Items filtered by date: ორშაბათი, 11 ოქტომბერი 2021 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური სომეხ კოლეგას ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს და ქართველ ხალხს ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულ ადამიანთა გამო, კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
მხარეებმა განიხილეს "სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა", რომლითაც, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროში გამოვიდა. აღინიშნა, რომ ახალი სამშვიდობო ფორმატი ხელს შეუწყობს მშვიდობიანი კეთილმეზობლური ინიციატივის პერსპექტივებზე მსჯელობას, რომელშიც, სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებთან ერთად, საერთაშორისო პარტნიორებიც ჩაერთვებიან.
შეხვედრისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, საქართველომ გააგრძელოს აქტიური მედიაციის როლი, რათა უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და რეგიონი ეტაპობრივად გარდაიქმნას ახალი შესაძლებლობების, განვითარებისა და მშვიდობის რეგიონად.
ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელოვან თემებზე და იმსჯელეს ყველა იმ საკითხზე, რომელთა განხილვაც თბილისში ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტისას გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ერთიანი და ძლიერი საქართველოს მეფის დავით აღმაშენებლის მიერ მოჭრილი სპილენძის უნიკალური ქართული მონეტა ლონდონში, ბრიტანეთის მუზეუმშია დაცული. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ადმინისტრაციის იუწყება.

მათი ინფორმაციით, მონეტაზე გამოსახულია გვირგვინოსანი მეფე ბიზანტიურ საიმპერატორო სამოსში და მოცემულია მისი ტიტულატურა: "მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა". 

ეს უნიკალური მონეტა, რომელიც სავარაუდოდ, 1118 წელს, ქუთაისის ზარაფხანაში მოიჭრა, მოწმობს დავით მეფის მიერ ფულის რეფორმის გატარების ფაქტს. მეტიც, მან ქვეყნის გაერთიანება სუვერენული სახელმწიფოს უმაღლეს იურიდიულ დოკუმენტზე - ფულზე დააფიქსირა. 

აღნიშნული მონეტა მსოფლიოში მხოლოდ ერთ ეგზემპლარადაა ცნობილი. მონეტა British Museum - მა 1857 წელს ენისკილენის III გრაფისგან, უილიამ ქოულისგან შეიძინა.

 

გამოქვეყნებულია კულტურა

საქართველოს პროკურატურა სამძიმარს უცხადებს ბათუმში, კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს და ღრმა  მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის გამო. 
საქართველოს პროკურატურამ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია, ზ.ბ.-ს, ხ.ს.-ს და გ.ს.-ს ბრალდება წარუდგინა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის ოქტომბრის დასაწყისში, ზ.ბ. სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ შეუთანხმდა ფიზიკურ პირებს - ხ.ს.-ს  და გ.ს.-ს ქ. ბათუმში, 26 მაისის ქუჩა N13-ში მდებარე კორპუსის პირველ სართულზე მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინებში სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხოციელების თაობაზე, რაც ზემოხსენებულ ფართებში, როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქციების (კედლების) მოშლას მოიცავდა. 
2021 წლის 4 ოქტომბრიდან 8 ოქტომბრამდე დროის პერიოდში, ზ.ბ.-სთან შეთანხმებით და მის მიერვე ხელშეკრულების გარეშე აყვანილმა პირებმა - ხ.ს.-მ და გ.ს.-მ, სახელმწიფოსგან ყოველგვარი ნებართვის გარეშე, თვითნებურად აწარმოეს სამშენებლო სამუშაოები, რაც ყოველგვარი საინჟინრო და უსაფრთხოების წესების დარღვევით მინდინარეობდა, შესაბამისი საინჟინრო ცოდნის მქონე სპეციალისტის მონაწილეობის გარეშე. ბრალდებულებმა მოშალეს როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქცია (კედლები), რითაც დაირღვა საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა, რამაც გამოიწვია შვიდსართულიანი კორპუსის ნგრევა, რასაც შედეგად მოჰყვა ამავე კორპუსში მყოფი 9 პირის, მათ შორის სამი არასრულწლოვნის გარდაცვალება და უძრავი და მოძრავი ქონების განადგურება. 
პროკურატურამ დაკავებულებს - ზ.ბ.-ს, ხ.ს.-ს და გ.ს.-ს  ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის  მეორე ნაწილით წარუდგინა (სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და  მძიმე შედეგი გამოიწვია.).
პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების  მოთხოვნით,  ბათუმის საქალაქო სასამართლოს  კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ბრალდების მხარე დაზარალებულთა კანონიერი ინტერესების დასაცავად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ქმედებას განახორციელებს და აღნიშნული დანაშაულის მიმართ უმკაცრესი რეაგირება ექნება.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 11 ოქტომბერი 2021 09:40

11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძიშეინარჩუნეთ სიმშვიდე. ნუ აჰყვებით ენებს, პროვოკაციებს, ნუ გადაიღლებით. დაკავდით ყოველდღიური საქმით, ნუ შეეჭიდებით ნურაფერს ახალს. დღე საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ.

კუროშესაძლოა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ, ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ დილიდან პოზიტიური განწყობა შეიქმნათ. საღამოს კი განტვირთვა მოიწყვეთ.

ტყუპებიპირად-სასიყვარულო კუთხით საინტერესო დღეა, თუ თქვენს ადამიანთან შერიგებას აპირებთ, დღეს სწორედ კარგი დროა ამისთვის. მოერიდეთ საეჭვო კონტაქტებს. ფინანსური ოპერაციებისთვის კარგი დღეა.

კირჩხიბიდილიდან საქმიანი იქნებით, კარგად დაფიქრდით, შეიმუშავეთ თქვენეული ბრწყინვალე სტრატეგია სამოქმედოდ. მნიშვნელოვანი საქმეების გადასაწყვეტად დღე რეკომენდებული არ არის.

ლომიპროდუქტიული დღეა, მთავარია არ გადაამეტოთ, გადაანაწილეთ თქვენი ენერგია მთელ დღეზე, იყავით მეტად მსმენელის პოზიციაში, კოლეგებთან & ახლობლებთან მეტი გულისხმიერება გმართებთ.

ქალწულითქვენთვის ჩვეული დღეა. ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას. გონებრივი აქტივობა გამოხატულია, ამიტომ გამოჩინეთ თქვენი საფირმო დაკვირვებულობა.

სასწორიმოუსმინეთ შინაგან ხმას, გააკეთეთ ის რაც თქვენს ჭეშმარიტ მეს უნდა. ნუ განმარტოვდებით. ეცადეთ საქმეები მომდევნო დღეებისთვის გადადოთ, დღე კი მეგობრების კომპანიაში გაატარეთ.

მორიელიგადაანაწილეთ დრო მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად. იყავით სუფთა ქმედებებში & ზრახვებში. მეტი კონცენტრაცია გმართებთ საქმესთან დაკავშირებით.

მშვილდოსანისაკმაოდ კარგი დღეა როგორც პირადი ასევე საქმიანი სფეროსთვის. აკონტროლეთ თქვენგან გამავალი & შემომავალი ინფორმაციები. არ არის რეკომენდებული ხანგრძლივი მგზავრობა.

თხის რქაგათავისუფლდით არასასურველისგან, იქნება ეს კონტაქტები, ვალდებულებები, ორგანიზმის წმენდა თუ სხვა. მეტი ყურადღება დაუთმეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს.

მერწყულინუ გადაიტვირთებით, შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმიანობით, შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა, დღე საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარეთ. საინტერესო ფილმი & ერთი ჭიქა ღვინოც არ იქნება ურიგო.

თევზებიხასიათში მატულობს სიზარმაცე, პასიური ხდებით. გააფხიზლეთ გონება 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით და გაეროს მოსახლეობის ფონდის ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური