Items filtered by date: სამშაბათი, 30 ნოემბერი 2021 - NEWSDAY GEORGIA

ლიბერთი საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალ აქციას იწყებს: "თქვენს გზავნილზე ახალი საჩუქარია" კამპანიის ფარგლებში, ბანკი კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს აძლევს ფულადი პრიზების მოგების საშუალებას.

საერთაშორისო ფულადი გზავნილების განახლებული პირობებით, საერთაშორისო ფულადი გზავნილის მიმღები და/ან გამგზავნი ყოველი მე-10 მომხმარებელი მომენტალურად და გარანტირებულად იღებს ფულად საჩუქარს, 10 ლარს. ხოლო ყველაზე აქტიური მომხმარებლები, რომლებიც კამპანიის პერიოდში ყველაზე მეტჯერ მიიღებენ და/ან გააგზავნიან ან ყველაზე დიდი მოცულობის გზავნილს დააკონვერტირებენ, 500 და 200 ლარით დასაჩუქრდებიან.

აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი საერთაშორისო ფულადი გზავნილის მიღებისას ან/და გაგზავნისას, მომხმარებლები ლიბერთის ფილიალებსა და დისტანციურ არხებში სარგებლობენ ვალუტის გაცვლის სპეციალური, საუკეთესო კურსით. 

ლიბერთის საერთაშორისო ფულადი გზავნილების აქციაში ჩართვა ნებისმიერი მომხმარებლისთვის მარტივია  და საკმარისია აქციის პერიოდში საერთაშორისო გზავნილის მიღება და/ან გაგზავნა ლიბერთის ნებისმიერ სერვის ცენტრში, ან დისტანციური არხების - ინტერნეტ და მობაილ ბანკის საშუალებით.

„საერთაშორისო ფულადი გზავნილები ახალი ლიბერთის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. ჩვენთან ფულადი გზავნილების სერვისით სარგებლობა კონკურენტუნარიანია არამხოლოდ აქციის ფარგლებში - ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი ქსელი და ხელმისაწვდომი ვართ საქართველოს ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერი გზავნილის მიღება და გაგზავნა შესაძლებელია დისტანციური არხების საშუალებით ბანკში ვიზიტის გარეშეც. ჩვენი მომხმარებელი გზავნილის მიღებისას ან გაგზავნისას მუდმივად სარგებლობს ვალუტის გაცვლის სპეციალური კურსით. გარდა ამისა, გზავნილის მიმღებ მომხმარებელს ვაძლევთ საშუალებას ისარგებლოს სამომხმარებლო სესხით, მარტივად - მხოლოდ გზავნილიდან მიღებული შემოსავლის გათვალისწინებით.

ვფიქრობთ, ჩვენი კამპანია განახლებული პირობებით, მთელი საქართველოს მასშტაბით კიდევ უფრო მეტ ადამიანს მისცემს როგორც ფულადი საჩუქრების, ასევე თანამედროვე სერვისებისგან მაქსიმალური სარგებლისა და კომფორტული გამოცდილების მისაღებად“ - ვაჟა მენაბდე, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.

როგორც მომენტალური, ასევე მთავარი საჩუქრების მისაღებად საჭირო პირობებს ლიბერთი ბანკი საკუთარ ვებ გვერდზე აქვეყნებს: libertybank.geაქციის პერიოდი: 2021 წლის 25 ნოემბრიდან 2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით.

მათთვის, ვინც ჯერ არ არის ლიბერთის მომხმარებელი, უნივერსალური ანგარიშის გახსნა და ასევე, საბანკო ბარათის შეკვეთა შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელად, ნებისმიერ დროს ვებ გვერდზე www.365.ge

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ერთად ვიბრძოლოთ თანაბარი უფლებებისთვის - ერთად ვიზეიმოთ ეს დღე!

3 დეკემბერს, კენ ვოლკერის სახელობის სარეაბილიტაციო კლინიკაში (მის: გუდმაყრის #4) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღია კარის დღე გაიმართება.

ამ დღეს ყველა დაინტერესებულ ადამიანს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს კლინიკის გარემოს და უფასოდ ჩაიტაროს სარეაბილიტაციო თერაპიები, როგორიცაა აკვა თერაპია, არტ თერაპია, რობოტოთერაპია და სპეციალისტების დახმარებით საკუთარ თავზე გამოსცადოს ეგზო-ჩონჩხი რობოტი.
გარდა ამისა, მსურველებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ ადაპტირებული ავეჯის სახეობებს/ტიპებს და მოსინჯონ მაღალტექნოლოგიური თანამედროვე ადაპტაციური საშუალებები.

ღია კარის დღე განკუთვნილია როგორც დიდებისთვის, ასევე პატერებისთვისაც. რეგისტრაციისთვის აუცილებელია დარეკოთ ცხელ ხაზზე: 032 2 11 20 20 პაციენტთა ჩაწერა მიმდინარეობს 10:00-18:00 საათამდე.

ერთად ვიბრძოლოთ თანაბარი უფლებებისთვის - ერთად ვიზეიმოთ ეს დღე!

კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო სარეაბილიტაციო კლინიკა ფუნქციონირებს 2020 წლიდან. კლინიკის შენობა და ინფრასტრუქტურა საგანგებოდ დაპროექტდა სარეაბილიტაციო სერვისის საჭიროებისათვის და დღესდღეობით წარმოადგენს წამყვან თანამედროვე, მაღალტექნოლოგიურ სარეაბილიტაციო ცენტრს მთელ ამიერკავკასიაში. მისი შიდა და გარე სივრცეების გეგმარება სრულად ითვალისწინებს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტს. კლინიკის შენობა და ეზო კეთილმოწყობილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. თერაპიული ოთახები და დარბაზები აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკითა და ავეჯით. აქ ფუნქციონირებს ღია სპორტული მოედანი, საცურაო აუზი და დასარჩენი/სასტუმრო ოთახები პაციენტებისათვის. კენ ვოლკერის კლინიკის ხედვაა მაღალი ხარისხის მულტიპროფილური სარეაბილიტაციო მომსახურება ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი ადამიანისათვის, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით. კლინიკის მისიაა, დახვეწოს რეაბილიტაციის მომსახურება ინოვაციური სერვისების დანერგვის, განათლების ხელშეწყობის, კვლევების განხორციელებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანის გზით.

ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე 1992 წელს, გაეროს მიერ დაარსდა, კერძოდ, ორგანიზაციის გენერალური ანსამბლეის 47/3 რეზოლუციით, 3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. მას შემდეგ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. რეზოლუციის მიზანი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში შშმ პირთა უფლებების დაცვა და მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფაა, ასევე, ცნობიერების ამაღლება ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ცხოვრების ყველა ასპექტში. ამ დღის მიზანია, კიდევ ერთხელ გაამახვილოს ყურადღება იმ მრავალსაუკუნოვან დისკრიმინაციასა და უგულვებელყოფაზე, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განიცდიან.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე ათწლეულების მუშაობის შემდეგ, 2006 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიიღო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენცია, რომელმაც წინ წამოწია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და კეთილდღეობის საკითხები. 2013 წლის 26 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების 2006 წლის კონვენციის (UN CRPD) რატიფიცირება მოახდინა, რომელიც ძალაში 2014 წლის 12 აპრილს შევიდა.

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

საქართველო მეორედ მასპინძლობს მრავალეროვნულ სამეთაურო-საშტაბო ლოჯისტიკურ სწავლებას IEL MILU 2021-ს Infrastructure Engineering for Logistics Multinational Integrated Logistic Unit – საინჟინრო ინფრასტრუქტურის ლოჯისტიკური მხარდაჭერის მრავალეროვნული ინტეგრირებული ლოჯისტიკის ქვედანაყოფი. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, კურსი კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) გაიხსნა და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. წვრთნების მიზანს საქართველოს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური და საინჟინრო შესაძლებლობების გაძლიერება, მართვისა და კონტროლის პროცედურების დახვეწა, ასევე  ქართველ და პარტნიორ სამხედრო მოსამსახურეებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდა წარმოადგენს.

სამხედრო მოსამსახურეებს კურსის გახსნა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ,  ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ მიულოცა, მონაწილეებს წარმატებები უსურვა და საინჟინრო და ლოჯისტიკის გვარეობების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სწავლება საქართველოს, რუმინეთის, ბულგარეთისა და ხორვატიის თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე ტარდება.
საქართველო აღნიშნულ წვრთნებში რეგულარულად მონაწილეობდა და 2015 წელს მასპინძელი ქვეყანაც გახდა. წვრთნების დაგეგმარებისა და აღსრულების პროცესს წელსაც საქართველო ხელმძღვანელობს  და სწავლებაში შესაბამისი ქვედანაყოფების კავშირგაბმულობისა და EOD ჯგუფებით არის წარმოდგენილი.

 

გამოქვეყნებულია სამხედრო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განაცხადა, რომ არ არსებობს მკაფიო მტკიცებულება იმისა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ვარიანტი "ომიკრონი" უფრო სწრაფად ვრცელდება და იწვევს უფრო მძიმე დაავადებას, ვიდრე Covid-19-ის სხვა ვარიანტები, მათ შორის "დელტა". ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

მათი ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში გაკრიტიკებულია ის, რომ მოგზაურობის აკრძალვა გავრცელდა აფრიკის კონტინენტის სამხრეთით მდებარე ქვეყნებზე, სადაც გაჩნდა „ომიკრონი“-ს ვარიანტი.

”რადგან ქვეყნების მზარდი რაოდენობა აწესებს ფრენების აკრძალვას სამხრეთ აფრიკის ქვეყნებზე "ომიკრონი"-ს ახალი ვარიანტის გამო, ჯანმო მოუწოდებს ქვეყნებს თვალყური მიადევნონ სამეცნიერო და ჯანმრთელობის საერთაშორისო რეგულაციებს.”- ნათქვამია განცხადებაში.

აქვე ჯანმო-მ გააკეთა მოწოდება არ დაიხუროს საზღვრები იმ მოტივით, რომ მოგზაურობის შეზღუდვამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს აფრიკის ქვეყნებში საარსებო წყაროსა და მიწოდების ჯაჭვებზე.

ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ არ არის ნათელი, არის თუ არა "ომიკრონი" უფრო გადამდები ვიდრე სხვა ვარიანტები, მათ შორის დელტა, და გადადის თუ არა ის უფრო ადვილად ადამიანიდან ადამიანზე. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აფრიკის სამხრეთით მდებარე ქვეყნებში კოვიდდადებითი ადამიანების რიცხვი გაიზარდა.

ამავე განცხადების მიხედვით, ეპიდემიოლოგიური კვლევები გრძელდება იმის გასაგებად, არის თუ არა ეს მდგომარეობა გამოწვეული "ომიკრონით" თუ სხვა ფაქტორებით.

ჯანმო-მ ასევე აღნიშნა, რომ ჯერ არ არის ნათელი, იწვევს თუ არა "ომიკრონი" Covid-19-ის სხვა ვარიანტებთან შედარებით უფრო მძიმე დაავადებას.

 

გამოქვეყნებულია მსოფლიო
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, დელეგაციასთან ერთად, 30 ნოემბერს -1 დეკემბერს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიწვევით,მონაწილეობას მიიღებს ქ.რიგაში დაგეგმილ ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, მინისტერიალის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სესიაში, სადაც სიტყვით მიმართავს კოლეგა მინისტრებს, ასევე დაგეგმილია დავით ზალკალიანის ორმხრივი შეხვედრები წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
ქ. რიგაში მიმდინარე ნატოს მინისტერიალის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები იქნება, მოკავშირეები ასპირანტი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისგან მოისმენენ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე მათ ხედვებს და იმსჯელებენ როგორც რეგიონალური, ასევე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ამ ქვეყნების წვლილზე.
მინისტერიალის ფარგლებში,
მონაწილეები ასევე განიხილავენ საქართველოსა და უკრაინის მიერ ალიანსში გაწევრიანების გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს.
მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია ასევე მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებაში - “ნატოს ხედვა 2030 წლის სტრატეგიასთან მიმართებაში”, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი, იანს სტოლტენბერგი და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი გახსნიან.
გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

სიახლე მხოლოდ ლიბერთის მომხმარებლებისთვის

სიახლე მხოლოდ ლიბერთის მომხმარებლებისთვის

დღეიდან, ლიბერთიში სოციალური სარგოს მიმღებ პირებს ...

PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს!

PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს!

„PSP-ს ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ასე ეწოდება კონცეფ...

პურის თონეები და თათარობა „ახტალაზე“!

პურის თონეები და თათარობა „ახტალაზე“!

„გურჯაანის ღვინის ფესტივალის“ სტუმრები ღვინის გარდ...

პოპულარული

« ნოემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური