Items filtered by date: პარასკევი, 18 სექტემბერი 2020 - NEWSDAY GEORGIA

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნებში ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე შეიმუშავა და დღეს დადგენილებით მიიღო კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი.

დოკუმენტი იმ სანიტარულ-ჰიგიენურ წესებს განსაზღვრავს, რომლის დაცვითაც უნდა მიიღონ ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობა და რომლის მიხედვითაც უნდა იმოქმედონ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა და ჩართულმა მხარეებმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ამომრჩევლების და საარჩევნო პროცესის სხვა მონაწილეების ჯანმრთელობა უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ,  ცესკოს ინიციატივით შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საარჩევნო ადმინისტრაცია მადლობას უხდის სამუშაო ჯგუფის წევრებს კონსტრუქციული მუშაობისთვის. ამასთან, სამუშაო ჯგუფი გააგრძელებს მუშაობას პანდემიასთან დაკავშირებული რისკჯგუფების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების შედეგად შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით, რეგულირდება არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობებში შესვლის, გამოსვლის, ყოფნის, გადაადგილების, თერმოსკრინინგის, პირბადის გამოყენების, საარჩევნო უბანზე უფლებამოსილი პირის სხვა პირით ჩანაცვლების წესები.

კენჭისყრის შენობაში შესვლამდე თერმოსკრინინგს გაივლიან როგორც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები, ისე საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირები, ხელებს დადგენილი წესით დაიმუშავებენ  და გაიკეთებენ პირბადეს. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები დამატებით უზრუნველყოფილი იქნებიან დამცავი ფარითა და ერთჯერადი ხელთათმანებით.

აღსანიშნავია, რომ კენჭისყრის შენობის შესასვლელებთან იქნება განთავსებული დეზობარიერი, ხელის დეზინფექციისთვის საჭირო ხსნარი და ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ. საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ხშირად შეხებადი ზედაპირების სათანადო წესით დეზინფექციას და საარჩევნო უბნების შეძლებისდაგვარად ბუნებრივ ვენტილაციას.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფარული კენჭისყრის კაბინები ისე იქნება მოწყობილი, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები და ამასთან, არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი.

რაც შეეხება ამომრჩევლის მიერ კენჭისყრის შენობაში შესვლის წესებს:

ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებულია, ეკეთოს პირბადე. იმ შემთხვევაში თუ მას არ ექნება პირბადე, ადმინისტრაცია უზრუნველყოფს აღნიშნულით.

ამომრჩეველს უბანზე მისვლისას ორჯერ, მცირე დროით, უწევს პირბადის მოხსნა იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად.  თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები.

ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში უზრუნველყოფილი იქნება ინდივიდუალური მოხმარებისთვის განკუთვნილი კალმისტრით. ამომრჩეველი ხმის მიცემის შემდეგ კალმისტარს განათავსებს კალმისტრებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კონტეინერში და დროულად დატოვებს საარჩევნო უბანს.

დადგენილება კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში სანიტარულ-ჰიგიენური წესების შესახებ ყველასათვის ხელმისაწვდომია ცესკოს ვებგვერდზე.

საარჩევნო ადმინისტრაცია კი იმისათვის, რომ ამომრჩევლებს და არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია დადგენილებით განსაზღვრული სანიტარულ-ჰიგიენური პროცედურების შესახებ, ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას გეგმავს.

ცესკო აგრძელებს საქმიანობას პანდემიის პირობებში არჩევნების პროფესიულ დონეზე ორგანიზებისთვის და კენჭისყრის დღეს ყველასათვის უზრუნველყოფს თავისუფალ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს.

 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე ქართულ-ბრიტანული კომბინირებული ოპერაცია - ობიექტის დაპყრობა და წმენდა გაიმართა. ამის შესახებ თავდაცვის უწყების პრესის დეპარტამენტი იუწყება.

მათი ინფორმაციით, სწავლებაში საქართველოს თავდაცვის ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 41-ე ბატალიონი, საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის ოცეული და გაერთიანებული სამეფოს დედოფლის გურქების ლოჯისტიკური პოლკის ასეული მონაწილეობდა. სწავლებაში ჩართული იყო ამერიკული სამედიცინო საევაკუაციო ვერტმფრენი „შავი ქორი“.

სცენარის მიხედვით, კომბინირებული ოპერაცია ობიექტზე არაპირდაპირი ცეცხლის გამოძახებით დაიწყო. ობიექტზე, რომელიც მოწინააღმდეგის მხარეს ჰქონდა დაკავებული, ქართულ-ბრიტანული კომბინირებული ქვედანაყოფის მიერ გარღვევა განხორციელდა.

ობიექტის დაპყრობისა და წმენდის ოპერაციის შესრულებისას ერთი სამხედრო დაიჭრა. მას ადგილზე დაუყოვნებლივ აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მიზნით, ამერიკული „შავი ქორით“ საველე ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი აცხადებს, რომ შეიძლება, კოვიდ-19-ის ვაქცინა მზად ოქტომბრის ბოლოსთვის იყოს. ამის შესახებ TRT-ქართული წერს.

კომპანია Pfizer–ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ ამერიკულ CBS-ის ტელევიზიას განუცხადა, რომ კორონავირუსის ვაქცინა ცდების დასკვნით ეტაპზე იმყოფება.

მისივე თქმით, ვაქცინის წარმოებაში ჩაშვება წლის ბოლომდე შეიძლება, თუ ის „უსაფრთხო და ეფექტური“ იქნება.  „თუ ყველაფერი კარგად წარიმართება და ჩვენ გვექნება საკმარისი მტკიცებულება მისი უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ვაქცინა შეიძლება ხელმისაწვდომი ოქტომბრისთვის გახდეს“, - განაცხადა ალბერტ ბურლამ.

 

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური