Items filtered by date: ოთხშაბათი, 05 აგვისტო 2020 - NEWSDAY GEORGIA

ეკატერინა ჯალაღონია - „ემეს გრუპის“ მმართველი

1.    მოკლედ რომ მოგვიყვეთ "Le Gateau"-ს ამოქმედების ისტორიის შესახებ: რომელ წელს შემოხვედით ბაზარზე, სადაური ბრენდია? ინვესტიციის მოცულობა და სადაური ინვესტიციაა? რამდენი ადამიანი გყავთ დასაქმებული?

კაფე-საკონდიტროების ქსელი „ლეგატო“ არის ქართული ბრენდი, რომელიც უკვე 8 წელია ბაზარზე დესერტების და ბულანჟერიის მიმართულებით პოზიციონირებს.  ამ დროისთვის თბილისში 3 ობიექტით ვართ წარმოდგენილი და ქსელში 100-მდე ადამიანია დასაქმებული.

 2.  რამენად დიდია საკონდიტრო ბიზნესებს შორის კონკურენცია ქართულ ბაზარზე და როგორ მოახერხეთ თავის დამკვიდრება? რას სთავაზობთ განსხვავებულს თქვენს მომხმარებელს?

ლეგატო ერთ-ერთი პირველი იყო ქართულ ბაზარზე ბულანჟერიის და პრემიუმ დესერტების მიმართულებით. მომხმარებელმა  მალე შეიყვარა პროდუქცია და წლების განმავლობაში ბრენდის ერთგულნიც დარჩნენ. მას შემდეგ ბაზარზე გაჩნდა უამრავი კომპანია და ბრენდი ამ მიმართულებით და კონკურენტული გარემოც შეიქმნა, თუმცა როგორც აღვნიშნე, ლეგატოს არ დაუკარგავს საკუთარი ნიშა ბაზარზე.

ვფიქრობ, ლეგატოს წარტამება ხარისხის შენარჩუნებამ განაპირობა.

3.   რა გავლენა იქონია პანდემიამ საკონდიტრო საქმიანობაზე და კონკრეტულად  Le Gateau-ზე? როგორ შეიცვალა გაყიდვები და რამდენი პროცენტით? როგორ მოახერხეთ ახალი დღის წესრიგზე გადაწყობა (გაზრდილი უსაფრთხოება. გართულებული გადაადგილება) ? შეძელით თუ არა თანამშრომლების შენარჩუნება და მათი ანაზღაურების შენარჩუნება? გქონდათ თუ არა უმოქმედობის პერიოდი და რამდენია კომპანიის ზარალი (მიუღებელიშემოსავალი) ამ  ხნის განმავლობაში?

პენდემიის პერიოდში ჩვენი გუნდი არ იყო ჩართული მენეჯმენტში და დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა რაც ზუსტად ვიცი, კომპანიამ შეძლო ყველა თანამშრომლის შენარჩუნება, მალევე მოერგო კომპანია ახალ რეგულაციებს და გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად მუშაობს ყველა ფილიალი და წარმოება.  ერთი რამ ფაქტია, რომ კომპანიამ პანდემია ღირსეულად გადაიტანა და მისი მისუსტებისთანავე დიდი სიახლეებით და სასიკეთო ცვლილებებით შეხვდა ზაფხულის სეზონს.

 4.    საგანგებო მდგომარეობის გახსნის შემდეგ რა სიახლეებს სთავაზობს Le Gateau მომხმარებელს?

 მთავარი სიახლე ის არის, რომ ლეგატოს მმართველობა ჩვენ, „ემეს გრუპმა“ გადავიბარეთ.

მენეჯმენტში „ემეს გრუპის“ ჩართულობის პირველ ეტაპზე შემუშავდა პროდუქტის განვითარების გეგმა. ბრენდის კონცეფცია არ შეცვლილა და ის განაგრძობს პოზიციონირებას დესერტებისა და ბულანჟერეას მიმართულებით, თუმცა დესერტების ასორტიმენტი გადახალისდა და ლეგატოს ქსელში ხელმისაწვდომი იქნება ფრანგული პრემიუმ ხარისხის დესერტები, პურეული და ტორტები.

გვყავს ახალი ბრენდ შეფი ხათუნა ბაკურაძე, რომელიც უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს თავის გუნდთან ერთად ასორტიმენტზე მუშაობას. სექტემბრისთვის სრულად გადახალისებული მენიუ გვექნება და ბევრი სასიამოვნო სიახლე, რომელსაც ეტაპობრივად დავაანონსებთ.

7. მოგვიყევით "ემესგრუპის" ამოქმედების, საქმიანობის შესახებრატომ გადაწყვიტა "ემეს გრუპმა" მმართველობის გადაბარება?

ემ ეს გრუპი სარესტორნო ჰოლდინგია, რომელიც სხვადასხვა კვებითი ობიექტების სრულ მენეჯმენტს ახორციელებს, დაწყებული კონსულტაციით დასრულებული ბიზნესის სრული ციკლის აწყობით. ჩვენს მმართველობაში წლების განმავლობაში იყო და არის ისეთი ობიექტები როგორიცაა: მეგრული სახლი, ტერავაინი, გარდენ ჰოლი და სხვა.  

ლეგატოსთან თანამშრომლობა ჩვენი გუნდისთვის საინტერესო პროექტი და ამავე დროს დიდი გამოწვევაა. ბრენდი 8 წელია ღირსეულად პოზიციონირებს ბაზარზე, აქვს საკუთარი ნიშა, ლოიალური მომხმარებლების არმია  -  ეს არის ის მიზეზები, რის გამოც დავინტერესტით ბრენდთან თანამშრომლობით.

9.რამდენად მარტივია კომპანიისთვის პოსტპანდემიურ პერიოდში ახალი კომპანიის მმართველობის გადაბარება და რა გეგმები აქვს Le Gateau-სთან მიმართებაში ჯგუფს 

მარტივი ნამდვილად არ არის. ძალიან მოკლე დროში მოგვიწია ადაპტირება, 1 თვეში სრულად შევისწავლეთ კომპანია და 1 თვეში შევცვალეთ დესერტების ხაზი. ამავე პერიოდში ბევრი შიდა ცვილება განვახორციელეთ. დასაკარგი დრო არ არის. ამ სიტუაციაში რთულია გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება, შეცვლილია გარემო, მომხმარებლის ქცევა და დამოკიდებულებები, ამიტომ ყოველდღიურ რეჟიმში უნდა იყო მზად ცვლილებებისთვის და ადაპტირებისთვის. პირველი ნაბიჯები და ცვლიბები უკვე წარმატებულია და ასე გაგრძელებას ვაპირებთ.

 

 

New layer...
გამოქვეყნებულია ინტერვიუ
ოთხშაბათი, 05 აგვისტო 2020 08:50

5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი თვალი ადევნეთ გარშემო მომდინარე მოვლენებს, გაითვალისწინეთ თქვენი გამოცდილება, ცოდნა და გააკეთეთ შესაბამისი დასკვნები, ჯერჯერობით თავი შეიკავეთ აქტური ქმედებისგან ახალ საქმეებთან დაკავშირებით.

კურო იზრუნეთ საკუთარ იმიჯზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, გარშემო თანამოაზრეები შემოიკრიბეთ, განტვირთვისთვის დაგეგმეთ საინტერესო ღონისძიებები ბუნებაში, სუფთა ჰაერზე.

ტყუპები წარმოქმნილი ვითარება კამათსა და შეხლა-შემოხლას გამოიწვევს, ნუ გაექცევით პასუხისმგებლობას და მეტი სიცოცხლე შეიტანეთ იმ საკითხებში, რომელიც გაღელვებთ.

კირჩხიბი დღეს მეტი სიფრთხილე და ძალების მობილიზება გმართებთ, რეალობის ჯანსაღი აღქმა დაგეხმარებათ სწორი და სამართლიანი ნაბიჯების გადადგმაში, აუცილებლობის შემთხვევაში კომპრომისზეც წადით და მშვიდად ადევნეთ თვალყური მიმდინარე მოვლენებს.

ლომი მოსალოდნელია წარმატებები პირად-სასიყვარულო საქმეებში, დაგეგმეთ შეხვედრები, თუ ვინმეზე განაწყენებული ხართ ახლა ის დროა შეურიგდეთ დიდი ფიქრისა და ცერემონიების გარეშე.

ქალწული პოზიტიური და სასიამოვო ცვლილებების დროა, მაგრამ აქცენტი გააკეთეთ იმ საქმეებზე, რომლებიც ნამდვილად კარგად იცით და რომლის წარმატებით განვითარებაშიც ეჭვი არ გეპარებათ.

სასწორი მოსალოდნელია გარკვეული სახის ცვლილეები, რაც თქვენთვის მეტად სასიკეთო და წარმატების მომტანი იქნება. წერტილი დაუსვით გაურკვევლობებს. მოსალოდნელია ახალი რომანტიული ნაცნობობა.

მორიელი შესაძლოა წამოიწყოთ რაიმე ახალი საქმე, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ სრული დატვირთვით ამოქმედდება და შესაშურ წარმატებასაც მოგიტანთ.

მშვილდოსანი შესაძლოა სწორედ ახლა გაერკვეთ თქვენს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. საკუთარ თავში ჩაღრმავებით მკაფიოდ დაინახავთ და შეიცნობთ თქვენი მიზნებისკენ მიმავალ გზაზე თითოეული დაბრკოლებების არსს.

თხის რქა მოიძიეთ ახალი სანდო თანამოაზრეები და პარტნიორები, ყველაფერი გააკეთეთ ჰარმონიული და სასიკეთო ურთიერთობებისთვის, რომელიც სასურველია მორალური პრინციპებით იყოს განმტკიცებული.

მერწყული გაფილტრეთ და აწარმოეთ საქმიანი ურთიერთობები მხოლოდ სანდო და გამოცდილ ადამიანებთან. ნუ დახარბდებით ახალ მაცდუნებელ წინადადებებს, რადგან დიდი ალბათობთ ისინი წამგებიანი იქნება.

თევზები დღეს საქმისადმი ზერელე დამოკიდებულება ან ნაჩქარევი მოქმედება შეცდომებს გამოიწვევს, რაც უსიამოვნო შედეგებს მოგიტანთ. მეტი სიფრთხილე და გონიერება გმართებთ.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური