Items filtered by date: პარასკევი, 07 აგვისტო 2020 - NEWSDAY GEORGIA

ლიბერთის ციფრული ტრანსფორმაცია გრძელდება. ალტერნატიული არხების განვითარების პროექტები ლიბერთიმ უმოკლეს დროში განახორციელა, რომ პანდემიის პირობებში მომხმარებლისთვის შეეთავაზებინა ინოვაციური და ტექნოლოგიურად განვითარებული მომსახურება, რითაც მაქსიმალურად შემცირდა ბანკში ვიზიტის საჭიროება. 

ერთ-ერთი მთავარი მომსახურება NCR მოდელის Cash-In | Cash-Out ბანკომატებია. საქართველოს ბაზარზე უალტერნატივო და უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ბანკომატი, მომხმარებელს საშუალებას აძლევს არამხოლოდ სტანდარტული ბანკომატის ფუნქციონალით ისარგებლოს, არამედ ნებისმიერ დროს შეიტანოს თანხა ბანკში ვიზიტის გარეშე.

2020 წლის ზაფხულში Cash-In | Cash-Out ბანკომატებში ორი ახალი სერვისი დაინერგა:

 

  • ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ
  • 30 000 ლარამდე თანხის შეტანა ლიბერთის ბიზნეს ბარათების მფლობელებისთვის

 

ვალუტის უბარათო კონვერტაციის სერვისი საქართველოს ბაზარზე უნიკალურია და სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, საბანკო ბარათის გარეშე, დღის ნებისმიერ დროს.

ფუნქციონალი მომხმარებელს აძლევს საშუალებას 3000 ლარამდე (ექვივალენტი დოლარში, ან ევროში) ბანკომატიდან დააკონვერტიროს  Cash-In ბანკომატიდან.

სერვისით სარგებლობა უფასოა და ამავდროულად, ნებისმიერი მომხმარებელი კონვერტაციისას მომგებიანი, სპეციალური კურსით სარგებლობს.

იურიდიული პირებისთვის 30 000 ლარამდე თანხის შეტანის ფუნქცია ბიზნესების მხარდასაჭერად დაინერგა და ლიბერთის ბიზნეს ბარათის მფლობელებს აძლევს საშუალებას ნებისმიერ დროს შეიტანონ თანხა კომპანიის ანგარიშზე. Cash-In ბანკომატში თანხის შეტანა კომფორტულია და ერთდროულად დიდი რაოდენობის კუპიურების მოთავსებაა შესაძლებელი. თანხა მომენტალურად აისახება კომპანიის ანგარიშზე და შეტანის შემდეგ შესაძლებელია სურვილისამებრ მართვა ლიბერთის განახლებული კორპორატიული ინტერნეტ ბანკით.

„ლიბერთის ალტერნატიული არხების გუნდი სწრაფი ტემპებით ავითარებს არსებულ პროდუქტებს და ამავდროულად, ნერგავს ახალ შესაძლებლობებს როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე ბიზნესისთვის. Cash-In ბანკომატების განვითარება ჩვენი გუნდისთვის პრიორიტეტია. ფიზიკური და იურიდიული პირისთვის ანგარიშზე თანხის შეტანა, პინ კოდის შეცვლა უბარათოდ, უბარათო კონვერტაცია, Apple Pay-ით უბარათოდ თანხის გამოტანა ის მთავარი სიახლეებია, რომელიც ბოლო 1 თვის განმავლობაში უკვე დავნერგეთ. ვმუშაობთ გულით, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი მომხმარებლის გამოცდილება და გავუმარტივოთ მათ  ალტერნატიული საბანკო არხების მოხმარება.“ - გიორგი ქოროღლიშვილი, ალტერნატიული პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის უფროსი

ამჟამად მომხმარებლისთვის 30-მდე Cash-in/Cash-Out ბანკომატია ხელმისაწვდომი - იხილეთ Cash-In ბანკომატების რუკა

"ლიბერთი ბანკის" პრეს-რელიზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება

აშშ-ის საელჩომ თბილისში დღეს გაავრცელა განცხადება 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით. "ნიუსდეი საქართველო" ამ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"თორმეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში შეიჭრა. 7 აგვისტო მწუხარებით გვახსენებს რუსეთის ოკუპაციის შედეგად დაზარებულ ათასობით ადამიანს, რომლებიც კვლავაც განსაცდელში რჩებიან. დღეს ვიხსენებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც თავიანთი სახლების დატოვება და დევნილობა აიძულეს. ჩვენ ვიხსენებთ უდანაშაულო, მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც დაიღუპნენ იმის გამო, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი ჩაკეტა და არ მისცა მათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღების უფლება. ჩვენ გვახსოვს უკანონო „ბორდერიზაციის“ შედეგად გახლეჩილი ოჯახები და დაკარგული საარსებო წყარო. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო კოვიდ 19-ით გამოწვეულ ზიანთან გამკლავებას ცდილობს, საქართველო, ამავდროულად, ზარალდება სავაჭრო ურთიერთობების დაკარგვით იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც ახლა ერთმანეთს თვითნებურად დადგენილი გამყოფი ხაზებით არიან მოწყვეტილი, ეს კი ქვეყნის ეკონომიკური აღდგენის პროცესს კიდევ უფრო აბრკოლებს.

გასულ წელს, ჩვენ, ასევე, ვიხილეთ რუსეთის მიერ მართული მასშტაბური შემოჭრა და ჩორჩანა-წნელისის მიმდებარედ დამატებით ასობით მეტრი ტერიტორიის გაკონტროლების მცდელობა. რუსეთი კვლავ არღვევს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რუსი „მესაზღვრეები“ აკავებენ მშვიდობიან მოქალაქეებს და ახორციელებენ ძალადობრივ ქმედებებს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე, ბოლო პერიოდში საქართველოს მოქალაქის მიმართ გასროლის ფაქტის ჩათვლით. რუსეთის მიერ მართული უსაფრთხოების ძალები აგრძელებენ ქართული ტერიტორიების თანდათანობით მიტაცებას და ცდილობენ ოკუპირებული ტერიტორიების თითოეული მეტრით გაფართოებას.

2008 წლის შეთანხმების ფარგლებში რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებები მკაფიოა: რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარულ დახმარებაზე შუფერხებელი წვდომა. გარდა ამისა, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ასი ათასობით დევნილმა და ლტოლვილმა შეძლოს საკუთარ სახლში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნება. ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულება ქართველი მეგობრებისა და პარტნიორების მიმართ ურყევია. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და მათთან ერთად მოვუწოდებთ რუსული აგრესიის შედეგად გაყოფილ საზოგადოებებს კვლავ გაერთიანებისკენ", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 07 აგვისტო 2020 11:55

7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - საქმიან სფეროში კონკურენცია იჩენს თავს, თუმცა წარმატება თქვენს მხარესაა. მოეშვით, მოდუნდით და ეცადეთ საღამო საინტერესო ადამიანებთან ერთად გაატაროთ.

 
კურო

აქტიურდება შემოქმედებითი სფერო და სასიყვარულო საკითხები, შედეგებიც სასიკეთოა, თანამოაზრეებთან ურთიერთობა ოპტიმიზმით აგავსებთ და გაგახალისებთ.

ტყუპები

სარეკლამო საქმიანობისთვის მეტად ხელსაყრელი პერიოდია, კარგი დროა ექსპერიმენტებისთვის, სასიკეთო და წარმატებულიც შეიძლება იყოს თქვენი ემოციების ფურცელზე გადატანა. გაწერეთ სამომავლო გეგმები.

კირჩხიბი

შესაძლოა დღეს დაგეგმოთ მოგზაურობა, შესაძლოა ასევე სარფიანი გარიგება და ხელშეკრულების დადება მოგიწიოთ უცხოელ პარტნიორებთან ან სხვა, შორი ქალაქის მცხოვრებთან წამოიწყოთ ახალი პროექტი.

ლომი

არ გამოგეპაროთ სამყაროს მინიშნებები, აიმაღლეთ განწყობა, იზრუნეთ გარეგნობაზე და კომფორტული გარემოს შექმნაზე, იყავით მეტად კეთილგანწყობილი და ლაღი.

ქალწული

სამსახურში საქმისადმი ენერგიული და პროფესიონალური მიდგომა წარმატებას მოგიტანთ. გადაანაწილეთ საკუთარი ძალები გონივრულად და ძალიან ნუ გადაიტვირთებით.

სასწორი

ნუ მოდუნდებით, იმოქმედეთ ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლით. ნურავის ნურაფერს აუხსნით, რადგან თქვენს ირგვლივ კონსერვატიული ადამიანებისთვის თქვენი კეთილშობილური ქმედებები ცოტა გაუგებარია.

მორიელი

შესაძლოა სამსახურში განვითარებული მოულოდნელი სიტუაცია ზოგიერთმა კოლეგამ თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და ხელში აიღოს საქმის სადავეები, ნუ აღელვდებით მალე ყველაფერი ძველებურ რეჟიმში გადავა და დალაგდება.

მშვილდოსანი

დიდად დაგიფასდებათ ოჯახის წევრებზე ზრუნვა და მათ მიმართ გამოხატული ყურადღება, მათ გვერდით ყოფნა და საქმეებში მხარდაჭერა იოლად გადაგაჭრევინებთ ნებისმიერ პრობლემას.

თხის რქა

შესაძლებლობა გაქვთ დატკბეთ სასიამოვნო სიახლეებით, გაინებივრეთ თავი, გაისეირნეთ ბუნების წიაღში, იმხიარულეთ თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად.

მერწყული

კარგი დროა საქმიანი გარიგებებისთვის, ახალი შენაძენისთვის, აირჩიეთ რაიმე საინტერესო საქმიანობა და შეუთავსეთ სასარგებლო, სასიკეთოს და სასიამოვნოს. პირად ურთიერთობებში მეტი გულისხმიერება გამოიჩინეთ.

თევზები

შესაძლოა ძველი პრობლემური სიტუაციები დალაგდეს, გაუმჯობესდეს ან ახალი საქმეც კი დაიწყოთ. შეუდექით საქმეს გულმოდგინებით და მიიღეთ პროცესით სიამოვნება.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

რამდენად სუფთაა წყალი შავ ზღვაში?

პროექტმა „შავი ზღვის ეკოლოგიური მონიტორინგის გაუმჯობესება“ (ЕС EMBLAS) ჩაატარა შავი ზღვის წყლის, ფსკერის და ცოცხალი ორგანიზმების გამოკვლევა მათში ქიმიური დამაბინძურებელი ნივთიერებების არსებობის და მათი კონცენტრაციის დასადგენად. გაანალიზდა ევროკავშირის მიერ აუცილებელ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები: მდგრადი ორგანული ნივთიერებები, ფარმაცევტული პრეპარატები, პესტიციდები, ბიოციდები, ცეცხლმედეგი ნივთიერებები, სამრეწველო ქიმიკატები და მათი დაშლის პროდუქტები. 2100-ზე მეტი ცნობილი დამაბინძურებელი ნივთიერებიდან წყლის სინჯებში აღმოაჩინეს 124 ნივთიერება. მათ შორის იყო ნავთობპროდუქტები საზღვაო ტრანსპორტიდან, ქაღალდის ჭიქების და შესაფუთი მასალის წარმოებაში გამოყენებული წყალგაუმტარი ნივთიერებები, ასევე ვერცხლისწყალი და დიოქსინები. გარდა ამისა, აღმოჩენილი იქნა სარეველა მცენარეების საწინააღმდეგოდ გამოყენებული პესტიციდები, ასევე ინსექტიციდები, მაგ. ფუტკრებისთვის განსაკუთრებით საშიში ფიპრონილი. პესტიციდების ყველაზე მაღალი კონცენტრაციები დაფიქსირდა საქართველოს სანაპიროსთან.

ზღვის წყალში აღმოაჩინეს არითმიის და ჰიპერტონიის საწინააღმდეგო ფარმაცევტული პრეპარატების კვალი, ასევე ზღვის ორგანიზმებისთვის მავნე ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც შედის პლასტმასის ბოთლების და მზისგან დამცავი კრემის შემადგენლობაში.

მავნე ფოსფორორგანული ნივთიერებები გვხვდება ყოველდღიური სარგებლობის თითქმის ყველა პროდუქტში, მაგ. ტექსტილი, ავეჯი, კომპიუტერები და ა. შ.; ისინი აღმოჩენილი იქნა მონიტორინგის ყველა სადგურში. ჯამურად ამ ნივთიერებების უდიდესი რაოდენობა გამოვლენილია დუნაის და დნესტრის დელტაში და საქართველოს წყლებში. თუ ქიმიკატების დონე გარკვეულ ზღვარს გადააჭარბებს, ისინი დამღუპველი გახდებიან ცოცხალი ორგანიზმისთვის და დაარღვევენ ზღვის ბინადრების განვითარების და გამრავლების ციკლს. მაგალითად, დაღუპული დელფინების ქსოვილებში აღმოჩენილი იქნა ქლორის შემცველი პესტიციდების, ტოქსიკური დიოქსინების და ვერცხლისწყლის მაღალი კონცენტრაციები. ყველა ასეთი ნივთიერებისთვის დგინდება ტოქსიკურობის ზღურბლი, და მისი გადაჭარბების შემთხვევაში, საჭიროა ამ ნივთიერებების ამოღება წარმოებიდან, კანალიზაციის წყლების გაწმენდის გაუმჯობესება, ან წარმოებაში მათ გამოყენებაზე აკრძალვის კანონმდებლობით დაწესება.

„შავი ზღვის ეკოლოგიური მონიტორინგის გაუმჯობესების“ (EMBLAS) პროექტის მონაცემებით, ამჟამად დაწყებულია მცენარეთა და ცხოველთა სახეობების,   მაგ. ფილოფლორის წითელი აგარშემცველი წყალმცენარის აღდგენის პროცესები, რაც კარგი ეკოლოგიური მდგომარეობის ინდიკატორებია. სანაპირო ზონაში, დამსვენებელთა სასიხარულოდ, ისევ არის შესაძლებელი კიბორჩხალების, კრევეტების და ზღვის ცხენთევზების ნახვა.

შავი ზღვის შესახებ უფრო საინტერესო ფაქტები შეგიძლიათ იხილოთ წიგნში «შავი ზღვის საიდუმლოებები».

კიდევ მოიპოვება თუ არა შავ ზღვაში თევზი?

შავ ზღვაში 200-ზე მეტი სახეობის თევზი ბინადრობს, მაგთან 30 ძვირფასია სარეწაო თვალსაზრისით; ასეთი თევზებია ქაფშია, ქარსალა, შავი ზღვის სარდელი, ქაშაყი და ღორჯოსებრნი. შავი ზღვის ზომით ყველაზე დიდი თევზი - სვია შავი ზღვის ზუთხისებრთა შვიდი ოჯახიდან ერთ-ერთის წარმომადგენელია.

თევზის ზოგიერთი სახეობის რაოდენობა კლებულობს და გადაშენების ზღვარს უახლოვდება. მაგალითად, ზღვის ცხენთევზას ეგზოტიკური გამოსახულება მისი თითქმის სრული გაქრობის მიზეზი გახდა. ათობით ათას თევზს ყოველწლიურად აშრობდნენ სუვენირებად ტურისტებისთვის, და ზღვის ცხენთევზა კურორტების მახლობლად პრაქტიკულად გაუჩინარდა. მას შემდეგ, რაც ზღვის ცხენთევზა „უკრაინის წითელ წიგნში“ შეიტანეს და მისი ჭერა აკრძალეს, ამ სახეობის რიცხოვნობამ ზრდა დაიწყო.

გადაჭარბებულმა მოპოვებამ გავლენა ზუთხისებრთა ოჯახზეც მოახდინა. ეს მოპოვება უმთავრესად ბრაკონიერული იყო, რადგან ზუთხისებრთა ხორცი, და რაც მთავარია, შავი ხიზილალა, განსაკუთრებულად ძვირფას დელიკატესებად ითვლება. გასაკვირი არ არის, რომ შავი ზღვის ზუთხისებრთა შვიდივე სახეობას გადაშენების საფრთხე დაემუქრა და ისინი შავი ზღვისპირეთის ყველა ქვეყნის წითელ წიგნებში იქნა შეტანილი. პროექტის EMBLAS კვლევების მიმდინარეობისას ევროპული ზუთხის და სვიის დნმ მთელი შავი ზღვიდან აღებულ მრავალ სინჯში იქნა აღმოჩენილი - ეს ნიშნავს, რომ ამ უნიკალური თევზების გარკვეული რაოდენობა შავ ზღვაში ჯერ კიდევ ბინადრობს.

ზღვაში ყოველწლიურად დიდი რაოდენობით თევზს იჭერენ, ამ რაოდენობის ნახევარი თურქეთზე მოდის. თევზჭერის საფუძველი გახდა ქაფშია, კეფალი, პელენგასი და მტაცებელი მოლუსკი რაპანა. გადაჭარბებული მოპოვების გამო შავი ზღვაში უკვე აღარ არის თინუსი და სკუმბრია, ხოლო ზუთხისებრნი გადაშენების ზღვარზე იმყოფებიან და მათი ჭერა შავი ზღვისპირეთის ყველა ქვეყანაში აკრძალულია, თუმცა ბრაკონიერები ამ აკრძალვას გამუდმებით არღვევენ. უსწრაფესად მცირდება კამბალა-კალკანის და კატრანის რაოდენობები, და ისინიც შეაქვთ შავი ზღვისპირეთის ქვეყნების წითელ წიგნებში.

სულ შავ ზღვაში 5600 სახეობამდე ცოცხალი ორგანიზმი ბინადრობს, რაც თითქმის ორჯერ ნაკლებია, ვიდრე მეზობელ ზღვებში. ამის მიზეზია მცირე მარილიანობა და ცივი კლიმატი.

შავ ზღვაში ბინადრობენ ზვიგენი კატრანი, სკატები, დელფინები და მედუზების 30 სახეობა. მსხვილ წარმომადგენლებს განეკუთვნებიან ფართოდ გავრცელებული მთვარის, ანუ მედუზა აურელია და კორნეროტი. აურელია იშვიათად იწვევს მსუბუქ დამწვრობებს, რომლებიც ერთ საათში უკუვითარდება, ხოლო უფრო დიდ კორნეროტს შეუძლია გამოიწვიოს კანის მტკივნეული, მაგრამ სიცოცხლისათვის უსაფრთხო დაზიანებები, რომლებიც რამდენიმე დღეში ქრება.

შავი ზღვის შესახებ უფრო საინტერესო ფაქტები შეგიძლიათ იხილოთ წიგნში «შავი ზღვის საიდუმლოებები».

რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს გლობალურმა დათბობამ ზღვაზე და ზღვისპირა ქალაქებზე?

გლობალური დათბობის ერთ-ერთი საშიში შედეგი იქნება ზღვის დონის აწევა: უპირველეს ყოვლისა, დნება მყინვარები,  რაც  ზრდის მსოფლიო ოკეანეში არსებული წყლის მოცულობას, მეორეც - წყალი გათბობისას ფართოვდება. ამდენად, ადვილი შესაძლებელია, რომ ოდესამ და შავი ზღვისპირეთის სხვა ქალაქებმა ჩაძირული ოლბიის ბედი გაიზიარონ, თუმცა ეს შეიძლება მოხდეს არა ერთ, და თუნდაც ას წელიწადში, არამედ რამდენიმე საუკუნეში.

შავ ზღვას წყლის დონის მერყეობის საკუთარი ციკლები აქვს. მაგალითად, 1990-იანი წლების ბოლოდან შავი ზღვის დონემ საშუალოდ 1 სმ-ით დაიწია. ეს შეიძლება გლობალურ კლიმატურ ცვლილებებთან იყოს დაკავშირებული - ცნობილია, რომ რაც უფრო თბილია ზღვა, მისი ზედაპირიდან მით უფრო მეტი წყალი ორთქლდება. გარდა ამისა, რაც უფრო თბილი და გვალვიანია წელიწადი, მით უფრო ნაკლები წყალი ჩადის ზღვაში ჩამდინარე მდინარეებიდან. ახლა მდინარეებიდან წყლის ჩადინება შავ ზღვაში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 100 წლის წინ, რადგან დნეპრის, ბუგის, დნესტრის და დუნაის წყლების მოცულობის უდიდესი ნაწილი მინდვრების მოსარწყავად მიმართეს. ტემპერატურის მომატებასთან ერთად წყლის მოხმარება ხმელეთზე მატულობს, ხოლო მისი ნაკადი მდინარეების სათავეებიდან მცირდება. წყლის გათბობამ წყალმარჩხ სანაპირო რაიონებში შეიძლება გამოიწვიოს წყალში ჟანგბადის ხსნადობის შემცირება. წარმოიქმნება „მკვდარი წყლის“ ადგილები ლაქების სახით, სადაც ჟანგბადის შემადგენლობა ძალიან დაბალია თევზების, კიბორჩხალების და მოლუსკების სიცოცხლის გადარჩენისთვის, და ისინი მასობრივად იღუპებიან.

სამდინარო წყლების ჩადინების შემცირებით შავ ზღვაში და ოკეანეების დონის ზრდით, შავ ზღვაში მარილიანობის მაჩვენებელი შეიძლება გაიზარდოს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ შავი ზღვა უფრო მიმზიდველი გახდება ხმელთაშუა ზღვის ბინადრებით დასახლებისთვის. ყოველწლიურად შავ ზღვაში ხმელთაშუა ზღვის სულ უფრო მეტი სახეობა შემოდის, მაგ. ბარაკუდა და ზღვის კუები.

შავი ზღვის შესახებ უფრო საინტერესო ფაქტები შეგიძლიათ იხილოთ წიგნში «შავი ზღვის საიდუმლოებები».

 

მართალია, რომ ზღვაში ბევრი საყოფაცხოვრებო ნარჩენია?

უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში პლასტმასის გამოყენების მასშტაბის ზრდასთან ერთად ნაგვის რაოდენობა მსოფლიო ოკეანეში ასჯერ გაიზარდა - ყოველწლიურად ოკეანეში 8 მილიონამდე ტონა პლასტმასა იყრება. წრიული დინებები მის კონცენტრაციას განსაზღვრულ ადგილზე ახდენენ, და ქმნიან „ნაგვის კუნძულებს“. შავი ზღვა ორჯერ მეტადაა დაბინძურებული ხმელთაშუა ზღვასთან შედარებით, რაც ხდება დიდი მდინარეების ნაკადით პლასტმასის გადატანის და ზღვის შედარებითი იზოლაციის გამო. შავ ზღვაში არსებული მთელი ნარჩენების 85% პლასტმასაა. მსუბუქი პოლიეთილენის ბოთლები და პაკეტები წყლის ზედაპირზე ტივტივისას ულტრაიისფერი სხივების და ტემპერატურის გავლენით თანდათან უფრო წვრილ ფრაგმენტებად იშლება, რომლებიც დროთა განმავლობაში ფსკერზე ილექება.

ნაგავი ზღვის ეკოსისტემებისთვის პრობლემას წარმოადგენს. უპირველეს ყოვლისა, ზღვის ბინადრები მას ხშირად საკვებად აღიქვამენ, ყლაპავენ და ნარჩენები ავსებს მათ საჭმლის მომნელებელ სისტემას. შავ ზღვაზე ამისგან განსაკუთრებით თოლიები ზიანდებიან. მეორეც, ხშირად პლასტმასი ახდენს ორგანული დამაბინძურებელი ნივთიერებების აბსორბირებას, რომლებიც მერე ხვდება ზღვის ბინადრების საჭმლის მომნელებელ სისტემაში და წამლავს მათ. მესამე - ცხოველები შეიძლება გაიხლართონ , ჩაიკარგონ და დაიღუპონ კიდეც ნარჩენებში.

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ დიდი ზომის ნარჩენების გარდა, არსებობს კიდევ უხილავი - მიკროპლასტმასი. მიკროპლასტმასის ორ მესამედზე მეტი წარმოიქმნება საბურავების ცვეთისგან და საავტომობილო გზებიდან ჩამოირეცხება, კიდევ დაახლოებით ერთი მეოთხედი კანალიზაციაში ხვდება სინთეტური ქსოვილების რეცხვისას, საიდანაც ხდება მიკრობოჭკოების აშრევება. წვრილი პლატმასის გრანულებს ასევე ხშირად ამატებენ საყოფაცხოვრებო ქიმიურ საშუალებებში, კრემებში, სკრაბებში და კბილის პასტებში, და შემდეგ ისინიც კანალიზაციაში ხვდება. პროექტის EMBLAS კვლევის დროს შავი ზღვის ფსკერზე მეცნიერებმა უკვე აღმოაჩინეს მიკროპლასტმასის მნიშვნელოვანი ნალექები.

ზღვის ბინადრები ასევე ზიანდებიან ხმაურით დაბინძურების გამო - კონტეინერმზიდების, ტანკერების და ტრაულერების ხმაურისგან. ინტენსიური ნაოსნობის რაიონებში წყალქვეშა გუგუნი გაუჩერებლად ისმის, ისევე, როგორც საავტომობილო მაგისტრალებზე.

ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს ე. წ. იმპულსური ბგერები, როდესაც იქმნება უზარმაზარი სიძლიერის ხანმოკლე სიგნალი - გამაყრუებელი და კონტუზიის გამომწვევი. მაგალითად, სასარგებლო წიაღისეულის წყალქვეშა სეისმური დაზვერვის დროს გამოყენებულ პნევმატურ ქვემეხებს შეუძლია წარმოშვას ბგერის იმპულსები, რომელთა სიძლიერე კოსმოსური რაკეტის გაშვების დროს წარმოქმნილ ხმას აჭარბებს. ამიტომ შუა ყურის აკუსტიკური ტრავმები, მიღებული ვეშაპისნაირთა მიერ სამხედრო სწავლებების ან სეისმური დაზვერვის დროს, შიძლება მათი ნაპირზე გარიყვის ერთ-ერთი მიზეზი იყოს; ისინი კარგავენ ექო-ლოკაციის დროს ორიენტირების, და ზღვისა და ნაპირის ერთმანეთისგან გარჩევის უნარს.

შავი ზღვის შესახებ უფრო საინტერესო ფაქტები შეგიძლიათ იხილოთ წიგნში «შავი ზღვის საიდუმლოებები».

როგორ შეიძლება შავი ზღვის ეკოსისტემის დაცვა?

ევროკავშირი აფინანსებს რამდენიმე მნიშვნელოვან ინიციატივას, რომლებიც ხელს უწყობს შავი ზღვის ეკოსისტემის შენარჩუნებას. მათ შორის არის ევროკომისიის და გაეროს განვითარების პროგრამის პროექტი „შავი ზღვის ეკოლოგიური მონიტორინგის გაძლიერება“ (EMBLAS), რომელიც სწავლობს ზღვას, აფასებს მის „ჯანმრთელობას“ და ხელს უწყობს პლასტმასის ნარჩენებთან ბრძოლას, ადგილობრივ აქტივისტებთან ერთად ატარებს ეკოლოგიურ აქციებს, მაგალითად პლაჟების დასუფთავებას, ასევე აწარმოებს ზღვის ნარჩენების გადამუშავებას ტროტუარის ფილებად. პროექტის ზოგადი მიზანია შავი ზღვის გარემოს დაცვის გაძლიერება უკრაინასა და საქართველოში.

ევროკავშირის წყლის ინიციატივაეს პროექტი ხელს უწყობს წყლის რესურსების მართვის გაუმჯობესებას, მდინარეების წყლის სისუფთავის და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.  პროგრამა თანამშრომლობს მთავრობებთან თანამედროვე საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის შესაქმნელად, ატარებს წყლის რესურსების მონიტორინგს, მათ შორის წყლის ხარისხის ანალიზის თანამედროვე ლაბორატორიების შექმნას, აღჭურვილობის შეძენას, ტექნიკურ მხარდაჭერას და პერსონალის ტრენინგს.

ევროკავშირის სასაზღვრო თანამშრომლობის პროგრამა შავი ზღვის აუზის ქვეყნებში

მიმართულია რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაზე, გარემოს დაცვაზე, კლიმატის ცვლილების შედეგების შერბილებასა და სანაპირო რაიონების პლასტმასის ნარჩენებით დანაგვიანებასთან ბრძოლაზე.

საერთაშორისო დახმარება და თანამშრომლობა უდავოდ ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ  საკუთარი წვლილის შეტანა შავი ზღვის ეკოლოგიის შენარჩუნებაში ყველა ჩვენგანსაც შეუძლია. მაგალითად, პლასტიკის შესაფუთი მასალის ნაკლებად გამოყენება, ნაგვის გადაყრა მხოლოდ სპეციალურად გათვალისწინებულ ადგილებზე, ნაპირების დასუფთავებაში მონაწილეობა, ასევე უარის თქმა ფოსფატების და ფოსფიტების შემცველ სარეცხ და კოსმეტიკურ საშუალებებზე, რომლებიც წყლის „აყვავებას“ იწვევს.

 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური