Items filtered by date: ორშაბათი, 29 ნოემბერი 2021 - NEWSDAY GEORGIA

1 დეკემბერს 11:00 საათზე ქ.თბილისში, EU4Culture საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით პრეს-კონფერენციას და 3 შერჩეული ქალაქის დაჯილდოების ცერემონიას გამართავს, რომლებიც მიიღებენ 30 000 ევროს ოდენობის გრანტს კულტურის განვითარების სტრატეგიების მოსამზადებლად.

კონკურსი 2021 წლის მაისში გამოცხადდა და მისი მიზანია, მხარი დაუჭიროს ქალაქებს კულტურის განვითარების იმ სტრატეგიების მომზადებაში, რომლებიც ევროპული კულტურული დედაქალაქების მიდგომებს შეესაბამება. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 70-მა ქალაქმა აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყნიდან: აზერბაიჯანი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. სააპლიკაციო განცხადებების შეფასების შემდეგ, საქართველოდან შერჩეულ იქნა შემდეგი 3 ქალაქი: ზუგდიდი, ფოთი და ქუთაისი.

შერჩეული ქალაქები  მიიღებენ მაქსიმუმ 30,000 ევროს ოდენობის გრანტს კულტურის განვითარების სტრატეგიის მოსამზადებლად. დოკუმენტზე მუშაობის 6 თვიანი პერიოდი 1-ლი დეკემბრიდან დაიწყება. საბოლოოდ კი, სამი ქალაქიდან ერთ-ერთი ქალაქი მოიპოვებს 300,000 ევრომდე დაფინანსებას საკუთარი სტრატეგიის განსახორციელებლად.

ღონისძიებას დაესწრებიან: ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე - ბ-ნი კატალინ გერმანი; შერჩეული ქალაქის მერები; პროექტის პარტნიორები და EU4Culture პროექტის წარმომადგენლები. ღონისძიება გაიხსნება მისასალმებელი გამოსვლებით და დაჯილდოების ცერემონიით, სადაც შერჩეული ქალაქების მერები ოფიციალურად მიიღებენ საგრანტო სერტიფიკატებს. ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართება კითხვა-პასუხის სესია მედიის წარმომადგენლებთან.

EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტია, რომლის მთავარი ფოკუსიც კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების არადედაქალაქ ქალაქებში. პროექტის მიზანია კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიის როლის გაზრდა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში. პროექტს ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), დანიის კულტურის ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრები და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.

გამოქვეყნებულია კულტურა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პროცესი დაიწყო. პროცესს ესწრება თავად ბრალდებული, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც.

„მინდა მოგმართოთ ქართველ ხალხს და დაგისვათ კითხვა, რამდენიმე დღე ვიარე თავისუფლად საქართველოში, მქონდა ადამიანებთან ურთიერთობის საშუალება ტყვედ აყვანის წინ და ვნახე, რომ ხალხი არის ძალიან დაღვრემილი და მოღუშული, ფაქტობრივად არ იღიმება, მინდა გკითხოთ ჩემო საყვარელო ხალხო, არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნის სიამაყის განცდა, ტემპი რაიონული განვითარების, სიახლე და აღმშენებლობა სიყვარული და სითბო, არ მოგენატრათ გამარჯვების ზეიმი? თუ მოგენატრათ, ეს ყველაფერი, რაც ახლა ხდება, ერთად უნდა დავასრულოთ“, - ასე დაიწყო ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავისი მიმართვის სიტყვა. 

საქმეს კოლეგია განიხილავს სამი მოსამართლის შემადგენლობით.

ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, ყველა მედიასაშუალებას მიეცეს სასამართლო სხდომაზე დასწრებისა და სხდომის პირდაპირ ეთერში გადაცემის შესაძლებლობა. ამასთან, ადვოკატი შოთა თუთბერიძე სასამართლო სხდომის სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ტრანსლირებას ახორციელებდა, რის შესახებ მოსამართლისგან გაფრთხილება მიიღო და ტრანსლირება შეწყვიტა.

სხდომას ესწრებიან მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, ასევე – ხატია დეკანოიძე და ეკა ხერხეულიძე.

სასამართლოს შენობასთან იმყოფებიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები. ადგილზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

დღევანდელი სასამართლო პროცესი 7 ნოემბრის საქმეს ეხება. 7 ნოემბრის აქციის დარბევის, „ტელეიმედში“ შეჭრისა და მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება წარდგენილი აქვთ მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედი“-ს დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

გამოქვეყნებულია სამართალი

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში ამ დღეებში გაავრცელა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, კიდევ ერთხელ, იმედგაცრუებულია, რომ პარლამენტი განაგრძობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს სასამართლო რეფორმის წინა ტალღების დამოუკიდებელი შეფასების დასრულებამდე, რაზეც პარლამენტის ლიდერები შეთანხმდნენ. ჩვენ ასევე ვწუხვართ, რომ მოსამართლეების დანიშვნა მიმდინარეობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების მონაწილეობის გარეშე. მაშინ, როდესაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და პარლამენტმა ნაჩქარევად წარმართა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი გასული წლის განმავლობაში, არანაირი ქმედება არ განხორციელებულა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს თანამდებობები თვეების განმავლობაში ვაკანტურია. ქართველ ხალხს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების მეშვეობით უნდა ჰქონდეს ხმა ამ გავლენიანი და მნიშვნელოვანი მოსამართლეების შერჩევისას, რომლებიც უვადოდ გამწესდებიან მოსამართლეებად უზენაეს სასამართლოში. დამოუკიდებელი ხმების გამოთიშვა ამ პროცესიდან კიდევ უფრო აძლიერებს შთაბეჭდილებას, რომ მოსამართლეების დანიშვნა უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და მიუკერძოებლობის გარეშე.

უზენაესი სასამართლოს შემდგომი მოსამართლეების დანიშვნამდე, ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ პარლამენტს, პრიორიტეტი მიანიჭოს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი არამოსამართლე წევრების დანიშვნას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და 2022 წლის გაზაფხულამდე დაასრულოს რეფორმის წინა ტალღების დამოუკიდებელი შეფასება. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვათა დახმარებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო განხორციელდა. საქართველოს უახლოესი პარტნიორები და მხარდამჭერები, ასევე, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები თანხმდებიან, რომ უნდა გაგრძელდეს სასამართლო რეფორმა. ახლა მიზანი უნდა იყოს მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და დამსახურებაზე დაფუძნებული სასამართლო სისტემის შექმნა, რომლის მიმართაც ქართველ ხალხს ექნება სრული ნდობა და რომელიც უზრუნველყოფს სრულ მონაწილეობას მრავალი კვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლისა და იურისტისა, რომელიც პატიოსანი საქმიანობით ემსახურება კანონის უზენაესობის განმტკიცებას", - ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.

გამოქვეყნებულია სამართალი

ავსტრალიაში კატების ქუჩაში გასვლა აიკრძალა. აკრძალვა ძალაშია მთელი დღის განმავლობაში ვიქტორიას შტატებში, სამხრეთ ავსტრალიასა და დედაქალაქის ტერიტორიაზე. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

მათი ინფორმაციით, ზოგიერთ რეგიონში აკრძალვა მხოლოდ ღამის საათებში იქნება. კატებს შეეძლებათ თავისუფლად გადაადგილება მხოლოდ მათი პატრონის სახლების საზღვრებში. მიღებული გადაწყვეტილებით, ქუჩაში გამოსულ კატებს დაიჭერენ. მფლობელებს კი თავიანთი კატების დასაბრუნებლად 125 ავსტრალიური დოლარის (AUD) ჯარიმის სახით გადახდა მოუწევთ.

ცნობისათვის, ავსტრალიაში 3 მილიონ 800 ათასი შინაური კატაა. ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ეს კატები ყოველდღიურად 1 მილიონ 200 ათას ფრინველს კლავენ.

გამოქვეყნებულია მსოფლიო
დღეს, სოჭში გამართულ გრან პრის მეექვე ეტაპზე მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდა მამაკაცებს შორის, სადაც ერთდროულად ორი ქართველი სპორტსმენი მორის ყვითელაშვილი და სენიორების ეტაპების დებიუტანტი ნიკა ეგაძე მონაწილეობდა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
საკმაოდ მაღალი კონკურენციის პირობებში, დაძაბული ორდღიანი ასპარეზობის შემდეგ, ორი პროგრამის ჯამში, 266.33 ქულით სოჭის ეტაპის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელი ქართველი მოციგურავე მორის ყვითელაშვილი გახდა. ამ რანგის ტურნირზე მოპოვებული ოქროს მედალი, რომელშიც მონაწილეობდა 8 ქვეყნის რეიტინგული 12 მონაწილე, პირველი შემთხვევაა საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში.
თავისუფალ პროგრამაში შესრულებული სამი ოთხმაგი ნახტომი, პროგრამის მხატვრული წარმოდგენა და სრიალის ხარისხი მსაჯების მიერ შეფასდა მაღალი ქულებით და მსოფლიო რეიტინგულ ნუსხაში მორის ყვითელაშვილი წამყავნ პოზიციაზე აღმოჩნდა ევროპის ჩემპიონატისა და ოლიმპიური თამაშების წინ.
მოკლე პროგრამაში წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ, ურთულესი ტექნიკური ელემენტებით დატვირთული თავისუფალი პროგრამა წარმოადგინა სენიორების დებიუტანტმა ნიკა ეგაძემ, რომელმაც ორი ოთხმაგი ნახტომითა და სხვადასხვა სირთულის სამმაგი ნახტომებით შეძლო ჯამში 159,82 ქულის დაგროვება და თავისუფალ პროგრამაში მე-7 პოზიციის ჩვენება, ჯამში კი 210.17 ქულით მე-11 ადგილით დაასრულა ტურნირი.
ამასთან, ნიკას მიერ პროგრამის ტექნიკურ ნაწილში მიღებული 89.18 ქულა მეორე შედეგი აღმოჩნდა შეფასების ამ სეგმენტში. ვულოცავთ ქართველ მოციგურავეებს ამ ღირსეულ გამოსვლას , რაც კიდევ ერთი დასტურია ქართველი მოციგურავეების მზაობისა ევროპისა და ოლიმპიური თამაშების
წინ.
გამოქვეყნებულია სპორტი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური