Items filtered by date: ოთხშაბათი, 13 ოქტომბერი 2021 - NEWSDAY GEORGIA

2021 წლის 11 სექტემბერს გადაღებულ ფოტოზე ჩანს 30-დღიანი ცერემონიის დაწყებამდე საკონფერენციო დარბაზი, სადაც გაეროს  ბიომრავალფეროვნების კონვენციის მე-15 სხდომა უნდა გაიმართოს კუნმინში. ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთი, იუნანის პროვინცია. (ლიან ცჟიქიანის ფოტო/სინჰუა)

 

ჩინეთი მხარს უჭერს და წვლილიც შეაქვს ბიომრავალფეროვნების დაცვის საქმეში და მისი ფილოსოფია ეკოლოგიურ ცივილიზაციაში „ყველა სახელმწიფოსთვის გარდამტეხია გლობალურ ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული მიზნების მიღწევის გზაზე“ - ვკითხულობთ გაეროს მიერ  გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ეკოლოგიური ცივილიზაცია საინტერესო ცნებაა. და რატომაა საინტერესო? იმიტომ, რომ ის საზოგადოებასა და ბუნებას შორის ურთიერთობას აკვირდება“, - აცხადებს ელიზაბეთ მარუმა მრემა, ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის აღმასრულებელი მდივანი.

ეს ცნება წარმოადგენს „ბიომრავალფეროვნების ძირითად მიმართულებას სექტორებსა და განყოფილებებს შორის, რაც ყველა სახელმწიფოსთვის გარდამტეხია გლობალურ ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული მიზნების მიღწევის გზაზე“, - აღნიშნა მან „სინჰუასთან“ ამასწინანდელ ინტერვიუში.

ელიზაბეთ მარუმა მრემა ბიომრავალფეროვნების კონვენციის გაეროს წევრების მეთხუთმეტე კონფერენციაში (COP15) მონაწილეობის მისაღებად, სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, ქალაქ კუნმინში ჩავიდა.

მისი თემაა: „ეკოლოგიური ცივილიზაცია - საერთო მომავლის მშენებლობა დედამიწაზე სიცოცხლის ყველა ფორმისთვის“. შეხვედრა პირველი გლობალური კონფერენციაა, რომელიც ეკოლოგიური ცივილიზაციის საკითხზე გაერომ მოაწყო.

შეხვედრის პირველი ნაწილი 11 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც მონაწილეებმა განიხილეს „2020-ის შემდგომ გლობალური ბიომრავალფეროვნების ჩარჩო-ხელშეკრულება“, რათა მომავალში ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებელი გეგმა დეტალურად შეიმუშაონ. მეორე ნაწილში, რომელიც საკუთრივ 2022 წლის პირველ ნახევარში შედგება, ღრმა და ყოვლისმომცველი მოლაპარაკებები გაიმართება ამბიციური და პრაქტიკული გეგმების გახორციელების თაობაზე.  

 

2021 წლის 26 აგვისტოს გადაღებულ ფოტოსურათზე ჩანს ძედუნის ტბა, გუან ეგოის ეროვნულ ტყე-პარკში. ლუნანის ტანჩანის ოლქი, ჩრდილო-დასავლეთი ჩინეთი, განსუს პროვინცია. (სინჰუა/მა ქსიპინ)

 

„ჩარჩო-ხელშეკრულება „ბიომრავალფეროვნების კონვენციის“ მიზნებს ჩაანაცვლებს, რომლითაც ბოლო 10 წელიწადი ვხელმძღვანელობდით, - აღნიშნა მან.

ელიზაბეთ მარუმა მრემას იმედი აქვს, რომ შეხვედრის პირველსავე ნაწილში კუნმინის დეკლარაციას მიიღებენ, რომელიც, მისივე თქმით, „ბიომრავალფეროვნების დაცვის მნიშვნელობას იმპულსს მისცემს“ და წარმოაჩენს, რომ „ბიომრავალფეროვნების დაკარგვა არ მოგველის“.

გასული ათწლეულების განმავლობაში ჩინეთი ბიომრავალფეროვნების ძლიერი დამცველი იყო და დღის წესრიგში სერიოზული წვლილიც შეჰქონდა, - დასძინა ელიზაბეთ მარუმა მრემამ.

მისივე განცხადებით, ჩინეთი ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელიც ბიომრავალფეროვნების კონვენციის მონაწილე გახდა. მან კონვენციის ორი პროტოკოლის - კარტახენის ბიოუსაფრთხოების პროტოკოლისა და ნაგოიის მოგების ერთობლივი გამოყენების პროტოკოლის - რატიფიცირებაც მოახდინა.

მეტიც, ჩინეთი ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი ქვეყანაა კონვენციის და პროტოკოლების ბიუჯეტებისთვის, განსაკუთრებით, 2019 წლიდან, - ამბობს ელიზაბეთ მარუმა მრემა.

COP15 კონფერენციის მასპინძლობით ჩინეთმა კიდევ ერთხელ მოახდინა დემონსტრირება, რომ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების საქმეში მას ლიდერის პოზიცია უკავია, - ხაზი გაუსვა მან.

ელიზაბეთ მარუმა მრემა ასევე აღიარებს ჩინეთის მიერ ბოლო ათწლეულებში გატარებული ღონისძიებების მნიშვნელობას, რომელთა მიზანსაც ბიომრავალფეროვნების დაცვა და შენარჩუნება წარმოადგენდა, და ამბობს, რომ გაწეული საქმიანობა შესანიშნავი მაგალითია იმისა, რომლის მიბაძვაც ურიგო არ იქნებოდა სხვა ქვეყნების მხრიდან და რომლიდანაც ბევრი რამის სწავლა შეიძლება.

„ჩინეთის მთავრობა არ ცვლის გრძელვადიან მიდგომას ბიომრავალფეროვნების დაკარგვის შეჩერებისა და უკან შემობრუნების საქმეში. ამ მხრივ ის მრავალფეროვან დისციპლინურ მიდგომებს იყენებს, რაც სოციალურ-ეკონომიკურ სირთულეებთან გასამკლავებლად ნაცადი ხერხია; იყენებს პოლიტიკურ მიმართულებასაც, მათ შორის, ეკოლოგიურ წითელ ხაზებს და ქმნის მოქნილ გარემოს, რომელსაც მომავალში ზეგავლენებთან და შოკებთან გამკლავების უნარი ექნება“, - ამბობს ელიზაბეთ მარუმა მრემა.

 


ამ ანტილოპების (ტიბეტური) ერთ-ერთი სახეობა ასევე შემჩნეულია კუკუშილის ეროვნულ ნაკრძალში, ჩრდილო-დასავლეთი ჩინეთი, ცინხაის პროვინცია. 2021 წლის 20 აპრილი. (სინჰუა/უ განი)

 

„და ჩინელების წარმოდგენა ბუნებისა და ადამიანის ერთიანობაზე, იმედი გვაქვს, სხვა ქვეყნებისთვის კარგი მაგალითი იქნება მისაბაძად, - დასძენს იგი.

ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე საუბრისას ელიზაბეთ მარუმა მრემა აღნიშნავს, რომ მიმდინარე კოვიდპანდემია უმთავრესია, რომელიც გავლენას ჩვენს ჯანმრთელობაზეც ახდენს და ბიომრავალფეროვნებაზეც.

2019 წელს გამოქვეყნებულ გაეროს ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ბიომრავალფეროვნების დაკარგვას ხუთი პირდაპირი ფაქტორი განაპირობებს: ზღვისა და მიწის შემადგენლობის ცვლილება, ორგანიზმების პირდაპირი გამოყენება, დაბინძურება და უცხო სახეობების ინვაზია.

ბიომრავალფეროვნების დაკარგვის აღსაკვეთად, ელიზაბეთ მარუმა მრემას აზრით, მთელმა მსოფლიომ ქმედითად უნდა დაიცვას ხმელეთი და ოკეანეები, უზრუნველყოს მტკიცე მოხმარება და წარმოება, უზრუნველყოს ყველა სექტორის ჩართულობა გარემოსდაცვით საქმიანობაში და გააძლიეროს თანამშრომლობა ხელისუფლებებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის.

„ბუნებასთან ჰარმონიული ურთიერთობის დასამყარებლად ჩვენ გვეკისრება პასუხისმგებლობა გარდამტეხ ქმედებებზე. ისღა დაგვრჩენია, რომ ბუნებასთან მიდგომა შევცვალოთ, - დასძინა ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის აღმასრულებელმა მდივანმა ელიზაბეთ მარუმა მრემამ.

სტატია მომზადებულია ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო „სინჰუას“ მასალის მიხედვით.

 

 

გამოქვეყნებულია ჩინეთი

2021 წლის 7 ივლისს გადაღებულ აეროფოტოზე ჩანს ცაოჰაის ეროვნული ნაკრძალი ი-ჰუი-მიაო-უეინინის ავტონომიურ ოლქში, ჩინეთის სამხრეთით, გუიჯოუს პროვინციაში (სინჰუა/დაო ლიანი) 

 

ჩინეთმა განაცხადა, რომ დაასრულა ეკოლოგიის დაცვის მიზნით „წითელი ხაზების“ გავლება მთელი ქვეყნის მასშტაბით; ამ ხაზებში გარემოს დაცვითი საქმიანობისთვის სახელმწიფოს თითქმის 25 პროცენტი ტერიტორიაა მოქცეული.

დასაცავად გამოყოფილი არეალი მოიცავს ეკოლოგიურად ფუნქციურ, მგრძნობიარე ზონებსა და მოწყვლად ტერიტორიებს, ასევე ბიომრავალფეროვნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რეგიონებს.

გარემოს დაცვის თვალსაზრისით, ჩინეთის ერთ-ერთი ინსტიტუციური ხასიათის ინოვაცია, ეროვნული მასშტაბის ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპის სტრატეგია 2017 წელს იქნა წარმოდგენილი, რომელიც ეკოლოგიური ცივილიზაციის განვითარებას ისახავს მიზნად.

 

ეკოუსაფრთხოების სამაშველო რგოლი

სახელმძღვანელო პრინციპის მიხედვით, დამცავ წითელ ხაზში მოქცეული ზონა იმ არეალს მიეკუთვნება, რომელსაც ეკოლოგიურად სასიცოცხლო ფუნქციები აკისრია და საიმედოდ უნდა იყოს დაცული.

სახელმძღვანელო პრინციპში ხაზგასმულია, რომ ამ წითელ ხაზებს „არსებითად, სამაშველო რგოლის ფუნქცია აკისრია“ ჩინეთის ეკოუსაფრთხოებისთვის.

ხაზგასმულია, რომ წითელი ხაზებით შემოსაზღვრული ზონები მოიაზრებს წყალსაცავებს, დაცულ ბიომრავალფეროვნებას, წყლისა და მიწის დაცვას, უდაბნოს ქვიშის გამყარებას და სანაპირო ეკოლოგიის სტაბილიზაციას. ასევე მოიცავს ეკოლოგიურად მგრძნობიარე და მყიფე რეგიონებს, სადაც ნიადაგის ეროზია და გაუდაბნოება მიმდინარეობს.

ჩინეთი წითელი ხაზების სხვადასხვა სტრატეგიას ხშირად აღნიშნავს და ეს სტრატეგია მას ჩართული აქვს ერთიანი ხუთწლედის საერთო გეგმაში.

განვითარების გეგმის თანახმად, წითელი ხაზების გავლება ქვეყანაში ეკოუსაფრთხოების ბარიერების ქსელის გაუმჯობესების ნაწილია. გეგმა ასევე მოიაზრებს ეროვნული მასშტაბის გატყიანების კამპანიის დაწყებასა და „სატყეო მეურნეობის უფროსის“ სქემის დანერგვას.  

 

2021 წლის 27 ივნისს გადაღებულ აეროფოტოზე ჩანს საიჰანბას ეროვნული ტყე-პარკი ჩენდეში, ჩრდილოეთ ჩინეთის ხებეის პროვინციაში. (სინჰუა/იან შიივაო)

 

უფლებები და ვალდებულებები

სახელმძღვანელო პრინციპი წითელი ხაზების მართვისა და რეგულაციის წესების მკაცრად დაცვისკენ მოგვიწოდებს. ის ადგილობრივი ხელისუფლებისგან დაჟინებით მოითხოვს გარემოს დაცვასა და აღდგენას ადგილობრივი ეკოპირობების გათვალისწინებით და ამ წესების დანერგვისას მნიშვნელოვანი სახეობებისთვის პრიორიტეტის მინიჭებას.

სახელმძღვანელო პრინციპის თანახმად, წითელ ხაზებში სამშენებლო და სამრეწველო საქმიანობა აკრძალულია, თუკი ამით ადგილობრივ ეკოლოგიას ზიანი მიადგება. ის ასევე კრძალავს მიწის გამოყენების წესში თვითნებურ ცვლილებებს.

წითელი ხაზები კონცენტრირებულია ჩინეთის ეკომგრძნობიარე და მოწყვლად რეგიონებში, მათ შორის, ცინხაი-ტიბეტის მთიანეთში, ცინლინის მთებში, მდინარეების იანძისა და ხუანხეს აუზებში.

ჩინეთის ჩრდილოეთში მდებარე უდიდესმა ეკოფუნქციურმა მხარემ, შიდა მონღოლეთის ავტონომიურმა რეგიონმა, თავისი ტერიტორიის ნახევარზე მეტი ეკოდაცვით ზონად გამოაცხადა და წითელ ხაზებში მოაქცია.   

ეს 596,900 კმ² ზონა, რეგიონის ეროვნული რესურსების მართვის ბიუროს  ცნობით, სათიბ-საძოვრებს, ტყეებსა და ჭარბტენიან ტერიტორიებს უჭირავს.

ბუნებრივი რესურსებით მდიდარმა შიდა მონღოლეთმა 182 სხვადასხვა დონის ბუნებრივი ნაკრძალი შექმნა და კიდევ მიწისა და გარემოს აღდგენის 24 გეგმა შეიმუშავა, რომლის მეშვეობითაც, ნახშირბადის შთანთქმა უნდა გაძლიერდეს და რესურსების ეკოლოგიური ღირებულება გაიზარდოს.   

 

ბიომრავალფეროვნების გაუმჯობესება

ეკოსისტემისა და საფრთხის წინაშე მდგარი ცხოველების დასაცავად, სახელმწიფომ ეროვნული პარკების სისტემის მოწყობა დაიწყო. შესაბამისად, უკვე მოწყობილია ათი საპილოტე ეროვნული პარკი გიგანტური პანდებისა და ციმბირული ვეფხვებისთვის. პარკებისთვის, საერთო ჯამში, 220,000 კმ² გამოიყო.

 

2021 წლის 28 მაისს გადაღებულ ფოტოზე ჩანს გიგანტური პანდა გარეული ცხოველების დასაცავად შექმნილ, ახალგახსნილ სამეცნიერო პარკში. ჩჟოუჩჟის მხარე, სიანი, შენსის პროვინცია ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში. (სინჰუა/ლი იბო)

 

ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის დამლევს ჩინეთში უკვე 11 800 სხვადასხვა ტიპის ბუნებრივი ნაკრძალი იყო მოწყობილი, რაც ქვეყნის ტერიტორიის 18 პროცენტს მოიცავს და, ბიომრავალფეროვნების კონვენციის თანახმად, ხმელეთის 17 პროცენტის ნაადრევად დაცვას ისახავს მიზნად.

ბიომრავალფეროვნების დაცვისა და გარემოს აღდგენის საკითხებში    ქვეყნის მტკიცე ძალისხმევის წყალობით, გაიშვიათებული და გადაშენების საფრთხის წინაშე აღმოჩენილი პოპულაცია თანდათანობით აღდგა. ციმბირული ვეფხვების, აზიური სპილოებისა და ჩინური ივეოსების რაოდენობა სწრაფად გაიზარდა.

ისეთი იშვიათი და გადაშენების პირას მისული სახეობები, როგორებიცაა გარეული გიგანტური პანდა, ორონგო და ირემი მილუ გაუმჯობესებულ გარემოში ბინადრობენ. სამინისტროს ინფორმაციით, გიგანტური პანდა გადაშენების პირას მისული სახეობების სიიდან უკვე ამოღებულია; ამ სახეობის 1800 წარმომადგენელი ველურ ბუნებაში ბინადრობს.

სტატია მომზადებულია ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო „სინჰუას“ მასალის მიხედვით.

 

 

გამოქვეყნებულია ჩინეთი

პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის დაანონსების შემდეგ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროც ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოს ვიზიტით ეწვევა, რაც ისტორიულ ვიზიტად შეიძლება შეფასდეს.
აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცესა და თანამშრომლობის მაღალ დონეს, საერთო ღირებულებებზე დამყარებული პარტნიორობის განსამტკიცებლად.
ხაზგასასმელია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნად ლოიდ ოსტინის დანიშვნის შემდეგ, მის მიერ ერთ-ერთი პირველი სატელეფონო ზარი საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან შედგა, სადაც ბატონმა ოსტინმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან, როგორც გამორჩეულ და საიმედო სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის დიდ მნიშვნელობას და გამოხატა მეტი ჩართულობის და პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა.
საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში და ხელს შეუწყობს სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებას.

გამოქვეყნებულია სამხედრო

მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში PSP-ს ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა. მომხმარებელს ახალ აფთიაქში გარანტირებული ხარისხის მედიკამენტების გარდა, ბავშვთა კვების, მოვლისა და ევროპული კოსმეტიკის ძალიან ფართო არჩევანი დახვდება ოჯახის ყველა წევრისთვის. ამასთან ისარგებლებენ ყველა შეთავაზებით, რომელსაც PSP საქართველოს მასშტაბით ყველა აფთიაქში სთავაზობს მომხმარებელს: ყველაზე დაბალი ფასები მედიკამენტებზე სამშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს; დამატებით 6%-იან ფასდაკლება PSP-ს ბარათის მფლობელებისთვის; ყოველი თვის 1-დან 7 რიცხვამდე სპეციალური შეთავაზებები ფრანგული ბრენდების კოსმეტიკურ პროდუქციაზე; „ბავშვთა დღეების“ ფარგლებში სხვადასხვა საბავშვო პრორუქციაზე- კვება, მოვლა, ჰიგიენა -განსაკუთრებულად სარგებლიანი შეთავაზებები; 60+ ასაკის მოქალაქეებისთვის ყოვედღე საუკეთესო ფასები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო საშაულებებზე და ა.შ.

„PSP-ში ევროპული გარანტირებული ხარისხის პროდუქტებზე ყველაზე დაბალი ფასებია და გვინდა ჩვენი ეს გზავნილი საქართველოს ყველა კუთხეში გადავცეთ ჩვენს მომხმარებელს. ამიტომ ქსელის განვითრებას მთელი საქართველოს მასშტაბით ვახორციელებთ, ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით. უკვე მუხრანის მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს ჩვენი სხვადასხვა საინტერესო შეთავაზებით. გარანტირებული ხარისხის მედიკამენტებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად ქსელის განვითარების პროცესი PSP-ს პანდემიის პირობებშიც არ შეუჩერებია. ოქტომბრის ბოლოს, კიდევ ერთ რეგიონში სადაც აქამდე PSP აფთიაქი არ ყოფილა, გაიხსნება ახალი აფთიაქი და უკვე წალკის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდება გარანტირებული ხარისხის ათეულ ათასობით მედიკამენტი და პროდუქტი. 2021 წელს უკვე გახსნილია 27 ახალი აფთიაქი. ქსელის გაფართოვების პროცესი კვლავ გრძელდება.“ - აცხადებენ PSP-ში.

#PSP ხარისხის გარანტი

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

როგორც პენტაგონში აცხადებენ, ამერიკის თავდაცვის მდივანი მომავალ კვირაში ევროპაში მიემგზავრება. ვიზიტის ფარგლებში ლოიდ ოსტინი საქართველოს, უკრაინას და რუმინეთს ეწვევა, ვიზიტს კი, ბრიუსელში თავდაცვის მინისტერიალზე დაასრულებს.

ლოიდ ოსტინის ვიზიტის დაწყების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

წყარო: https://1tv.ge/news/momdevno-kviras-saqartvelos-ashsh-is-tavdacvis-mdivani-ewveva/

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით და გაეროს მოსახლეობის ფონდის ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური