Items filtered by date: ორშაბათი, 06 ივლისი 2020 - NEWSDAY GEORGIA

2020 წლის 6 ივლისს, საქართველოს ვიზიტით ეწვია უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო. ვიზიტის ფარგლებში, უნგრელ კოლეგას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. ამის შესახებ საგარეოს პრეს-სამსახური იტყობინება.

დავით ზალკალიანმა უნგრელ კოლეგას მადლობა გადაუხადა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში გამოვლენილი სოლიდარობისთვის და საქართველოში ვიზიტის განხორციელებისათვის, რაც, პანდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში პირველ მაღალი დონის ვიზიტს წარმოადგენს.

მინისტრებმა განსაკუთრებით აღნიშნეს პანდემიის დროს საქარათველოსა და უნგრეთს შორის აქტიური და წარმატებული თანამშრომლობა და ურთიერთდახმარება. უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ვირუსთან ბრძოლაში საქართველოს მნიშვნელოვან წარმატებას. მინისტრებმა აღნიშნეს არსებული პოზიტიური სურათის შენარჩუნების აუცილებლობას და ფრთხილ მიდგომებს.

“საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში; ევროპაში ინფიცირებულების ყველაზე მცირე რაოდენობა სწორედ საქართველოზე მოდის. მინდა საქართველოს მივულოცო ეს წარმატება. უნგრეთიც წარმატებულია პანდემიასთან ბრძოლაში და ვფიქრობ, იმისათვის, რომ ორივე ქვეყანამ მომავალშიც შეინარჩუნოს ეს მიღწევა, ფრთხილი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რადგან ადამიანების ჯანმრთელობა არის უმთავრესი. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ საზღვრის გახსნის შესაძლებლობასთან დაკავშირებული საკითხები. სავსებით გვესმის, რომ საქართველომ გაახანგრძლივა ამ მხრივ შეზღუდვა. გამომდინარე იქიდან, რომ ორივე ქვეყანას წარმატებები გვაქვს ამ სფეროში, ორივე ქვეყანა ვდგამთ ფრთხილ ნაბიჯებს ამ მიმართულებით. ბევრი უნგრელია ვისაც სურს საქართველოში ჩამოსვლა. შევთანხმდით,რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუდმივად გაცვლის ინფორმაციას ამ მიმართულებით” - აღნიშნა პიტერ სიიარტომ შეხვედრის შემდგომ მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში.

მინისტრებმა ხაზი გაუსვეს უნგრეთის მხრიდან საქართველოს ღია და მკაფიო მხარდაჭერას, რომელსაც ქვეყანა აფიქსირებს ყველა მნიშვნელოვან საკითხში, როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ფორუმებზე.
თავის მხრივ, დავით ზალკალიანმა მადლიერებით აღნიშნა, რომ უნგრეთი არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერი. არ არსებობს არცერთი მაღალი დონის კონფერენცია, ღონისძიება, სადაც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არ გამოხატავს მკაფიო მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ბოლო პერიოდში ამის ნათელი მაგალითებია ნატოს მინისტერიალი და აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს. დავით ზალკალიანმა უნგრელ კოლეგას გააცნო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია და შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა.
შეხვედრაზე აღინიშნა ორი ქვეყნის წარმატებული თანამშრომლობა განათლების სფეროში, ქართველი სტუდენტებისთვის სტიპენდიის მინიჭების თვალსაზრისით და კულტურული თანამშრომლობის კუთხით.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

დღეიდან ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო. აღნიშნული პროგრამა ინიცირებულია სახელმწიფოს მიერ დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად და ხუთი წლის განმავლობაში, იპოთეკური სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმუმ 4%-ის დაფინანსებას ითვალისწინებს.

იპოთეკური სესხების პროგრამაში მონაწილეობის ერთერთი მთავარი პირობაა, რომ მომხმარებელმა სუბსიდირებული იპოთეკური სესხით უნდა ისარგებლოს 2020 წლის ბოლომდე და საცხოვრებელი ბინის შეძენა უნდა განხორციელდეს დეველოპერული კომპანიისგან. სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში იპოთეკური სესხის მაქსიმალური მოცულობა 200,000 ლარია, სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა - 240 თვე და სესხი გაიცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში.

„სუბსიდირების პროგრამაში მონაწილეობით საშუალება მოგვეცა მხარი დავუჭიროთ როგორც სამშენებლო სექტორს, ასევე ჩვენს მომხმარებელს და შევთავაზოთ მათ მაქსიმალური ფინანსური სარგებელი. იპოთეკური სესხების მხარდაჭერის პროგრამა მომხმარებელს აძლევს დამატებით შესაძლებლობას და მოტივაციას შეიძინონ საცხოვრებელი ბინა საუკეთესო პირობებით. ჩვენ ვეცდებით მომხმარებელს გავუკეთოთ საუკეთესო შეთავაზება ბაზარზე და იპოთეკური სესხის გარდა შევთავაზოთ მათ მოთხოვნებზე მორგებული დამატებითი საბანკო სერვისები.“ - გიორგი მაკარიძე, ლიბერთი ბანკის საცალო საქმიანობის მიმართულების დირექტორი.

იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამის პირობებით დაინტერესების შემთხვევაში: დარეკეთ 255 55 00 ან მობრძანდით ლიბერთის ნებისმიერ სერვისცენტრში მთელი საქართველოს მასშტაბით. (R)

სესხის პირობების სანახავად და განაცხადის შესავსებად გადადით ბმულზე - www.libertybank.ge

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ი.ქ., ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სურამში დააკავეს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეუღლეს - 1989 წელს დაბადებულ თ.რ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილაზე გარდაიცვალა.
 
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
 
მომხდარ ფაქტამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მეუღლეებს - თ.რ.-სა და ი.ქ.-ს შორის შესაძლო კონფლიქტის თაობაზე განცხადება ან შეტყობინება არ ფიქსირდება. შესაბამისად, მათ შორის შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა.
 
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შსს-ს პრეს-რელიზი
გამოქვეყნებულია სამართალი

წყნეთში, აღმაშენებლის 52-ში PSP-ს ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა. მედიკამენტების ფართო არჩევანის გარდა, მომხმახრებელს ბავშვთა კვების, მოვლისა და ევროპული კოსმეტიკის ძალიან ფართო არჩევანს სთავაზობს. ახლადგახსნილ აფთიაქში მოსულ მომხმარებელს საბავშვო და ფრანგული სამკურნალო და კოსმეტიკური ბრენდების პროდუქციაზე განსაკუთრებულ ფასდაკლებასა და შეთავაზებებს სთავაზობს.

2020 წელს PSP-ს აფთიაქები გაიხსნა რამდენიმე რეგიონში - ვანი, ყვარელი, ხონი, წყალტუბო, ზესტაფონი, ფოთი, თბილისის მიმდებარედ - შინდისში, წავკისის გადასახვევთან, ასევე თბილისის რამდენიმე უბანში, მათ შორის ჯიქიას ქუჩაზე, სადაც აქამდე PSP-ს აფთიაქი არ იყო.

„PSP-ში ევროპული გარანტირებული ხარისხის პროდუქტებზე ყველაზე დაბალი ფასებია და გვინდა ჩვენი ეს გზავნილი საქართველოს ყველა კუთხეში გადავცეთ ჩვენს მომხმარებელს. ამიტომ ქსელის განვითრებას მთელი საქართველოს მასშტაბით ვახორციელებთ, ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით. ცოტა ხნის წინ ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი შინდისისა და წავკისის მოსახლეობისთვის გავხსენით. ახალ აფთიაქებში ისევე როგორც მთელ ქსელში ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს მომხმარებელს სპეციალური ფასდაკლება ექნება მედიკამენტებზე. დამატებით 6%-იან ფასდაკლებას მიიღებენ PSP-ს ბარათის მფლობელები. ქსელის განვითარება PSP-ს 2020 წლის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. ახალი აფთიაქების გახსნა უახლოეს მომავალშიც იგეგმება.“ - აცხადებენ PSP-ში. (R)

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

2020 წლის 6 ივლისს, საქართველოს ვიზიტით ეწვია უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური იუწყება.

ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან; საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და განათლების მინისტრებთან.

უნგრელ კოლეგას დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლებს, რა დროსაც მინისტრები განიხილავენ ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, შეხვედრის დასრულების შემდგომ გაკეთდება მინისტრების ერთობლივი განცხადება. 

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ესტუმრება.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური