Items filtered by date: შაბათი, 27 ივნისი 2020 - NEWSDAY GEORGIA

ფანი, ჯესი, ბელა, სალი, ბინგო და რეი დღეიდან სამსახურეობრივ მოვალეობას აღარ შეასრულებენ. ამის შესახებ "ნიუსდეი საქართველოს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრეს-სამსახურში განუცხადეს.

მაშველმა ძაღლებმა 12 წელი გაატარეს სამსახურში და ამ ხნის განმავლობაში არაერთ სამაშველო ოპერაციაში აქვთ მონაწილეობა მიღებული. დღეიდან ისინი სახანძრო-სამაშველო ძალების განყოფილებებში გადაინაცვლებენ და მათზე ზრუნვას მეხანძრე-მაშველები გააგრძელებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგიურ დანაყოფს კი უკვე შეუერთდა მომავალი თაობის მაშველი ძაღლი ბელგიური მალინუა - ტინტო. სამსახურს ახალი ძაღლების მიღება და გაწვრთნა აქვს დაგეგმილი.

მაშველ ძაღლებს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი, მეხანძრე-მაშველები და კინოლოგები განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ბაზაზე გამოემშვიდობნენ.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

დღეს, თბილისის დროით 06:39 საათზე, სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­წისძვრა მოხ­და. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწიქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.3 (ML) მაგნიტუდა შეადგინა. 

მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქიდან 57 კილომეტრში, დმანისთან, სოფელ მამიშლარში იყო. მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური