Items filtered by date: ორშაბათი, 01 თებერვალი 2021 - NEWSDAY GEORGIA

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საჰაერო საზღვარზე შემოსვლის განახლებული რეჟიმი შეიმუშავა, რომელიც პირველი თებერვლიდან ამოქმედდა.

კერძოდ, საჰაერო საზღვრის კვეთის ახალი რეჟიმით, პირველი თებერვლიდან, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ არჩევანის უფლება, შემოვიდნენ ქვეყანაში PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით და გადაინაცვლონ 8-დღიან თვითიზოლაციაში, ან თვითიზოლაციის ნაცვლად, მესამე დღეს, საკუთარი ხარჯით კიდევ ერთი PCR-ტესტი ჩაიტარონ, რა შემთხვევაშიც თვითიზოლაციიდან თავისუფლდებიან. ხოლო, საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც საჰაერო საზღვრით შემოსვლისას თან არ ექნებათ ნეგატიური PCR-ტესტი, დღეს მოქმედი 12-დღიანი თვითიზოლაციის ვადა 8 დღემდე მცირდება.

რაც შეეხება უცხო ქვეყნების ვიზიტორებს, ისინი ნებისმიერი ტიპის კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების, რაც ორ სრულ დოზას გულისხმობს, დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, საქართველოში უპირობოდ შემოსვლას შეძლებენ.

თვითიზოლაციის ვალდებულება უქმდება არავაქცინირებული ვიზიტორებისთვის, რომლებიც არიან - ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების და ბაჰრეინის მოქალაქეები ან რეზიდენტები. აღნიშნული ქვეყნებიდან საქართველოში, მათ შორის ტრანზიტულად შემოსვლის შემთხვევაში, მოქალაქე ან რეზიდენტმა ვიზიტორებმა უნდა წარადგინონ 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, მესამე დღეს, საკუთარი სახსრებით სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR-ტესტი.

ამ ეტაპზე მოქმედი რეჟიმი შენარჩუნდება სახმელეთო საზღვრებთან მიმართებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაცია

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ამერიკის შეერთებულ შტატებში იარაღის შეძენის მსურველთა რაოდენობამ 2020 წელს 39,7 მილიონს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მონაცემებით, აშშ-ის მასშტაბით 2020 წელს იარაღის შეძენაზე განაცხადი 39 მილიონ 695 ათასმა ადამიანმა შეიტანა.

ქვეყანაში 2018 წელს იარაღის შესაძენად განცხადებით მიმართვების რაოდენობა 26 მილიონი, 2019 წელს ეს რიცხვი დაახლოებით 28 მილიონი იყო.

ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) ეპიდემიასთან ერთად ქვეყანაში მზარდი პოლარიზაცია ასევე ითვლება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად, რომელიც საზოგადოებას იარაღის შეძენისკენ უბიძგებს.

გამოქვეყნებულია სამართალი

აქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტი, ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალურ მდივანს, ანდრეას კიფერს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

საუბარი ასევე, შეეხო საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს, ასევე, თვითმმართველობისა და რეგიონული პოლიტიკის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას.

მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურეს. შეხვედრაში  ასევე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრი და კონგრესის ვიცე პრეზიდენტი, თამარ ტალიაშვილი და დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი  მონაწილეობდნენ.

„საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ძალიან აქტიური თავმჯდომარე იყო და სხვადასხვა აქტორებთან თანამშრომლობა იყო შესანიშნავი. გასულ წელს კონგრესის პრეზიდენტმა საქართველოში ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი განახორციელა. ჩვენ გავმართეთ მაღალი დონის შეხვედრები, სადაც გაგვაცნეს დეცენტრალიზაციის რეფორმის შედეგები და შემდგომი ნაბიჯები. კონგრესი დაინტერესებულია დიალოგის გაგრძელებით და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან ადამიანები, რომლებმაც იციან რას ნიშნავს ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატია. კონგრესსა და საქართველოს პარლამენტს შორის დამაკავშირებელი ხიდი იქნება კონგრესის ვიცე პრეზიდენტი, თამარ ტალიაშვილი. ჩვენ მოველით თანამშრომლობას მომავალ წელსაც“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ანდრეას კიფერმა.

თამარ ტალიაშვილის განცხადებით, კონგრესის გენერალური მდივანი მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს.

„ევროპის საბჭოს კონგრესი ევროპის კონტინენტზე ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა, რომელიც იკვლევს და მუშაობს იმ საკითხებზე, რომელიც ეხება თვითმმართველობებში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხებს. აქედან გამომდინარე, ამ ორგანიზაციის მდივნის სრული მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. წელს საქართველოში იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მზაობა ამ ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაციისა, რომ იყოს ამ პროცესების თანამონაწილე, არის ჩვენი ქვეყნის ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის წევრის, გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტი კონგრესთან კიდევ უფრო აქტიურად ითანამშრომლებს.

„მნიშვნელოვანია ისეთი მაღალი თანამდებობის პირის, როგორიც არის ევროპის საბჭოს კონგრესის პრეზიდენტის მხარდაჭერა. გვქონდა ძალიან საქმიანი შეხვედრა, ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის დეცენტრალიზაცია, თვითმმართველობის კიდევ უფრო გაძლიერება, რეგიონული პოლიტიკის გაძლიერება და მხარდაჭერა, ამიტომ ჩვენ აქტიურად ვაპირებთ შემდგომ პერიოდში კონგრესთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა. 

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ფერმერების აგროდიზელით მხარდაჭერის პროგრამა 2021 წლის ბოლომდე გაგრძელდა. ფერმერები დიზელის საწვავს მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეისყიდიან. 

ფერმერებისათვის შეღავათიანი პირობებით საწვავის  მიწოდებას ითვალისწინებს მემორანდუმი, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანიას ,,სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ შორის გაფორმდა. პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყება პირველ თებერვალს, ხოლო ფასდაკლების ბარათების გააქტიურება 7 თებერვლიდან, ეტაპობრივად მოხდება.  

მემორანდუმს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და კომპანიის ,,სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ დირექტორმა, ლევან გიორგაძემ მოაწერეს ხელი.  ხელმოწერას ესწრებოდნენ  სოკარ ენერჯი ჯორჯიას გენერალური დირექტორი მაჰირ მამედოვი  და   საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი  ფაიგ გულიევი. 

„2020 წელს ძალიან წარმატებული აგროდიზელის პროგრამა განხორციელდა „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმთან” თანამშრომლობით. ამ პროგრამით 125 ათასმა ფერმერმა ისარგებლა და მათ 7 მილიონ ლარზე მეტი შეღავათი მიიღეს. ჩვენ 2021 წელსაც ვაგრძელებთ სოკართან თანამშრომლობას. ფერმერებს საშუალება ექნებათ,  შეღავათიანი პირობებით შეიძინონ დიზელი. გვაქვს სიახლეც, რაც ელექტრონულ პლატფორმას გულისხმობს. ფერმერებს აღარ მოუწევთ ქაღალდზე დაბეჭდილი დოკუმენტის წარდგენა ბენზინგასამართ სადგურებზე, ისინი ელექტრონული აპლიკაციით ისარგებლებენ”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

კომპანიის „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი” დირექტორის, ლევან გიორგაძის განცხადებით, სახელმწიფოსთან თანამშრომლობით ხორციელდება პროგრამა, რომლიც ფერმერებს შეღავათიანი პირობებით სთავაზობს დიზელის საწვავს, რითაც ისინი ზოგავენ თანხას სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულებისას. 

„პანდემიამ ეკონომიკის მიმართულებით ბევრი პრობლემა გააჩინა. ვფიქრობთ, არც 2021 წელი იქნება მარტივი. ჩვენ, გასულ წელს,  მემორანდუმის საფუძველზე, დიზელს ფასდაკლებით ვაწვდიდით ფერმერებს, რაც ხელს უწყობდა ეკონომიკას. მემორანდუმი გაფორმდა წელსაც,  რომ საწვავი მივაწოდოთ აგროსფეროს და ეს წელი უფრო წარმატებული გავხადოთ“, - განაცხადა  სოკარ ენერჯი ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა, მაჰირ მამედოვმა. 

აგროდიზელის შეღავათიან ფასად მიღებას კვლავ შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელი ის ფიზიკური და იურიდიულ პირები, რომელთაც გააჩნიათ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში  საკუთრებად რეგისტრირებული არანაკლებ 0.25 ჰა -  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, გარდა საძოვარისა,  ან, რომლებიც მოახდენენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირველად რეგისტრაციას და დაზუსტებას. 

პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია 1 ჰექტარზე  150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების  გაცემა.

პროგრამით მოსარგებლე ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ, დიზელის საწვავი მიმდინარე წლის განმავლობაში, ყოველთვიურად კონსოლიდირებულ ტენდერში დაფიქსირებულ ფასზე 20 თეთრით  იაფად  შეისყიდონ კომპანიის „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ საბითუმო ბაზებიდან, ხოლო  ავტოგასამართი სადგურებიდან, 16 თეთრის ფასდაკლებით.

საწვავის ბარათების გაცემა განხორციელდება დისტანციურად ვებგვერდის https://my.mepa.gov.ge საშუალებით, ფერმერებს ასევე შეეძლებათ ბარათები სოფლის განვითარების  სააგენტოს  რეგიონულ სამსახურებშიც მიიღონ. 

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

ბიზნეს ნიუსი

“ფონდმა ნატახტარმა” საზოგადოებას 2020 წლის ანგარიში წარუდგინა

“ფონდმა ნატახტარმა” საზოგადოებას 2020 წლის ანგარიში წარუდგინა

„ფონდი ნატახტარი“ დაფუძნდა 2011 წელს და მისი მიზან...

პოპულარული

« February 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური