Items filtered by date: ოთხშაბათი, 01 დეკემბერი 2021 - NEWSDAY GEORGIA

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გამოაცხადა, რომ მოგზაურობის შეზღუდვები იმ ქვეყნებისთვის, სადაც წარმოიშვა ახალი ტიპის კორონავირუსის Omicron ვარიანტი, ხელს ვერ შეუშლის ამ ვარიანტის გლობალურ გავრცელებას. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

მათი ინფორმაციით, ორგანიზაციის წერილობით განცხადებაში საერთაშორისო საზოგადოებას რეკომენდაციები მიეცა Omicron-ის ვარიანტთან დაკავშირებით და აღინიშნა, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და ბოტსვანა, რომლებშიც პირველად დაფიქსირდა ეს ახალი ვარიანტი, ომიკრონის შემთხვევების სწრაფად გამოვლენითა და ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულაციების გატარებით, წარმატებულ ბრძოლას აჩვენებენ.

ამავე განცხადებაში, რომელშიც Omicron-ის ვარიანტი აღწერილია, როგორც "შემაშფოთებელი", იძლევიან რეკომენდაციას, რომ ქვეყნებმა, რომლებიც იყენებენ სამოგზაურო შეზღუდვებს, უნდა მიიღონ ეს ზომები მტკიცებულებებზე და რისკებზე დაფუძნებული მიდგომით. ხოლო ამის პარალელურად, სანამ ეს ეპიდემია გრძელდება, მანამდე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოგზაურობები, ჰუმანიტარული დახმარებები, ტვირთების ტრანსპორტირება, ძირითადი პროდუქტების მიწოდება და სხვა მსგავსი ჰუმანიტარული დახმარებები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრები, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტის პრეზიდენტ დევიდ მარია სასოლის შეხვდნენ. აღინიშნა ევროპარლამენტის მხარდაჭერის როლი ასოცირებული ტრიოს ფორმატის ჩამოყალიბებაში, რისთვისაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტი გააგრძელებს ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მხარდაჭერას ევროპული ინტეგრაციის გზაზე, დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პროცესში, რაც ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის მნიშვნელოვანია.
შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა ქვეყნების საერთო მისწრაფებებსა და გამოწვევებზე, ტერიტორიების ოკუპაციასა და ჰიბრიდულ საფრთხეებზე.
საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის დეკლარაციაში ასოცირებული ტრიოს პრიორიტეტების ასახვის მნიშვნელობას, რათა ახალი შესაძლებლობები გაეხსნას პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციის გზაზე.
ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან სამი სახელმწიფოს პოლიტიკური, ეკონომიკური და დარგობრივი ინტეგრაციის ახალ შესაძლებლობებზე, თანამშრომლობის გაფართოებაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა დაკავშირებადობა, მათ შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ განზომილებებში, სავაჭრო და ეკონომიკური ინტეგრაციის, კლიმატის ცვლილებების, რეგიონული უსაფრთხოების, ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების მიმართულებით.
პრეზიდენტ დევიდ მარია სასოლისთან შეხვედრის დაწყებამდე, ირაკლი ღარიბაშვილმა, დენის შმიგალმა და ნატალია გავრილიცამ, ევროპარლამენტის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერები გააკეთეს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური 

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში აზერბაიჯანულმა ნავთობკომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიამ“ ააშენა და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა საბავშვო ბაღი. საფუძველი ჩაეყარა კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ნავთობკომპანია "სოკარის" ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, საძირკვლის ჩაყრას ესწრებოდნენ SOCAR Energy Georgia– ს გენერალური დირექტორი მაჰირ მამედოვი, საქართველოს პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოშვილი და სხვა ოფიციალური პირები.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანული ნავთობკომპანია "სოკარი" მულტინაციონალური კომპანიაა, რომელიც 6 ქვეყანაში ფუნქციონირებს. კომპანია ქართულ ბაზარზე 2006 წელს გამოჩნდა. პირველი ავტოგასამართი სადგური 2008 წლის 25 აპრილს გაიხსნა. „სოკარ ენერჯი ჯორჯია“  მზარდი კომპანიაა, რომელშიც 1500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. 

აზერბაიჯანული ნავთობკომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯია“ სოციალურად აქტიურია და მრავალ საქველმოქმედო საქმიანობაშია ჩართული. კომპანია მხარს უჭერს ეკონომიკას, ქართულ სპორტს, კულტურულ ღონისძიებებსა და სხვა საინტერესო აქტივობებს.

 

 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

2021 წლის 30 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელმა ბირგიტ ჰოლდერიდ-კრესმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული 3 მილიონი ევროს ოდენობის გრანტის გამოყოფის თაობაზე. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ გერმანიის საელჩოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, ეს დახმარება მოხმარდება კოვიდ პანდემიისაგან დაზარალებული ოჯახების სოციალურ დაცვას. ეს გრანტი დაემატება გერმანიის მიერ გასულ წელს პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად უკვე გამოყოფილ დახმარებას, რომელიც შედგებოდა 5,8 მილიონი ევროს ოდენობის გრანტისა და 15 მილიონი ევროს ოდენობის დაბალპროცენტიანი კრედიტისაგან. ამ დახმარების მიზანს წარმოადგენდა ეკონომიკური შედეგების შემსუბუქება იმ ქართული ოჯახებისათვის, რომლებმაც კოვიდ-პანდემიის გამო დაკარგეს შემოსავალი.

"გაზრდილი თანხით დაფინანსდება 135 ათასზე მეტი გადახდა სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის. ამავე დროს 2020 წელს გაცემული კრედიტის მეშვეობით შესაძლებელი იქნება, განხორციელდეს უმუშევართა შემწეობის 280 ათასზე მეტი გადახდა შესაბამისი პირებისათვის. ეს მხარდაჭერა თავის წვლილს შეიტანს არა მხოლოდ მრავალი ოჯახის სოციალური დაცვის საქმეში, არამედ ასევე სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერებაში", - აღნიშნულია განცხადებაში.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

აზერბაიჯანში, საავიაციო პოლიგონზე სასწავლო ფრენის დროს ქვეყნის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურისა და გენერალური პროკურატურის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. ამავე ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრებიდან 14 ჯარისკაცი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.

მეორეს მხრივ თურქეთმა აზერბაიჯანს მომხდართან დაკავშირებით უკვე გამოუცხადა სამძიმარი. ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა თავის აზერბაიჯანელ კოლეგა, ზაქირ ჰასანოვს და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროს, გენერალ ელჩინ გულიევს ტელეფონით ესაუბრა და მომხდართან დაკავშირებით სამძიმარი გამოუცხადა.

მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშღლუმ თავის აზერბაიჯანელ კოლეგა, ჯეიჰუნ ბაირამოვს ტელეფონით ესაუბრა და სამძიმარი გამოუცხადა.

წყარო: "TRT-ქართული" 

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური