Items filtered by date: ორშაბათი, 14 სექტემბერი 2020 - NEWSDAY GEORGIA

„ღირსეული პარტნიორი 2020“-ის ფარგლებში საქართველოსა და პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მიერ ერთობლივი საჩვენებელი სწავლება - კონტრტერორისტული ოპერაცია - რეიდი ვაზიანის სასწავლო ბაზაზე ჩატარდა. ამის შესახებ თავდაცვის უწყების პრეს-სამსახური იუწყება.

მათი ინფორმაციით, სპეცოპერაციების ძალების ქვედანაყოფების უსაფრთხოებას სნაიპერული ჯგუფები, ხოლო ჰაერიდან - ამერიკული საბრძოლო ვერტმფრენები „აპაჩი“ უზრუნველყოფდნენ, სამედიცინო ევაკუაცია კი, ამერიკულმა მედევაკმა „შავმა ქორმა“ განახორციელა. სწავლებაში ჩართული იყო ქართული წარმოების ჯავშანმანქანა „მეომარი“ და პოლონეთის შეიარაღებაში არსებული ჯავშანტექნიკა „ოშკოში“.

საჩვენებელი სწავლება ამერიკული „აპაჩების“ მიერ მოწინააღმდეგე მხარის საგუშაგო პოზიციების განადგურებით დაიწყო, რის შემდეგაც ქართველი და პოლონელი სამხედროებით დაკომპლექტებული სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფები საბრძოლო ჯავშანმანქანებით ობიექტზე შევიდნენ და შენობაზე იერიში განახორციელეს. ერთობლივი ოპერაციის შედეგად სპეციალური ძალების ქვედანაყოფებმა პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურეს. 

სცენარის მიხედვით, კონტრტერორისტული ოპერაციის დროს ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა, რომელსაც ადგილზევე ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება. კვალიფიციური სამედიცინო დახმარებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დასტაბილურების მიზნით კი, დაჭრილი სამხედროს ევაკუაცია საველე ჰოსპიტალში ამერიკული მედევაკით „შავი ქორი“ განხორციელდა.

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა

დღეის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევაა დადასტურებული და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2392 გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილი ვებ-გვერდი stopcov.ge-ი აქვეყნებს.

165 შემთხვევა ქვეყნის რეგიონებისა და ქალაქის მიხედვით ასე ნაწილდება: აჭარა, ბათუმი 109, თბილისი 17, სამეგრელო-ზემო სვანეთი, ზუგდიდი – 9, ქვემო ქართლი, გარდაბანი – 9, შიდა ქართლი, გორი – 6, კახეთი გურჯაანი – 6, გურია-ოზურგეთი 4, იმერეთი-ქუთაისი – 4, მცხეთა-მთიანეთი, მცხეთა – 1.

გასული 24 საათის განმავლობაში არ შეცვლილა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ის კვლავ 1369 რჩება.

ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში 5882 პირია მოთავსებული, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას - 390 ადამიანი გადის. ქვეყანაში, თებერვლის თვიდან მოყოლებული, კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, საზღვარგარეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური