Items filtered by date: სამშაბათი, 19 მაისი 2020 - NEWSDAY GEORGIA

თბილისის მერიამ დღეს ტელეანძა თურქმენეთის დროშის ფერებში გაანათა. ამის შესახებ მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც მერიაში განმარტავენ, ანძის ფერებში განათებასთან დაკავშირებით მერიაში რამდენიმე ოფიციალური წერილი იყო შესული.

„საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, განვმარტოთ თბილისის ანძის განათების პრინციპი: კონკრეტულად, 17-18 მაისის განათებაზე შემოსული იყო რამდენიმე ადგილობრივი ორგანიზაციის და ერთიც - მეგობარი ქვეყნის წერილი. შესაბამისად, ჩვენ ვერ დავარღვევთ ტრადიციას და ვერ გამოვტოვებთ ანძის განათებას თურქმენეთის ეროვნული დროშის ფერებში, მათ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თურქმენეთის რესპუბლიკა, რომელიც ნეიტრალური სახელმწიფოა, დღეს აღნიშნავს კონსტიტუციისა და ნაციონალური დროშის დღეს.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბოლო რამ, რაც 2020 წლის აპრილშის აჭირო იყო მტანჯველი ომით და პანდემიით შეპყრობილ უკრაინაში, - იყო ახალი დრამა. სამწუხაროდ, ზუსტად ასეც მოხდა.

თვის უმეტესი პერიოდის განმავლობაში, კორონავირუსის კრიზისი და რუსეთთან მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი დროებით უკანა პლანზე გადავიდა ჩერნობილის ზონაში გაჩენილი ხანძრების გამო. ამიტომ უკრაინულ პრესაში მაშინვე გამოჩნდა კრიტიკული წერილებიც. ამ ხანძარმა აჩვენა უკრაინის მოუმზადებლობა ასეთი საგანგებო სიტუაციების დროს და გახდა ერთგვარი გაფრთხილება, რაც იმაზე მიუთითებდა, თუ რა შეიძლება მოსალოდნელი ყოფილიყო ზაფხულის ცხელი თვეების განმავლობაში ქვეყანაში არსებული მაღალი ტემპერატურის შენარჩუნების შემთხვევაში.

ჩერნობილის ზონაში ტყის ხანძრების გაჩენის შესახებ ახალი ამბები პრესაში პირველად 4 აპრილს გამოჩნდა, მაგრამ ამას ერთ კვირაზე მეტი დასჭირდა, სანამ ისინი უკრაინულ სოციალურ ქსელებში გახდებოდნენ განხილვის ცხელი თემა. როდესაც უკრაინელთა უმეტესობამ მეოთხე კვირა სახლში კოროვირუსულ კარანტინში გაატარა, მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდა ტყის ხანძრების ფოტოები სატელიტურ რუქებთან ერთად. ახლომდებარე კიევის მაცხოვრებლებმა ეს სურათები 1986 წლის ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის კატასტროფას შეადარეს და მათ ახალი ბირთვული საფრთხის შიში გაუჩნდათ, რადგან იწვოდა რადიოაქტიური ტყეების მასივები.

როდესაც ქარმა მიმართულება შეიცვალა და კიევისკენ დაუბერა, დედაქალაქის თავზე ჰაერის სქელი მასა ჩამოწვა. შავი იუმორის მოყვარულმა ზოგიერთმა უკრაინელმა იგი შეადარა იმ პირქუშ სცენებს ბიბლიური "ეგვიპტური სიბნელის" დაწყებასთან დაკავშირებით და იკითხა, თუ როდის შეიღებებოდა მდინარე დნეპრის წყლები წითელი ფერის სისხლით. მიუხედავად ამისა, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ძალიან მაღალი იყო და აპრილის შუა რიცხვებამდე, კიევმა პირველი ადგილი დაიკავა მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებული ქალაქების სიაში - IQAir- ის ჰაერის დაბინძურების გლობალურ რეიტინგის მიხედვით.

”დაბინძურების მაჩვენებელმა კიევში 16–17 აპრილს  380–429 ან მეტს მიაღწია, რაც ორჯერ მეტია ვიდრე ინდოეთის დედაქალაქ დელიში და სხვა ქალაქებში, სადაც ტრადიციულად დაბალი ხარისხის ჰაერია.”

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ მაშინვე უპასუხა ამ მოვლენას და  მოსახლეობას სახლში დარჩენისაკენ მოუწოდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ისედაც სახლებში იყვნენ გამოკეტილნი. მაგრამ ხელისუფლებამ სწრაფად მოაგვარა რადიაციული საფრთხის შესახებ შეშფოთება. უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა დაარწმუნეს ყველა, რომ გამოსხივების დონე ყველგან ნორმის პირობებში რჩებოდა, გარდა ჩერნობილის ზონის შიგნით, ხანძრების მახლობლად. ეს განცხადებები დაადასტურეს მრავალმა დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა, რომლებიც აკვირდებოდნენ სიტუაციას. მათ შორისაა „ჩერნობილის ტურის“ მეგზურმა კატერინა ასლამოვამ, რომელიც 15 აპრილს, ტყის ხანძრის პერიოდში კიევის შემოგარენში ახორციელებდა დაკვირვებას. 

უკრაინელებმა შეაქეს ჩერნობილის ზონაში მომუშავე მეხანძრე-მაშველების ძალისხმევა, მაგრამ ისინი შეშფოთებულნი მაინც იყვნენ მუშახელის და ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის აშკარა ნაკლებობით. ტყის ხანძრების გაჩენისთანავე, „ჩერნობილის ტურის“ ხელმძღვანელის იაროსლავ ემელიანენკოს ინიციატივით გავრცელდა მოწოდება ხელისუფლების მიმართ, უფრო გადამწყვეტი ზომები მიეღოთ ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩერნობილის ტურ-ოპერატორების ასოციაციასთან ერთად, მან ასევე მონაწილეობა მიიღო მოხალისეობრივ კამპანიაში, რათა მეხანძრეებისთვის მიეწოდებინათ საჭირო დამცავი ტექნიკა და ძირითადი საჭიროებები. ემელიანენკოს თქმით, 2020 წლის აპრილის თვის ხანძარი ყველაზე მასშტაბური მოვლენა გახდა ჩერნობილის ზონის ისტორიაში. ხანძრების მასშტაბები აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებამ განსაკუთრებულ რადიკალურ ზომებს უნდა მიმართოს.

”ამჟამად, ჩერნობილი აგრძელებს მსოფლიო პოპულარულობის გამოყენებას საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებებში, რაც ნიშნავს, იმას, რომ აპრილის ხანძარი ფართოდ იყო გაშუქებული საერთაშორისო მედიაში. თუმცაღა, უნდა ითქვას, რომ უკრაინის ხელმძღვანელობამ გარკვეულწილად დააგვიანა ამ ფაქტზე რეაგირება”.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განცხადება  მხოლოდ ხანძრის გაჩენის მეათე დღეს გააკეთა, მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცეცხლი სწრაფად უახლოვდებოდა ყოფილ ატომურ ელექტროსადგურს. ამავე დროს, უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ჯარიმების მნიშვნელოვან ზრდას, ვინც ტყეში ბალახს წვავდა, ან არღვევდა ტყეში ხანძარსაწინააღმდეგო წესებს. იმავდროულად, ხანძრის დაწყებიდან თექვსმეტი დღის შემდეგ, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა გამოაცხადა რეგიონის ტყეებში ხანძრის გაჩენის საწინააღმდეგოდ ოპერაციის დაწყების შესახებ.

ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზები ჯერ გაურკვეველია. ზოგიერთმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ხანძარი გააჩინეს სპეციალურად რათა ახალი ფრონტი შეექმნათ რუსეთის მონაწილეობით უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ჰიბრიდულ ომში და ქვეყანაში ვითარების კიდევ უფრო დესტაბილიზაცია მოეხდინათ. სხვები უფრო პროზაულ მიზეზებზე მიუთითებდნენ: ბალახების და სხვა მცენარეულობის დაწვის გავრცელებული პრაქტიკა ხანძრის სავარაუდო მიზეზი შეიძლება გამხდარიყო.

სანამ დისკუსია ხანძრის მიზეზების შესახებ გრძელდება, მათი შედეგები უკვე აშკარაა. იაროსლავ ემელიანენკოს თქმით, ბოლოდროინდელი ხანძრების შედეგები დამღუპველია ბუნებისთვის, ისტორიისთვის და ტურიზმისთვის. სამივე კი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. მას შემდეგ, რაც ჩერნობილის ზონა ძირითადად მიტოვებულ იქნა 1986 წლის აპრილში ბირთვული კატასტროფის შემდეგ, 34 წლის განმავლობაში აქ შეიქმნა ველური ფლორისა და ფაუნის მდიდარი ეკოსისტემა. ამჟამად, ეს აყვავებული და უნიკალური ეკოსისტემა სერიოზულ საფრთხეშია.

დენის ვიშნევსკი ჩერნობილის ბიოსფერული ნაკრძალიდან ამბობს, რომ ძვირფასი მცენარეული სახეობები და მრავალი ცხოველის პატარა სახეობები შეიძლება დაიკარგოს სამუდამოდ ბოლოდროინდელი ხანძრის შედეგად, რამაც გამოიწვია ტყის დიდი ზონების განადგურება.

”ხანძრების შემდეგ არსებული სიტუაციის ფონზე ბუნება იძლევა იმის იმედს, რომ ზოგიერთი ცხოველი შესაძლებელია გადარჩა, ხოლო უფრო დიდმა სახეობებმა, მათ შორის ზონის იშვიათმა მოსახლემ - პრჟევალსკის გარეულმა ცხენებმა, ისევე როგორც მგლებმა და დათვებმა, არ არის გამორიცხული გაქცევა მოახერხეს.”

ეკოლოგები ირწმუნებიან, რომ ხანძარი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ამ ზონის მომავლისთვის და არა მხოლოდ მიყენებულ ფიზიკური ზიანის, არამედ რადიაციის დონის შესაძლო გაზრდის გამოც.

ჩერნობილის უნიკალური ბუნების გამოუსწორებელი დანაკლისის გარდა, ხანძარმა გაანადგურა აგრეთვე არაერთი ისტორიული ნაგებობა და სოფელი. ”ჯამში ხანძრის შედეგად 12 სოფელი დაიწვა, მათ შორის ცნობილი ტურისტული ნაგებობები”, - დაადასტურა ი. ემელიანენკომ. ”ზოგადად, ჩერნობილის ტურიზმის ინდუსტრიამ დაკარგა თავისი მდებარეობების დაახლოებით მესამედი, რომელთა უმეტესი ნაწილი იუნესკო-ს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შესვლის პროცესში იყო”.

ჩერნობილის ტურ-ოპერატორთა ასოციაცია ახლა აგროვებს ფულს მეხანძრეებისთვის და სტიქიის ზონის მოსახლეობისა და მეზობელი რაიონების მაცხოვრებლებისთვის, რომლებიც ხანძრის შემდეგ საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ. ჩერნობილის ტურიზმისადმი საერთაშორისო ინტერესი ახლა რეკორდულად მაღალია, რასაც ხელი შეუწყო 2019 წლის HBO სატელევიზიო არხზე გასულმა მინი-სერიალმა. ამ სერიალმა ჩერნობილის თემას მსოფლიო წარმატება მოუტანა. ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ ეს მარშრუტები შეიძლება ადაპტირებული გახდეს და აღდგენილ იქნას. შესაბამისად, ეს ყველაფერი ბოლოდროინდელი დაზიანების მიუხედავად, ალბათ უზრუნველყოფს ადგილობრივი ტურიზმის შემდგომ გაფართოებას.

მიუხედავად ამისა, ცხადია, რომ ჯერჯერობით უკრაინა ცუდად არის აღჭურვილი ფართომასშტაბიანი ტყის ხანძრების წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს განსაკუთრებით საგანგაშოა იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან მშრალი ამინდის პირობებია მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელი. უკრაინის ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს აპრილის ჩერნობილის ხანძრის გაკვეთილები და მოემზადოს მომავლისთვის უკეთესად. მთავრობის წარმომადგენლებმა ასევე უნდა გაითვალისწინონ ევროკავშირის ბოლოდროინდელი წინადადებები საერთაშორისო დახმარების გაწევის თაობაზე, რათა მომავალში თავიდან აიცილონ ხანძრების გაჩენა სიტუაციის გართულება.

 

აღნიშნული სტატია პირველად გამოქვეყნდა საიტებზე «Atlantic Council» და «UkraineWorld».

ავტორი: ირინა მატვიიშინა

ჟურნალისტი და ანალიტიკოსი UkraineWorld- ში «Интерньюз-Украина»- ში.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო ხსნარები გამოჩნდა.

„ბერტას“ ანტისეპტიკური, ფრანგული წარმოების ეთერზეთებით და არომატიზატორებით გამდიდრებული ხსნარი სწრაფად აღწევს კანის ფორებში და კლავს ბაქტერიებს.

პირველი ქართული სადეზინფექციო ხსნარი „კუტექსი“ და ქართული წარმოების მრავალჯერადი ნიღბებიც პირველმა PSP-მ შესთავაზა საზოგადოებას.

„PSP მიესალმება ყველა ახალ ქართულ წამოწყებას და მზაობას გამოთქვამს ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში თავისი ქსელში ხელი შეუწყოს ქართული წარმოების პროდუქციის რეალიზაციასა და პოპულარიზაციას. ჩვენ კომპანიას აქვს ქართული ფარმაცევტული საწარმო „ჯიემპის“ 20 წლიანი გამოცდილება და ძალიან კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა ქართველი მომხმარებლების მიერ“ - ახცხადებენ PSP-ში.

(R)

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური