Items filtered by date: პარასკევი, 25 სექტემბერი 2020 - NEWSDAY GEORGIA

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) 2020 წლის პარლამენტის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრა გაიმართა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ მისიის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადებისა და საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე საქმიანობის შესახებ.

თამარ ჟვანიამ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო სტატისტიკური ინფორმაცია რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების, სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციების შესახებ. მან ასევე ისაუბრა პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებასთან დაკავშირებით მიღებული დადგენილებების შესახებ და აღნიშნა, რომ ცესკომ კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე შეიმუშავა. ცესკოს თავმჯდომარემ ასევე დეტალურად ისაუბრა ეუთო/ოდირის იმ რეკომენდაციების შესახებ, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ 2020 პარლამენტის არჩევნებისთვის გაითვალისწინა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც თამარ ჟვანიამ ყურადღება გაამახვილა, პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი იყო. მან აღნიშნა, რომ დოკუმენტი დაფუძნებულია საყოველთაოდ აღიარებულ საარჩევნო ეთიკის პრინციპებზე და მოიცავს სამართლიანი და ღირსეული კონკურენციის შესახებ ნორმებს, ამომრჩეველთა და მონაწილე პარტიათა უფლებების აღიარებას და პატივისცემას და ა.შ.

დღეს გამართულ შეხვედრაში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) პარლამენტის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ჯილიან სტირკი, მოადგილე ლუსინე ბადალიანი, მისიის წევრები არჩევნების ანალიტიკოსი პიტერ მიხალიკი და სამართლებრივი ანალიტიკოსი მარლა მორი მონაწილეობდნენ. საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან კი შეხვედრას ცესკოს თავმჯდომარესთან ერთად მისი მოადგილე გიორგი შარაბიძე, მდივანი გიორგი ჯავახიშვილი, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და პრეს-სპიკერი ესწრებოდნენ.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

თბილისის დამოკიდებულება ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ აზიანებს საქართველოს რეპუტაციას და ასუსტებს მის უსაფრთხოებას, განსაკუთრებით კიდევ ერთი ხმაურიანი დავის ფონზე უცხოელ ინვესტორთან

ბენჯამინ ზალინგერი, 2020 წლის 10 აგვისტო

ინვესტორებმა, რომლებიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის უკან დგანან, გასული თვის ბოლოს წამოიწყეს საარბიტრაჟო დავა საქართველოს მთავრობის წინაააღმდეგ, ბრალს სდებენ რა მას 2.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტის ჩაგდებაში.
საქართველოს ჭირდება პორტი. და მას თუ არ სურს ჩინური ვალის ტყვეობაში აღმოჩნდეს, უნდა შეწყვიტოს დასავლელ ინვესტორებთან კინკლაობა. პორტის პროექტთან დაკავშირებული საარბიტრაჟო სარჩელის შეტანამდე სულ რამდენიმე დღით ადრე თბილისს კიდევ ერთ უცხოელ ინვესტორთან დავაში მოუწია უკან დახევა ვაშინგტონიდან ზეწოლის გავლენით - საქმე ეხებოდა ფრონტერას - ამერიკულ ნავთობ-კომპანიას.
ანაკლიის ირგვლივ არსებული ცხარე დისკუსიის ასეთი ესკალაცია დარტყმას აყენებს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას - ორი მიზეზის გამო.
პირველ ყოვლისა, უკვე ნათელია რომ ანაკლია სწრაფად ვეღარ აშენდება; არბიტრაჟის პროცესი ხელს შეუშლის სახელმწიფოს ახალი ინვესტორის მოძიებაში. როგორც ქვეყნის პირველი ღრმაწყლოვანი ნავსადგური, ანაკლია უნდა ყოფილიყო უმთავრესი პუნქტი საქართველოს გეგმაში, რომლითაც ქვეყანა ევროპასა და აზიას შორის ტრანზიტულ ცენტრად უნდა ტრანსფორმირდეს - ეს არის სტრატეგია, რომლითაც გაიზრდება ვაჭრობა, საქართველო უფრო ღრმად ინტეგრირდება ევრო-ატლანტიკურ ეკონომიკურ სისტემასთან და საბოლოო ჯამში კი განთავისუფლდება რუსეთის გავლენისგან.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მეთაურთან დაპირისპირებული პირის მიერ დაფუძნებულმა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ (ADC) არბიტრაჟს მას შემდეგ მიმართა, რაც მთავრობამ მას ბრალი დასდო ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით ჩავარდნაში და იანვარში შეუწყვიტა კონტრაქტი. კონსორციუმი კი აცხადებს, რომ ინვესტიციების მოზიდვა მთავრობამ გახადა მისთვის შეუძლებელი.
ანაკლიის საგა ვნებს საქართველოს, როგორც ინვესტირებისთვის უსაფრთხო ადგილის რეპუტაციას და ამით აკნინებს საქართველოს უსაფრთხოებას. საქართველოს ოფიციალური პირები ამაყობენ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებებით და იმ რეიტინგით, რაც საქართველოს აქვს ბიზნესის წარმოების სიმარტივის თვალსაზრისით. უცხოური ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობა არა მხოლოდ ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს, არამედ ამყარებს კავშირებს ამერიკულ და ევროპულ ბიზნეს წრეებთან და აღარ ხდის ქვეყანას იძულებულს, რომ ახალი ინფრასტრუქტურის ასაშენებლად სესხები ჩინეთიდან აიღოს კაბალური პირობებით.
ჩინელი ინვესტორები უკვე აქტიურად არიან წარმოდგენილები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ქვანახშირის მოპოვება, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა და გზების მშენებლობა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ყოველთვის აცხადებდა, რომ მხარს უჭერს ანაკლიის პროექტს. თუმცა აღმოჩნდა, რომ კულისებს მიღმა ახდენდა პროექტის საბოტაჟირებას - როცა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს უარი უთხრა გარანტიების გაცემაზე და კონსორციუმის ყოფილი თავმჯდომარის წინააღმდეგ დაიწყო პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიება ფულის გათეთრების ბრალდებით. აშკარაა, რომ პირადი დაპირისპირება არსებობს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, საქართველოს დე-ფაქტო ლიდერ ბიძინა ივანიშვილსა და მამუკა ხაზარაძეს შორის, რომელმაც შექმნა საკუთარი პოლიტიკური პარტია.
ის ფაქტი, რომ ასეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი განვითარების გზას საშინაო პოლიტიკური დაპირისპირების გამო ასცდა, დადებითად არ აისახება საქართველოზე. უცხოური კომპანიები ნაკლებად დაინტერესდებიან საქართველოში ინვესტირებით, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რაც გრძელვადიან მხარდაჭერას მოითხოვს. ეს კი სერიოზული პრობლემა უნდა იყოს საქართველოსთვის, სადაც ოფიციალური სამთავრობო მონაცემების თანახმად, უცხოური პირდაპირი ინვეტიციების მოცულობა შემცირდა: 2014-2017 წლებში არსებული, წელიწადში საშუალოდ 1.8 მილიარდიდან 1.3 მილიარდამდე 2018 და 2019 წლებში.
დასავლელ ინვესტორებზე, ბიზნესსა და გადამზღვეველებზე წვდომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისა და უსაფრთხოებისათვის. მათ კი ისე ვერ მიწვდები, თუ არ იქნებიან დარწმუნებულები, რომ მათ სამართლიანად მოექცევიან. ინვესტორებს მხოლოდ კაპიტალი და ექსპერტიზა არ მოაქვთ; ისინი აკავშირებენ ქართულ და დასავლურ ბიზნესს, რაც თავის მხრივ პოლიტიკურ კავშირებს აძლიერებს. ანაკლიის ირგვლივ პრესაში გავრცელებული ნეგატიური ინფორმაცია საქართველოში ინვესტირებას გადააფიქრებინებს დასავლელ ინვესტორებს, ქვეყანა კი იძულებული იქნება არჩევანი გააკეთოს ნელი ტემპით ეკონომიკურ ზრდასა და ახალ მოკავშირეებთან თანამშრომლობას შორის.
აშკარა არჩევანი კი ჩინეთი იქნება, დიდი ჯიბეებით და მიდრეკილებით, რომ განახორციელოს ინვესტიციები დისფუნქციურ ქვეყნებში ევროპისკენ მიმავალ სავაჭრო გზაზე. და ეს არ არის მხოლოდ ჰიპოთეტური მსჯელობა. სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ აღნიშნა რაოდენ მნიშვნელოვანია ანაკლია იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკა განთავისუფლდეს რუსეთის და ჩინეთის ზეგავლენისგან. ჩინური ინვესტიციები საქართველოში იმავე პრობლემებს გააჩენს, რაც ყველგან სდევს მას თან - ვალის ხაფანგი, გაუმჭვირვალობა, პოლიტიკური ზეგავლენა.
სამეზობლოს გათვალისწინებით, საქართველო ჯერ კიდევ წარმატების ისტორიასთან ასოცირდება დემოკრატიისა და თავისუფალი მეწარმეობის თვალსაზრისით. ანაკლიასთან დაკავშირებული ფიასკო კი უკან გადადგმული ნაბიჯია. ქართველებმა უნდა გააცნობიერონ ის საფრთხეები, რაც მნიშვნელოვანი ინვესტიციების პოლიტიზირებას უკავშირდება. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ყველაზე კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ქართველებმა მხარი დაუჭირონ ანაკლიას და ქვეყნის კარი გაუხსნან უცხოურ ინვესტიციებს.
ამასობაში კი საქართველოს მეგობრებმა ვაშინგტონიდან ისეთი დახმარება უნდა გასწიონ, რაც პრინციპებს და არა ფავორიტიზმს ეფუძნება. აპრილში საქართველომ მოიგო არბიტრაჟი ფრონტერასთან, ამერიკულ ნაბთობკომპანიასთან, რომელიც, როგორც ჰააგის მუდმივმოქმედმა არბიტრაჟმა დაადგინა, არ იხდიდა ხელფასებს და არაკეთილსინდისიერად იქცეოდა წლების განმავლობაში. იმის მაგივრად, რომ მხარი დაეჭირათ საქართველოსთვის, ზოგიერთი კონგრესმენი შეეცადა, სახელმწიფო დეპარტამენტს შეეზღუდა დახმარება თბილისისთვის, თითქოსდა ფრონტერას დავა უკავშირდებდა რუსეთს. თბილისს უკანდახევის გარდა სხვა გზა არ ქონდა.
ასე მუშაობენ პეკინსა და მოსკოვში. თუ ვაშინგტონს სურს, რომ საქართველო განვითარდეს როგორც გამჭვირვალე და თავისუფალი დემოკრატიის მქონე სახელმწიფო, ხელი უნდა შეუწყოს ამ ქვეყანას, რომ მან შეძლოს წესებით თამაში - და მხარი დაუჭიროს მოლაპარაკებებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“.

წყარო: https://eurasianet.org/perspectives-arbitrations-are-not-a-good-look-for-georgia

გამოქვეყნებულია საზოგადოება
საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა, პეტრ მიკისკამ, სს „ენერგო - პრო ჯორჯიას“ წარმომადგენელმა გიორგი ტრაპაიძემ  და ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, პეტრ ნოვაკმა პრეზენტაცია გახსნეს.
 
ჩეხეთის ელჩმა ხაზი გაუსვა ამ პროგრამის მნიშვნელობას საქართველოსთვის, როგორც მაღალი ჰიდროელექტროენერგიული პოტენციალის მქონე ქვეყნისთვის. ENERGO-PRO Georgia-ს ჩართულობას პროექტისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორც ჩეხეთის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოს კერძო სექტორისა და ჩეხეთისა და საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობის მაგალითს.
 
პროექტი ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და აკაკი წერეთელის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას უწყობს ხელს. პროექტის მთავარი მიზანი ჰიდროენერგეტიკული მიმართულების განვითარების ხელშეწყობა და საგანმანათლებლო პროცესებში თანამედროვე მიდგომების დანერგვაა. ეს თანამშრომლობა ჩეხეთისა და საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორებისთვის გამოცდილების გაცვლისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.
 
პროექტი მიზნად ისახავს სასწავლო პროგრამის გაუმჯობესებას, სტუდენტთა დაინტერესებისა და ჩართულობის გაზრდას ჩეხეთის რესპუბლიკაშივ ჰესების მონახულებისა და სემინარებზე დასწრებით ან ობლაინ-რეჟიმის მეშვეობით (COVID-19-ის სიტუაციის გათვალისწინებით).
გამოქვეყნებულია საზოგადოება

ქ. თბილისი, 2020 წლის 24 სექტემბერი - საქართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა ოფიციალური შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, თანამშრომლობის პერსპექტივები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკის, განათლებასა და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში, ასევე რეგიონის წინაშე მდგარი გამოწვევები, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობის მნიშვნელობას, რაც უზრუნველყოფს რეგიონის სტაბილურ განვითარებას და მნიშვნელობას იძენს რეგიონის ფარგლებს გარეთაც.

მინისტრმა დავით ზალკალიანმა მადლიერება გამოხატა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ურყევი პოზიციის გამო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის თაობაზე. დადასტურდა ორი ქვეყნის დაინტერესება რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირების თაობაზე და ხაზი გაესვა კონფლიქტის შედეგად ადგილნაცვალ პირთა საცხოვრებელ ადგილებზე ღირსეულ და უსაფრთხო გარემოში დაბრუნების აუცილებლობას.

საუბარი, ასევე, შეეხო საქართველო-აზერბაიჯანის შორის მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის წარმატებულ თანამშრომლობაზე სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ სფეროებში. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა წარიმართოს სარკინიგზო და სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაზე, მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, გაგრძელდეს ერთობლივი მუშაობა საერთაშორისო დონეზე ქვეყნების ტრანზიტული პოტენციალის გაუმჯობესებისათვის. აღინიშნა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის პროექტების მნიშვნელობა. ითქვა, რომ სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტების რეალიზაცია, ხელს შეუწყობს ქვეყნების ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას და უზრუნველყოფს ენერგომატარებლების დამატებითი მოცულობების მიწოდებას კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ბაზარზე.

განხილულ იქნა სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი. გამოიხატა მწუხარება, რომ COVID-19-ის პანდემიის გამო კომისიის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები და სამუშაოები ვერ ჩატარდა. გამოითქვა ორივე მხარის დაინტერესება სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე მუშაობის აქტიურ გაგრძელებასა და საკითხის ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით გადაწყვეტაზე.

მხარეები მიესალმნენ რეგიონში არსებულ სამმხრივ აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის ფორმატს, რომელსაც გააჩნია განვითარების პერსპექტივები. მხარეები შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ ფორმატის გაღრმავებას რეგიონალური თანამშრომლობის ხელშეწყობის კუთხით.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოხატეს მზაობა, ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებასა და მაღალ დონეზე აყვანას.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს პრემიერ მინისტრთან გიორგი გახარიასთან, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერთან კახაბერ კუჭავასთან.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური