–ის გენერალური დირექტორი მონიკ პარია, DG NEAR–ის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მაჩეი პოპოვსკი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი.
ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებში პროფესიონალები ჩაერთვებიან
ქართული ღვინის ჩინეთის ბაზარზე პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის ღონისძიებებში სერტიფიცირებული პროფესიონალები ჩაერთვებიან.
ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Meiburg Wine Media” მიერ „ქართული ღვინის საგანმანათლებლო პროგრამის“ ფარგლებში ხუთი ღვინის პროფესიონალი შეირჩა, რომლებიც, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, სემინარებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებს ჩაატარებენ. ღვინის ეროვნული სააგენტოსა და კომპანიის „Meiburg Wine Media” პირველ ერთობლივ ოფიციალურ საგანმანათლებლო პროგრამას ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა.
სერტიფიკატები მიიღეს შემდეგმა ღვინის პროფესიონალებმა: ღვინის მაგისტრი ჟულიენ ბულარი (Julien Boulard MW, კომპანია Zhullian Wines დამფუძნებელი); დორიან ტენგი (Dorian Tang, კომპანია ASC Fine Wines ნაციონალური განათლების დირექტორი; ლინგზი ჰე (Lingzi He, გრაპეას ინსტიტუტის დირექტორი); ტანგ ზუ (Tang Zhu, საკონსულტაციო კომპანია Dragon Phoenix-ის ღვინის ლექტორი); რაინტრე ჯუნ ვეი (Raintree Jun Wei, ღვინისა და სპირტიანი სასმელების საკონსულტაციო კომპანია Tasting Annex-ის დამფუძნებელი, დირექტორი და მთავარი კონსულტანტი). მათ პროგრამის ფარგლებში შეისწავლეს ქართული ღვინის წარდგენა, თეორია, დეგუსტაცია და პრაქტიკა, ქართული ღვინის 8000-წლიანი ისტორია, კულტურა და ტრადიციები.
ჩინეთი რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრად, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2021 წელს, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება გაიმართება.
სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო
ჩვენ შესახებ
საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად
კონტაქტი