Items filtered by date: ორშაბათი, 25 იანვარი 2021 - NEWSDAY GEORGIA

2025 წელს ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ბაკურიანი უმასპინძლებს. ბაკურიანს მასპინძლის სტატუსი ოფიციალურად 26 ნოემბერს გამართულ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) 49-ე გენერალურ ასამბლეაზე მიენიჭა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" სათხილამურო ფედერაცის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ახალგაზრდა სპორტსმენთა კონტინენტური შეჯიბრებაა. პირველი ფესტივალი 1991 წელს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გაიმართა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პატრონაჟით. 1993 წელს, იტალიის დაბა აოსტამ ევროპის ზამთრის პირველ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლა.

შეჯიბრებაში მონაწილე ქვეყნების რაოდენობა ტურნირიდან ტურნირამდე იზრდება, ფესტივალი კი სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება. 2012 წლიდან ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები ოთხი წლის ინტერვალით ეწყობა.

პირველად საქართველომ ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიადას 2015 წელს უმასპინძლა, მოგვიანებით 2020 წლის თებერვალში ჩვენთან ჩამოვიდა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის (EOC) შემფასებელი კომისია, რომლის წევრებმაც მოინახულეს ბორჯომი და ბაკურიანი. კომისიის მიერ მომზადებულ შემაჯამებელ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ყველა სამთავრობო სტრუქტურა სრულ მხარდაჭერას უცხადებს ზამთრის 2025 წლის EYOF-ის პროექტს საქართველოში ზამთრის სპორტის სახეობებისა და ტურიზმის წარმოჩენის მიზნით“.

ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის უფლების მოპოვებისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ 2019 წლის 30 ივლისს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს. ამის შესახებ ოფიციალური განაცხადი ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებში (EOC) შეიტანეს.

COVID-19-ის გამო, ასამბლეა ონლაინ ფორმატში ჩატარდა. შეხვედრაზე ფესტივალის ბაკურიანში ჩატარების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ფორუმის ყველა დელეგატმა დაუჭირა მხარი.

გამოქვეყნებულია სპორტი

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 298 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 25 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.
„ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 868 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 686 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 182 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 298 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 253 816-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 311 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 243 396-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 071 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 298 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 107 შემთხვევა, აჭარა - 18, იმერეთი - 44, ქვემო ქართლი - 13, შიდა ქართლი - 19, გურია - 21, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 32, კახეთი - 26, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 323, საიდანაც: 3 223 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 623, აჭარაში - 226, იმერეთში - 611. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 706 პირი, მათ შორის, თბილისში - 317, აჭარაში - 55, იმერეთში - 171. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 195 პირი, მათგან თბილისში - 145, აჭარაში - 1, იმერეთში - 25. 402 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 203 - თბილისში, 131 - აჭარაში, 20 - იმერეთში. 3 698 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 515 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 205, აჭარაში - 107, ხოლო იმერეთში - 9.
სულ 6 ოქტომბრიდან - 24 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია - 21 871 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 18 709 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 11 364 პირი, აჭარაში - 1 125, იმერეთში - 1 846", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჩუქრად გადასცა ლაზერული მანძილსაზომი და რიგი საინჟინრო აღჭურვილობა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ დედაქალაქ თბილისში თავდაცვის სამინისტროში გამართულ გადაცემის ცერემონიაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს თავდაცვის ძალების სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი იოსებ ნიკოლეიშვილი და თბილისში თურქეთის საელჩოს სამხედრო ატაშე პოლკოვნიკი, ბურაკ ალთინერი.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ თურქეთს და საქართველოს მთავრობებს შორის ხელმოწერილი სამხედრო-ფინანსური თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში ქართული მხარისათვის გადაცემული ლაზერული მანძილსაზომის და საინჟინრო აღჭურვილობის ჩაბარების აქტს ხელი მოაწერეს ნიკოლეიშვილმა და ალთინერმა.

აქვე აღნიშნულია, რომ ტექნიკური აღჭურვილობა საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო და საინჟინრო დეპარტამენტებსს გადაეცემა და იგი ხელს შეუწყობს მათთვის დაკისრებული მოვალეობების ეფექტურად შესრულებას. ”საქართველო და თურქეთი თავდაცვის სხვადასხვა სფეროში დიდი ხანია ახორციელებენ მჭიდრო და წარმატებულ თანამშრომლობას” - ნათქვამია განცხადებაში.

თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ ასევე 2020 წლის 27 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადასცა 35 ერთეული BMC Neocity 8.5 მეტრიანი დიზელის ავტობუსი, 12 ერთეული დაჯავშნული მრავალფუნქციური ექსკავატორ-დამტვირთავი.

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური