Items filtered by date: სამშაბათი, 08 სექტემბერი 2020 - NEWSDAY GEORGIA

2020 წლის 7 სექტემბერს ვიდეოკონფერენციის ფორმატში შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის საუბარი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, რაშიდ მერედოვთან. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური იუწყება. 

შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში ურთიერთობების თემატიკა, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ლოგისტიკის, ტურიზმის სფეროებში და ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის განვითარების საკითხები.
 
მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობაზე საერთაშორისო სატრანსპორტო-სატრანზიტო დერეფნების ფარგლებში. კერძოდ, ხაზი გაესვა „ლაპის-ლაზულის“ და „შავი ზღვა - კასპიის ზღვის“ სატრანსპორტო მარშრუტების პროექტებთან დაკავშირებით, მრავალმხრივ ფორმატში მიღებული გადაწყვეტილებების რეალიზაციის მნიშვნელობას.
 
მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია, კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავების პროცესში მიღებული ზომებისა და არსებული ვითარების შესახებ.

მინისტრებმა აღნიშნეს, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე პანდემიით გამოწვეული უარყოფითი შედეგების მინიმიზაციის მიზნით, ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობა.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური