Items filtered by date: ხუთშაბათი, 06 აგვისტო 2020 - NEWSDAY GEORGIA

გეოგრაფიაში, სამოქალაქო განათლებასა და ზოგად უნარებში აბიტურიენტთა შედეგები გამოქვეყნდა და დღეიდან აბიტურიენტებს შეუძლიათ გაეცნონ ქულებს მითითებულ საგნებში. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის მონაცემებით, საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა ესტუმროს ვებ-გვერდს online.naec.ge, და შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი მონაცემები. გარდა ამისა, მათ შეეძლებათ გაეცნონ როგორც ქულებს, ასევე გადახედონ საკუთარ ნაშრომს.

აბიტურიენტთა ნაშრომებისა და მათი ქულების გამოქვეყნების პროცესი გრძელდება. შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმიდინარე წლის 6 ივლისს დაიწყო.

გამოქვეყნებულია განათლება
პანდემიის პერიოდში ლიბერთიმ პარტნიორ კომპანიებში მომხმარებლისთვის ახალი პროდუქტი - ბარათით გადახდა|განაღდების სერვისი დანერგა, რომელიც სოციალური ბარათის მფლობელებს აძლევს საშუალებას, ბარათით გადახდისას, საკუთარი საბარათე ანგარიშიდან 50 ლარამდე ოდენობის ნაღდი ფულიც მიიღონ. დღეიდან, ეს სერვისი წამყვანი სააფთიაქო ქსელების გარდა,  „ნიკორა სუპერმარკეტში“ გახდა ხელმისაწვდომი მთელი საქართველოს მასშტაბით.
 
ლიბერთის ახალი სერვისის მიზანია მომხმარებელს ჰქონდეს საშუალება ისარგებლოს საბანკო მომსახურებით იქ, სადაც რეგულარულად დადის. „ნიკორა სუპერმარკეტი“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქსელია საქართველოში. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 242  სავაჭრო ობიექტს რომელთაგანაც 191 თბილისში, ხოლო დანარჩენი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.
 
თანხის განაღდების სერვისით სარგებლობა მარტივია - „ნიკორა სუპერმარკეტში“ მინიმუმ 5 ლარის პროდუქციის შეძენისას, სოციალური ბარათის მფლობელებს შეუძლიათ სუპერმარკეტის სალაროდან თანხის განაღდებაც მოითხოვონ. განაღდებული თანხა ერთჯერადად არ უნდა აღემატებოდეს 50 ლარს.
 
“მოხარული ვართ, რომ „ნიკორა სუპერმარკეტთან“ ჩვენი ორ წლიანი თანამშრომლობა კიდევ ერთი ახალი პროექტით გრძელდება. ამჯერად, გავერთიანდით ახალი მიზნისთვის, რომ ჩვენს მომხმარებელს სწორედ იქ შევთავაზოთ საბანკო სერვისები, სადაც ყველაზე ხშირად დადიან. ასევე, მნიშვნელოვანია პანდემიის პირობებში გაიზარდოს გადახდის უსაფრთხო გზით სარგებლობის მოტივაცია და ნაღდი ფულის აუცილებლობის შემთხვევაში, შემცირდეს დამატებით ბანკში ვიზიტის საჭიროება. ამ პროექტში „ნიკორა სუპერმარკეტთან“ პარტნიორობა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.  გვინდა მადლობა გადავუხადოთ კომპანიის მენეჯმენტს და მომსახურე პერსონალს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის“ - ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი, გიორგი მაკარიძე
 
„ნიკორა სუპერმარკეტის“ და ლიბერთის პარტნიორობა სხვადასხვა პროექტების ფარგლებში უკვე ორ წელს ითვლის. 2018 წლიდან ლიბერთის სოციალური ბარათის ნებისმიერი მფლობელისთვის, სუპერმარკეტების ქსელში 350-მდე სხვადასხვა დასახელების პროდუქტზე მუდმივი ფასდაკლება მოქმედებს. ერთი წლის წინ კი ნიკორა ლიბერთის ლოიალობის პროგრამის, ქეშბექის მეგობარი ობიექტი გახდა, რაც ლიბერთის ნებისმიერი ბარათის მფლობელს აძლევს საშუალებას „ნიკორა სუპერმარკეტში“ ნებისმიერი პროდუქციის შეძენისას ყველაზე მაღალი ქეშბექით ისარგებლოს.
 
სოციალური ბარათით გადახდა/განაღდების სერვისი ლიბერთის მომხმარებლებისთვის ასევე ხელმისაწვდომია ავერსის, PSP-ს და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელებში ქვეყნის მასშტაბით. (R)
გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ შუალედური ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან“, 2020 წლის 05 აგვისტოს მიღებული იქნა კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიმდინარეობაშიც მონაწილეობდა ოჯახის ადვოკატი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი „ეფლის“ მარკის პორტატული კომპიუტერის მეხსიერებაში აღმოჩენილი იქნა ფოტო-ვიდეო ფაილები და კომპიუტერის მეხსიერებაში ვებგვერდებზე შესვლის ისტორია.

ექსპერტიზის დასკვნის და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს 18:36 საათზე თამარ ბაჩალიაშვილი შესულია „ფეისბუქის“ გვერდის დახმარების განყოფილებაში, სადაც მითითებულია ვებ გვერდის სათაური - What will happen to my Facebook account if I pass away?, რაც ქართულად ნიშნავს - რა მოუვა ჩემს ფეისბუქის ანგარიშს თუ მე გარდავიცვლები? ამავე წუთზე გუგლში თამარ ბაჩალიაშვილის მიერ ჩაწერილი და მოძებნილია შემდეგი ტექსტი facebook cancel account after death - რაც ნიშნავს: ფეისბუქის ანგარიშის გაუქმება სიკვდილის შემდეგ.

2020 წლის 18 ივნისს, გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე- 00:16:37 საათზე თამარ ბაჩალიაშვილის მიერ გუგლის საძიებო სისტემაში ჩაწერილია სიტყვები: best ways for suicide - რაც ქართულად ნიშნავს: საუკეთესო გზები თვითმკვლელობისთვის. იმავე დღის 00:15:51 საათზე იგი შესულია საინფორმაციო ხასიათის ვებგვერდ ვიკიპედიაზე - გვერდზე მიწერილი აქვს სათაური - Suicide methods – Wikipedia, რაც ქართულად ნიშნავს: თვითმკვლელობის მეთოდები, აღნიშნული ლინკის გახსნის შედეგად იხსნება ვიკიპედიის სტატია სათაურით: Suicide methods, სადაც მოცემულია ინგლისურ ენაზე სტატია, რომელშიც აღწერილია თვითმკვლელობის სხვადასხვა მეთოდები.

დასკვნის მიხედვით, ვებგვერდებზე შესვლის ისტორიიდან და 2020 წლის 22 ივლისს ჩატარებული თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის დათვალიერების ოქმიდან ირკვევა, რომ ავტომანქანაში აღმოჩენილი მედიკამენტები და 2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს, GOOGLE-ის საძიებო სისტემაში მის მიერ მოძიებული მედიკამენტების ნაწილი ემთხვევა ერთმანეთს.

აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, შპს „ზეგ“ დარეგისტრირდა 2015 წლის 30 დეკემბერს. დირექტორი თამარ კობერიძე. საწყის ეტაპზე 100%-იანი წილის მესაკუთრე იყო ნიკოლოზ გეჯაძე, ხოლო 2018 წლის 30 იანვრიდან 100%-იანი წილის მესაკუთრეა აბრაჰამ რაიხბახი. ამ ეტაპზე დგინდება, რომ კომპანია „ზეგ“ არ ოპერირებს საქართველოში და მისი საქმიანობა დაკავშირებულია საერთაშორისო შეკვეთებთან. კომპანიის საქმიანობის შესწავლის მიზნით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება, მიმდინარეობს ექსპერტიზები. სამინისტრო აქტიურ კომუნიკაციაშია ოჯახთან. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერიდან ამოღებული ინფორმაციის ნაწილს.

 

 
გამოქვეყნებულია სამართალი

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური