Items filtered by date: სამშაბათი, 04 აგვისტო 2020 - NEWSDAY GEORGIA

Noblet Media-სა და Info Sapiens-ის ერთობლივმა კვლევამ გამოკვეთა მომხმარებლების ცხოვრების მიზნებისა და პრიორიტეტების უნიკალური თავისებურებები ექვს სახელმწიფოში: საქართველოში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვასა და უზბეკეთში

თბილისი, აგვისტო, 2020 – კომუნიკაციების კომპანიამ Noblet Media CIS, რომელიც Edelman-ის პარტნიორია, კვლევით სააგენტო Info Sapiens-თან თანამშრომლობით, წარადგინა კვლევა საზოგადოების საშუალო და ზედა-საშუალო ფენის ცხოვრების სტილისა და ფინანსური ხედვების შესახებ იმ ქვეყნებში, სადაც ოპერირებენ ეს კომპანიები. Noblet Media CIS და Info Sapiens ამგვარ კვლევებს 2009-2013 წლებშიც ატარებდნენ და არსებული ვითარების გათვალისწინებით, გადაწყვიტეს ამ მონაცემების განახლება.

2020 წლის დასაწყისმა ცალსახად შეცვალა ყოველდღიური ცხოვრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით - იგი შეანელა და უფრო მოქნილი გახადა. თუმცა, რეალურად შეცვალა კი ამან მომხმარებლების ღირებულებები, გლობალური მიზნები და ოცნებები? ისინი უფრო ერთიანები გახდნენ ან გაითავისეს დამატებითი პასუხისმგებლობა? 2020 წლის აპრილში ჩატარებული ეს კვლევა ასახავს იმ ყველაზე აქტიური მომხმარებლების პორტრეტს, რომლებიც ტონს აძლევენ ექვსი სახელმწიფოს ეკონომიკურ ცხოვრებას.

„მრავალი წლის მანძილზე აღნიშნულ ექვს ბაზარზე წარმოდგენილი ვართ საკომუნიკაციო სერვისებით, თვალს ვადევნებთ გლობალური და ადგილობრივი გამოწვევების გავლენას მომხმარებლების ქცევაზე“, - აღნიშნა Noblet Media CIS-ის დირექტორმა ჟენია პანკრატიევამ. „ნათელია, რომ ბოლო ხუთი წლის მანძილზე რეალობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. 2020 წელს ბევრმა ფაქტორმა, მათ შორის, პანდემიამ, კითხვის ნიშნები გააჩინა კომუნიკაციის ყველა საშუალებასა და არხთან დაკავშირებით. აღნიშნული კვლევის შედეგები კომპანიებს დაეხმარება მათი მომხმარებლების განწყობების უკეთ გაგებასა და თითოეული ბაზრისთვის სწორი სტრატეგიის შერჩევაში“.

კვლევა იყოფა რამდენიმე ბლოკად. გთავაზობთ ქართული და დანარჩენი ხუთი ქვეყნის ბაზრების მთავარ მიგნებებს:

1. პიროვნული მიზნები და კარიერული შესაძლებლობები. სხვა ხუთი ქვეყნის მოქალაქეების მსგავსად, ქართველებიც ყველაზე ხშირად ორიენტირებული არიან ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე (71%). უფრო მეტი ქართველი ფიქრობს პიროვნული პოპულარობისა და მაღალი სტატუსის მიღწევაზე (34%), ვიდრე საკუთარ თემსა თუ საზოგადოებაში გარკვეული ცვლილებების განხორციელებაზე (13%). სხვა ქვეყნებთან შედარებით, ქართველები და აზერბაიჯანელები შედარებით უფრო მოქნილები არიან: ქართველების 6% და აზერბაიჯანელების 10% მზად არის შემდეგი 10 წლის მანძილზე საკუთარი საქმიანობის სფერო შეიცვალოს. ქართველების 23%-ს სურს გლობალურ კერძო კომპანიაში მუშაობა, 18%-ს - ადგილობრივ დონეზე არასამთავრობო სექტორში, მხოლოდ 13%-ს აქვს საკუთარი ბიზნესის დაწყების სურვილი. აღსანიშნავია, რომ საჯარო სექტორში მუშაობა აღნიშნული ექვსი ქვეყნიდან ყველაზე მეტად ქართველებს (15%) სურთ. ქართველების უმრავლესობა თავისუფალ დროს უმეტესად მეგობრებთან ატარებს, უკრაინელების უმრავლესობას კი ოჯახის შექმნა და ბავშვების ყოლა ურჩევია.

 2. პირადი ბიუჯეტი და ხარჯები. ქართველები ფულს თითქმის თანაბრად ხარჯავენ გარეგნობასა (მათ შორის, ტანსაცმელზე, ფეხსაცმელსა და პირად მოვლაზე) (32%) და მეგობრებთან შეხვედრებსა და გართობაზე (31%). საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, რომლის მოქალაქეებს სახლში ნაღდი ფულის შენახვის ნაცვლად, ურჩევიათ საკუთარი ბიზნესის განვითარებაში მისი ინვესტირება (37%) ან უძრავი ქონების შესყიდვა (33%), რაც სასიკეთოდ აისახება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. გარდა ამისა, ქართველები ბანკში ამჯობინებენ ლარის (5%) ნაცვლად დოლარის (24%) შენახვას.

3. კორონავირუსი. ყველა მოქალაქე პანდემიასთან დაკავშირებული სირთულეების წინაშე დადგა. ბიზნესებმა, მთავრობებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ერთობლივად სცადეს ვირუსის წინააღმდეგ საპასუხო ღონისძიებების განხორციელება და თავიანთი მოქალაქეებისთვის სანდო ინფორმაციის მიწოდება. გამოკითხული მოქალაქეების მიხედვით, საქართველოში COVID-19-ის შესახებ ინფორმაციის მთავარი წყაროებია ექიმები სხვა ქვეყნებიდან (72%) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (71%). კითხვაზე, თუ COVID-19-ის შესახებ ინფორმაციის წყაროებიდან ყველაზე მეტად რომელს ენდობიან, ქართველებმა თითქმის თანაბრად მიუთითეს ექიმები სხვა ქვეყნებიდან (26%), ნაცნობები და კოლეგები (26%), ჯანდაცვის ორგანოები (25%) და ოჯახი (25%), ინფორმაციის ყველაზე სანდო წყარო კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაა (34%).

ქართველები გამორჩეული არიან გუნდური სულით: მათ აქვთ გარკვეულ ჯგუფებთან ან იდეებთან ასოცირების, საერთო ხედვების გაზიარების სურვილი. ქართველების მხოლოდ 11%-ს შეუძლია ეკონომიკური და სოციალური თემების შესახებ მოსაზრებების ონლაინ თავისუფლად გამოქვეყნება, მოქალაქეების ნახევარი კი ქვეყნის მომავლის შესახებ ოჯახსა და მეგობრებთან მსჯელობს. უნდა აღინიშნოს, რომ მეგობრებზე ორიენტირებული ბუნების მიუხედავად, ოჯახს ყველაზე დიდი გავლენა აქვს საქართველოს მოქალაქეების მოსაზრების ჩამოყალიბებაზე (58%). ქართველები მზად არიან მტკიცედ დაიცვან მოსაზრება, რომელიც მათ ღირებულებებს ასახავს. შესაბამისად, კომპანიებმა ქართველები უნდა აღიქვან ეფექტიან გუნდურ მოთამაშეებად და ამავე დროს, კორპორატიულ ცხოვრებაში ამ ადამიანების მაქსიმალურად ჩართვის მიზნით, დეტალურად გააცნონ კომპანიის ხედვა და მისია. ბიზნესებმა ასევე უნდა გაითვალისწინონ ქართველებისთვის ახალი ამბების მიღების მეგობრებზე ორიენტირებული ბუნება და ინფორმაციის მთავარ წყაროდ სოციალური მედია გამოიყენონ.

ანნა შევჩენკო, Noblet Media CIS-ის რეგიონული დირექტორი: „კვლევა აჩვენებს, რომ დანარჩენი ხუთი ქვეყნის მსგავსად, საშუალო და ზედა-საშუალო შემოსავლის მქონე ქართველების დიდი უმრავლესობის მიზანია შემდეგი 10 წლის მანძილზე ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესება. ამავე დროს, საზოგადოებაში მაღალი სტატუსის მიღწევა, გუნდის ნაწილად ყოფნის განცდა და მეგობრებთან თავისუფალი დროის გატარება ქართველი მომხმარებლის პორტრეტის უნიკალური თავისებურებებია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დღევანდელი პანდემიის კრიზისმა ვერ შეძლო მოსახლეობაში ჩამოყალიბებული ტრადიციებისა და ღირებულებების გაუფერულება.

კვლევის მეთოდოლოგიის შესახებ

კვლევა წარმოადგენს საზოგადოების საშუალო და ზედა-საშუალო ფენის სოციალური, ფინანსური და ეკონომიკური ხედვების, ქცევის, ცხოვრების სტილისა და მედიის გამოყენების შესახებ მონაცემებს ექვს სახელმწიფოში - უკრაინაში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უზბეკეთში. თითოეულ ქვეყანაში 200 პირისპირ ინტერვიუ ჩატარდა 18-45 წლის ასაკის ქალაქის მოსახლეობაში 2020 წლის აპრილში. კვლევის მიხედვით, საშუალო და ზედა-საშუალო ფენა შეადგენს სამიზნე ასაკის ქალაქის მოსახლეობის 50-60%-ს და იღებს ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მსხვილი შესყიდვებისა და ინვესტიციების თაობაზე. კვლევის სრული მონაცემები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე http://nobletmedia.com

Noblet Media CIS-ის შესახებ

Noblet Media CIS არის საზოგადოებასთან ურთიერთობების, კომუნიკაციებისა და მარკეტინგის კომპანია, რომელიც 2004 წელს დაფუძნდა. დღეს კომპანია ოპერირებს რვა ქვეყანაში - უკრაინა, საქართველო, სომხეთი, მოლდოვა, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ყაზახეთი და უზბეკეთი, მთავარი ოფისებით ქ. კიევსა და ქ. თბილისში. Noblet Media არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილ დამოუკიდებელ კომუნიკაციებისა და მარკეტინგის კომპანია Edelman-თან აფილირებული. Noblet Media სთავაზობს პიარისა და მარკეტინგის პროფესიონალური სერვისების სრულ სპექტრს, რომელიც ეფუძნება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოების შიდა და გარე ექსპერტიზას. კომპანიის და მისი სერვისების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე http://nobletmedia.com ან ფეისბუქის გვერდზე.https://www.facebook.com/NobletMediacis/

Info Sapiens-ის შესახებ

კვლევითი კომპანია Info Sapiens http://sapiens.com.ua/ სპეციალიზდება საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებზე (სოციალური, პოლიტიკური და მარკეტინგის), ქცევების გაზომვებისა და მეორადი წყაროებიდან მონაცემების ანალიზზე. Info Sapiens დაფუძნდა 2018 წლის სექტემბერში, GfK კომპანიის მომხმარებლების კვლევითი ბიზნესის ნაწილის გლობალური დახურვის შემდეგ. 2019-2020 წლებში Info Sapiens-მა განახორციელა 500-ზე მეტი კვლევითი პროექტი 200-ზე მეტ კლიენტთან. 2019 წელს უკრაინული მარკეტინგის ასოციაციის მიხედვით, ჩვენ ვართ ყველაზე დიდი ადგილობრივი კვლევითი კომპანია. Info Sapiens იცავს ICC/ESOMAR-ის ყველა კვლევით სტანდარტს და განთავსებულია ESOMAR-ის ცნობარში. კომპანიის და მისი სერვისების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე ან ფეისბუქის გვერდზე.

 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

HR hub-ის ორგანიზებითა და PSP დაზღვევის მხარდაჭერით 31 ივლისს შატო მუხრანში HR ბიზნეს სამიტი ჩატარდა.PSP დაზღვევა უკვე მეორე წელია სამიტის უცვლელი წარმდგენი და პარტნიორია. წლევანდელი ბიზნეს სამიტის მთავარი თემა იყო ცვლილებები. ღონისძიება გახსნეს HR hub-ის დამფუძნებლებმა ანა გზირიშვილმა და ანა ნავდარაშვილმა. შეკრებილ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და სიახლის შესახებ ესაუბრა PSP დაზღვევის გენერალური დირექტორი სოფიო ლებანიძე. ღონისძიების ტრადიციად ჩამოყალიბდა პირველი ბილეთის შემძენი მონაწილის დასაჩუქრება, განსაკუთრებული აღმოჩნდა ამ მონაწილისთვის PSP დაზღვევის მიერ მომზადებული სიურპრიზი -  ელექტრო სკუტერი.

„პსპ დაზღვევა ყოველთვის ცდილობს იყოს მხარდამჭერი იმ საქმიანობის, რაც HR სპეციალისტებს პროფესიულ განვითარებაში, სწორი კომუნიკაციის ჩამოყალიბებაში დაეხმარება. Covid პანდემიამ დაადასტურა ის, რომ რისკების მართვა არის აუცილებელი და რისკების მართვა არის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. სწორედ ამიტომ პსპ დაზღვევა ძალიან აქტიურად თანამშრომლობს HR hub-თან, რადგან ვთვლით HR-ები არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ რისკების განსაზღვრა და ამ რისკების მართვა დაზღვევის ინდუსტრიასთან ერთად; შესაბამისად უკვე მეორე წელია, პსპ დაზღვევა წლის მთავარი HR მოვლენის წარმდგენი და გენერალური სპონსორია“ - განაცხადა სიოფიო ლებანიძემ. 

მრავალფეროვანი და ძალიან საინტერესო თემატიკით მსმენელის წინაშე 10 სპიკერი წარსდა; ჩატარდა ვორქშოფები, განსხვავებული ფორმატის პანელ დისკუსია, ნეტვორქინგ აქტივობები, შეხვედრების ოთახი, გატვირთვისა და შემოქმედებითი და საგამოფენო სივრცეები. სტუმრებს შესააძლებლობა ჰქონდათ საკუთარი ინეტერესების მიხედვით გადაეწყვიტათ, რომელ ვორქშოფსა თუ აქტივობაში მიიღებდნენ მონაწილეობას. ქოუჩინგის კუთხეში ინდივიდუალური ქოუჩს სესიები ჩაატარეს ICF-საქართველოს წევრებმა.

ღონისძიების სივრცე მოიცავდა დასავენების, განტვირთის, ფოტოგადაღების, ხატვისად და თიხის მასტერკლასების კუთხეებს. ღონისძიების დასასარულს სტუმრებს საშაულება ჰქონდათ მოეგოთ მრავალფეროვანი პროზები გრანდიოზულ გათამაშებაში. (R)

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევების გამოყენებით, დღის განმავლობაში 30-ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
აზერბაიჯანის არმიის პოზიციების მიმართულებით ცეცხლი იქნა გახსნილი სომხეთის მხრიდან ბერდის რაიონის სოფლების აიგეპარში, მოსესედსა და ჩინარში ჭამბარაკის რეგიონში უსახელო სიმაღლეებზე მდებარე პოზიციებიდან. ინტენსიური სროლები მიმდინარეობდა აზერბაიჯანის ალიბეილის, აგდამის, ტოვუზის რეგიონში და გედაბეგის რაიონის სოფელ ზემანლში.
სროლები ასევე მიმდინარეობდა აზერბაიჯანის არმიის იმ პოზიციებზე, რომლებიც მდებარეობს ოკუპირებული აგდამის, ფიზულის, ჯაბრაილის და ხოჯავენის რეგიონების ტერიტორიების სიახლოვეს.

შეგახსენებთ, რომ სომხეთ – აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება 12 ივლისს დაიწყო. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სომხეთმა, ქვეყნებს შორის საზღვარზე, თოვუზის მიმართულებით, ცეცხლი ტერიტორიების ხელში ჩაგდების მიზნით გახსნა და მომხდარზე პასუხისმგებლობა სომხეთს ეკისრება.

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 04 აგვისტო 2020 10:12

4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - ფართოვდება თქვენი საკომუნიკაციო სივრცე, ახლა გაქვთ საშუალება აირჩიოთ, თუ ვისთან ერთად გააგრძელოთ და ააწყოთ მომავალი საქმიანობა, ყურადღება მიაქციეთ სამყაროსეულ მინიშნებებს.

კურო - მოერიდეთ მნიშნელოვან ცვლილებებს, იყავით ფრთხილად, რადგან დიდია ცდუნების ალბათობა ფინანსურ თემებთან დაკავშრებით, რომელიც საბოლოოდ მხოლოდ პრობლემებს შეგიქმნით.

ტყუპები - მოსალოდნელია დაპირისპირება კონკურენტებთან ან ინტერესთა შეჯახება სხვადასხვა სიტუაციებიდან გამომდინარე, ამიტომ იყავით მეტად მობილიზებული და ფრთხილი.

კირჩხიბი - გულმოდგინედ შეასრულეთ დანაპირები და მონდომებით განაგრძეთ თქვენი საქმიანობა, შეიცვალეთ იმიჯი, ინტერესთა სფერო, მაგრამ იყავით ერთგული პარტნიორებისა და მეგობრებისთვის, არ გადაუხვიოთ არჩეული გზიდან.

ლომი - მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯები, ამიტომ სასურველია აკონტროლოთ ბიუჯეტი და თავი აარიდოთ ზედმეტ გულუხვობასა და ხელგაშლილობას.

ქალწული - შორეული მოგზაურობის ალბათობა მატულობს, სასურველია მოინახულოთ მშობლები, ადამიანები რომლებიც წარსულში თქვენზე ზრუნავდნენ და სხვა ოჯახის წევრები.

სასწორი - გაითვალისწინეთ, რომ ახლა ჯობია საქმეები გეგმის მიხედვით, თანმიმდევრულად აკეთოთ. ჯერ არსებული საკითხები დაამუშავეთ და შემდეგ შეეჭიდეთ ახალს. ამგვარად დაზოგავთ თქვენს ენერგიას და შეძლებთ სირთულეების მოგვარებას.

მორიელი - გაანებივრეთ საკუთარი თავი, შეიძინეთ რაიმე თქვენი სიამოვნებისთვის, თუმცა ნუ დაკარგავთ კონტროლს თქვენს ბიუჯეტზე და იფიქრეთ შემოსავლების გაზრდაზე.

მშვილდოსანი - დღეს მოახერხებთ ყველას და ყველაფერს თქვენს ცხოვრებაში შესაბამისი ადგილი მოუნახოთ. შეძლებთ ხელში აიღოთ სადავეები და მოირგოთ წარმატებული ლიდერის როლი.

თხის რქა - აღიდგინეთ ძალები, მეტად მოახდინეთ თქვენი ენერგიების მობილიზება, თვალი მიადევნეთ მინდინარე მოვლენებს და სიტუაციის შესაბამისად გონივრულად მართეთ თქვენი ბიზნესი.

მერწყული - შეეცადეთ მთლიანად გამოავლინოთ თქვენი საქმიანი შესაძლებლობები, ნუ ჩაიკეტებით საკუთარ ნაჭუჭში, იაქტიურეთ, ახლა კომუნიკაციები ძალიან გჭირდებათ.

თევზები - ნუ დახარჯავთ ენერგიას წვრილმანებზე, აირჩიეთ უფრო მნიშნელოვანი საკითხები, შეეცადეთ მიიღოთ საუკეთესო შედეგები და გზა გაიკვალოთ ახალი სიმაღლეებისკენ.

 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური