Items filtered by date: ხუთშაბათი, 11 ნოემბერი 2021 - NEWSDAY GEORGIA

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების განვითარებას და ამის ნათელი მაგალითია ყვარლის ევროკლუბი. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა დღეს, ყვარელში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი ყოველთვის მხარს დაუჭერს ანალოგიურ პროექტებს, რომლებიც მიმართულია საქართველოს ევროპასთან დაახლოებისაკენ. „ყვარლის ევროკლუბი 2 წლის გახდა და ჩემთვის დიდი პატივია იმის ნახვა, რომ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი პროექტი წარმატებით ვითარდება“, - აღნიშნა კ. ჰარცელმა.

ყვარლის ევროკლუბის 2 წლის საიუბილეო ღონისძიებაში, რომელიც თელავში, კორპორაცია "ქინძმარაულის" ღვინის სახლში გაიმართა, აგრეთვე მონაწილეობდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის მაღალი რანგის წარმომადგენლები: ნიდერლანდების, ავსტრიის, საფრანგეთის, თურქეთის და ნორვეგიის ელჩები და ესპანეთის საელჩოს ატაშე საქართველოში. გარდა ამისა, ღონისძიებაში მონაწილეობდა, მისი უშუალო მხარდამჭერი, კორპორაცია "ქინძმარაულის" გენერალური დირექტორი ნუგზარ ქსოვრელი.

ყვარლის ევროკლუბი 2019 წლის ნოემბერში, ევროკავშირის საკომუნიკაციო პროგრამის, ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს (EU NEIGHBOURS east) მხარდაჭერით დაარსდა. მისი დამაარსებელია ახალგაზრდა ევროპელი ელჩი ნიკა გურინი, რომელმაც თავის მშობლიურ ქალაქში მოქალაქეთა გაძლიერების სურვილით, ახალგაზრდული სადისკუსიო სივრცე გახსნა დევიზით - ილიას გზით ევროპისკენ. დღეს ევროკლუბი ასევე აერთიანებს ფრანგულ კუთხეს და ამერიკულ წიგნების თაროს, რომელიც ამერიკული კუთხეების ქსელის ნაწილია. 

ყვარლის ევროკლუბის მთავარი მიზანია, დასავლური ღირებულებების გავრცელება და ადგილობრივი მოსახლეობის გაძლიერება. დღეისათვის ევროკლუბს 1200-ზე მეტი პირდაპირი ბენეფიციარი ჰყავს, რომელთაც უკვე ისარგებლეს ინგლისური ენის უფასო კურსებით, პროფესიული გადამზადების კურსებით, ღია ბიბლიოთეკებით და მონაწილეობა მიიღეს აქტივიზმის კინოკლუბის დისკუსიებში. გრძელვადიან პერსპექტივაში კი, ევროკავშირის მხარდაჭერით, ევროკლუბის გამოცდილების გაზიარება და მსგავსი სივრცეების გახსნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, კერძოდ აჭარაში იგეგმება.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივა წარმოადგენს არაპოლიტიკურ, ნებაყოფლობით, ქმედით საკომუნიკაციო ქსელს, რომელიც ხელს უწყობს კავშირების და მეგობრული ურთიერთობების დამყარებას აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთის, უკრაინის წარმომადგენელ ახალგაზრდებსა და მათ თანატოლებს შორის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და გაერთიანებულ სამეფოში. ამ ქსელის მიზანია მოსახლეობის უკეთ ინფორმირება ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ მის აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებთან, ამ თანამშრომლობის რეალური შედეგების დემონსტრირება, პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობა სხვადასხვა საკითხზე, სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერების მხარდაჭერა და ერთობლივი საქმიანობა უკეთესი მომავლისათვის.

 აღსანიშნავია ისიც, რომ ყვარლის ევროკლუბის 2 წლის საიუბილეო ღონისძიება, ყვარელში, კორპორაცია "ქინძმარაულის" ღვინის სახლში გაიმართა. ღონისძიება საიბილეო ტორტის გაჭრით დასრულდა, რომელსაც თან ახლდა კორპორაცია "ქინძმარაულის" საუკეთესო ღვინის ჯიშებისგან დამზადებული არაჩვეულებრივი არომატის მქონე სასმელები.

ავთანდილ ოთინაშვილი

ფოტოების ავტორი: თორნიკე ზიზიაშვილი / ევროკავშირი

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური