Items filtered by date: ორშაბათი, 04 ოქტომბერი 2021 - NEWSDAY GEORGIA

თუ ადამიანი კარგავს გრძნობებს, ვერ ხედავს, არ ესმის, ვერ გრძნობს, არ უყვარს არ განიცდის, ის მკვდარია, არა?

როდესაც თითქმის ერთი თვის წინ დამირეკეს და მითხრეს, მშვიდობაზე ხომ არ დაწერდიო  - რატომღაც სრულიად დარწმუნებით ვუპასუხე- რა პრობლემაა-კი-მეთქი. მას მერე ვეკითხები ჩემს თავს: რატომ, რატომ, რატომ არ ვწერ? მშვიდობა, მშვიდობის მშენებლობა, ქალები, ქალთა გაძლიერება, ქალთა მონაწილეობა-ეს ხომ ისაა, რითიც უკვე 20 წელზე მეტია ვცხოვრობ, რაც ჩემი ძირითადი საქმიანობაა (წარმატებული თუ წარუმატებელი, ეს უკვე სხვა თემაა), ყოველდღიური ფიქრია.

მივხვდი, რომ ყველაფერი იწერება გონებაში, იქვე თავში მუშავდება და მერე . . .  მერე შენ უნდა შეეცადო ეს გადამუშავებული გადმოიტანო. .

ვცდი . . .

80-იანი წლებში,  უმაღლეს დამთავრებული დავბრუნდი ჩემს ქალაქში, დავიწყე მუშაობა, სილაღე არ მაკლდა და სუფრებიც გაუთავებელი იყო. . .  პირველი სადღეგრძელოებიც მშვიდობას რომ ეძღვნებოდა-სასაცილოდ არ გვყოფნიდა. ჩვენი ცხოვრება ხომ ასეთი ლამაზი და უდარდელი იყო. ომი და მშვიდობა სრულიად არარეალურ ცნებებად მიმაჩნდა მანამ, სანამ 90-იანი წლების პირისპირ არ დავდექი.  

ჭურვები, თვითმფრინავები, ცაზე გირლიანდები, აქეთაა სროლა თუ იქეთ მხარეს - ჩვენსკენ თუ ჩვენები -ჩემი ყოველდღიურობა გახდა. მეცინება, როდესაც მახსენდება ჩემი უმცროსი ძმის იმდროინდელი დარიგება: თუ დაინახე, რომ თვითმფრინავი პიკეტზე მოდის, ეს ნიშანია, რომ ჭურვებს ჩამოყრის, -შენ უნდა ჩაწვე თუნდაც სულ პატარა ორმოში, რაზეც გაოცებულმა ვკითხე: მე რომ დამეცეს-მეთქი? რას იზამ, ესე იგი ასეთია შენი ბედიო.

მერე? მერე თბილისში-დედაჩემის ქალაქში ჩამოსვლა, ჩემი სტუდენტობის და სილაღის ქალაქში დაბრუნება,  წყენა ყველანაირ გართობაზე, რადგან ჩვენ, დევნილებს,  არ გვილხინდა, არ გვექეიფებოდა, არაფერი გვეხალისებოდა.

არ მინდოდა დაჯერება/გაგება, რომ თბილისსაც  უჭირდა, თბილისსაც შიოდა, თბილისსაც არ ექეიფებოდა. უდიდესი ტკივილი არ მაძლევდა იმის ძალას, რომ  ეს ყველაფერი აღმექვა.

ნელ-ნელა ვიწყებდი რაღაცების დანახვას, ერთმანეთის მოკითხვას, გვერდში დადგომას. სოხუმში, ჩვენს ლაბორატორიაში მუშაობდა ერთი ძალიან კარგი აფხაზი გოგო, რომელმაც ყავის სმისას, დისკუსიის დროს მითხრა: ეს აფხაზური მიწაა და ვისაც არ მოგწონთ-ენგურს იქეთ მიბრძანდითო. ჰოდა, ამ გოგომ ჩვენი სხვა თანამშრომლის მეშვეობით სამძიმარი შემომითვალა ჩემს ოჯახში დატრიალებულ უბედურებაზე . მე კი, მე კი შევუთვალე: გადაეცით, ენგურს გაღმა ვართ ყველანი -მეთქი. დღესაც, 28 წლის შემდეგ მრცხვენია ამ სიტყვების. ალბათ მასაც არ მოსწონს თავისი მაშინდელი ნათქვამი, ისიც აღარაა სოხუმში, ისიც დევნილია სხვა ქვეყანაში. . .

მგონია, ჩვენს შვილებს უნდა ვუამბოთ მეტი, მოვუყვეთ საუკეთესო ამბებზე, მოვუყვეთ/ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები. უნდა ვიყოთ სანდოები, ძლიერები, ეკონომიკურად და სულიერად, უნდა გვინდოდეს და შეგვეძლოს ერთმანეთის მოსმენა, უნდა შეგვეძლოს მიტევება.

ჩემმა სოხუმელმა მეგობარმა, რომელიც დღემდე აფხაზეთში ცხოვრობს, რომლის დამსახურებაა, რომ სამსახურის ბიბლიოთეკა დღეს აქ მაქვს, ტელეფონით ერთხელ მითხრა: „Марусенька, я очень скучаю без тебя, но я боюсь войны“.

მეც მეშინია ომის!

ამ ბოლო დროს ხშირად მეფიქრება იმაზე, თუ რატომ უნდა უნდოდეთ ახალგაზრდებს აფხაზეთში დაბრუნება?

რა მოტივი შეიძლება ამოძრავებდეთ? რა მისცემს მათ მიკუთვნებულობის განცდას? მისამართი, რომელიც დევნილის მოწმობაშია? მერე? მერე, როდესაც ჩემი თაობა წავა და ალბათ სახლში დაბრუნების დროც დადგება, რა ექნებათ მათ-ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს იმის დასტურად, რომ აფხაზეთელები ან ცხინვალელები არიან . . . ჰოდა ესეც საფიქრალია. . .

ვფიქრობ, რა არის საჭირო იმისათვის, რომ სამშვიდობო პროცესებში ქალთა რეალური ჩართულობა გაიზარდოს..

მარინა ფოჩხუა

ქალთა ასოციაცია"თანხმობის" თანადამფუძნებელი,

სატრენინგო მიმართულებისა და ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელი

გამოქვეყნებულია საზოგადოება

სამი ადამიანი დაიღუპა მოსკოვთან ახლოს ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად. ამის თაობაზე "TRT-ქართული" იუწყება.

მათი ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადების თანახმად, რობინსონ R-44 ტიპის სამოქალაქო ვერტმფრენი მოსკოვის მახლობლად, ქალაქ ლიტკარინოს მიმდებარედ ტყეში ჩამოვარდა.

ვერტმფრენში მყოფი სამივე ადამიანი ადგილზე დაიღუპა.

ვარაუდობენ, რომ ავიაკატასტროფა მოხდა ტექნიკური გაუმართაობის და პილოტაჟის შეცდომის გამო და მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით და გაეროს მოსახლეობის ფონდის ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური