Items filtered by date: ხუთშაბათი, 21 იანვარი 2021 - NEWSDAY GEORGIA
2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლომ დღეს გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.
 
· სასამართლოს დიდი პალატის მიერ ამ დარღვევების აღიარებით დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა.
· სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის.
· სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა სამოქალაქო პირების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევისათვის.
· სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისათვის და სხვა არაერთი დარღვევისათვის.
ეს ისტორიული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი ბერკეტია საქართველოსათვის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით კონფლიქტების მოწესრიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის, ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
 
შეგახსენებთ, რომ თავის მხრივ, რუსეთი ყველა ამ ბრალდებას დაუსაბუთებლად მიიჩნევს, რომელთაც, მათი თქმით, საქმის არსებითი განხილვისთვის საჭირო მტკიცებულებები არ ახლავს. რუსეთი აცხადებს, რომ თავდასხმები მის სამხედრო ძალებს არ დაუწყიათ და რომ მისი შეიარაღებული ძალები სამხრეთ ოსეთის მშვიდობიან მოსახლეობას საქართველოს თავდასხმისგან იცავდნენ.

2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული ამ სახელმწიფოთაშორისი სარჩელის გარდა, სტრასბურგის სასამართლოში განხილვის დაწყების მოლოდინშია, დაახლოებით, ორი ათასამდე ინდივიდუალური სარჩელი, რომლებიც ამავე ომს უკავშირდება.

გამოქვეყნებულია სამართალი

ამერიკის შეერთებულ შტატებში 3 ნოემბრის არჩევნების შემდეგ ახალმა ადმინისტრაციამ მოვალეობის შესრულება დაიწყო. ამის თაობაზე სააგენტო "TRT-ქართული" წერს.

მათი ინფორმაციით, არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და არჩეულმა პირველმა ქალმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა ფიცი დადეს და თავიანთი მოვალეობების შესრულება დაიწყეს.

ინაუგურაციის ცერემონიის დაწყებამდე ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი ვაშინგტონში მოციქულ წმინდა მათეს სახელობის ტაძარში მივიდნენ,საიდანაც კონგრესის შენობაში გადავიდნენ.

აქ კი თურქეთის დროით 20:00 საათზე ჯო ბაიდენმა აშშ-ს 46-ე პრეზიდენტის რანგში, ხოლო კამალა ჰარისმა 49-ე ვიცე-პრეზიდენტის რანგში ფიცი დადეს.

ახალმა პრეზიდენმა ფიცის დადების შემდეგ განაცხადა: „დღეს დემოკრატიის, ისტორიის და იმედის დღეა.“

მან გაავრცელა გზავნილი, რომ ქვეყანა სირთულეების გადალახვას „ერთიანობით“ შესძლებს.

”ჩვენ აღვადგენთ ჩვენს ალიანსურ ურთიერთობებს და კიდევ ერთხელ დავამყარებთ მჭიდრო კავშირებს მსოფლიოსთან.” - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

შემდეგ კი პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და მათი მეუღლეები სამხედროებს მიესალმნენ.  

საზეიმო კონტიგენტის მისალმება, რომელიც სამხედრო ტრადიციაა, სიმბოლოა ძალაუფლების ახალი მთავარსარდლისთვის მშვიდობიანად გადაცემისა.

სამხედრო ტრადიციაა, სიმბოლოა ძალაუფლების ახალი მთავარსარდლისთვის მშვიდობიანად გადაცემისა.

ჯო ბაიდენი მისალმების შემდეგ თეთრ სახლში გადავიდა, სადაც პრეზიდენტის რანგში პირველ გადაწყვეტილებებს ხელი მოაწერა.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური