Items filtered by date: ორშაბათი, 10 აგვისტო 2020 - NEWSDAY GEORGIA

იცით თუ არა, რომ ტალახის აბაზანები მრავალი დაავადებისათვის დამატებითი სამკურნალო საშუალებაა და თურქეთი ტალახის აბაზანების თვალსაზრისით ძალიან ხელსაყრელ გეოგრაფიულ რეგიონში მდებარეობს. ამის შესახებ TRT-ქართული იუწყება.

თურქეთის სხვადასხვა რეგიონში ერთმანეთზე ძვირფასი გეოთერმული წყლები, ბუნებრივი წყაროს წყლები, ნიადაგში არსებული ალუვიუმი, მინერალები; მთებიდან და მდინარეებიდან გადაადგილებით, რომლებსაც წყლები ეხება, ქმნიან სპეციალურ ნარევებს. ამ სპეციალური ტალახებით და ბუნებრივი საკურორტო წყლებით მომზადებული ტალახის აბაზანებით მრავალი დაავადების განკურნებაა შესაძლებელი.

ტალახის აბაზანებს აქვს ისეთი ეფექტები, როგორიცაა უჯრედების განახლება, ჰორმონების დაბალანსება, სისხლის მიმოქცევის რეგულირება, იმუნიტეტის გაძლიერება და და სხვა. იგი ასევე გამოიყენება კუნთების და ძვლების პრობლემების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია დაღლილობით, სტრესით, უკიდურესი დაძაბვით ან რევმატული დაავადებებით. თურქეთის ყველაზე ცნობილი ტალახის აბაზანები, მუღლას, აფიონქარაჰისარის, ჩანაქქალეს და მანისას პროვინციებში მდებარეობს. დღესდღეისობით ბევრი ადამიანი სარგებლობს გვერდითი ეფექტების არ მქონე ტალახის აბაზანებით და ბევრი ადგილობრივი და უცხოელი ტურისტი დიდ ინტერსესს იჩენს ტალახის აბაზანების მიმართ.

 

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

აზერბაიჯანის არმიამ, სომხეთის კუთვნილი კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება იტყობინება.

მათი მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ფრონტის ხაზზე, სომხეთის კუთვნილი კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, რომელიც მათი ტერიტორიის თავზე სადაზვერვო ფრენებს ახორციელებდა. 

შეგახსენებთ, რომ  აზერბაიჯან-სომხეთის საზღვართან ვითარება 12 ივლისს გამწვავდა, რასაც ორივე მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა. 12 ივლისის მომდევნო დღეს მომხდარი თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების 7 სამხედრო, მათ შორის ერთი გენერალი დაიღუპა.

 

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 10 აგვისტო 2020 10:18

10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ძირითად დროს და ენერგიას დღეს ახლობელთა პრობლემების მოგვარებას მოანდომებთ, აუცილებლობა მოითხოვს დაეხმაროთ ირგვლივმყოფებს მიუხედავად საოფისე საქმეების სიუხვისა .

კურო

რთული, კონფლიქტური დღეა, სურვილი გიჩნდებათ გაერიდოთ ყველას და ყველაფერს, გაიქცეთ სადღაც შორს და დაივიწყოთ ის რაც აქამდე მხრებზე ტვირთად გაწვათ. ნუ აყვებით ემოციებს, ყველაფერი მალე ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.

ტყუპები

დღეს თქვენ სწორად და გონივრულად შეძლებთ ბიუჯეტის გადანაწილებას ყველა საჭიროებაზე, შენაძენიც მეტად სარგებლიანი იქნება.

კირჩხიბი

დაეყრდენით მხოლოდ თქვენს ძალებსა და შესაძლებლობებს, გამოიჩინეთ შეუპოვრობა და წარმატება გარანტირებული გაქვთ.

ლომი

დროა საკუთარ ცხოვრებას სერიოზულად შეხედოთ. იმისათვის რომ მოახდინოთ ახალი იდეებისა და თამამი გეგმების რეალიზება, საჭიროა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას საკუთარ თავზე აიღოთ პასუხისმგებლობა.

ქალწული

დღეს გაქვთ შანსი როგორც პროფესიულ, ასევე პირად ცხოვრებაში თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ. ყველაფერი რაც ახლა ხდება, თქვენი მიზანდასახულობისა და შეუპოვარი შრომის შედეგია.

სასწორი

იცვლება თქვენი მსოფლხედველობა, შესაძლოა რაიმე ახლის შეწავლითაც დაკავდეთ, ამ პერიოდში ადვილად აითვისებთ ნებისმიერი სახის ინფორმაციას. გამოიყენეთ ეს შანსები.

მორიელი

მთავარია იზრუნოთ თქვენ რეპუტაციაზე, მაქსიმალურად შეეცადეთ იყოთ თავდაჭერილი და არ დაუშვათ შეცდომები, რადგანაც ახლო მომავალში ძალიან გაჭირდება მათი მოგვარება.

მშვილდოსანი

თქვენში უსაზღვრო ენერგია ბობოქრობს, გამოიყენეთ ის პროფესიულ საკითხებში, საქმიანი ურთიერთობების განვიათარებაში, მოიძიეთ გავლენიანი ნაცნობები და განიმტკიცეთ პოზიციები.

თხის რქა

კარგი დღეა ფიზიკური საქმიანობისთვის, წარმატებებია მოსალოდნელი სამსახურეობრივ ასპარეზზე, თუმცა ფინანსური კუთხით სირთულეები ჯერ ისევ აქტუალურია.

მერწყული

საქმიან სფეროში წარმატებებსა და შექებას ელოდეთ, დაკმაყოფილდება თქვენი ამბიციები, ხელმძღვანელი პირებიც მეტად დაგაფასებენ, ელოდეთ მათგან საინტერესო შემოთავაზებას.

თევზები

შეეცადეთ იფიქროთ და კონცენტრირდეთ მნიშვნელოვან პრობლემაზე, ნუ დახარჯავთ თქვენს ენერგიას წვრილმანებზე, ნურც ირგვლივმყოფებს დააბრკოლებთ და ნუ შექმნით კონფლიქტურ სიტუაციას.

 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური